Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო სადღობელაშვილი: ირაკლი ალასანიას ძალიან უყვარს ფული და “გულაობა”

ლადო სადღობელაშვილი: ირაკლი ალასანიას ძალიან უყვარს ფული და “გულაობა”

602

ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი  “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და იმის შესახებ გვესაუბრება, რეალურად რას გეგმავენ “ნაცმოძრაობის” წევრები.


_ 15 ნოემბერს, “ნაცმოძრაობისაქციის პარალელურად, კონტრაქციის გამართვას აპირებთ?

_ ეს მცდარი ინფორმაციაა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა. “თავისუფალი თაობა” დაელოდება მოვლენების განვითარებას, რადგან ვიცი, რა გეგმებიც აქვს “ნაცმოძრაობას” ამ აქციის შემდეგ. ნაცები” 15 ნოემბერს გამართავენ აქციას, მაგრამ იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. მეორე და მესამე დღეს კი შეეცდებიან ტემპერატურის აწევას და ისეთ რაღაცას ჩაიდენენ, რომ მათი ერთერთი ლიდერი თავს დააპატიმრებინებს სამართალდამცავებს, რაზეც ატეხენ განგაშს, _ ხელისუფლებამნაცმოძრაობისპოლიტიკური დევნა დაიწყოო, რომელსაც მოჰყვება შიმშილობა და .. ამ ინფორმაციამ “ნაცმოძრაობის” შტაბიდან გამოჟონა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: მიყრუებული სოფლიდან გაჭირვებულ ადამიანს რომ შესთავაზებ, თბილისში შიმშილობის სანაცვლოდ დღეში 20 ლარს გადაგიხდიო, ამ წინადადებას, დიდი ალბათობით, დათანხმდება. მაქვს ინფორმაცია, რომ სამეგრელოდან საშიმშილოდ ჩამოდიან ახალაიების მიერ შექმნილი დაჯგუფებების წარმომადგენლებიმოკლედ, “ნაცმოძრაობასყოფნის თავხედობა და 15 ნოემბერს რუსთაველზე, პარლამენტის წინ, სწორედ იქ მართავს აქციას, სადაც 7 ნოემბერს და 26 მაისს ქართველი ხალხის სისხლი დაღვარეს და ერის წინაშე ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული. დიახ, “ნაცმოძრაობა”, რომელიც გლდანის ნაგავსაყრელთან ასოცირდება, რუსთაველის პროსპექტზე აპირებს ნაგავსაყრელის მოწყობას. ეს ნაგვის ბუნკერი რუსთაველზე აპირებს გადმობარგებას და მის მიერ გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გაღიზიანებას. ეს კი “ნაცებს”  ხელს აძლევს _ ამით უფრო მეტი პროვოკაციის მოწყობის საშუალება მიეცემათ. ეს შს სამინისტროსა და პრემიერმინისტრის პირდაპირი გამოწვევაა, ამიტომ სწორედ მათ უნდა მოახერხონ ამ პროცესის განეიტრალება. პირობას ვდებ, რომ 15 ნოემბერს ნაცნაგავს არ გავეკარები და არ მივცემ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მაგრამ, თუ მათი აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და გამოსვლებს  23 ნოემბრამდე, ანუვარდების რევოლუციის” 11 წლისთავამდე გააჭიანურებენ, არ არის გამორიცხული, კონტრაქცია გავმართოთ, ოღონდ კანონის დაცვით. აბა, ვის რად უნდა ნაგავსაყრელი თბილისის ცენტრში?! ეს ხომ ერის შეურაცხყოფაა, თანაც, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რა მოტივითაც უნდა გამართონ ეს აქცია. თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხების გადაწყვეტაში დღევანდელი ხელისუფლება ყოფილა უძლური. არადა, ნაცრეჟიმის 9-წლიან პერიოდში, განსაკუთრებით _ 2008 წელს, ჯერ კოდორის ხეობა და შემდეგ . . სამხრეთ ოსეთი სწორედ სააკაშვილმა არ გადააბარა რუსეთს?!  ამის შემდეგ “ნაცებს” ჰყოფნით თავხედობა და კიდევ ბევრს ლაპარაკობენ!  “ნაცები” ამდენს რომ ბედავენ, დღევანდელი ხელისუფლების იმ ნაწილის ბრალია, რომელიც ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” გადარჩენა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა. ის, რომნაცმოძრაობა” _ დამნაშავე რეჟიმი _ არ ჩამოშორდა პოლიტიკას, რესპუბლიკური პარტიისა და ირაკლი ალასანიას გუნდის იმ წევრების ბრალია, რომლებიც თანამშრომლობენნაცმოძრაობასთან”; მეტიც, ჩახუტებულებიც კი არიან მასთან. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში  რესპუბლიკელებისა და ალასანიას სახით ნაღმია ჩადებული. “ნაციონალების” გადარჩენა სწორედ ამ ხალხმა მოახერხა. ისე, არც ის არის გამორიცხული, რომ “ნაცების” საბოლოოდ გაფეტიშებას გიორგი მარგველაშვილმა შეუწყოს ხელი.

