Home რუბრიკები საზოგადოება “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”

“კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”

719

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ისტორიული მემკვიდრეობა” 23 სექტემბერს სასტუმრო “ბეტსიში” სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გამართა, რომლის მოკლე მიმოხილვაც გაზეთის წინა ნომერში დაიბეჭდა. დაპირებისამებრ, ამჯერად გაგაცნობთ ღონისძიების მონაწილე პოლიტოლოგების, ექსპერტების, ანალიტიკოსების მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინული ევრომაიდნის ექომ სამხრეთ კავკასიაზე და რა გაკვეთილები უნდა გაითვალისწინონ რეგიონის ქვეყნებმა, რათა არ დაუშვან გარე ძალების მიერ დაგეგმილი, ისედაც ცეცხლსაშიში რეგიონის დესტაბილიზაცია.


არადა, ეს საფრთხე ნათელია და იგი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოების თავზე დამოკლეს მახვილივით კიდიაკონფერენციის მონაწილეებმა, ვიდრე პასუხს გასცემდნენ შეკითხვას _ შესაძლებელია თუ არა უკრაინის სცენარის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განმეორება _ მიმოიხილეს, თუ როგორ წარმოიშვა და რა მოვლენაა მაიდანი. ასევე, დეტალურად განიხილეს ევროპისა და ამერიკის შესაძლო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ რეგიონში ყველა პარამეტრებით, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს აზერბაიჯანი წარმოადგენს. სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების შედარებით მაღალი დონე, რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, უზრუნველყოფს ზოგადად მმართველი კლასისა და ქვეყნის ლიდერისადმი ლეგიტიმაციისა და ნდობის მაღალ ხარისხს, ხოლო ეს უკანასკნელი ფაქტი გამორიცხავს რევოლუციური პროცესების განვითარებას აზერბაიჯანში, მიუხედავად ამერიკელთა მცდელობისა.

სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი ქვეყანა _ სომხეთი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებითა და მოსახლეობის ცხოვრების დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩება აზერბაიჯანს, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც გამორიცხავს მაიდნის მსგავსი პროცესების განვითარებას ჩვენ მიერ განხილულ რიგით მეორე სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოში. ასეთი რიგის ფაქტორთა კატეგორიას განეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი, რომელიც წარმოადგენს სომხეთის მოსახლეობის გამაერთიანებელ ფაქტორს საერთო მტრის _ აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მართალია, ყარაბახში ირიდენტიზმის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია და ფორმალურად არ შეუერთებია სომხეთს, მაგრამ არავისთვის უნდა იყოს დასამალი, რომ სომხებისთვის სადავო, ხოლო აზერბაიჯანული ხედვით, მის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლი დამყარებული აქვს ერევანს. აქვე უნდა ითქვას, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნებისა და სომხების სასიცოცხლო სივრცის ზრდის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სტრატეგიული მოკავშირეობა, რომელიც იურიდიულად აქვთ გაფორმებული და განმტკიცებული ორივე სახელმწიფოს; თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში, კერძოდ გიუმრში, დისლოცირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სომხეთზე აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე რომ, ყარაბახის კონფლიქტის ესკალაცია და ცხელ ფაზაში გადასვლა, რაც თავის მხრივ სომხეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ჩართვას აღნიშნულ ომში. სწორედ ესაა ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს სომხური სახელმწიფოს კონტროლს, უპირატესად სომხებით დასახლებულ ყარაბახის ტერიტორიაზე. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული სომხური საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ამერიკელებისთვის რევოლუციური პროცესებით პოლიტიკური სიტუაციის განვითარების საქმეში. ვინაიდან ყველასთვის ცხადია, რომ “ფერადი რევოლუციებით” თუ სხვა ტიპის გადატრიალებებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხელისუფლებაში მოსული ყველა პოლიტიკური ძალა პროამერიკულია და შესაბამისად რუსეთის ფედერაციისადმი მტრულად განწყობილი. თუ ერევანში ადგილი ექნება ამგვარი ტიპის სახელისუფლო ცვლილებას და პროამერიკული პოლიტიკური ძალის მოსვლას ხელისუფლებაში, რუსეთის ფედერაცია მოიხსნის მის მიერ აღებულ ყველანაირ ვალდებულებას, სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი კი ძალიან ძვირად დაუჯდება სომხურ სახელმწიფოს, კერძოდ, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ყარაბახზე კონტროლის დაკარგვას და სომეხი ერის სასიცოცხლო სივრცის შემცირებას.

ამ მხრივ ზემოთ ჩამოთვლილი კავკასიური სახელმწიფოებიდან ყველაზე მოწყვლად სახელმწიფოდ შეიძლება მივიჩნიოთ საქართველო.

