Home რუბრიკები პოლიტიკა როცა დიდი ომის ზღვარზე დადგა ევროპა

როცა დიდი ომის ზღვარზე დადგა ევროპა

586

კოლეგა ჟურნალისტები ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ პარალელს გაავლებენ ბობოქარ პოლიტიკურ ცხოვრებასა და ადამიანის მოღვაწეობის უმშვიდეს დარგებს შორის, გაოცდები.

შეგშურდება ან გაგიხარდება.

მით უფრო, როცა ოქროს გასაღები დასამუშავებელ თემას მოერგება.

და გახსნის ჩარაზულ კარს.

ამჯერად ასეა.

“ჰორმონული სარკის” დაავადების პრინციპით შეეცადნენ კოლეგები იმ უკიდურესად უარყოფითი პროცესების ახსნას, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრების ტექტონიკური ძვრები გამოიწვია ევროპაში და მის “მიმდებარე ტერიტორიაზე”.

“ჰორმონულ სარკეს” მედიკოსები უწოდებენ ჰორმონების თანაფარდობას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე პროცესებს არეგულირებს.

დადგენილია, რომ “ჰორმონების თანაფარდობის რაიმე მიზეზით შეცვლა ორგანიზმის ჯანმრთელობის (ნორმალური მდგომარეობის) სერიოზული აშლილობის მიზეზი ხდება. ადამიანს, მაგალითად, შეიძლება გაუჩნდეს სექსუალური ორიენტაციის ან სქესის შეცვლის მოთხოვნა”.

და ნუ დავაბრალებთ ამას მაინცდამაინც ნეოლიბერალური თავაშვებულობის პრინციპების მასირებულ შეტევას ევროპის საზოგადოებრიობის აზროვნებაზე.

ნორმიდან გადახვევის ავადმყოფობამ იძალა ევროპაში, რომელმაც ოქროს გასაღებიც დაკარგა და ელგებეტე დროშასაც ეამბორა.

წაკუზული.

არაერთ ევროპულ გამოცემაში წაიკითხავთ ანალიტიკოსების გულწრფელ წუხილს არსებული მდგომარეობის გამო: გეიაღლუმების მონაწილეთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ელ-გე-ბე-ტე თანამეგობრობის წევრები სახელმწიფო სტრუქტურებში უმრავლესობით მკვიდრდებიან…

შოუბიზნესი ხომ მათი საძოვარია და საკუნტრუშო.

სპეციალისტების არაერთი კვლევით დადასტურდა, რომჰორმონული სარკითგამოწვეული პრობლემები თავს იჩენს თანამედროვე ევროპის ყველა სოციალურ ჯგუფსა და ფენაში, რისი შედეგიცაა (დამტკიცებულია) აგრესიულობის გაძლიერება და სინამდვილის არაადეკვატური აღქმა.

“მე შარლი ვარ!” _ ამ სლოგანის საწინააღმდეგო აქციებისთვის ძლიერი მუხტის მიმცემი, გარკვეულწილად, ამ ნიადაგზე აფეთქებული ყოვლისწამლეკავი ემოციის ტალღაც იყო.

ვინ დააზუსტებს, რომელ “ჰორმონულ სარკეში” იმზირებოდა ცნობილი პოლონელი ტრანსსექსუალი ანა გროდსკა, ყოფილი კშიშტოფ გრონსკი, რომელმაც წარმატებით განვლო გზა სეიმის დეპუტატობისკენ და პოლონეთის პრეზიდენტობაზე აცხადებს პრეტენზიას მწვანეთა პარტიიდან. საქმეში ჩახედული პოლონელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ამ ყოფილ მამაკაცს, როცა 56 წლისა გახდა, სწორედ იმ ჯადოსნურმა სარკემ უკარნახა, რომ იყო პანი ანა და არა ერთი, ჩვეულებრივი შლიახტიჩი კშიშტოფი, რომელიც პრეზიდენტობას უმიზნებს. და თუ აქაც გაუმართლა, მაშინ ხომ დედა ეტირებათ გერმანელ ბიურგერებს, რომელთა ქვეყანაში ჰომოსექსუალმა გიდო ვესტერველემ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილის დაკავება შეძლო.

