Home რუბრიკები პოლიტიკა როკფელერის მასრები

როკფელერის მასრები

2930

დიდხანს ვფიქრობდი, საიდან დამეწყო ამბის მოყოლა. ბოლოს გადავწყვიტე, ისევ ჩვენი ტელევიზიების „ახალი ამბების“ სტანდარტული გამოშვებით დავიწყო: 

უკრაინაში ისევ ომია, საზიზღარი რუსეთი თავს ესხმის მშვიდობიან უკრაინელ ხალხს და სურს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა, მთელი დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს უკრაინის მთავრობას ვერაგ მტერთან ბრძოლაში, ამერიკამ ერთი მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო უკრაინას პირველადი ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად… ლარი ისევ გაუფასურდა, იგი კვლავ ერთი პუნქტით დაეცა, ექსპერტები ვარაუდობენ უარესს, ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილი აქვს ჩაერიოს ამ პროცესში და ლარის ნაწილი ხმარებიდან ამოიღოს, ეს ლარის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს… ბოლოს, ამინდი: თბილისში არც ხვალ მოთოვს…

იმის გასაანალიზებლად, თუ რას გვეუბნება ყუთი, სახელად ტელევიზორი, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო, რადგან ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან, მხოლოდ ამინდია გასაგები. თუმცა, ვშიშობ, როცა ნახავთ ამ წერილის სიდიდეს, აუცილებლად გაიფიქრებთ – „ამდენს რა წამაკითხებსო“… პირადად მე, როცა დავამთავრე მისი დაწერა და დავაპირე თავიდან გადამეკითხა, ზუსტად იგივე გავიფიქრე…

იმედია, არ მოგაცდენთ და იგი საინტერესო იქნება თქვენთვის. 

ამ ბოლო დროს, ყველა საინფორმაციო გამოშვება ლარზე საუბრით იწყება და მთავრდება. „დოლარმა აიწია“, „დოლარმა დაიწია“… მაგრამ, რას წარმოადგენს თავად დოლარი?

აშშ დოლარი – ეს არის ვალუტა, რომელიც, სხვა ქვეყნის ფულისგან განსხვავებით, სახელმწიფოს არ ეკუთვნის (სათვალავში ნუ ჩავთვლით ევროს, რადგან იგი „კავშირის“ ფულია და არა რომელიმე ერთი ქვეყნის. თუმცა, ევროც დოლარის პრინციპით შეიქმნა). დოლარი კერძო კომპანიის საკუთრებაა, ფედერალური სარეზერვო სისტემის, რომელიც ბანკირებმა შექმნეს.

1910 წელს როკფელერებიროტშილდებიმორგანები და სხვა კერძო ბანკირები საიდუმლოდ შეიკრიბნენ კუნძულ ჯეკილზე (ჯორჯიის შტატი), რათა შეემუშავებინათ კანონპროექტი, რომელიც ლოგიკურად მიიყვანდათ ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნასთან. 1913 წელს ასეც მოხდა – შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა.

ფედერალურ სარეზერვო სისტემას 12 რეგიონალური ფედერალური სარეზერვო ბანკი აქვს. ფედერალური სარეზერვო სისტემა ბეჭდავს დოლარის კუპიურებს და პროცენტიან ვალად აძლევს აშშის სახელმწიფოს. ამ უკანასკნელმა კი, ეს ფული უკან უნდა დაუბრუნოს ბანკს, თავისი პროცენტებით. ისმის კითხვა: საიდან გაჩნდება „პროცენტების ფული“, კუპიურებს ხომ მხოლოდ ფედერალური სისტემა ბეჭდავს?

მარტივად რომ ვქთვათ, თითოეული დოლარი უნდა დაუბრუნდეს ფედერალურ ბანკს პროცენტით. მთელი ფული ნასესხებია ცენტრალური ბანკიდან, და გამრავლებულია კომერციული ბანკების მიერ კრედიტებზე საპროცენტო დანამატის სახით. ასე რომ, ვალი თავად ხდება ფული. და სადღაა ის ფული, რომლითაც უნდა დაიფაროს პროცენტები? არსად, – ის არ არსებობს. ასე რომ, ფული, რომელიც სახელმწიფოს მართებს ბანკის, უფრო მეტია, ვიდრე ფული, რომელიც ფიზიკურად არსებობს. ამიტომ საჭიროა ახალი ფულის ბეჭდვა, რათა დაიფაროს მუდმივი დეფიციტი – პროცენტები. სწორედ ამიტომ, ინფლაცია უსასრულოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეფოლტი და ბანკროტი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია.

მომეცით სახელმწიფოში ფულის ბეჭდვაზე კონტროლი და ფეხებზე მკიდია, თუ ვინ დაწერს ამ სახელმწიფოს კანონებს“, – მაიერ ამშელ როტშილდი.

წარმოიდგინეთ, თქვენ მიდიხართ ბანკში და იღებთ 50 ათასი დოლარის სესხს. რა ხდება შემდეგ? უბრალოდ, თქვენ გრაფაში გიწერენ რიცხვს (50 000). თქვენ კი იწყებთ პროცენტების გადახდას იმ ფულისთვის, რომელიც არასდროს არსებობდა და არც არასდროს იარსებებს.

კარგია, რომ ხალხს არ ესმის თუ როგორ მუშაობს ჩვენი საბანკო სისტემა, თორემ ხვალ დილითვე რევოლუცია მოხდებოდა“, – ჰენრი ფორდი.

