Home რუბრიკები პოლიტიკა «ბოინგის» კატასტროფა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგია

«ბოინგის» კატასტროფა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგია

587

ფრედერიკ უილიამ ენგდალი გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და მწერალი, პოლიტოლოგი, რიგი წიგნებისა და გამოკვლევების ავტორი, «პოსტგლობალიზაციის» პროექტის მონაწილე, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია გაზეთებში გამოქვეყნებული რეზონანსული წერილებით. დღეს «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს ვთავაზობთ მისი სტატიის «მიზანი ამართლებდა საშუალებებს» მიმოხილვას, რომელიც გამოქვეყნებულია ყოველკვირეულის «სრულიად საიდუმლოდ» უახლეს ნომერში.


მოვლენებს წინ გავუსწროთ და ვთქვათ, რომ, ენგდალის აზრით, უკრაინის ცაში მალაიზიური «ბოინგის» კატასტროფა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ორგანიზებულია… ოღონდ სხვისი დროშის ქვეშ.

მსგავსი ოპერაციები-სპექტაკლები ამ სპეცსტრუქტურისთვის დამახასიათებელი იყო ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროიდან მოყოლებული (ტონკინის ყურეში) და შემდეგ _ ერაყთან, საუდის არაბეთთან დაკავშირებით… ახლა კი იყენებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთზე ხელის შეწმენდის მიზნით.

ახალი სპექტაკლია.

აშშ სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის ბრალდებებით, რომლებიც მან 20 ივლისს ხუთ (!) თოკშოუში მონაწილეობისას გააჟღერა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეფაქტო დამნაშავეა სამგზავრო «ბოინგის» კატასტროფაში. მტკიცებულებების შესახებ მისთვის დასმულ შეკითხვაზე მან ამაყად დაიმოწმა… «სოციალური ქსელები».

უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები

რეის MH17-ის კატასტროფის გაშუქების ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაშოკირებელ მომენტად დასავლეთის მასმედიის მხრიდან ამ ტრაგედიისადმი ზედაპირულ და ზერელე მიდგომაა, _ მიიჩნევს ავტორი. ღრმა და სერიოზული გაანალიზების ნაცვლად CNN, NEW York Times, Washington Post და ევროკავშირის მედიის საშუალებების უმრავლესობა, გერმანული პრესის ჩათვლით, კმაყოფილდება კიევის მთავრობის წარმომადგენლებისა და ნეოფაშისტების ციტირებით.

მთავარი შეკითხვა: საჰაერო მოძრაობის კიევის სამსახურმა, რომელიც უკრაინის მაპროფილებელი სამინისტროს შემადგენლობაში შედის, რატომ უბრძანა რეის MH17-ს, შეეცვალა დაგეგმილი მარშრუტი და წასულიყო აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით?

FlightAware.com-ის პირველი ანგარიშების მიხედვით (ეს სამსახური რეალური დროის რეჟიმში თვალს ადევნებს სამგზავრო თვითმფრინავების მოძრაობას), «მალაიზიის ავიახაზების» რეისი MH17, რომელსაც «ბოინგ-777»-ის ეკიპაჟი ამსტერდამის აეროპორტ სხიპლოხიდან კუალა-ლუმპურის (მალაიზია) მიმართულებით 17 ივლისს, ხუთშაბათს ასრულებდა, ფრენის სიმაღლითა და ტრაექტორიით მნიშვნელოვნად ასცდა ყველა სხვა კომერციული რეისის მარშრუტს. ეს უკანასკნელები მიმდინარე წლის აპრილიდან მოყოლებული სამხრეთიდან გვერდს უვლიდნენ უკრაინის კონფლიქტურ რეგიონს.

MH17-ი კი სწორედ აქეთკენ მიმართეს.

სხვა საკვანძო კითხვები, რომლებზეც ვინმესთვის ბრალის წაყენებამდე უნდა მიეღოთ პასუხები, სრულად იყო იგნორირებული უკრაინის მთავრობის, ობამას ადმინისტრაციისა და დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ, შემდეგია:

რატომ ასრულებდა პილოტი ფრენას დახურულ საჰაერო სივრცეში?