თანაფარდობაარეული ჰორმონების ბრალი უნდა იყოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ გჟეგოჟ სხეტინას არაადეკვატურობის გამოვლენის ფაქტები, რომელიც ხან ოსვენციმის ბანაკის გათავისუფლებას უკრაინელებს მიაწერს, ხან პოლონეთის პრეზიდენტის მიბაძვით წამოაყენებს იდეას “ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლის საიუბილეო თარიღის მოსკოვიდან რომელიმე სხვა ადგილზე გადატანის შესახებ, მაგალითად, ლონდონში, ბერლინში ან გდანსკის მახლობლად ნახევარკუნძულ ვესტერპლატეზე”.

პოლონელ პოლიტიკოსებს არ ეუხერხულებათ ისტორიული სიმართლის გაყალბება. მათთვის მთავარია, მიითვისონ დღესასწაული და ფაშიზმზე გამარჯვება თავიანთ დამსახურებად გაასაღონ.

ხომ არ ნიშნავსო ასეთი დამოკიდებულება, ეჭვობენ მიმომხილველები, რომ პოლონეთის ელიტას ძვალსა და რბილში გაუჯდა ამერიკელებისადმი უსიტყვო მორჩილების განწყობილება? ხომ ფაქტია, რომ სწორედ ამერიკელები ცდილობენ მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიის, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის, თავიანთ თარგზე მორგებას?!

ასე სურთ!

პოლონელი მედროვენიც კუდს უწევენ.

ევროპულ პრესაში იქედნურად შენიშნავენ, რომ ამერიკელებისადმი ამგვარი მორჩილების შეფასებისას, უნებურად ახსენდებათ პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის _ სიკორსკის განცხადება, რომელმაც “შარშან ისეთი რამ თქვა, გასამეორებლად ენა არ მოგიბრუნდება”. მისი გამონათქვამის აზრი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ამერიკელები პოლონეთს ყველა გაუკუღმართებული სექსუალური ფორმით ხმარობენ. პოლონელები კი, მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები არიან, იტანჯებიან. ასეთი არატრადიციული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია.

დახვეწილი ცინიზმი, რომელიც ეთიკის საზღვარზე გადის.

სერიოზული პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ზეგავლენის შედეგად ევროპაში გაჩნდნენ თვითმკვლელი სახელმწიფოები და მათ შორის პოლონეთი პირველია.

სარკესგააჩნია

ჰორმონულში ასე თუ ისე გავერკვიეთ. “კვირის სარკეკი ჟურნალია, რომელსაც კიევში გამოსცემენ. სწორედ ამ ყოველკვირეულის მიერ უკრაინაში აშშის ელჩ პაიეტისთვის ჩამორთმეულმა ინტერვიუმ აპოვნინა მიმომხილველებს საინტერესო პარალელი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის.

კიდევ ერთი ჟურნალისტური მიგნება _ პოლიტიკოსი-ბროკერები.

ბროკერი _ (მაკლერი, შუამავალი) იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც საშუამავლო ფუნქციას ასრულებს გამყიდველსა და მყიდველს შორის.

ახლა _ სახელმწიფოც, პოლიტსაქონლის გამსაღებელი, ორგანიზატორი ვაჭრობის ბიზნესის.

პოლიტიკოსი ბროკერი აგიტატორია და პროპაგანდისტი, “შავი მუშაც”, რომელსაც ავალებენ იმ დებულებების გაშიფვრას და მასებში გატანას, რომლებზეც ხელმძღვანელები ზოგადად მიგვანიშნებენ.

ბითუმად და ცალობითობის პრინციპის მაგვარი მეთოდია.

მაგალითი: 1 თებერვალს ბარაკ ჰუსეინ ობამას ინტერვიუ ჩამოართვა CNN-მა. რაც ამ ინტერვიუში აშშ პრეზიდენტმა “ფრჩხილებში მოაქცია”, აშშ ელჩმა უკრაინაში, ბატონმა პაიეტმა მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, “კვირის სარკეში” ობამას ინტერვიუს ეთერში გასვლამდე ერთი დღით ადრე.

ობამას არ უთქვამს, ჯეფრი პაიეტმა თქვა, რა და როდის უნდა გააკეთოს უკრაინის მთავრობამ _ სამოქმედო პროგრამა ჩამოუყალიბა. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამაში ახალი არაფერია: ჩვენც (ჩვენს მთავრობასაც) სიბრძნის ლამპრით უნათებენ გასავლელ გზას აშშდან მოვლენილი მაღალჩინოსნები ყველა რანგისა.