თბილისის მაიდანიზაცია გამორიცხულია, ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების სურვილის მიუხედავად, რადგან დღეს არ არსებობს საქართველოში ისეთი პროამერიკული პოლიტიკური პარტია, რომელსაც საზოგადოებაში ნდობის მაღალი ხარისხი ექნებოდა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკელების მხრიდან ხელისუფლებების ცვლილების მცდელობა მხოლოდ გეოპოლიტიკური მოტივებით შეიძლება აიხსნას. უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის გართულების შემდეგ მათ მიზანს წარმოადგენს, უკრაინის მსგავსად, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე რეგიონებში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია და რუსეთის ფედერაციის ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით გეოპოლიტიკურ ორთაბრძოლაში ჩაბმა. იმ მოტივით, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ გაუძლოს ასეთ გეოპოლიტიკურ დატვირთვას, როგორც ეკონომიკური და სამხედრო, ასევე, პოლიტიკური კუთხით და დამარცხდეს დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში შეერთებულ შტატებთან. შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ესკალაცია და რუსეთის ფედერაციისთვის ახალი გეოპოლიტიკურ პრობლემის კერების გაჩენა რომ სურს, კარგად გამოჩნდა აგვისტოს დასაწყისში სომხეთაზერბაიჯანს შორის ყარაბახის გამო ომის პროვოცირების მცდელობაში, როდესაც დაპირისპირება ცივი ომის რეჟიმიდან კინაღამ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა.

აღნიშნული კონფლიქტის დეესკალაცია მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც სამი ქვეყნის _ რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები 8-9 აგვისტოს რუსული მხარის მიწვევით შეხვდნენ სოჭში. აქედანაც ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში სულაც არ შედის რეგიონში პოლიტიკური სიტუაციის გართულება და კრიზისის გაღრმავება, მით უმეტეს უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გართულების ფონზე. ხოლო, თუ რომელი სახელმწიფოა, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის არ უნდა იყო გამოცანა.

აზერბაიჯანის ხელით ვერ მოახერხეს რეგიონის დესტაბილიზაცია. შეერთებული შტებისთვის ყველაზე ხელსაყრელ პოლიგონად დარჩა საქართველო, რომელსაც, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ყველაზე უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს.

ზვიად ირემაძე, ანტიგლობალიზაციის ცენტრივერიელებისწარმომადგენელი:

_ ევრომაიდანზე საპროტესტო აქციები დაიწყო სულ რაღაც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, იმ ძალების ხელშეწყობით, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ და მხარში ედგნენ ნარინჯისფერ რევოლუციად წოდებული პროცესებით მოსულ ძალებს უკრაინაში. ისევე, როგორც 2003-ში იგივე ძალები უმაგრებდნენ ზურგს საქართველოს ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციად წოდებულ პროცესებით მოსულ პოლიტიკურ გაერთიანებას. საყურადღებოა ისიც, რომ, როგორც კიევში, ასევე საქართველოში ერთნაირად განვითარდა პროცესები, ანუ იუშჩენკოს ხელისუფლება გარკვეული წლების მერე ჩაანაცვლა პრორუსულ ძალად წოდებულმა იანუკოვიჩის უსუსურმა ხელისუფლებამ, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია “ნაცმოძრაობა” ჩაანაცვლა ორი წლის მოსულმა პოლიტიკურმა გაერთიანება “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც საკმაოდ უსუსური პოლიტიკური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

გრიგოლ ონიანი, ორგანიზაციასტალინელისთავმჯდომარე:

_ დედამიწის მოსახლეობის ერთი მეოთხედი თვლის, რომ ძირითადი საფრთხე მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გამოკითხულთა 5% კი მიიჩნევს, რომ საშიშროება მოაქვს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. გამოკითხულთა მხოლოდ 2% თვლის რუსეთს თავის მტრად, _ ასკვნის ამერიკის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფი.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 70 000 კაცი 35 ქვეყნიდან. რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ თურქეთისა და საბერძნეთის მოსახლეობის ერთ მესამედს არ უნდა ამერიკასთან ურთიერთობა. თვითონ ამერიკელების გამოკითხვით დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 13% თვლის, რომ თავიანთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა აგრესიულია და მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ აშშ-ის გავლენის ქვეშ მოქცეულმა საქართველოუკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, ამერიკაში ნავარჯიშებმა და გაწვრთნილმა, უმალ წამოიწყო ყველა დარგის რეფორმა, განსაკუთრებით _ განათლების სისტემის. უკრაინის სკოლის სახელმძღვანელოებში გაქრა სამამულო ომის ცნება; წინა პლანზე წამოიწია უკრაინის არარსებულმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, უკრაინელი ხალხის განსაკუთრებულობამ და, რაც მთავარია, უკრაინელსა და რუსს შორის უდიდესმა სხვაობამ.

