Home რუბრიკები პოლიტიკა კიევის მაიდნის გამოწვევები, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი

კიევის მაიდნის გამოწვევები, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი

478

18 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ბიზნესცენტრ “იმპერიუმ პლაზაში”, ერევნის გეოპოლიტიკური კლუბის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე _ “კიევის მაიდნის გამოწვევები, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი”. კონფერენციაში სომეხ ისტორიკოსებთან, პოლიტოლოგებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონფერენცია ცოტა ხნის წინათ თბილისშიც ჩატარდა. ერევანში კონფერენცია დაიწყო ათწუთიანი ფილმით _ “სამხრეთაღმოსავლეთი უკრაინა _2014”, რომელიც უკრაინაში მიმდინარე შემზარავ მოვლენებს ასახავდა. შემდეგ გაიმართა მსჯელობა კავკასიის რეგიონში მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე.


კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ერევნის გეოპოლიტიკური კლუბის ხელმძღვანელმაარმან ბოშიანმა. სომეხი ექსპერტის განცხადებით, დასავლეთი თავისი პრობლემების გადასაჭრელად სხვა ქვეყნებს თვითმკვლელობას სთავაზობს, ხოლო, ე. წ. ფერად რევოლუციებს ქვეყნები სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვისკენ მიჰყავს: “ე. წ. მაიდანს, რა თქმა უნდა, აქვს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. მთელი პოსტსაბჭოთა ტერიტორია 1991 წლის შემდეგ დიდი ფინანსების წყალობით დასავლეთის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. დღეს ჩვენს ქვეყნებს, რომელთა საფინანსო სისტემაც სხვა სახელმწიფოს საფინანსო სისტემას ემორჩილება, შეუძლებელია სუვერენული სახელმწიფოები უწოდო.

 უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ ხალხებში არსებობს სამართლიანი სოციალური უკმაყოფილება, რომელსაც გარკვეული ძალები სათავისოდ იყენებენ. სწორედ ეს ხდება ახლა უკრაინაში. როდესაც რომელიმე ქვეყანა ცდილობს თავისი სუვერენიტეტის აღდგენას, ეკონომიკის, მრეწველობის, მეცნიერების განვითარებას და უნდა, როგორმე გამოვიდეს კოლონიური სისტემიდან, მის მიმართ მაშინვე იწყება მანიპულაციის ტექნოლოგიების გამოყენება და ამით ცდილობენ, ხალხის სოციალური უკმაყოფილება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად გამოიყენონ”.

ორგანიზატორის შემდეგ, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისდამფუძნებელი და თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე:

_ “ბოლო პერიოდში, ვადევნებთ რა თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დგება საკითხი, რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ ამ ყველაფრიდან.

ყველას გვესმის, რომ კიევის მოვლენები არ არის ლოკალური შემთხვევა, არამედ მხოლოდ ფრაგმენტია იმ პროცესის დასაწყისისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი დაძაბულობის კერების შექმნას ითვალისწინებს. თავის დროზე მოცემული თეორია გაახმოვანა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. მასვე უკუთვნის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს, გახდეს ზესახელმწიფო. ვვარაუდობთ, რომ კიევის მაიდნისორგანიზატორებისა და სპონსორების რიგში საქართველო და მთლიანად ამიერკავკასია დგას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს რევანში სწყურიათ და ამ მისწრაფებაში მათ მხარს მათი ამერიკელი კურატორები უჭერენ. ჩვენი რეგიონის სპეციფიკა კი ისეთია, რომ საკმარისია ერთერთ ქვეყანაში ქაოსის ორგანიზება და შემდეგ მათი სხვა მეზობელ ორ ქვეყანაზე გავრცელება ძალიან იოლი იქნება.