მაგრამ უკრაინის მთავრობა მაინც სხვაა, “სხვა მასალიდან ნაგები”. ამ მთავრობაში ჩანერგილი ქართველი, ლიტველი და ამერიკელი მოჯამაგირეებით დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი აშშის ელჩმა შეაფასა, როგორცმსოფლიო კლასის მთავრობა”, რომელსაც უკრაინელი ხალხი დიდხანს ელოდა.

ე. ი. მიიღო ის, რისი ღირსიც იყო, მაგრამ სხვა ქვეყნის ელჩი რა შუაშია?!

გავიკვირვოთ და დავრჩეთ გაოცებულები.

მიმომხილველები კი, რომელთა ქვეყანასაცმსოფლიო კლასის ეს მთავრობათავს მოახვიეს, პირდაპირ აცხადებენ, რატომ გახდაო უკრაინა საქართველოდან ფეხაკვეთილი დამნაშავე ელემენტების სალექარი (отстойник)?!

ელჩი უხსნის _ რეფორმების განსახორციელებლადო. თუნდაც ისეთების, რომლებიც დაჩემებული აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და რომელთა რეალიზაციისთვის კიევში დააფუძნეს აშშ-ის მოქალაქე ნატალია იარესნკო _ უკრაინის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე.

რეფორმები, რომლებიც სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს?! არა! პაიეტის თქმით, ეს რეფორმები იქნებაუმძლავრესი იარაღი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”.

რასაც სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი შესწირა.

ანალიტიკოსებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ბატონ ჯეფრი პაიეტის გამონათქვამი სხვა არაფერია, თუ არა ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია. სად და როდის იყო, ელჩები საკუთარ აზრს ასაჯაროებდნენ, მით უფრო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით?!

არ ყოფილა ასეთი რამ.

პაიეტმა დაადასტურა, გვეუბნებიან ექსპერტები, რომ მხოლოდ აშშ შეიძლება ჰქონდესგანსაკუთრებული უფლებებიუკრაინის არჩევანის განსაზღვრის: “კიევში თავისი საელჩოს, აგრეთვე, ამ საელჩოს დამხმარემსოფლიო კლასის მთავრობისმეშვეობით აშშ თავისიგანსაკუთრებული უფლებებისგანხორციელებით არის დაკავებული”.

საქართველოში აშშის საელჩომ თავის პარტნიორებად სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოაცხადა. თუ ერთ ქვეყანაშიგანსაკუთრებული უფლებების სარეალიზაციოდმსოფლიო კლასის მთავრობასიყენებენ ამერიკელები, მეორეში ანალოგიური მიზნისთვის არასამთავრობოები ჰყავთ.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებასთან აშშ-ის უშუალო კავშირს ნეიტრალური “ხელისუფლების შეცვლა” უწოდა, ე. ი. კავშირი იყო, ოღონდ _ ნეიტრალური.

რა მოუტანა უკრაინას ამ “ნეიტრალიტეტმა”, განმარტებას არ საჭიროებს. მხოლოდ ერთი მაგალითი ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბის საილუსტრაციოდ. გერმანული Frankfunter Allgemeine  Sonntagszeitung იტყობინება, რომ გერმანიის დაზვერვის გაანგარიშებით, უკრაინის კონფლიქტის დროს 50 ათასი ადამიანი დაიღუპა. ეს ოდენობა თითქმის ათჯერ აჭარბებს კიევისა და გაეროს მონაცემებს. მაგრამ გერმანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოფიციალური მონაცემები “ძალიან შემცირებულია და ნდობას არ იმსახურებს.”

სათუოა, აშშ პრეზიდენტმა თავის ნათქვამს, აშშმაბროკერისროლი ითამაშა კიევში ძალაუფლების ერთი ხელიდან მეორეში გადაცემის საქმეშიო (“We had brokered a deal to transition power in Ukrain”), დაუმატოს, რომ ეს, ფრიად თავისებურიბროკერური მომსახურებავაშინგტონმა განახორციელა იმ იმედით, რომ შეერთებული შტატები უკრაინისღირსების რევოლუციისმთავარი სარგებლის მიმღები გახდებოდა”.