ბანკები დღესაც ყველაზე გავლენიანი ჯგუფია კონგრესში, გულწრფელად რომ გითხრათ, კონგრესს სწორედ ისინი მართავენ“, – ამჟამინდელი სენატორი რიჩარდდიკდურბინი.

ბანკირებისთვის შემოსავლის წყარო ხალხია. მაგრამ, რად უნდათ ბანკირებს ხალხისგან იმ ფულის მიღება, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია და რომლის ე.წ. ღირებულებასაც თავად ბანკირები ქმნიან კომპიუტერის ეკრანზე?..

ამას მარტივად ხსნის დევიდ აიკი, მკვლევარი და ავტორი წიგნისა „უდიდესი საიდუმლო“:

„ყველაფერი თევზაობას მოგვაგონებს. ბანკები აგდებენ ანკესს, უშვებენ ფულს დიდი რაოდენობით. ეს შეიძლება გააკეთონ დაბალპროცენტიანი სესხის, ბევრი კრედიტის გაცემით… (ხომ გვახსოვს რა მონდომებით აძლევდნენ ბანკები ხალსხ კრედიტებს)… ამით ფული მუდმივად იცვლის მფლობელს, რაც დიდ ეკონომიკურ აქტიურობას იწვევს, – იქმნება სამუშაო ადგილები, იხარჯება უფრო და უფრო მეტი ფული, კომპანიები უფრო მეტ კრედიტს იღებენ წარმოების გასაფართოებლად. ხალხს ხვალინდელი დღის იმედი უჩნდება, – კრედიტით ყიდულობენ მანქანას, სახლს, მიწას, იწყებენ მეურნეობას. ამის შემდეგ კი, ბანკები სიტუაციას ცვლიან – კრედიტის პროცენტებს ზრდიან. ახლა ცოტა ადამიანი იღებს კრედიტს.

რადგან პროცენტები გაიზარდა, შემოსავლების საკმაოდ დიდი ნაწილი კრედიტის დაფარვაზე მიდის. ხდება ფულის მიმოქცევიდან თანდათან ამოღება. (ხომ ნაცნობი სურათია, ახლახან ლარის ე.წ. გაუფასურება და ეროვნული ბანკის მიერ „კეთილი ნაბიჯის“ გადადგმა – მიმოქცევიდან ამოიღოს ლარის ნაწილი, რომ ლარი „დასტაბილურდეს“…) უცბად აღმოჩნდება, რომ მიმოქცევაში ფული გაცილებით ცოტაა დარჩენილი, ხოლო ადამიანები კი, უფრო და უფრო ცოტა საქონელს ყიდულობენ. კომპანიების შემოსავალი კლებულობს, ისინი თანამშრომელთა შემცირებას იწყებენ, ზოგი ბიზნესს აჩერებს. ადამიანები სამსახურს კარგავენ. მათ აღარ შეუძლიათ გადაიხადონ ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტები. აი, აქ კი, ბანკები იმ გადაგდებულ ანკესს იღებენ! ხალხის გაბანკროტების შემდეგ, ბანკები ნამდვილ სიმდიდრესღებულობენ – ქონებას, მიწას, რესურსებს, რომელიც მათ აღწერეს იმისთვის, რათა თქვენთვის კომპიუტერის ეკრანზე ციფრები ჩაეწერათ!

ეს ეკონომიკური ციკლი მუდმივად მუშაობს კაპიტალისტურ სამყაროში. ამით, სინამდვილეში, ხდება რეალური სიმდიდრის მოპარვა, დაყაჩაღება და ამ სიმდიდრის დაგროვება ადამიანთა მცირე გჯუფის ხელშია.

საერთაშორისო დონეზე კი, ბანკირები იყენებენ მსოფლიო ბანკს დამსოფლიო სავალუტო ფონდს, რომლებიც თვითონ შექმნეს, რათა ხელში ჩაიგდონ იმ ქვეყნების რესურსი, რომელთაც ისინი ვალს აძლევენ

მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის ყველაზე ცენტრალურ ბანკადსაერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ ითვლება, რომელიცროტშილდებმა დააარსეს.

ფულის გარდა, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიოს საბოლოო კონტროლი ჩაიგდონ ხელში? ისინი უნდა აკონტროლებდნენ ენერგორესურსებს, სურსათს, ჩვენს ჯანმრთელობას…

სწორედ ბანკირების მფლობელობაშია მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები. ამიტომ, მათ აქვთ მოტივი, აწარმოონ და გაყიდონ რაც შეიძლება მეტი წამალი. ჯანდაცვის მთელი სისტემისათვის ეს ერთადერთი და ეფექტური მეთოდია ფულის საშოვნელად.

სადამდე შეიძლება მივიდნენ ფარმაცევტული კომპანიები მოგების მისაღებად?

1920-იან წლებში ექიმმა და მკვლევარმა რაიმონდ რაიფმა გამოიგონა იმ დროისთვის ყველაზე მოწინავე მიკროსკოპი. მან ასევე გამოიმუშავა „კოორდინირებული რეზონანსის“ მეთოდი, რომელსაც, როგორც ის აცხადებდა, შეეძლო გაენადგურებინა კიბოს წარმონაქმნები და ვირუსები. 1934 წელს, კლინიკურ კვლევებში, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა ჩაატარა, რაიფის მკურნალობა კიბოს განუკურნებელი ფორმით დაავადებულ 16 პაციენტს ჩაუტარდა. სამი თვის შემდეგ ყველა მათგანი განიკურნა. ცოტა ხნის შემდეგ, რაიფის ლაბორატორია გაანადგურეს. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის მიერ, რაიფი დაგმობილ იქნა, ხოლო მისი შრომები საგულდაგულოდ დაივიწყეს.