უმდიდრესი საბჭოთა რესპუბლიკა _ უკრაინა ქურდულ სახელმწიფოდ იქცა. ოლიგარქებისა და მარიონეტი ხელისუფლების წყალობით და, რაც მთავარია, ვაშინგტონის კარნახით, უკრაინა რუსეთს დაუპირისპირდა.

აშშ-ის ადმინისტრაციამ ყველაფერი იღონა უკრაინის გადასაბირებლად _ ფული, იდეოლოგია, პროპაგანდა. და მივიღეთ ის, რასაც ჰქვია მეორე “მაიდანი”; მივიღეთ ის, რასაც ჰქვია ძმათა შორის ომი, პერმანენტული “ცხელი წერტილი”, რუსეთის საზღვრებთან სერიოზული თავსატეხი და, რაც მთავარია, რუსეთისადმი მტრულად განწყობილი უკრაინა.

უკრაინის მორჯულებითა და გაამერიკელებით იწყება რუსეთის დაშლის გეგმის ამოქმედება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 23 წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ნატო მჭიდროდ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს. ევროპაში, რუსეთის სიახლოვეს, იგეგმება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება; რუსეთს უწესდება ეკონომიკური სანქციები, რუსეთი მოიხსენიება აგრესორ ქვეყნად, რომელშიც დემოკრატია და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი.

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი:

_ უკრაინის თემატიკა უშუალოდ მოქმედებს ქართულ საშინაო პოლიტიკაზე, თუნდაც პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები ან მთავრობის თავმჯდომარისა და ზოგიერთი მინისტრის წინააღმდეგობრივი განცხადებები გავიხსენოთ. პრემიერმინისტრის მოზომილ, დიპლომატიურ განცხადებებს ზოგიერთი მინისტრი როყიო, უმწიფარ განცხადებებს უპირისპირებს, რომლებმაც, შესაძლოა, რუსეთთან ძლივს ოდნავ გამოსწორებული ურთიერთობები ისევ გააფუჭოს და ამითნაცებისწისქვილზე დაასხას წყალი.

 საქართველომ ხელი უნდა შეუშალოს და დასაჯოს ის კრიმინალური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოდან უკრაინაში აგზავნიან ზოგიერთ პირს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. მართალია, ქართველმა ბოევიკებმა, სინამდვილეში კი “ნაციონალებმა”, აქამდე დიდად ვერ გამოიჩინეს თავი, დონბასელი აჯანყებულები ნიჭიერი რუსი მეთაურების ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ უმკლავდებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

კარგი იქნებოდა, თუკი საქართველო, ევროკავშირთან “ასოციაციის” ხელშეკრულების ხელმოწერით ტკბობის მაგივრად, ყურადღებას მიაქცევდა გაზრდილ შესაძლებლობებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის სანქციური დაპირისპირების ფონზე. “რუსეთმა განსაზღვრა პრიორიტეტული ქვეყნების სია სურსათის მოწოდების თვალსაზრისით, რომელიც ადრე ევროპის ქვეყნებიდან შემოდიოდა, _ განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნიკოლაი ფიოდოროვმა, _ ჩვენთვის პერსპექტიული ქვეყნებია, ხილბოსტნეულის მოწოდების თვალსაზრისით, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, რაღაც დოზით _ ყირგიზეთი. აქვე ახლოს არის თურქეთი, ირანი, სერბეთი. ძალიან პერსპექტიული ქვეყნებია ირანი, მაროკო და ეგვიპტე. მათ სჭირდებათ ჩვენი პროდუქცია, კერძოდ, ხორბალი და ზეთი, ხოლო ჩვენ გვინდა მათი ბოსტნეული, ხილი, კენკრა და ციტრუსები”. მისი სიტყვებით, მძლავრი ბაზარი, რომელიც “კარზე გვიკაკუნებს”, ლათინური ამერიკის ქვეყნებია. “ესაა ჩილე, არგენტინა, პარაგვაი, ეკვადორი, პერუ. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ისინი უკვე რიგში დგანან, რომ გაზარდონ თავიანთი პროდუქციის მოწოდება”, _ თქვა ფიოდოროვმა.

კარგი იქნებოდა, თუკი ამ სიაში საქართველოც აღმოჩნდებოდა.