კუთვნილი საკომისიოსი.

და შემდეგ:

თუ ბროკერი, რომელიც შუამავლობს გარიგებაში, ანაზღაურებას პროცენტის სახით იღებს, მაშინ აშშ უკრაინაში ყველაფრის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებსუკრაინა (აშშ ადმინისტრაციისთვის) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც საყრდენი ტერიტორია ევრაზიის დიდ თამაშშიამერიკა მზად არის, განაგრძოს თავისი თამაში: დებიუტი გადადის მიტელშპილში”.

მომდევნო სვლა ევროპისა

და აქ ხდება სრულიად გაუთვალისწინებელი რამ: დასავლეთის ბლოკის ორი მთავარი სახელმწიფოს მეთაურები _ საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის კანცლერი მერკელი _ ამერიკასთან კონსულტაციების გაუვლელად და აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად ჩადიან ჯერ კიევში, ხვდებიან პოროშენკოს, მეორე დღეს კი მოსკოვში პუტინთან მართავენ მოლაპარაკებას.

მიზანი _ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

დასავლეთის ლიდერების შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დახურულ ფორმატში გაიმართა.

ინფორმაციამ მაინც გამოჟონა.

გაირკვა, რომ ბერლინი და პარიზი შეაშფოთა ამერიკის მიერ ლეტალური იარაღით კიევის მომარაგების თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მერკელმა და ოლანდმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც მინსკის ოქმს ეფუძნება და მისი იმპლემენტაციისთვისაა მოწოდებული. იმპლემენტაცია განხორციელებას, შესრულებას, პრაქტიკულ რეალიზაციას ნიშნავს.

მასმედიის რეაქციაც შესაბამისი იყო: “თუ რუსეთი ჩათვლის, რომ აშშ ემზადება კიევისთვის იარაღის მისაწოდებლად, დიდი სტრატეგობა არ არის აუცილებელი იმის მისახვედრად, რა უბედურებაც შეიძლება დატრიალდეს, _ აღნიშნავდა ბრიტანული The Independet და დასძენდა, _ ეს ვიზიტი შეიძლება გახდეს “განწირულთა ჟესტი”, თუ ევროპის პირველი მცდელობა _ მიაღწიოს დაზავებას უკრაინაში, წარუმატებელი გამოდგება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ჩალიმ ჟურნალისტებს განუცხადა:

“ჩვენ უარს ვერ ვიტყვით მინსკის მოლაპარაკებებზე, რადგან ისინი მოიცავს საკითხებს, რომლებიც გვაწუხებს… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიდეთ ურთიერთშეხების ხაზზე, რომელიც აღნიშნულია მემორანდუმში, დამთავრდეს შეიარაღების მიწოდება, გადაიკეტოს საზღვარი და შეწყდეს ცეცხლი”.

მაკკეინმაც კი, ამერიკელი ქორების ამ თავდადებულმა ლიდერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს და, როგორც ერთმა პუბლიცისტმა თქვა, ამ დღეებში ეკრანზე ისე ხშირად აჩვენებენ, თითქოს მერლინ მონრო იყოსო, გამოცემა Sputmik-ს განუცხადა: “ვფიქრობ, მათთვის (უკრაინელებისთვის) რომ მიგვეწოდებინა იარაღი, რომელიც სჭირდებათ, ისინი არ გამოიყენებდნენ კასეტურ ბომბებს. ამიტომ ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა”.

ირიბი დამოწმებაა, რომ უკრაინის ძალოვნები იყენებენ ამ აკრძალულ იარაღს.

კასეტური ბომბების გამოყენება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის რაიონების მოსახლეობის წინააღმდეგ დაადასტურეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა “ჰუმან რაითს ვოჩი” და ეუთოს მისია. იგივე აღნიშნა გაერომ თავის მოხსენებაში და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ფაქტი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც სამხედრო დანაშაული.

კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ მზადაა, უკრაინაში მშვიდობის გარანტის როლი იტვირთოს. ეს ვიზიტი იმდენად მოსალოდნელ მოვლენასთან მიტმასვნის სურვილით კი არ იყო ნაკარნახევი, რამდენადაც მომენტის სერიოზულობიდან გამომდინარეობდა, და ნურც მეთვალყურისა და გამკონტროლებლის ფუნქციას გამოვრიცხავთ.