მოგვიანებით, ცნობილმა გერმანელმა ექიმმა მაქს გერსონმა შეიმუშავა ალტერნატიული დიეტოთერაპია სახელწოდებით „გერსონის თერაპია“, რომლის საშუალებით შეიძლება განიკურნოს ავთვისებიანი სიმსივნე და ქრონიკული დაავადების უმრავლესობა. პრობლემისადმი თავისი მიდგომა გერსონმა აღწერა საკუთარ წიგნში „ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა: 50 კლინიკური შემთხვევის შედეგები“. აქაც, ბიზნესის სამყაროს რეაქციამ არ დააყოვნა – ავთვისებიან სიმსივნეთა კვლევებისამერიკის ნაციონალური ინსტიტუტის (NCI) მიერ „აღმოჩენილ იქნა“, რომ მაქს გერსონის მონაცემებს აკლია „საბაზო ინფორმაცია“. NCI-ს ექსპერტებმა „დაასკვნეს“, რომ გერსონის მეთოდით მკურნალობა „მეცნიერულად დაუსაბუთებელია“, უსარგებლოა და პოტენციურად საშიში.

როგორც ჩანს, ის, ვინც აკონტროლებს ამერიკის მედიცინის ასოციაციას, აკონტროლებს მთელ ფარმაცევტიკას. ამერიკის მედიცინის ასოციაციას კი, ძირითადად, როკფელერების ოჯახი აფინანსებს, რომელიც იყენებს თავის ფონდებს კვლევებზე და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბუნების საჩუქარი – გუანაბანა, გრავიოლას ხის ნაყოფი. იგი ლათინური ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული. 1970 წლიდან მოყოლებული, 20-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, რომლებმაც აჩვენეს, რომ გუანაბანას ექსტრაქტი ანადგურებს უშუალოდ კიბოს უჯრედებს და არანაირ გავლენას არ ახდენს ჯანმრთელ უჯრედებზე.

თუკი ფარმაცევტულ კომპანიას აქვს უფლება დააპატენტოს რაიმე ავადმყოფობის მკურნალობა და ამით აკეთოს ფული, ჩვენ სწორედ ამ მკურნალობას მივიღებთ, – განკურნება არარენტაბელურია.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

2007 წელს აშშ-ის სოფლის მეურნეობისა და შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ (USDA Homeland Security) დააფინანსა პროექტი, რომლითაც ჩრდილოეთ კალიფორნიის ქალაქებში, თვითმფრინავების საშუალებით, 7 მილიონი ადამიანის ჰაერიდან დამტვერვა განხორციელდა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს, ოფიციალური პირები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ გამოყენებული „აეროზოლი“ შეიცავდა ტოქსიკურ ნივთიერებებს, – კერძოდ, იმ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა და დაარღვიოს რეპროდუქციული ციკლი.

აშშის მთავრობა მხილებულია საკუთარ მოქალაქეებზე 30 ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაშიდაწყებული ჯარისკაცებით და რეზერვაციებში მყოფი ინდიელებით, დამთავრებული ქალაქებით.

გოგონების და ქალების მასობრივი საიდუმლო სტერილიზების (როგორც წესი, ვაქცინაში დანამატის მეშვეობით) დანაშაულებრივი ფაქტები გაიხსნა ბრაზილიაში, პუერტო რიკოში, ნიკარაგუაში, მექსიკაში, ფილიპინებზე. ყველა ამ შემთხვევაში, სტერილიზება ხდებოდა ისეთი პროგრამების და ფონდების ხელშეწყობით, როგორიცა  ჯონ როკფელერის „მოსახლეობის საბჭო“ (Population Council), აშშ-ის ჯანმრთელობის, განათლების და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო (სადაც მინისტრის მოადგილე ნელსონ როკფელერი იყო), მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (როკფელერის მიერ დაარსებული).

კომპანია Novartis-მა და Syngenta-მ, აშშ-ის სოფლის მეურნეობისა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელშეწყობით, პრაქტიკაზე გამოსცადა გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდის ჯიში, რომელიც მამაკაცებს უნაყოფოს ხდის. ამას დაერქვა მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ბრძოლა.

ტოქსიკური ვაქცინა, ქიმიური დამტვერვა, გენმოდიფიცირებული საკვები, ომიეს ყველაფერი დედამიწაზე მოსახლეობის შემცირებას ემსახურება.

ადამიანთა ელიტურმა ჯგუფმა, რომლებიც მართავენ საერთაშორისო კორპორაციებს, ხელში ჩაიგდო კონტროლი ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე – ენერგორესურსებზე, საკვებზე, განათლებაზე და ჯანდაცვაზე.

ის, ვინც აკონტროლებს საკვებს, აკონტროლებს ადამიანებს; ის, ვინც აკონტროლებს ენერგიას, აკონტროლებს კონტინენტს; ის, ვინც აკონტროლებს ფულს, აკონტროლებს მსოფლიოს“, – ჰენრი კისინჯერი.

მაშ ასე – ფული, ენერგია, საკვები, ჯანმრთელობა… კიდევ რა არის საჭირო აბსოლუტური კონტროლისათვის? პასუხი მარტივია –საინფორმაციო საშუალებები – რათა აკონტროლონ ჩვენი რეაქცია მომხდართან დაკავშირებით.