10 სექტემბერს შს მინისტრმა ოფიციალურად დასდო ბრალი სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც, თუმცა, პარალელურად, აშშ-ში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ვიზიტის შემდეგ, 13 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოვიდა ოფიციალური განცხადებით და ღიად დაგმო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. სააკაშვილსმნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურაუწოდეს და განაცხადეს, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის მხადრაჭერას განაგრძობს, თუმცა საქართველოში კარგად გვესმის და საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რას ნიშნავსდემოკრატიის მხარდაჭერა”. მანიპულატორები სარგებლობენ ხალხში დაგროვილი სხვადასხვა უკმაყოფილებით და საპროტესტო განწყობები მათთვის სასურველი მიმართულებით მიჰყავთ. “ვარდების რევოლუციის” დროსაც ასე მოხდა. ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი, “რევოლუციონერებისმოწოდებით, ქუჩაში გამოვიდა, ელოდა და ითხოვდა რა მათგან უკეთეს ცხოვრებას. ნაცვლად ამისა, ქართველმა ხალხმა მიიღო ციხე და წამებაგამოვლილი უამრავი თანამოქალაქე, ქონების მასობრივად წართმევა, ნაციონალური თვითმყოფადობის, ტრადიციული სარწმუნოების დევნა, წაგებული ომი და დაკარგული ტერიტორიები. დღესდღეობით ანალოგიურ მოვლენებს ვადევნებთ თვალს უკრაინაში. იგივე ელოდება სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუ გარკვეულ ძალებსკიევის მაიდნისგანმეროების შესაძლებლობა იქაც მიეცემათ. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამ არ დაუშვას დესტაბილზიაცია. აშშ ცდილობს, იქცეს მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ. დღეს დასავლეთმა, რუსეთთან, ფაქტობრივად, დაიწყო ომი, რომელიც მიმართულია რუსეთის იზოლაციისა და დასუსტებისკენ.

 დასავლეთი გულგრილია აზერბაიჯანისა და მისი მოსახლეობის მიმართ, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მილსადენები და კასპის აუზის ენერგორესურსები, მათ არ მოსწონთ აზერბაიჯანის კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების თავშეკავებული დამოკიდებულება ნატოსადმი, ამიტომაც დასავლეთი აუცილებლად იზრუნებს “დემოკრატიის დონესა” და “ადამიანის უფლებებზე” ამ ქვეყანაში. დასავლეთს ასევე არ აწუხებს სომეხი ხალხის ბედი, მაგრამ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, ეს კი ნიშნავს, რომ იქ დემოკრატია არ არის. დასავლეთს ასევე არ ადარდებს ქართველი ხალხის ინტერესები, მაგრამ მას სურს საქართველოს ტერიტორია ნატოს ბაზების განსათავსებლად. სააკაშვილმა შეაშინა ამერიკელები თავისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობით და ის ჩაანაცვლეს უფრო გონიერი პიროვნებებით, მაგრამ, ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკელებს საქართველოში ზუსტად ფსიქიკურად არანორმალური მმართველი დასჭირდათ.

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერმა დესტაბილიზაციამ შეიძლება მთელი ამიერკავკასია სისხლიან კონფლიქტამდე მიიყვანოს.”

კონფერენციას ასევე ესწრებოდა სტუმარი უკრაინიდან, პოლიტიკის ანალიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე არმან აბოვიანი:

_ “ვფიქრობ, ის, რაც ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში და არამხოლოდ იქ ხდება, ერთი ჯაჭვის სხვადახვა რგოლია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ არსებობს ასეთი ცნება _ ცივილიზაციური საზღვარი. ახლა სწორედ ჩვენი სისხლის ფასად ხდება ამ საზღვრის მონიშვნა. მოვლენები, რომლებიც ვნახეთ მაიდანზე, ერთ და ორ წელიწადში არ მომზადებულა, ეს ყველაფერი 23 წლის განმავლობაში მზადდებოდა. გამოიყვანო ადამიანები თანამოქალაქეები და აიძულო, დახოცონ ერთმანეთი, ამას “მორალური და ეთიკური” ფონის მომზადება სჭირდება. რასაკვირველია, პარალელურად მიმდინარეობდა სექტანტების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაცია, ხოლო ნაციონალური იდეის დისკრედიტაცია მაშინ დაიწყო, როდესაც დაიწყეს ჰეროიზირება ისეთი “გმირებისა,” როგორებიც იყვნენ შუხევიჩი, ბანდერა, რომელთა სინდისზეც ნახევარი მილიონი ქალისა და ბავშვის სისხლია. დღეს კი კიევის ქუჩაში გამოდიან ადამიანები, რომლებსაც რთულია, უწოდო ფაშისტებიც კი.  ისინი მზად არიან, ნებისმიერს სასტიკად გაუსწორდნენ, ვინც მათ შეეწინააღმდეგება და ვინც ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. უკრაინის ხელისუფლება კი ორმაგ და სამმაგ თამაშს თამაშობს.

