Home რუბრიკები პოლიტიკა თინათინ დოგრაშვილი: როდესაც მთავრობა ვერ თუ არ ასრულებს ხალხის მოთხოვნას, რომელსაც ნაცრეჟიმის...

თინათინ დოგრაშვილი: როდესაც მთავრობა ვერ თუ არ ასრულებს ხალხის მოთხოვნას, რომელსაც ნაცრეჟიმის გასამართლება ჰქვია, ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება, აღასრულოს სამართალი!

642

“ერი და ბერი _ საქართველოს სადარაჯოზე!” _ ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობს დაარსებისთანავე ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი”  და დღეს მისი წევრები სწორედ ამ ლოზუნგით მოუწოდებენ ქართველს ერს, რომ 15 ნოემბერს, დღის 2 საათზე, მობრძანდნენ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საერო კრება გაიმართება და გადაწყდება, როგორ გააძევონ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური არენიდან. 


ეს აქციანაციონალური მოძრაობისმიერ დაანონსებული აქციის პარალელურად გაიმართებაგვესაუბრებიან ორგანიზაციასრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის”   თავმჯდომარე გოდერძი ოთარაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი:

თინათინ დოგრაშვილი: _ ქართველი ერის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ  დანაშაულებრივი სისტემა, “ნაციონალური მოძრაობის” სახით, გასამართლებულიყო. ამ კრიმინალურმა კლანმა ჩაიდინა დანაშაულების კასკადი არამხოლოდ ქართველი ერის, არამედ კაცობრიობის წინაშე. “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც პოლიტიკური აქტივობის უფლება არ აქვს, ამიტომ, როდესაც მთავრობა ვერ თუ არ ასრულებს ხალხის მოთხოვნას, რომელსაც ნაცრეჟიმის გასამართლება ჰქვია, ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება, აღასრულოს სამართალი. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მიზანმიმართულად აღიზიანებენ მათ მიერვე ნატანჯ ხალხს და ცდილობენ, ვითარების დესტაბილიზაციას, როდესაც ამბობენ, ხელისუფლებაში დავბრუნდებითო. აი, ეს აგიჟებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები არიან უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებიც პატრონების ყველა დაკვეთას ასრულებენ თავიანთი ჯიბის გასასქელებლად. როდესაც სააკაშვილი ამბობს, 15 ნოემბერს ნებისმიერ არეულობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრებაო, ასე არ არის. პატარა პროვოკაციაც რომ მოხდეს, “ნაციონალურ მოძრაობასდამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრება ერისა და ქვეყნის წინაშე.

_ რატომ არ გაასამართლა ამჟამინდელმა ხელისუფლებამნაციონალური მოძრაობა”?

_ “ნაციონალური მოძრაობა” არის კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ფლობს უზარმაზარ თანხებს. ეს ის ფულია, რომელიც ქართველ ხალხს ამოაცალა ჯიბიდან. სწორედ ამ ფულით ცდილობენ პროვოკაციების მოწყობასა და ქვეყანაში ქაოსის დათესვას. პირველ რიგში, სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, რადგან  2008 წლის ომში მის ბრძანებებს შეეწირა ათასობით უდანაშაულო ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა. მხოლოდ ამიტომ უნდა იჯდეს ეს სისხლისმსმელი ბრალდებულის სკამზე. ასე რომ არ მოხდა, იცით, ვისი ბრალია? _ კოალიციაში შემავალი ცალკეული პარტიების _ რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების”, რომლებიც ხელს უშლიდნენ ხელისუფლების ჯანსაღ ფრთას, ეფექტიანად ემოქმედათ. კარგად ვიცით, და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ირაკლი ალასანია და მისი ცოლისდა მაია ფანჯიკიძე ეკეკლუცებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ ლობისტებს. სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი, რომ “ნაცმოძრაობა” აქამდე მოვიდა და დღეს, არჩევნებში დამარცხებიდან ორი წლის თავზე, ქართველი ხალხი წყობილებიდან გამოჰყავს.

_ რას აპირებთ 15 ნოემბერს?

_ 15 ნოემბერს, 14 საათზე, “სრულიად საქართველოს სახალხო დაბაზიდა ქართველი ერი ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც წავალთ რუსთაველის გამზირზე, რომნაციონალებისმორიგი ფარსი გავაპროტესტოთ. ჩვენ შემოგვიერთდება ათასობით მხარდამჭერი. მოგეხსენებათ, სადროშოები გვაქვს საქართველოს ყველა რეგიონში და ხალხი გვთხოვს, “ნაცმოძრაობის” აღვირახსნილ განცხადებებზე რეაგირებას. ამას საზოგადოება მოითხოვს და იძულებული ვართ, შევასრულოთ, საზოგადოების მოთხოვნა, რომ “ნაცმოძრაობა” საქართველოს მტრად გამოვაცხადოთ. და თუ ეს ხელისუფლება საქართველოს მტერს _ “ნაცმოძრაობას”_ თავზე ხელს გადაუსვამს, სამართალს ერი აღასრულებს!