„როგორც გაირკვა, ჯორჯ ბუში მართალი იყო, როცა ამტკიცებდა, რომ სადამ ჰუსეინი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს“, – იუწყებოდა CNN, ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრამდე. ერაყის ომის შემდეგ კი, კოალიციის ლიდერებმა თავად განაცხადეს „შევცდითო“. ინფორმაციის მასობრივი საშუალებები ხომ ერთადერთი წყაროა „გაიგო რა ხდება“. აშშ-ში, მთელი ამერიკული მედიის 90 პროცენტს მხოლოდ 6 კორპორაცია აკონტროლებს, – თავისუფალი მედია, არა?..

დღესდღეისობით, ინტერნეტი ერთადერთია, სადაც შეიძლება თავისუფლი სიტყვის თქმა, თუმცა აშშ-ის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა ეს რეალობა შეცვალოს და დააწესოს კონტროლი მასზეც. ხომ ყველას გვახსოვს, სენატორ სმიტის მიერ აშშ-ის კონგრესში განსახილველად შეტანილი კანონპროექტი (SOPA). იგი აშშ-ს სამართალდამცავ სტრუქტურებს შესაძლებლობას აძლევდა ებრძოლათ ინტერნეტში „არალეგალური კონტენტის“ წინააღმდეგ, – რეალურად კი, ებრძოლათ იმის წინააღმდეგ, რასაც თავად სამართალდამცავები ჩათვლიდნენ არალეგალურად. 2012 წლის 18 იანვარს, პროტესტის ნიშნად, ვიკიპედიამ 24 საათით დახურა თავისი ინტერნეტრესურსი და მის ყველა გვერდზე დადო საპროტესტო ბანერი წარწერით „წარმოიდგინეთ მსოფლიო თავისუფალი ცოდნის გარეშე!“. მსგავსად მოიქცა უამრავი სხვა დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსი.

ნელნელა ჩვენს სტანდარტულ „საინფორმაციო გამოშვებას“ დავუბრუნდეთ, რომლითაც დავიწყეთ, ხომ არ დაგავიწყდათ? მთავარი თემა – ომი უკრაინაში…

დღეს საინფორმაციო საშუალებებს სწორედ ფული აკონტროლებს, ანუ ბანკირები. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ – ხალხს გვეუბნებიან იმას, რაც უნდათ, რომ დავიჯეროთ. გვეუბნებიან, თუ როგორი დემოკრატიულიაამერიკის შეერთებული შტატები, რომ იგი იბრძვის მთელ მსოფლიოშიდემოკრატიის დასაცავად, რომ ყველა ქვეყანამ, და განსაკუთრებით ჩვენ, საქართველომ, აშშ-სგან უნდა ვისწავლოთ დემოკრატია. ის ხომ სხვადასხვა ქვეყანაში იბრძვის დემოკრატიის დასამყარებლად და სწორედდემოკრატიის გამო გმირულად იხოცებიან ამერიკელი ჯარისკაცები სხვადასხვა ქვეყნის ბრძოლის ველზე.

უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო ბანკირებისთვის ომი ყველაზე შემოსავლიანი საქმეა, რადგან ომი აიძულებს სახელმწიფოებს ცენტრალურ ბანკებში კიდევ უფრო მეტი ფული ისესხონ პროცენტებით.

მოდით, გადავხედოთ ისტორიას და ნათლად წარმოვაჩინოთ ამერიკის როლი სხვადასხვა ომებში.

პირველი მსოფლიო ომი. 1914 წლის 4 აგვისტოს ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას. ამერიკელ ხალხს არ სურდა ჩართულიყო ამ ომში და პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მაგრამ კულუარებში აშშ-ის ხელისუფლება ეძებდა ნებისმიერ მიზეზს ომში ჩასართველად. აი, როგორ აღწერა ეს სიტუაცია აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა უილიამ ჯენინგსმა: „მსხვილი ბანკები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი მსოფლიო ომით, რადგან ის იძლეოდა შემოსავლის დიდ შესაძლებლობებს“. ვუდრო უილსონის მთავარი მრჩეველი პოლკოვნიკი ედუარდ ჰაუსი იყო. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბანკირებთან, რომელთაც ომი უნდოდათ.

ვიხილოთ დოკუმენტი, რომელიც ასახავს ედუარდ ჰაუსის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ გრეის საუბრის ფრაგმენტს:

გრეი ეკითხება: „რას გააკეთებენ ამერიკელები, თუკი გერმანელები ჩაძირავენ ამერიკულ გემს ამერიკელი მგზავრებით?“

ჰაუსი პასუხობს: „ვფიქრობ, რომ საპროტესტო ტალღა იფეთქებს, და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ აშშ ომში ჩაერთოს“.

1915 წლის 7 მაისს გემი „ლუზიტანია“ შეგნებულად გააგზავნეს გერმანიის მიერ კონტროლირებად წყლებში. როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა მას ტორპედო ესროლა და ააფეთქა. დაიღუპა 1200 ადამიანი. ხომალდის გამგზავრებამდე, აშშ-ში გერმანიის საელჩომ ამერიკულ პრესაში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აფრთხილებდა „ლუზიტანიას“ მგზავრებს, რომ ისინი საკუთარი რისკით მიემგზავრებოდნენ, რადგან ნებისმიერი ხომალდი, რომელიც აშშდან ინგლისისკენ გაემართებოდა, ექვემდებარებოდა განადგურებას„ლუზიტანიას“ ჩაძირვამ, რა თქმა უნდა, ამერიკელების ვნებათაღელვა გამოიწვია, და ამ ამბიდან მალევე აშშ ომში ჩაება.