არ მინდა, გამოვიყენო სიტყვა რევოლუცია, რადგან ეს არ ყოფილა რევოლუცია, ეს იყო სასაკლაო. საქართველოშიც ასე მოხდა. მოდი, ვთქვათ პირდაპირ: მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო და ახლა მათ შორის მიმდინარეობს საზღვრების დაგდენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ, ჩვენი ქვეყნები მათ პოლიგონებად იქცნენ.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ე.წ. დემოკრატიის სპონსორებად გვევლინებიან, მოლაპარაკების უნარი არ აქვთ. მათ, უბრალოდ, არ სურთ მოლაპარაკება, ვინაიდან მათი ამოცანა არ არის უკრაინის, საქართველოს, იუგოსლავიის მთლიანობის შენარჩუნება, ეკონომიკურ-სოციალური გაძლიერება. რატომ დაიწყო ასე მოულდნელად ომი, რა მოხდა? ყველაფერი ბანალურად მარტივია. იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ რუსულენოვან მოსახლეობასთან, ეკითხათ მათთვის რა არ მოსწონდათ, რით იყვნენ უკმაყოფილოები, მათი დაბომბვა დაიწყეს. არადა, უკრაინული ტელევიზიები ისე გადასცემდნენ, თითქოს სეპარატისტები საკუთარ დედებსა და შვილებს ხვრეტდნენ. დასავლეთის მიზანია, მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაჭრა ჩვენი ხალხების სისხლის ხარჯზე. ქართველები და სომხები არ არიან 50 ან 100 მილიონი და არ დაუშვათ ეს მანიპულაციები, ვინაიდან ეს თქვენთვის ერისა და ქვეყნის გადარჩენის საკითხია. “

არამ საფარიანი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ორგანიზაციისაინტეგრაცია და განვითარება”:

_ “მე არ დავიწყებ მიმდინარე მოვლენების დაწვრილებით ანალიზს, ერთს ვიტყვი: ცხადია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი პრორუსულად არის განწყობილი. პროდასავლელები სოლიდურ უმცირესობას წარმოადგენენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი კარგად დაფინანსებულები და ორგანიზებულები არიან. ვფიქრობ, ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს და ყველამ კარგად უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებს, რომ, თუ უცებ სომეხ მოსახლეობაში პოლიტიკური ოირენტაციის, ევრაზიულ კავშირში გაწევრების ან სხვა საკითხზე დისკუსია და დიალოგი დაპირისპირებაში გადაიზრდება, რაც ყოველ წუთს მოსალოდნელია, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი დასრულდება. ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას და სომხეთი, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს.”

სერგეი შაკარიანცი, პოლიტოლოგი:

_ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ხელს აწერს ევროკავშირში შესვლაზე, ხელს აწერს გარკვეულ პირობებისა და ვალდებულებების შესრულებაზე. დემოკრატია კი ხალხის მმართველობას ნიშნავს და არა ჩვენს ხალხებზე ამერიკის და ევროკავშირის ბატონობას. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ღირებულებების ცვლილებები _ არც ჩვენი ხელისუფლების და არც უცხო ქვეყნების მიმართ. უნდა გავერთიანდეთ, რათა მათ ჩავუშალოთ გეგმა კავკასიის მიმართ.

რუბენ ბარენცი, პოლიტოლოგი:

_ გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, უკრაინაზე არ შეჩერდებიან და რიგში სამხრეთ კავკასია, მათ შორის კი, პირველ რიგში, სომხეთი დგას. ქვეყანაში არსებულიმეხუთე კოლონისსაშულებით, დიდი კრიზისის შექმნა სურთ. მთელი რიგი დაფინანსებული ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც თავის დროს ელოდებიან, მზადდება აფეთქება. ისინი ადამიანის ცნობიერების მანიპულაციას ახდენენ და ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოსაზრებები მოსახლეობამდე მივიტანოთ. ხალხი მძიმე არჩევანის წინაშე დგას. საკმარისია, ერთი შიდა არეულობა და ჩვენ ვერ შევძლებთ სომხეთის სახელმწიფოს შენარჩუნებას. პირდაპირ არავინ ეტყვის ხალხს, რომ მიდით, ერთმანეთი დახოცეთო, უბრალოდ, ეტყვიან, რომ მათ გადასარჩენად მოვიდნენ. სწორედ ეს არის მანიპულაცია. ამიტომ უნდა გავიდეთ აქციებზე, შევხვდეთ ხალხს და სიმართლე გავაგებინოთ. ხალხი გრძნობის მეშვეობით იგებს პოლიტიკას და არა ცოდნით, ამიტომ, ვინც ხალხის გრძნობაზე უკეთ იმოქმედებს, ხალხიც მას უჯერებს. მოდი, ვიმუშაოთ ერის სულიერი გადარჩენისთვის, დღეს ეს ჩვენი ამოცანაა.