რა ინსტრუქციები (თუკი ასეთები იყო) მისცა საჰაერო მოძრაობის კიევის სამმართველომ ხომალდის მეთაურს ტრაგიკულ აფეთქებამდე ერთი წუთით ადრე?

საინტერესოა, რომ FlightAware.com -ის პირველი პუბლიკაციის შემდეგ საიტმა უცებ შეცვალა რეის MH17-ის ფრენის ტრაექტორიის თავისი ვერსია. რატომ? ვინმემ ხომ არ აიძულა, შეეცვალა მონაცემები? თუ _ კი, ვინ იყო: ნატო? ვაშინგტონი? ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს იყო ზემოქმედება «იზოლირებული» რუსეთის მხრიდან.

კიევის «უდავო სამხილების» ნაყალბევი ვიდეო

თვითმფრინავის ჩამოგდებიდან სულ რამდენიმე საათში უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა, «დადასტურება» (როგორც თვითონ უწოდა) იმისა, რომ რეისი MH17 ჩამოაგდეს სეპარატისტებმა, რომლებიც პროფესიულად მოამზადეს და გაწვრთნეს რუსებმა. ისინი თითქოს მოქმედებდნენ მოსკოვიდან მიღებული ბრძანების შესაბამისად. ეს იყო 2:23-წუთიანი ვიდეო, რომელიც you tubeზე იყო განთავსებული.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პირველად გამოაქვეყნა საუბარი, რომელიც თითქოს შედგა პრორუს სეპარატისტსა და მის კოორდინატორ ვასილი გერანინს შორის, რომელიც, როგორც ითქვა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკია. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ «ჩამოგდებული იყო რეაქტიული თვითმფრინავი»; არავითარი მითითება იმაზე, იყო ეს თვითმფრინავი სამოქალაქო თუ სამხედრო. თანაც, შეიძლება საუბრობდნენ უკრაინულ CY-25-ზე, რომელიც მოხალისეებმა რამდენიმე საათით ადრე ჩამოაგდეს.

ამას გარდა, იმ ვიდეოთი, რომელიც You tube-ზე გამოქვეყნდა, შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ ეს საუბარი მსახიობებმა წინასწარ არ ჩაიწერეს კიევის ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მითითებით, რათა აემაღლებინათ ნდობა კიევის მთავრობის მიმართ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაოსტატდა ტყუილების ტირაჟირებაში.

«უტყუარ მტკიცებულებათა» ყოველგვარი ხსენება მასმედიაში სრულად გაქრა მას შემდეგ, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა-მკვლევარებმა დაადგინეს You tube-ზე ვიდეორგოლის ატვირთვის დრო და თარიღი. როგორც გაირკვა,  ქსელში ვიდეო აიტვირთა 2014 წლის 16 ივლისს, კიევის დროით 19 საათსა და 10 წუთზე, ანუ რეის MH17-ის კატასტროფამდე ერთი დღით ადრე!

სწავლება ერთსა და იმავე დროს

ავტორი ხაზგასმით მიაპყრობს ჩვენს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რეის MH17-ის კატასტროფის კვალზე უცებვე გაიმართა ნატოუკრაინის სამხედრო სწავლება.

იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც გაასაჯაროა AHB-ს ყოფილმა თანამშრომელმა უეინ მედსენმა, ნატომ და უკრაინამ ჩაატარეს ათდღიანი ერთობლივი სამხედრო სწავლება კოდური სახელწოდებით «ზღვის ბრიზი», რომელიც ითვალისწინებდა რადიოტექნიკური და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავების («ბოინგ EA-18g Global»-სა და «ბოინგ E3 Sentry»-ის მსგავსი თვითმფრინავების) გამოყენებას.

მედსენის მონაცემებით, ამ სწავლებაში მონაწილეობდა სარაკეტო კრეისეტი USS Vefla Gulf, რომელიც აღჭურვილია საბრძოლო AEGES-ის რაკეტების დამიზნების მართვის საინფორმაციო სისტემით. შავი ზღვიდან ამ კრეისერს შეეძლო თვალყური ედევნებინა რეის MH17-ის ფრენისთვის შავი ზღვის თავზე, ასევე, დაეფიქსირებინა ნებისმიერი რაკეტა, რომელიც თვითმფრინავის მიმართულებით იქნებოდა გაშვებული.