პირველი მსოფლიო ომი 323 ათას ამერიკელს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჯონ როკფელერმა კი გამოიმუშავა 200 მილიონი დოლარი. აქ არ ითვლება თავად ამერიკის ხელისუფლების მიერ დახარჯული 30 მილიარდი დოლარი, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ ფედერალური ბანკისგან პროცენტით ისესხა.

მეორე მსოფლიო ომი. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია ამერიკის სამხედრო ბაზას პორტ პერლ ჰარბორში დაესხა თავს, რაც აშშ-ის ომში ჩართვის საბაბი გახდა. პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა განაცხადა, რომ ეს დღე ისტორიაში დარჩება როგორც „უღირსი“. ასედაც არის, ოღონ არა იმიტომ, რომ ვერაგი მტერი თავს დაესხა პერლ ჰარბორს. 60-წლიანი დუმილის შემდეგ, ფარდა აეხადა სინამდვილეს. გაირკვა, რომ აშშ-ის ხელისუფლებისთვის არა მხოლოდ ერთი კვირით ადრე იყო ცნობილი პერლ ჰარბორზე მოსალოდნელი თავდასხმა, არამედ თავად ინციდენტი პროვოცირებული იყო. რუზველტი, რომლის ოჯახიც ფლობდა ბანკებს ნიუ იორკში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან დაწყებული, და რომლის ბიძა ფრედერიკი იყოფედერალური რეზერვის დირექტორთა საბჭოში, ძალიან სიმპატიურად იყო განწყობილი საერთაშორისო ბანკირების მიმართ, – ომი კი, მათ ინტერესებში შედიოდა.

თავის დღიურში, 1941 წლის 25 ნოემბერს, რუზველტის სამხედრო მდივანმა ჰენრი სიმპსონმა აღწერა რუზველტთან მისი საუბარი.საკითხი იმაში მდგომარეობს, როგორ ვაიძულოთ ისინი განახორციელონ პირველი გასროლა. სასურველია, რომ პირველები იაპონელები იყვნენ. მაშინ არავითარი ეჭვი არ დარჩება, თუ ვინ არის აგრესორი“.

პერლ ჰარბორზე თავდასხმამდე ერთი თვით ადრე რუზველტმა ყველაფერი გააკეთა, რათა იაპონელები გაეღიზიანებინა. მან შეაჩერა ამერიკული ნავთობის ყველანაირი მიწოდება იაპონიაში, გაყინა იაპონელების ყველა აქტივი აშშ-ში, ახორციელებდა ჩინეთისთვის ფულად დახმარებას და სამხედრო დახმარებას ინგლისისთვის – ორივე ეს ქვეყანა იაპონიის მტერი იყო. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ომის მართვის საერთაშორისო ნორმებს.

ხოლო 4 დეკემბერს, თავდასხმამდე სამი დღით ადრე, ავსტრალიის დაზვერვამ გააფრთხილა რუზველტი იაპონიის ხომალდების შესახებ, რომლებიც პერლ ჰარბორისკენ მიემართებოდნენ. მან იგნორირება გაუკეთა ამ გაფრთხილებას. და როგორც დაგეგმილი იყო, 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიამ პერლ ჰარბორს შეუტია, სადაც 2400 ჯარისკაცი დაიღუპა. პერლ ჰარბორამდე ამერიკელთა 83 პროცენტი ომში ჩართვის წინააღმდეგი იყო. პერლ ჰარბორის შემდეგ ერთი მილიონი ამერიკელი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში.

უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომში, თავის სამხედრო სიძლიერეს ნაცისტური გერმანია უნდა უმადლოდეს ორ ორგანიზაციას. ერთი მათგანი I.G. Farben-ია. იგი მთელი ასაფეთქებელი ნივთიერების 84 პროცენტს აწარმოებდა. აწარმოებდა ასევე ციკლონ ბ-ს (Zyklon B), რომლის საშუალებითაც კონცლაგერებში მილიონობით ადამიანი ნადგურდებოდა. I.G. Farben-ის მთავარი პარტნიორი კი, იყო ამერიკული U.S. Standard Oil (როკფელერების). რეალურად, ამ კომპანიის პროდუქციის გარეშე გერმანული ავიაცია ვერ იფრენდა. ლონდონის დაბომბვა განხორციელდა U.S. Standard Oil-ის მიერ I.G. Farben-ისთვის 20 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის მიყიდვის შემდეგ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ „ეხმარებოდა“ ამერიკული ბიზნესი ორივე მხარეს ომში.

მეორე ამერიკული მოღალატე ორგანიზაცია იყო Union Banking Corp. ნიუ იორკიდან. მან არა მხოლოდ დააფინანსა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა და აწარმოებდა იარაღის მიწოდებას გერმანელი ნაცისტებისთვის, არამედ მისი საშუალებით თეთრდებოდა ნაცისტური ფული. მოგვიანებით, როცა დადასტურდა მის ანგარიშებზე მილიონობით „ნაცისტური დოლარის“ არსებობა, ომის დროს მოწინააღმდეგესთან ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევის გამო, Union Banking Corp.-ზე სანქციები განხორციელდა. გაინტერესებთ ვინ იყო Union Banking-ის დირექტორი და ვიცე პრეზიდენტი? პრესკოტ ბუში – ბუშ უმცროსის ბაბუა, და ბუშ უფროსის მამა. ასე რომ, აქედან დაასკვენით ამ ოჯახის მორალური და პოლიტიკური პრინციპები.