კონსტანტინ ტერნაკალიანი, საინფორმაციო პორტალ www.blognews.am მთავარი რედაქტორის მოადგილე:

_ მოკლედ ვიტყვი, რა ხდებოდა საინფორმაციო ველზე და ამ მიმართულებით რა მანიპულაციებს მიმართავდნენ გარკვეული ძალები. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი: თავდაპირველად ახალგაზრდების ჯგუფი, დაახლოებით ათას კაცამდე, ევროინტეგრაციის მოთხოვნით შეიკრიბა მაიდანზე, მაშინ არ ისმოდა მოთხოვნები, პრეზიდენტის გადადგომისა და ენის შესახებ კანონის მიღებას შესახებ, რომლებიც შემდეგ წამოიჭრა. ამ ეტაპზე მასმედია ინერტული იყო და ნახევრად სიმართლეს აშუქებდა. შეიძლება, ვიმსჯელოთ იმავე სერგეი ნიგოიანის მაგალითზე, რომელიც მაიდნის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ნიგოიანი მაიდნის დიდი პატრიოტი იყო და ის მართლაც მოკლეს, მაგრამ ეს ხალხს ისე მიაწოდეს, თითქოს სერგეი ნიგოიანი მხეცმა “ბერკუტმა” სასტიკად მოკლა. არც ერთი მედიასაშუალებას არ უთქვამს, რომ ნიგოიანს ცეცხლსასროლი იარაღით მოყენებული ჭრილობა არ ჰქონდა. მაიდანზე ცეცხლსასროლი იარაღივით იყენებდნენ სპეციალურ მაშხალებს და (хлопушки), მეტალის ბურთულებს. რასაკვირველია, “ბერკუტს” ასეთი რამ არ ჰქონდა. ეს იყო მაიდნის არსენალი, მაგრამ მკითხველიც და მაყურებელიც დარწმუნებული იყვნენ, რომ სერგეი ნიგოიანი “ბერკუტმა” მოკლა. მეტიც, გადატრიალების მოახლოებისთანავე, პროცესში ჩაერთნენ დასავლური საინფორმაციო სააგენტოები. დეტალებს უკვე ყურადღება აღარ ექცეოდა, მთავარი იყო უზარმაზარი ტალღის ორგანიზება, მთავარი მესიჯი იყო _ “ყველაფერი კარგი, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ.” მასმედია, რომლის მოვალეობაცაა, ჯერ შეისწავლოს მოვლენები, დაეყრდნოს სარწმუნო ფაქტებს და მხოლოდ შემდეგ გაავრცელოს ინფორმაცია, პირიქით იქცეოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ არც ერთ საზოგადოებას არ აქვს იმუნიტეტი პროპაგანდის წინააღმდეგ. თუ ეს პროპაგანდა გონივრულად არის მომზადებული, ნებისმიერი საზოგადოება შეიძლება აქციო ზომბებად, როგორც ეს გააკეთეს უკრაინაში. სომხეთი გამონაკლისი არ არის. დიახ, ჩვენ არ გვექნება მაიდანი, როგორც ასეთი, მაგრამ გვაქვს მაიდანზე არანაკლები რისკები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ.