გოდერძი ოთარაშვილი: _ კარგად ვიცით, სად და როგორ დაიგეგმა “ნაცების” ეს აქცია და ვინ არიან შემკვეთები. ესენი არიან ამერიკა და ევროკავშირი. საიდუმლო არავისთვის არის, რომ “ნაცმოძრაობას” მფარველობენ ამერიკელი და ევროპელი ლობისტები. წლებია, საქართველოში მოვლენების განვითარების სცენარი ამერიკაში იწერება, “ნაცები” კი შემსრულებლები არიან. პარტიები მიდიან და მოდიან ხელისუფლებაში, ერთ წრეზე ტრიალებენ, მაგრამ ხალხმა უკვე იცის, რომ ხსნა ამ პარტიებში არ არის. ან რა აზრი აქვს იმ პარტიების წასვლა-მოსვლას, რომლებსაც ერთი და იგივე სცენარისტები მართავენ?! ამიტომაც ერი ვადლებულია და კონსტიტუციური უფლებაც აქვს, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრას. სხვა გზა არ დაგვიტოვეს. სარწმუნოებას, ეროვნულ ცნობიერებას გვიგინებენ, ამიტომ ერი და ბერი უნდა შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული ვითარება. ორი წელი გავიდა, ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა და რაღას ველოდოთჩვენი ერის წინსვლისთვის ესენი არაფერს გააკეთებენ. ან რა უნდა გააკეთონ, როდესაც “ნაციონალებმა” ხელისუფლებაში ნაღმებად რესპუბლიკელები და “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს? ერთი ნაღმი _ ალასანია _ უკვე გააუვნებლეს, მაგრამ მხოლოდ ამით საქმეს არ ეშველება. მთავრობა ეროვნული რომ ყოფილიყო, არ დაუშვებდა პატრიარქის ამდენ გინებას, ეკლესიების ნგრევასა და წაბილწვას, არ მიიღებდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს… ხელისუფალნი არაფრად აგდებენ, რომ უკან და უკან მიდის ქვეყანა.

_ მინისტრთა კაბინეტის ნაწილობრივ შეცვლას როგორ შეაფასებთ?

_ ხელისუფლებას მინისტრებად მოჰყავს ამერიკაში განათლებამიღებული, რეალურად კი ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ადამიანები, რომლებსაც სიკეთე არ მოაქვთ საქართველოსთვის. ისინი მხოლოდ ამერიკას ემსახურებიან. ჩვენი უბედურება არის ის, რომ რეალურად ამერიკა მართავს საქართველოს და ჩვენი ხელისუფლება უუნაროა. ეს უთვისტომო “ნაცები” რომ გავაჯეჯილეთ, ჩვენი, ერის, ბრალია. 15 ნოემბერს “ნაცები” რომ იკრიბებიან და ამდენს ბედავენ, ერის ბრალია. ასე თუ გავაგრძელებთ, ისე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვერც კი გავიგებთ. წარმოიდგინეთ, რას მოასწავებს ჩვენთვის “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში! ამიტომ ამ ხელისუფლების არხეინობას მშვიდად ვერ ვუყურებთ და 15 ნოემბერს მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და თვითონ გადავწყვიტოთ, სად გავამგზავროთ “ნაცმოძრაობა”. თუ არ გამოვფხიზლდებით, არ შევიკრიბებით და არ აღვასრულებთ  სამართალს, რაც დაგვემართება, ჩვენზე ახი იქნება.

ვეღარ დავუჯერებთ ამ ხელისუფლებას, რომელიც გაიძახის, “ნაცებს” ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაულიო. ვერც ვაპატიებთ და ვერც ამათ დაველოდებით. ამიტომაც, 15 ნოემბერს გამოვიდეთ და ერმაც და ბერმაც აღვასრულოთ უმთავრესი რამ _ სამართალი! “ნაცების” მოშორებას მხოლოდ აღშფოთება არ უშველის, ჩვენში ღირსებამ უნდა გაიღვიძოს. უკვე იქამდე მიგვიყვანა ამ ხელისუფლების უუნარობამ, რომ ხალხი “ნაცების” ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს. 15 ნოემბერს თუნაცმოძრაობისლინჩის წესით გასამართლებას გადავწყვეტთ, დაე, აღსრულდეს ნება ჩვენი!

საქართველოს უბოროტესმა მტერმა, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, კიდევ ერთხელ გამოგვიწვია ბრძოლაში და ამას ზოგიერთივით გულგრილად ვერ მოვეკიდებით! კიდევ ერთი დიდგორის ბრძოლა გადასატანი გვაქვს და უკან არ დავიხევთ. ჩვენ 15 ნოემბერს ქუჩაში იმისთვის კი არ გავდივართ, რომნაცებსცოცხები ვესროლოთ ან ქათმები დავუძახოთ, არამედ იმისთვის, რომ მათი პარპაში აღვგაოთ!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here