ვიეტნამი. აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ ვიეტნამისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებას 1964 წელს, წინ უძღოდა ინციდენტი, როდესაც ვიეტნამის წყალქვეშა ნავებმა შეტევა განახორციელეს ამერიკის სამხედრო ხომალდზე ტონკინის ყურეში. ეს შემთხვევა ცნობილია როგორც „ტონკინის ინციდენტი“. სწორედ ეს გახდა ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების საფუძველი. მხოლოდ ერთი პრობლემაა – შეტევა ამერიკის სამხედრო ხომალდზე არასდროს ყოფილა. ეს ამბავი სპეციალურად გამოიგონეს, რათა ომის საბაბი გაჩენილიყო. აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმარობერტ მაკნამარამ მრავალი წლის შემდეგ განაცხადა, რომ „ტონკინის ინციდენტი“ ყალბია, მიმართა რა ამერიკელ ხალხს: „ჩვენი წარმოდგენა, რომ იმ დღეს თავს დაგვესხნენ, არასწორია, ეს არასდროს მომხდარა“. მოვლენების სხვა უშუალო მონაწილენი კი ღიად აცხადებდნენ, რომ ესწინასწარგანზრახული ტყუილი იყო.

როგორც კი დაიწყო ომი, დაიწყო ბიზნესიც.

1985 წელს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა დოკუმენტებს, სადაც აღწერილი იყო ვიეტნამის მიერ ომის მართვის წესები. იქ აღწერილი იყო, თუ რისი უფლება ჰქონდათ ომის დროს ამერიკელ ჯარისკაცებს და რა ეკრძალებოდათ. მრავალ უცნაურობასთან ერთად, ამერიკელ მეომრებსუფლება არ ჰქონდათ დაებომბათ ვიეტნამის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები (სანამ არ იქნებოდა დადგენილი მათი სრული საბრძოლო მდგომარეობა). ეკრძალებოდათ მტრის დევნა (თუკი იგი კვეთდა ლაოსის ან კამბოჯის საზღვარს). მაგრამ, ყველაზე საკვირველი ისაა, რომსტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე შეტევა არ შეიძლებოდა, თუკი ამის შესახებ უმაღლესი სარდლობიდან არ იქნებოდა ბრძანება მოსული. ამის შესახებ ინფორმირებული იყო ჩრდილოეთ ვიეტნამი, რაც მათ საშუალებას აძლევდათ შეემუშავებინათ ომის წარმოების საკუთარი სტრატეგია. სწორედ ამიტომ გასტანა ომმა ასე დიდხანს.

არსი მარტივია – ვიეტნამის ომში მთავარი გამარჯვება კი არა, თავად ომის ხანგრძლივად წარმოება იყო. შემოსავლისთვის წარმოებული ეს ომი58 ათას ამერიკელს და სამ მილიონ ვიეტნამელს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

2001 წლის 11 სექტემბერი კი, ამერიკული ელიტისთვის ახალი მიზეზი იყო განეხორციელებინა არაადამიანური გეგმები. ეს იყო მიზეზი ომისთვის, რომელიც არაფრით განსხვავდება „ლუზიტანიას“ ჩაძირვისგან, პერლ ჰარბორზე თავდასხმისგან და გამოგონილ „ტანკინის ინციდენტისგან“. იგი გამოიყენეს მიზეზად შეჭრილიყვნენ და დაეწყოთ ომი ერაყში და ავღანეთში, რასაც ვერანაირი სხვა მიზეზით ვერ ახსნიდნენ. იგი გახდა მიზეზი დაეპყროთ ერაყი. დღეს უფრო და უფრო მეტი ამერიკელი ექსპერტი ასაბუთებს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი სულაც არ ყოფილა ტერაქტი, არამედ იყო „გლობალური ელიტის“ მიერ წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რათა შეექმნათ ხელსაყრელი სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ხელში ჩასაგდებად.

ჰო, სულ დაგვავიწყდა – „დემოკრატია“…

გაინტერესებთ თავად ამერიკაში რა სიტუაციაა ამ „დემოკრატიის“ კუთხით?

2001 წლის 11 სექტემბრის „ტერაქტმა“ საბაბი მისცა აშშ-ის ხელისუფლებას, კანონმდებლობისთვის გადაეხედა და ამერიკელებისთვის ახალი კანონები დაეწერა. მაგალითად, დღეს, აშშ-ში სამართალდამცავებს შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის სახლში ჩაატარონ ჩხრეკა ორდერის გარეშე, შეუძლიათ დააპატიმრონ ადამიანი ბრალდების წაყენების გარეშე და დააკვაონ იგი ნებისმიერი ვადით ადვოკატით უზრუნველყოფის გარეშე. ასევე შეუძლიათ ლეგალურად აწამონ მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ იგი შეიძლება სავარაუდო ტერორისტი იყოს. აშშ-ში, ოფიციალურად, ათეულობით მილიონი სათვალთვალო კამერა მუშაობს.

ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ „დემოკრატიის“ განსამტკიცებლად…

მსოფლიოში დღეს ყველგან ომია, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბანკირებისთვის კვლავ აღმავლობის ხანაა.