თამარ კიკნაძე, პროფესორი:

_ საბჭოთა კავშირის დაშლა მთელმა რიგმა ფაქტორებმა გამოიწვია, მათ შორის, ამ პროცესზე მთავარი როლი ითამაშა დასავლურმა ელიტამ, რომელმაც საბჭოთა კავშირი შიგნიდან დაშალა. ერთ-ერთი აქტიური მონაწილე საბჭოთა კავშირის დაშლისა იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ვარაუდობდა, რომ მალე რუსეთიც დაიშლებოდა. მე კარგად მახსოვს მისი ინტერვიუები და განცხადებები რუსეთის დაშლის შესახებ. შესაბამისად, ნათლად გამოხატული პროდასავლური კურსი მას გამართლებულად მიაჩნდა. თუმცა, ვინც რუსეთის ისტორიას იცნობს, კარგად იცის, რომ ამ ქვეყანას ყველაზე კრიტიკული სიტუაციებიდანაც კი შეუძლია, გამოვიდეს და აღდგეს, როგორც როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და მხოლოდ დასავლეთისკენ ორიენტირებული პოლიტიკამ საქართველო უბედურებამდე და პრობლემებამდე მიიყვანა.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ გარკვეული ძალების წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ ოლიგარქებთან და ინტელიგენციასთან, ახალგაზრდობასთან. ის მეთოდები, რომლებმაც იმუშავა უკრაინასა და სხვა “ფერადი რევოლუციების” ქვეყნებში, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ოც წელიწადზე მეტია, საქართველო ტექნოლოგიური ექსპერიმენტის ქვეშ იმყოფება. 2003 წლის რევოლუცია ამ ტექნოლოგიების კარგი მაგალითი იყო.

ასევე ირონია იყო, ნაციონალური გეწოდებინა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რთულია, იპოვო უფრო მეტად არანაციონალური არაეროვნული ძალა, ვიდრე ისინი. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანად, წარსულთან, სიმბოლოებთან და ძეგლებთან ბრძოლა იქცა.

დღეს კავკასიაში მყარდება არცთუ მარტივი სიტუაცია. სამივე რესპუბლიკამ განვითარების სხვადასხვა გზა აირჩია, მაგალითად, საქართველომ ხელი მოაწერა ერვოკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამგვარ ვითარებაში ლოგიკურია მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესების დაპირისპირება. სწორედ ამიტომ, ასეთ ვითარებაში რეგიონული უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.”

ჯონი მელიქიანი, პოლიტოლოგი:

 _ რაც დღეს უკრაინაში ხდება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის არის ტრაგედია. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა იგივე სომხეთში, ვფიქრობ, სომხეთს სხვა სპეციფიკა აქვს და აქ ძალიან რთული იქნება მაიდნის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცით, ამ ყველაფერში დიდძალი ფული დაიხარჯა. საქართველო-სომხეთის ურთიერთობას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვიყავით, ყოველთვის ვთანამშრომლობდით. ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე და მინდა, ორ ქვეყანას შორის უფრო განვითარდეს ურთიერთობები, თუმცა პოლიტიკა, მოგეხსენებათ, ცვალებადია და ვერავითარმა მანიპულაციებმა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელი ვერ უნდა შეუშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია რეგიონის აფეთქება.

მელინე იავრიანი, პრეზიდენტი საზოგადოებრივი გაერთიანებისადედაქალაქი ყველასთვის”:

_ მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია სომხეთმა და საქართველომ ვითანამშრომლოთ, რათა შევძლოთ ერთად ბრძოლა იმ ტექნოლოგიების წინააღდეგ, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ჩვენზე და ჩვენს ქვეყნებს ანგრევენ.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ უკრაინის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ლოგიკური იქნებოდა, გვესაუბრა საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური სიტუაციის გართულებაზე, რადგან საქართველოცა და უკრაინაც აშშ-ის მიერ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების ზონად განიხილება.

 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელმაც თავის საგარეოპოლიტიკურ კურსად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია გამოაცხადა. თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა ცდილობს, რუსეთთან ზომიერი პოლიტიკა აწარმოოს. ეს უკრაინისადმი დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, საქართველომ უფრო მწვავე პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ, ივანიშვილ-ღარიბაშვილის ირგვლივ შეკრებილ “ქართულ ოცნებას” გაწონასწორებული და ნეიტრალური პოზიცია უჭირავს. თუმცა, საქართველოს მთავრობის ასეთი მიდგომა, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, შეუძლებელია, დასავლეთის ინტერესებში თავსდებოდეს. მათთვის გაცილებით მისაღებია მიხეილ სააკაშვილის ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის კონტროლს სრულად ემორჩილება და შესაბამისად, მათთვის მისაღებ პოლიტიკას ატარებს. ამ ვითარებაში აშშ-ისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა საქართველოდან ანტირუსული მეორე ფრონტის გახსნა..