ვინმე დაიჯერებს, რომ უბრალო დამთხვევა იყო?!

მოსკოვი. 2015 წლის 6 თებერვალი

70 წლის წინათ იალტაში მეორე მსოფლიო ომში მოკავშირე ქვეყნების მეთაურების ისტორიული შეხვედრა გაიმართა. იმხანად სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ომისშემდგომი მსოფლიოს მშვიდობიან მოწყობაზე ბჭობდნენ.

2015 წლის 6 თებერვლის შეხვედრის დღის წესრიგში ევროპაში დიდი ომის თავიდან აცილების პრობლემა იდგა.

პუტინთან მოლაპარაკების წინ სააგენტო “ბლუმბერგმა” გაავრცელა ანგელა მერკელის პოზიცია, რომლის მიხედვით, უკრაინის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება შეიძლება იყოს შეთანხმება მოლაპარაკების გზით.

ყირიმის კონფერენციის 70- წლისთავზე ევროპა ფართომასშტაბიანი ომის საშიშროების წინაშე დადგა

მოსკოვი, კრემლი. პუტინი, მერკელი, ოლანდი მრგვალ მაგიდას მიუსხდებიან _ რამდენიმეწამიანი პროტოკოლური გადაღება.

მხოლოდ სამნი.

თარჯიმნები არ ჩანან: თარგმანს ყურსასმენებით მიაწვდიან ლიდერებს.

მოლაპარაკება 5 საათს გრძელდება. კიევში 4 საათს საუბრობდნენ.

გვიან ღამით (უფრო დილისკენ) პუტინის პრესმდივანი პესკოვი გამოდის ჟურნალისტებთან.

მისი ინფორმაცია წმინდა ტექნიკური ხასიათისაა: მოლაპარაკება გაგრძელდება სატელეფონო ურთიერთობის რეჟიმში, მომდევნო კვირას კი _ ნორმანდიის ფორმატში.

სულ ესაა.

კანცლერი ანგელა მერკელი მიუნჰენში იტყვის, რომ არ იცის, მიაღწიეს თუ არა წარმატებას, მაგრამ შეხვედრას მაინც სასარგებლოს უწოდებს.

მოკლე იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდის კომენტარიც:

_ ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ მტკიცე, მშვიდობიან შეთანხმებას, შესანიშნავად შეგვეძლება წარმოვიდგინოთ შემდგომი სცენარი, რომელსაც სახელად ჰქვია ომი.

ევროპაში არ დავიწყებიათ მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი. ეს ერთი. და მეორე, რასაც ზოგიერთი ანალიტიკოსი განსაკუთრებით უსვამს ხაზს: დიდი ომი ევროკავშირის კრახს გამოიწვევს.

დიდი ომის შიშმა აამოძრავა მერკელი და ოლანდი.

ოლანდი უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონებისადმი მეტი ავტონომიის მიცემის წინადადებასაც წამოაყენებს. ამასთანავე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, 50-70-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნას, რაც გათვალისწინებულია მერკელთან ერთად შემუშავებულ დარეგულირების გეგმაში.

ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ, რომელიც 7 თებერვალს მიუნჰენის კონფერენციის ტრიბუნაზე ავიდა, დამსწრეთ რამდენიმე რუსული პასპორტი და ერთი სამხედრო ბილეთი წარუდგინა იმის დასამტკიცებლად, რომ დონბასში უკრაინის წინააღმდეგ რუსი სამხედროები იბრძვიან. სააგენტორია ნოვოსტისცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე საღამოს უკრაინელ კოლეგებს მიმართა ოფიციალური თხოვნით, გადაეგზავნათ მათთვის ამ დოკუმენტების ასლები. უკრაინის მხარემ, “ვერ მოახერხაამ თხოვნის შესრულება.

რუსები დონბასში რომ იბრძვიან, ცნობილია, მაგრამ არა რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილების შემადგენლობაში, არამედ _ საკუთარი ნებითა და რწმენის კარნახით.