ამასთან ერთად, MH17 რეისის ფრენისთვის თვალყურის მიდევნება შეეძლო ელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავ AWACS-ს, რომელიც ამ დროს შავი ზღვის რეგიონის თავზე მორიგეობდა.

თვითმფრინავ Glowlers-ს შეუძლია ხელისშემშლელი სიგნალები მიმართოს «დედამიწა-ჰაერის» ტიპის ნებისმიერი საშუალების რადიოლოკაციური სისტემის დასაბლოკად. ნატოს სწავლება დაემთხვა რეის MH17-ის კატასტროფას, რომელიც 17 ივლისს რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრის მოშორებით მოხდა. «ნატოს ხომალდები და თვითმფრინავები აწარმოებდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულ რადიოლოკაციურ და ელექტრონულ თვალთვალს».

აქტუალური შეკითხვა ისაა, თუ რატომ არ წარმოადგინა აშშ-ის მთავრობამ MH17-ის რეისის ფრენის ზუსტი მონაცემები, არ მიუთითა, კონკრეტულად სად მიფრინავდა და საიდან ჩამოაგდეს. გამორიცხული არ არის, რომ ეშინია, გაასაჯაროვოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რადგან ამან შეიძლება ბუმერანგივით დაარტყას ვაშინგტონელ სტრატეგებს.

აშშ-ის სააგენტოებს აქვთ არა მარტო თანამგზავრების მონაცემები რეის MH17-ის შესახებ, არამედ გააჩნიათ ზუსტი სურათები სავარაუდო საზენიტო დანადგარის, რომლიდანაც გაშვებული იყო საბედისწერო რაკეტა. იმ სურათებზე გარკვევით ჩანან ჯარისკაცები, რომლებსაც უკრაინული უნიფორმა აცვიათ.

«ნიუსიუკის» ყოფილი ჟურნალისტის (არაერთგზის დაჯილდოებული პროფესიონალის) _ რობერტ პერის აზრით, ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც მას ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა, უამბო, რომ «ამერიკის სპეცსამსახურებს ნამდვილად აქვთ თანამგზავრიდან გადაღებული დეტალიზებული გამოსახულება სავარაუდო საზენიტო ბატარეისა, რომელმაც გაუშვა საბედისწერო რაკეტა, მაგრამ ეს ბატარეა, მგონი, უკრაინის სამთავრობო ჯარების კონტროლსაა დაქვემდებარებული, ჯარისკაცებს უკრაინული უნიფორმა აცვიათ».

ეტყობა, სწორედ ამიტომ არ ასაჯაროებს ობამას ადმინისტრაცია მის ხელთ არსებულ მონაცემებს. მაშინ ხომ გაბათილდება ბრალდება, რომლის მიხედვით სასიკვდილო რაკეტა «მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების» მიერაა გაშვებული?

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი სცენარს ცვლის

ავტორი მკითხველების ყურადღებას მიაქცევს ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც მასმედიაში არა ერთხელ იყო გამეორებული. ლაპარაკია ანტირუსულ ომზე, რომელიც არნახული ძალით გააჩაღა აშშ-ის ოფიციალურმა პროპაგანდისტულმა მანქანამ. ითქვა, რომ, როგორც მაიდნის სახელმწიფო გადატრიალება, ისევე, როგორც მალაიზიური ლაინერის დაღუპვის გარშემო ატეხილი «პლანეტარული» აურზაური, გააჩაღეს ნეოკონსერვატორებმა, რომლებიც დაირაზმნენ ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის _ ვიქტორია ნულანდის გარშემო.