თუ ვიმსჯელებთ, რამდენად შესაძლებელია “კიევის მაიდნის” განმეორება სამხრეთ კავკასიაში, ყველაზე სუსტ წერტილად, ვფიქრობ, საქართველო გვეევლინება. თუმცა მაინც არა მგონია, რომ კიევის მაიდნის მსგავსი პროცესების გამეორება საქართველოში შესაძლებელი იყოს. ვინაიდან ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც თბილისში მაიდანიზაცია სურს, “ნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ “ნაციონალებს” ისეთი პატარა რეიტინგი აქვთ, რომ საეჭვოა, მათ ავანტიურას ვინმე აჰყვეს. თუმცა, დიდი ალბათობით, განვიხილავ შესაძლებლობას, წავაწყდეთ მთავრობის შეცვლის მცდელობებს. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამ ქვეყნებში მაიდნის განმეორების შესაძლებლობას არ ვუშვებ, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

რეგიონში დღეს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო აზერბაიჯანია, რაც მას საშუალებას აძლევს აწარმოოს ბალანსირებული და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. რაც შეეხება სომხეთს, მართალია, ის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონით ჩამორჩება აზერბაიჯანს, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც მაიდნის განმეორების შესაძლებლობას გამორიცხავს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ყარაბახის კონფლიქტი, რომელიც სომეხი ხალხის ერთგვარი გამაერთიანებელი ფაქტორია.

ვიქტორ ცაავა, გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი:

_ იუგოსლავიის რევოლუცია, კასკადი ფერადი გადატრიალებებისა, მთელი ჯაჭვი არაბული გაზაფხულისა, “უკრაინის მაიდანი” _ ეს მოვლენები მიგვითითებს იმაზე, რომ, უკვე დიდი ხანია, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესი დაიწყო. წესრიგისა, რომელიც, სავარაუდოდ, “გლობალური მართვადი ქაოსის” მეშვეობით უნდა შეიქმნას და ამის ნიშნები უკვე ცხადად ჩანს. ეს იქნება წესრიგი, რომლის დასკვნითი ეტაპი მსოფლიოზე ჰეგემონია და მის ყველა ბუნებრივ რესურსზე აბსოლუტური კონტროლის დამყარებაა.

 აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება. ამის დასტურია ყველა ამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესების განვითარების იდენტური ქრონოლოგია. სცენარის მიხედვით, ხელისუფლების ოპონენტები და ლიდერები ხდებიან ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდები, რომლებიც, როგორც წესი, ან სწავლობდნენ, ან სტაჟირებას გადიოდნენ ე.წ. დემოკრატიის ინსტიტუტებში. ამ სცენარების იდენტურობის კიდევ ერთი მაჩვენებელია პოლიტიკური ბრძოლისთვის ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოყენება. უკრაინაში მიმდინარეობს ახალი ეტაპი ამ თეორიის, მართვადი ქაოსის დანერგვისა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და 2013 წელს მთავრობის სისხლიანი გადატრიალებით დასრულდა. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოღა დარჩა, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ ისინი ინარჩუნებენ სტრატეგიული დამოუკიდებლობის ნიშნებს. ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფოდ შეიძლება, რუსეთი მივიჩნიოთ.

თავისთავად, რუსეთის საზღვართან ახლო მდებარეობის გამო, უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის. უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები განთავსდეს, შესაძლებელია, ის გამოიყენო, როგორც პლაცდარმი რუსეთში ლიბერალური გადატრიალების მოსაწყობად. არც ტურჩინოვს, არც იაცენიუკს, არც პოროშენკოსა და არც იაროშს _ ამ მარიონეტებს არ ეცოდებათ ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი მზად არიან, მოქალაქეებზე ჩაატარონ ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტები და ქვეყანა ნებისმიერი საერთაშორისო ავანტიურის განსახორციელებელად გამოიყენონ. ყველა ნორმალური ადამიანისთვის ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრება ბლეფი და სიცრუეა. უკრაინის რევოლუცია არის რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის განსახორციელებლად მიმართული დასავლეთის სისხლიანი ავანტიურა. პოლიტიკურ დასავლეთს საქართველოც სჭირდება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთთის წინააღმდეგ და მეტი არაფრისთვის.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here