_ რას გულისხმობთ?

_ “ნაციონალი” მიშა მაჭავარიანის ძმა რომ გეყოლება მრჩევლად და ნაცმინისტრები _ მეგობრებად, სხვა რა უნდა იფიქრო?! მართალია, მარგველაშვილმა განაცხადა, ყველას პრეზიდენტი ვიქნებიო, მაგრამ ამ ყველაში არ უნდა იგულისხმო ქვეყნის მოღალატე, კრიმინალური “ნაცმოძრაობა”. 

_ “თავისუფალი ზონადიდად აღარ აქტიურობს

_ “თავისუფალი ზონადღეს აღარ არსებობს, რადგან მისი წევრებინაცმოძრაობასადა ამ კრიმინალური დაჯგუფების სხვადასხვა ორგანიზაციაში გადანაწილდნენ. ესთავისუფალი თაობისერთგვარი დამსახურებაა, რადგან ჩვენი გამოჩენიდან ერთ თვეშითავისუფალი ზონაჩამოვწერეთ. სხვათა შორის, ამაშინაცმოძრაობაცდაგვეხმარა _ სწორედ მათ გაწირესთავისუფალი ზონისლიდერი კობა ხაბაზი. ის გამოიყენეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს. მოგეხსენებათ, “ნაცმოელებს” ეხერხებათ ერთმანეთის გაწირვა და ერთმანეთის ხარჯზე ქულების დაწერა. პრინციპში, ხაბაზზე ყურადღების გადატანა არც ღირს, რადგან ორი წიგნიც არ აქვს წაკითხული, ერთუჯრედიანი არსებაა.

_ ცოტა ხნის წინათ თავდაცვის  მინისტრ ირაკლი ალასანიას ოთხი თანამშრომელი დააკავეს კორუფციული გარიგების ბრალდებით

_ როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს ალასანია თავისი პარტიის ყრილობის გამართვას აპირებს. თუ ვის წინაშე აპირებს ძალების დემონსტრირებას, რთული მისახვედრი არ არის: ერთი არის ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო მეორე _ დასავლეთი, რათა დაანახვოს, რა პოტენციალი აქვს ამ ორგანიზაციას. არადა, თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალასანიას იოტისოდენი თავმოყვარეობა მაინც თუ აქვს, მინისტრის პოსტიდან უნდა გადადგეს. მას მოქმედების ორი ვარიანტი აქვს _ ან უნდა თქვას, რომ არ გადადგება და ამით აღიაროს, რომ ამ კორუფციის მონაწილეა, ან გადადგეს და ხელი შეაწმინდის იმ ოთხ ადამიანს, რომლებიც დაკავებული არიან. როგორ წარმოგიდგენიათ, მინისტრის გარეშე მისი ოთხი თანამშრომელი შეძლებდა კორუფციული სქემის ამუშავებას? თანაც ცნობილია, რომ ირაკლი ალასანიას ძალიან უყვარს ფული და “გულაობა”.