ზემოთ დასახელებული პერფომანსი კი ბატონ პოროშენკოს დასჭირდა იმისთვის, რათა დაერწმუნებინა დასავლეთი, თუ რამდენად აუცილებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაჩქარება.

7 თებერვალს მიუნჰენში გადმოსხეს ამერიკელების პოლიტიკური დესანტი: ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და სენატორების დელეგაცია ჯონ მაკკეინთან ერთად.

მაკკეინი _ მთავარი დამრტყმელი ძალა.

ამერიკელთა ამ დესანტმა შეუტია კანცლერ მერკელს, რატომ ეწინააღმდეგებაო გერმანია უკრაინის იარაღით მომარაგებას?

_ მესმის, რასაც გადაკვრით მეუბნებით, _ უპასუხა მერკელმა, _ უკრაინას სჭირდება პროგრესი, რომელსაც ვერ მივაღწევთ შეიარაღების მიწოდების გზით. რეგიონში ისედაც ბევრი იარაღია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფლიქტის ომით მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალისხმევა დიპლომატიურ მეთოდებისკენ მივმართოთ.

მან თქვა ისიც, რომ ამ საკითხში უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებული შეხედულება აქვს.

პოროშენკომ კი, როგორც პრესა იტყობინება, ჯო ბაიდენთან კამერების წინ დემონსტრაციული ხვევნა-კოცნის ტელეგადაღების სესია გამართა.

მერკელის მორიგ განცხადებას უკრაინის შეიარაღებაზე უარის თქმის შესახებ დარბაზმა აპლოდისმენტებით უპასუხა, პოროშენკომ კი ძლივს მოახერხა საკუთარი იმედგაცრუების დაფარვა. და “იჯდა გაქვავებული სახით, როცა კანცლერი თავის მშვიდობიან დიპლომატიაზე ლაპარაკობდა”. ჟურნალისტებს არც ეს გამოჰპარვიათ მხედველობიდან.

ხოლო ბაიდენი რუსეთს სრული იზოლაციით დაემუქრა, თუ მისი (რუსეთის) პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება. მაგრამ რა იზოლაციაა ისეთი, როცა ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ლიდერები _ მერკელი და ოლანდი თვითონ ჩადიან რუსეთის დედაქალაქში ნებისმიერ საკითხზე მოსალაპარაკებლად?!

ბაიდენის სიტყვით გამოსვლისას იქვე, ქუჩაში ანტინატოური დემონსტრაცია ტარდებოდა.

არმაზ სანებლიძე

P.S. მოსკოვის მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, არ იყო 1945 წლის იალტის კონფერენციის რანგის ისტორიული მოვლენა, მაგრამ გარკვეულწილად იმ პრინციპების დასაცავად გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს (მცდელობად მაინც), რომლებზეც 70 წლის წინათ იალტაში შეთანხმდნენ XX საუკუნის პოლიტიკის კოლოსები და რომლებზეც აშენდა ომისშემდგომი მსოფლიო, შეიქმნა გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის სისტემა.

იალტის (ყირიმის) კონფერენციის 70 წლისთავთან დაკავშირებით, ლივადიის სასახლის მახლობლად საზეიმოდ გაიხსნა მეორე მსოფლიო ომში სამი მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერების _ სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის სკულპტურული კომპოზიცია, რომლის ავტორი ზურაბ წერეთელია.

სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?!

ეს ათტონიანი ძეგლი ჯერ კიდევ ათი წლის წინათ უნდა დაედგათ, მაგრამ ამას წინ აღუდგნენ უკრაინის იმჟამინდელი ხელისუფალნი და იქაური პოლიტიკური პარტიები, ასევე _ ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელობა(!).

დღეს ეს პრობლემა მოხსნილია: ისტორიული სიმართლე, რომლის დამახინჯება ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის დონემდეა აღზევებული, გზას იკვლევს.

11 თებერვალს, ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღეს, გაიმართება უკრაინის კრიზისის გადაწყვეტისადმი მიძღვნილი მოლაპარაკების ბოლო რაუნდი: . . ნორმანდიულ ფორმატში ერთმანეთს შეხვდებიან ვლადიმერ პუტინი, პეტრო პოროშენკო, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი.

70 წლის წინათ, 1945 წლის 11თებერვალს დაიხურა იალტის (ყირიმის) კონფერენცია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here