გაინტერესებთ, რატომ ვაგზავნით ჩვენს ჯარისკაცებს ერაყში, ავღანეთში, აფრკაში და გავაგზავნით მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილში, რომელიც მომავალში გაჩნდება? რატომ ვუთმობთ ჩვენს ტერიტორიას უცხო ქვეყანას სამხედრო ბაზის შესაქმნელად?

ტელევიზიები, მთავრობის და მისი ოპოზიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ეს საქართველოს დასაცავად კეთდება, ამით ხდება საქართველოს ბრძოლისუნარიანობის გაზრდა, ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურება და ა.შ. და ა.შ. – რაც მუდმივად გვესმის. თითქოს, ერთი და იგივე ტექსტის სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში გადამღერება ხდება, – სხვადასხვა პარტიის, მთავრობის წარმომადგენლის, ტელეჟურნალისტის მიერ. მაგრამ, არის სხვა ვერსიაც, რომელსაც არავინ გვეუბნება. უფრო მეტიც, მისი გაჟღერება „დემოკრატიულ“ და „თავისუფალ“ ტელევიზიებს, პირდაპირი მნიშვნელობით, აკრძალული აქვთ.

მოდით, მოვუსმინოთ, რას ამბობს ჯონ პერკინსი (ავტორი წიგნისა „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“, რომელიც, ერთ დროს, თავად გახლდათ ამ სფეროს წარმატებული „ჯარისკაცი“):

„მხოლოდ ჩვენ, „ეკონომიკურმა მკვლელებმა“ შევძელით შეგვექმნა პირველი გლობალური იმპერია. ჩვენ ვნახულობთ ქვეყანას, რომელიც მდიდარია წიაღისეულით, მაგალითად, ნავთობით, ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვაძლევთ დიდ თანხებს ვალად, „მსოფლიო ბანკის“ ან მისი ერთ-ერთი ორგანიზაციის სახელით. სინამდვილეში, ეს ფული არ მიდის ამ ქვეყანაში, არამედ მიდის ისევ ჩვენ კორპორაციებში, რომლებიც ამ ქვეყანაში აშენებენ ინფრასტრუქტურას – ძლიერ ქარხნებს, ფაბრიკებს, პორტებს. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ამდიდრებს, და, რა თქმა უნდა, ჩვენ კორპორაციას. მოსახლეობა ვერც კი გრძნობს ამ ფულის არსებობას. მაგრამ, სწორედ ეს მოსახლეობა, და მთელი ეს ქვეყანა, რჩება დიდი ვალით, – იმდენად დიდი ვალით, რომ ისინი ვერასდროს გადაიხდიან მას. ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმის ნაწილია. რაღაც მომენტში, ჩვენ, „ეკონომიკური მკვლელები“ ვბრუნდებით და ვეუბნებით, – თუ არ შეუძლიათ გადაიხადონ ვალი, გადაიხადონ იმით, რითიც შეუძლიათ: მიჰყიდონ ჩვენს ქვეყანას ნავთობი ძალიან იაფად, ან მოგვცენ ნება ავაშენოთ სამხედრო ბაზა მათ ქვეყანაში, ანგაგზავნონ თავიანთი ჯარისკაცები ჩვენს დასახმარებლად, მაგალითად, ერაყში, ავღანეთში, მხარი დაგვიჭირონ საგარეო პოლიტიკაში – გაეროში. ვთავაზობთ გაუკეთონ პრივატიზაცია ქვეყანაში არსებულ ელექტროკომპანიებს და მიჰყიდონ ისინი ამერიკულ კომპანიებს…

მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუშაობის მეთოდები ძალიან მარტივია – ისინი სახელმწიფოებს ითრევენ ვალის ორმოში, რომელსაც ვერასდროს გადაიხდიან. შემდეგ აძლევენ კიდევ უფრო მეტ კრედიტს, რათა მიიღონ კიდევ უფრო მეტი პროცენტი. მერე სახელმწიფო იძულებული ხდება გაყიდოს ყველა რესურსი, კომუნალური კომპანიები, სასამართლო სისტემა, ზოგჯერ სასკოლო სისტემაც კი, სადაზღვევო სისტემა, და მიჰყიდონ ისინი უცხო ქვეყნის საერთაშორისო კომპანიებს.

ყველაფერი საგულდაგულოდაა გათვლილი…“

ხომ კარგად გვახსოვს მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გულისხმიერება“ ჩვენი ქვეყნის მიმართ?

არსებობს ორი გზა, თუ როგორ დაიპყრო და დაიმონო ერი: პირველიხმლით, მეორევალით“, – ჯონ ადამსი, აშშ-ის მეორე პრეზიდენტი.

ჩვენს „თავისუფალ“ ტელევიზიებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს თუ დავუჯერებთ (რომლებიც კონსულტაციებს აშშ-ში გადიან), უცხო ქვეყნისსამხედრო ბაზის არსებობა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, გაუგებარია, რატომ არ ემსახურებოდა რუსეთის ბაზის არსებობა საქართველოს ინტერესებს, მაგალითად, აჭარაში? ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთი „უცხო ქვეყანა“ არ იყო?.. რაღაც მეშლება… რუსეთი „დამპყრობელი“ იყო, სხვა უცხო ქვეყნის ჯარი კი – „მეგობარი“. – ახლა ყველაფერი მარტივია!..