_ რას ფიქრობთ იუვენალური სამართლის შესახებ? საზოგადოების ნაწილის აზრით, ხელისუფლება ამ საკითხზე კანონის შემოღებას აპირებს

_ რესპუბლიკელები ახლა ამის შემოტენას ცდილობენ, ისევე, როგორც შემოგვტენეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ვინ არის დღეს ყველაზე დიდი გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაცია? _ რა თქმა უნდა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომლის ხელმძღვანელებიც იყვნენ თინა ხიდაშელი და მისი მეუღლე. დღეს კი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. რესპუბლიკელებმა თავის დროზე ისე დაახვიეს ბიძინა ივანიშვილს თავბრუ, რომ აღარ იკმარეს ბერძენიშვილის მოწოდება, _ “ნაციონალური მოძრაობისგადარჩენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენააო, და შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონიც გაიტანეს; ახლა კი ცდილობენ, . . იუვენალური სამართალი შემოგვტენონ. ამ ყველაფრის ფუძემდებლები არიან რესპუბლიკელები, რომლებსაც ისიც ვერ გაურკვევიათ, რომელი ეროვნებისა და სქესის წარმომადგენლები არიან. იმედი მაქვს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ადამიანებს საერთოდ აღარ ვიხილავთ პარლამენტსა და საკრებულოში.

_ სააკაშვილმა ტელეკომპანიარუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუშიხელისუფლებაში დაბრუნებაზე ილაპარაკა

_ სააკაშვილის ამ ინტერვიუთი, რომელსაც ყველაზე აქტუალური საეთერო დრო დაეთმო, ტვინის გამორეცხვა ჩაგვიტარა “რუსთავი 2”-მა. იმას თუ დააკვირდით, სააკაშვილი ორი საათის განმავლობაში უჩვეულოდ დაწყნარებული და დამშვიდებული რომ ლაპარაკობდა? ალბათ, რაღაც საშუალებები გამოიყენა და იმიტომ იყო უჩვეულოდ მშვიდი. დარწმუნებული ვარ, “რუსთავი 2”-მა სამი დღე მოანდომა სააკაშვილის ამ ინტერვიუს ჩაწერას, რათა ეს ნაგიჟარი მშვიდი, დალაგებული და პატრიოტი წარმოეჩინა, რათა მისი მოსმენის შემდეგ ბევრს დაუფლებოდა განცდა, რომ საქართველოს ჰყავს გმირი, დევნილი პრეზიდენტი, რომელიც პატრიოტობის გამო განდევნეს რუსეთუმეებმა საქართველოდან. სააკაშვილი თავის ყველა გამოსვლაში მხოლოდ ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ლანძღავს და პრეზიდენტ მარგველაშვილზე ხმას არ იღებს. პირიქით, ამბობს, როგორ აკნინებენ პრეზიდენტს, _ ხალხნო, არ გეცოდებათო?! სააკაშვილი მარგველაშვილს ყოველთვის იცავს. კოჰაბიტაციამ, რესპუბლიკელებმა და ლოზუნგმა _ “ნაციონალების გადარჩენა დემოკრატიის გადარჩენას ნიშნავსო”, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს მოღალატე და ქვეყნიდან გაქცეული სააკაშვილი ქართველ ხალხს გმირად მოევლინა.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. თქვენ ამბობთ ,რომ 20 ლარად ხალხი გამოყავთ მიტინგზეო, თან მიყრუებულ სოფლიდან, თუ მასეა მართლაც რთელი მთავრობა უნდა გადადგეს,ამდენი გაჭირვებული , რომ გეყოლება ქვეყანაში აბა რისი მთავრობა ხარ ან ხელმძგვანელი. სირცხვილია რას ბოდიალობთ!

  2. არაკაცების ზეიმია საქართველოში!
    ეს ბიჭი ცნობილი ნასედკაა!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კახი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here