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ შეიმუშავა სამხედრო დოქტრინა, რომელშიც ნათლადაა ასახული მათი მსოფლიოზე გაბატონების სურვილი. ეს დოქტრინა მუდამ წინააღმდეგობას აწყდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მერე ეგონათ, რომ ეს პრობლემა მოეხსნებოდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ამ უდიდესი კავშირის სამართალმემკვიდრე გახდა, რუსეთი გახდა ასევე პატრონი იმ ბირთვული არსენალისა, რომელიც ძალისმიერი მეთოდების შემაკავებელი ფაქტორია. ამიტომ ამერიკა ახალ რელსებზე გადავიდა _ გადაწყვიტა რუსეთის დასუსტება და დაშლა, მაგრამ მას კვლავ შეხვდა უდიდესი წინააღმდეგობა, რომელსაც რუსი ხალხის ნება ჰქვია. რუსი ხალხის ნებას კი ვლადიმერ პუტინი გამოხატავს. პუტინი ამას არც მალავს და სწორი ნაბიჯებიც გადადგა ქვეყნის გასაძლიერებლად ეკონომიკისა და თავდაცვის სისტემების გაძლიერების კუთხით. ვლადიმერ პუტინმა 2007 წელს პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი ვერ იქნებოდა, რადგან ამან სიკეთე არ მოიტანა, არ იმუშავა. პუტინის ეს ნათქვამი იმხანად ცარიელ სიტყვებად ჩათვალეს, მაგრამ ძალიან შეცდნენ, რუსეთი დღეს არის ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი აშშ-ის დოქტრინა დღემდე არავის შეუცვლია, რაც ამ ქვეყანას პრობლემებს უქმნის. ის საჭირო დროს ლავირების საშუალებას არ იძლევა, რაც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას უწყობს ხელს. ამერიკას ამ სიტუაციაში ჩათრეული ჰყავს მთელი ევროპა და რუსეთის წინააღმდეგ ერთად მოქმედებენ.

ნატოს გაფართოების გეგმამ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემუშავდა, 2004 წლამდე იარსება, ამ ალიანსში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გაწევრებამდე. მათი მიზანია, ეს პროცესი გაგრძელდეს და, თუ გაგრძელება უწერია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ნატოს წევრები უნდა გახდნენ, ოღონდ ერთი ფაქტორი არსებობს: შეუძლია თუ არა ამის ატანა რუსეთს? რუსეთი იტანს ბევრ რამეს, უკანაც იხევს, ოღონდ იმ მომენტამდე, ვიდრე მანევრირების საშუალება არსებობს. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, იწყებს ბრძოლას სხვა მიმართულებით. სწორედ ასეთი რამ მოხდა უკრაინაში. ამერიკამ და ევროპამ მოქმედებები ფორსირებულად დაიწყეს ჩვეული მეთოდებით _ მანიპულაციებით, კორუფციაზე საუბრით, იანუკოვიჩის ვითომ პრორუსულობით, შექმნეს მაიდნის პროცესები, რომლითაც პროამერიკული რეჟიმის ჩამოყალიბება სურდათ. მათ ეს ერთხელ უკვე სცადეს, როდესაც მოიყვანეს იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს ტანდემი, მაგრამ მაშინაც ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ და საქმე ვერ დაასრულეს.

აშშ ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპაში თავისი ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განალაგოს და რუსეთი, პრაქტიკულად, ალყაში მოაქციოს, თანაც, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაერთიანდებიან, რუსეთი ბირთვული იარაღისგან განიარაღდება, რადგან დამჭერი სისტემები ძალიან ახლოს იქნება და აფრენის მომენტშივე შეძლებს რაკეტების დაჭერას. რუსეთი ამას, რა თქმა უნდა, აცნობიერებს და მოქმედება დაიწყო.

ვიქტორ ცაავა, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის წარმომადგენელი:

_ იუგოსლავიისბულდოზერებისრევოლუცია, საქართველოსვარდებისრევოლუცია, უკრაინისნარინჯისფერირევოლუცია, “ფიჭვებისრევოლუცია ლიბანში, “ტიტებისრევოლუცია ყირგიზეთში, მოვლენები ალჟირში, ლიბიაში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ასევე, მაიდნის მოვლენები და სხვ. მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობსმართვადი ქაოსისთეორიის გამოყენება პრაქტიკაში.

ამის დამამტკიცებელი ფაქტორებია ამ მოვლენების განვითარების ერთი და იგივე, იდენტური შიგადესტაბილიზაციის სცენარები ყველა ამ ქვეყანაში. უკრაინა დღეს “მართვადი ქაოსიოს” თეორიის ერთ-ერთ ძირითად ფაზაშია, რომელიც 2004 წლის პროამერიკული გადატიალებით დაიწყო, შემდეგ მსოფლიო ეკონომიური კრიზისის გამო შენელდა და 2013 წელს “კიევის მაიდნის” სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების ფორმით მოგვევლინა, განახლებული სახეებითა და ახალი ნეონაცისტური, ლიბერალური იდეოლოგიით, რომელიც დასავლეთიდან, კერძოდ, ამერიკიდან იკვებება.