რამდენიმე დღის წინ, აშშმა უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო ვალად, რომელსაც უკრაინა ვერასდროს გადაიხდის. პირიქით, მას უფრო და უფრო მეტი ვალის აღება მოუწევს.საერთაშორისო ბანკირებმა ასე იყიდეს დღეს უკრაინა, რომლის დასაცავად ქართველები მიდიან და თავს სწირავენ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, მათ შთააგონეს, რომ დღეს რუსეთია ბოროტმოქმედი, ხოლო დასავლეთის სამყარო – ცივილიზებული დემოკრატი, – მსგავსად ფოკუსისა, რომელსაც ილუზიონისტი გვაჩვენებს. ვხვდებით, რომ მის მიერ გაკეთებული „ჯადოქრობა“ შეუძლებელია მოხდეს და სადღაც ტყუილი იმალება, რომელსაც ვერ ვგებულობთ. რეალობა კი, სულ სხვაა…

დღეს ადამიანები იღუპებიან უკრაინაში, ერაყში, ავღანეთში, სირიაში, რათა საერთაშორისო ბანკირებმა კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახონ თავიანთი კორპორაციებისთვის.

სწორედ ამიტომ დავასათაურე ეს სტატია „როკფელერის მასრებად“, რადგან თითოეული ჯარისკაცი, იქნება ის ქართველი თუ ამერიკელი, ერაყელი თუ ავღანელი, უკრაინელი თუ რუსი, საერთაშორისო ბანკირებისთვის იმაზე მეტი არ ღირს, ვიდრე ერთი, ჩვეულებრივი მასრა, – რომელიც ტყვიის გასროლისას ბრძოლის ველზე ვარდება და არავის ადარდებს მისი ღირებულება…

ლევან ზანგურაშვილი

https://levanzangurashvili.wordpress.com/2015/02/02/rokfeleris-masrebi/

9 COMMENTS

  1. ერთი რამ მართლა ცხადია: ამერიკა ვალით ცდილობს ჩვენნაირი ღატაკი ქვეყნების დამონებას, რუსეთი კი ხმლით( რა ქნას აბა ვალის გაცემის თავი არ აქვს). როდემდე აიტანს ეს საბრალო დედამიწა ამსაზიზღარი ადამიანების უმსგავსო ქმედებებს ? :(((((

  2. ამიტომ არის საჭირო ნამდვილი ნეიტრალიტეტი (ერთადერთი გამოსავალი გ ა დ ა რ ჩ ე ნ ი ს თ ვ ი ს!), რა მნიშვნელობაა მგელი შეგვჭამს თუ მგლის ფერი სხვა? ჟორდიანიას მთავრობამ უკვე ჩაწერა კონსტიტუციაში – საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა – ს ა მ ა რ ა დ ჟ ა მ ო დ! ილიამ თქვა – ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო! იქნებ როგორღაც მივხვდეთ, ვინც კი გვეუბნება ნეიტრალიტეტი შეუძლებელიაო – მტერია ჩვენი!!!
    დიდი მადლობა, ლევან ასეთი მარტივად დაწერილი სტატიისთვის!)

  3. აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს.,მაგრამ უკვე ძალიან გვიანია ნეიტრალიტეტი,საქართველო უკვე იხრჩობა სავალუტო ფონდის ვალებით და იხდის კიდევაც ძალიან დიდ საფასურს ქვეყანა.ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები

  4. ჩვენ ვინ გვეკიტხება. რა უნდა გადავწყვიტოთ. რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი.ამ ხალხს კიდე ზძინავთ.ჩენ ვართ თანამედროვე მონები.მორჩა, რასაც გეტკვიან იმას გააკთებ არა შენ თავს დააბრალე.ვალების გადახდა ნახე მერე. და ქონების ჩამორთმევა..მასრა, – რომელიც ტყვიის გასროლისას ბრძოლის ველზე ვარდება და არავის ადარდებს მისი ღირებულება…ეს ბოლო სიტყვები რომელიც გადმოვიტანე.ესარის და ეს..ადამიანობა დაიკარგა

  5. აუცილებელია ხალხი მეტად იყვეს ინფორმირებული ამ საზიზღრობების შესახებ და იქნებ მერე მაინც გვეშველოს.

  6. მართალი ხარ კახაბერ! ჩვენ არავინ გვეკითხება… უკვე ჭაობის ფსკერზე ვართ და სანამ ჩვენი ხალხი ამას გაიაზრებს აღარაფერი არიქნება დარჩენილი ჩვენი ქვეყნის და ერისაგან…

  7. კარგი სტატიაა. ადამიანების ჯგუფი დასავლეთიდან ამგვარად აღწევს თავის მიზნებს. არ დაგვავიწყდეს როგორ აღწევს თავის მიზნებს იგივე ადამიანების ჯგუფი რუსეთიდან. არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებიც ჯერ (ჯერჯერობით) არ დომინირებენ მსოფლიო დონეზე. ყველას თავისი ინტერესები აქვს. ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ სად არის გამოსავალი? ტრაფარეტული და უშედეგო განცხადებები არ გვჭირდება. ამ ქვეყანას ჭირდება გათვითცნობიერებული, განათლებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა. ასეთ მოქალაქეებს მთავრობა ვერ გაუბედავს უზნეობას, ღალატს და უუნარობას!

  8. ასეთი სიღრმისეული ანალიზი ნობელის პრემიას იმსახურებს (როგორც მინიმუმ).

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here