უამრავ ადამიანს აწუხებს წელის ტკივილი ამა თუ იმ ფორმით, ტანჯავს ქრონიკული დაავადებები: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაფსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიაზი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება. ჩემდა საბედნიეროდ, გავიცანი ადამიანი, ექიმი ნუგზარ თაბუნიძე, რომელიც ზემორე დაავადებებს თაბუნიძეთა საგვარეულო მეთოდით მკურნალობს.
ეს ძირძველი მესხური გვარია, რომლის წარმომადგენლები თავიანთი საგვარეულო მეთოდით, საუკუნეებია, მკურნალობენ ადამიანებს. სულხან–საბა ორბელიანის განმარტებით, “თაბუნი” არაბული წარმოშობისაა. “თაბიბი ნახეთ აქიმი”, _ ამბობს საბა და განმარტავს, რომ “აქიმი” იგივე “ექიმია”, რომ “თაბუნი” არაბული წარმომავლობისაა. ამრიგად, “თაბუნობა” ყოფილა “სააქიმო” მიმდევრობა და “სააქიმო” პროფესია, რომელიც გვარითა და მემკვიდრეობით გადადიოდა საუკუნეების მანძილზე. უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია, ბატონი ნუგზარი აგრძელებს წინაპართა ტრადიციას და ითვლება უბადლო მკურნალად.
_ ბატონო ნუგზარ, თქვენზე ჩემი მეგობრისგან შევიტყვე… თქვენ უოპერაციოდ მკურნალობთ ხერხემლისა და სახსრების დაავადებებს, ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ წინაპრების შემონახული რეცეპტებით დამზადებული წამლების დამსახურებაა? ძირითადად, რა მეთოდებით მკურნალობთ?
_ დიახ, ეს არის ფიტოთერაპია, მანუალური თერაპია. პროფესიით ექიმი გახლავართ, სამედიცინო განათლება მაქვს და, თუ საჭიროა, კლასიკურ მედიცინასაც ვიშველიებ. ჩვენი საგვარეულო წამალი რამდენიმე ათეული ბალახისგან მზადდება და სამი სახისაა: დასალევი, ანუ შინაგანი, სხეულზე წასასმელი სითხე და ასევე მალამო. ყველა ეს წამალი სერთიფიცირებული და ლიცენზირებულია. უოპერაციოდ ვმკურნალობ დისკოზს, პროლაფსს, პროტრუზიოს, დისკოპათიას.
_ თქვენთან უამრავი პაციენტი მოდის, წყნეთის ქუჩის #3 საკმაოდ ცნობილი მისამართია. რამდენად რთული მდგომარეობით მოდიან თქვენთან და რამდენად შედეგიანია აქ მკურნალობა იმედგადაწურული პაციენტებისთვის?
_ მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ჩემს სოფელში ურემზე დაბმული ხალხი როგორ ბღაოდა ტკივილისგან. მამაჩემთან მოყვანის შემდეგ _ ნახევარ საათში ან რამდენიმე დღეში ფეხზე დგებოდნენ და სიხარულით მიდიოდნენ სახლში. მართლაც სასწაულებს ვუყურებდი ჩემს ბავშვობაში.
უკვე 42 წელია, ამ საქმეს ვემსახურები. უამრავი ნაოპერაციები, უიმედო, მართლაც იმედგადაწურული ადამიანი მოდის ჩემთან. ვმკურნალობ ისე, როგორც უწინ _ ჩემი წინაპრები, რადგან დაავადებები არ შეცვლილა, იგივეა.
ჩვენი წინაპრები კი ხერხემალზე ოპერაციას არ აკეთებდნენ. ჩემთან მოსულ პაციენტსაც არ სჭირდება ოპერაცია.
მადლიერი პაციენტების უამრავი ჩანაწერი მაქვს.
ჩემთან დაკავშირება შესაძლებელია მობილურზე 599-22-11-66.
ესაუბრა
ნანიკო ითაშვილი
მისი ძმა ნესტორ თაბუნიძე მართლაც მაგარია ზემო ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობაში ათეულობით ადამიანი ფეხზე დააყენა მათ შორის მეც
არიქა,გვიშველე ექიმო.
★★★★★
ხერხემალზე ტიაქარს ტუ მკურნალობტ
ხერხემალზე თიაქარს 100% კურნავს ნესტორ თაბუნიძე.და ყველანაირ ხერხემლის პრობლემას,ნერვის ანთებას.მადლობა ღმერთს რომ ეს ადამიანი არსებობს.არავითარი ბუბნოვსკის კლინიკა და მაგდაგვარი არ შეედრება ნესტორ ექიმის წამალს.ვინც იცის ეს რა ტკივილია ის მიხვდება რამხელა ბედნიერებაა ასეთი მკურნალის პოვნა.ლოგინად ჩავარდნილი ფეხზე დამაყენა,მთავარია მოთმინება და მკურნალობის სრულად ჩატარება,შედეგი 2 დღეში არ მოდის.
რომელ მისამართზე უნდა მივაკითხო ბატონ ნესტორ თაბუნიძეს?
მოგვეცით ნესტორთან კონტაქტი!
მიხარია რომ საგვარეულო დოსტაქრობა შემორჩა საქართველოს! ნესტორ და ნაუგზარ თაბუნიძე, ტ. 599 22 11 66;
მაინტერესებს სქოლიოზს თუ შველის?
ფლკისრის ოსტეოქონდროს თუ შველის და როგორ შეიძლება რომ დავუკავშირდეთ?
ჩვენს წინაპრებს აპენდიციტი კლავდათ, ალბათ იმიტომ რო არ არსებობდა ოპერაციის ტექნიკა. რათქმაუნდა ვემხრობი ნეოლითის ხანაში დაბრუნებას და გამოქვაბულში ხმალკბილა ვეფხვის ტყვაზე გორაობას მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია
nestori da nugzari ertidaigive pirovnebaa tu orni arian ver mivxvdi
nestor da nugzari ertidaigive pirovnebaa tu orni arian vegar mivxvdi
ძმები არიან.
მისამართი რომ გვითხრათ არ შეიძლება სად შეიძლება რომ ვნახოთ ექიმი?
მიხაელოვის საავადმყოფო დიღომში. 10 დან 1 საათამდე
ბატონმა ნესტორმა და ბატონმა ნიკამ მომარჩინეს და ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები
მე პირადად დავდივარ ნესტორ ექიმთან,ძალიან მიჭირდა,ნაოპერაციევიც ვარ თიაქარზე.11 მისვლა მაქვს,ჯერ ერთი კურსი არ დამიმთავრებია საგრძნობლად მომიხდა..ღმერთმა მისცა უფლის წყალობა
კისრის ოსტეოქონდროზს თუ მკურნალობენ და ერთი კურსის ღირებულება მაინტერესებს
ვიმე მჭირდება ეს ადამიანები სასწრაფოდ .ბატონ ნესტორს სად უნდა მივაგნო იქნებ მითხრათ
ბატონ ნესტორის შვილმა, ნუგზარიმ ფეხზე დამაყენა. გაუსაძლისი ტკივილების გამო, ვერც დავდიოდი. ამის გაგება შეუძლია მხოლოდ ისეთ ადამიანს ვისაც ესეთი ტკივილი გამოუცდია. ქავთარაძეზე მკურნალობს, კლინიკაში. 557 555502 ამ
ნომრით დავუკავშირდი