თუ თვალს შევავლებთ მსოფლიო პოლიტიკურ რუკას და გავიხსენებთ ქვეყნებს, რომლებშიც არსებობს ან გაყინული, ან ცხელ ფაზაში არსებული კონფლიქტები, მივხვდებით, რომ მათი 80% პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ფედერაციის სამეზობლოში ან მის ე.წ. გავლენის სფეროების არეალში მდებარეობს. სირია, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, დნესტრისპირეთი, უკრაინა, ირანი _ ყველა რკალისებურად ეხვევა რუსეთს, მის ცენტრალურ ნაწილს და ქმნის ქაოსურ ზონებს. ერთ-ერთი ამ ზონათაგანი ლოკალიზებულია სამხრეთ კავკასიაში, სადაც თავმოყრილია პოტენციური კონფლიქტების მთელი ბუკეტი: სომხეთ-აზერბაიჯანის, საქართველოსა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს, სომხეთ-თურქეთის გადაუჭრელი კონფლიქტები.

 ყველაზე დიდი შანსი მაიდნის მსგავსი პოლიტიკური პროცესების განვითარებისა, რა თქმა უნდა, საქართველოშია. ჯერ ერთი, პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ვერ უზრუნველყო ქვეყანაში ერთიანი მონოლითური სტრუქტურული სახელმწიფო აპარატის შექმნა. ორი წლის მმართველობის განმავლობაში ვერ შესთავაზეს ხალხს ეროვნულ სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია და ეროვნული იდეა. იმდენად, რამდენადაც საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის თავისებურება ისაა, რომ იკვეთება ოთხი გიგანტის _ რუსეთის, თურქეთის, ირანისა და ამერიკის ინტერესები რეგიონში, გვქონდა შანსი, ამ ინტერესების ბაზაზე ლავირებით აგვეგო ჩვენი სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია, მაგრამ ხელისუფლებამ აშშ-ის მარიონეტის როლი აირჩია.

 საქართველოს მერე მაიდანიზაციის შანსი მიზერული, მაგრამ მაინც გააჩნია, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს. პრეზიდენტ ალიევისა და მის გარემოცვის პოლიტიკის მრავალვექტორობა და სიხისტე შეიძლება გახდეს საბაბი მაიდანიზაციისა ბაქოში. არც ბრიუსელსა და არც აშშ-ს არ აუტეხავთ ყვირილი მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ალიევმა კატეგორიული უარი განაცხადა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. საქართველოსა და თურჰქეთზე გამავალმა ალტერნატიულმა გაზსადენმა თავისი როლი ითამაშა, როდესაც ევროპის გაზით მომარაგება ამ ზამთარს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აზერბაიჯანს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, რაშიც დიდ როლს რუსეთის აზერბაიჯანული დიასპორა ასრულებს, ხოლო თუ მოხერხდა ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება ან დაკონსერვება, ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება. ასე რომ, საბოლოოდ, ალიევი არც რუსეთს და არც ამერიკას არ აძლევს უფლებას, აზერბაიჯანს თავს მოახვიონ თავიანთი პირობები.

რაც შეეხება სომხეთს, აქ სიტუაცია უფრო რთულად იყო, მაგრამ სომხეთის ევრაზიულ კავშირთან დაახლოების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და მაიდანიზაციის პერსპექტივები, ჩემი აზრით, საერთოდ გაქრა სომხური პოლიტიკის ვექტორიდან. ერთადერთი, რაც ასეა თუ ისე ემუქრება სომხეთს, ყარაბახის კონფლიქტის გაღვიძებაა, რომელიც, ჩემი აზრით, არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს ჯერჯერობით ხელს არ აძლევთ.

საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის სიტუაციაში გასათვალისწინებელია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიასა და ერაყში, სადაც ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა საკუთარი ხალიფატის შექმნის შესახებ გამოაცხადეს და გამოქვეყნებულ მომავლის რუკაზე ოთხივე სახელმწიფოს თავიანთი ხალიფატის ქვეშ განიხილავენ. ასე რომ, ახლა, სავარაუდოდ, მოსალოდნელია, ისლამისტური ხალიფატის საშიშროება გაჩნდეს, რაც მაიდანიზაციაზე ბევრად საშიშია.

 

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here