ქალების შემოტევაა: იქით მადამ ფსაკი აბნევს სულელურ «არგუმენტებს» ფაქტების არქონის გამო; აქეთ მარი ჰარფი, სახდეპის პრესსამსახურის უფროსის მოადგილე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პრესმდივანი ტოლს არ უდებს ფსაკის და უპასუხოდ ტოვებს ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს, თუ რატომ არ აქვეყნებენ «უტყუარ» მტკიცებულებებს რუსეთის «ბრალეულობის» შესახებ, რომლებიც თითქოს ხელთ აქვს ჯონ კერის და ამერიკის მთავრობას? ისევე, როგორც ყველა ადრე მომხდარი შემთხვევის დროს, მაგალითად, 1962 წელს კარიბის კრიზისის ჟამს?

ამგვარი შეკითხვებით დაბნეული და გაღიზიანებული ჰარფი, სხვა რომ არაფერი გააჩნია, იძულებული ხდება, დაიმოწმოს კერის განცხადება, რომელიც მან 20 ივლისს გააკეთა: «ჩვენი შეფასებით, რაკეტა გაშვებული იყო SA-11 დანადგარიდან, რომელიც განლაგებულია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე».

კერიმ ასე თქვაო. მორჩა და გათავდა!

შემდეგ _ უარესი: «ჩვენ ვიცით _ ჩვენ ეს შემდგომ ვნახეთ სოციალურ ქსელებში, პრორუსი სეპარატისტების ფოტოსურათები, რომლებიც («სეპარატისტები») ტრაბახობდნენ, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავი…» ბოდიშს გიხდით, ქალბატონებო და ბატონებო, მოლაპარაკე ფოტოსურათების გამო! ეს რაღაც ახალია!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთგულმა მხარდამჭერმა CNN-მა, ეტყობა, იგრძნო, რომ სახდეპის ჩინოვნიკების მონდომება უეფექტო იყო და 22 ივლისს გამოაქვეყნა თანამგზავრული გამოსახულების გრაფიკული ნახატი, რომლის გაკეთება არ გაუჭირდებოდა ნებისმიერ ახალბედა ფოტორედაქტორს.

მორიგი სიყალბე, რომელიც არც ჰგავდა რეალურ მტკიცებულებას.

რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სამხედრო დაზვერვის მონაცემების კვალზე 22 ივლისს, 17 საათსა და 57 წუთზე ვაშინგტონის დროით ქვეყნის «ბრწყინვალე ტვინებმა», როგორც ჩანს, ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის _ სიუზან რაისის დახმარებით, მოაწყვეს დახურული ბრიფინგი «აშშ-ის დამოუკიდებელი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით».

აქაც ქალია გარეული, ემანსიპირებული ქალების შემოტევაა თუ «აურზაური სალხინეთში»?! ყოველ შემთხვევაში «დამოუკიდებელი მაღალი თანამდებობის პირების» აშკარად «ქალური ლოგიკაა»!

მთელი ეს ბაკქანალია ძირშივე მოსხიპა აშშის დაზვერვამ.

«ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ მათ არ იციან, ვინ გაუშვა რაკეტა, აგრეთვე, ესწრებოდა თუ არა რუსეთის პერსონალი რაკეტის გაშვებას. დარწმუნებულები არ არიან, რომ ისინი, ვინც რაკეტა გაუშვეს, სწავლობდნენ რუსეთში… «ჩვენ არ ვიცით სახელები, არ ვიცით წოდება, 100 პროცენტით არ ვართ დარწმუნებული იმ ადამიანის ეროვნებაში, ვინც «ბოინგს» ესროლა»…

როცა ზემოთ ნახსენებ დახურულ ბრიფინგზე «მაღალი თანამდებობის» პირებს სთხოვეს, წარმოედგინათ დამატებითი ინფორმაცია, მათ მტკიცებულებების დასადასტურებლად მარი ჰარფივით აღიარეს, რომ «მათი დასკვნები ნაწილობრივ ეფუძნება სოციალური სფეროდან აღებულ ინფორმაციებსა და ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ბოლო დღეებში გაასაჯაროვა უკრაინის მთავრობამ, თუმცა ამ ცნობების უტყუარობის დადგენა შეუძლებელია».

მაგალითად, ისინი იმოწმებდნენ რაკეტის გამშვები დანადგარის ვიდეოს, რომელსაც ერთი რაკეტა აკლდა და რომელმაც (რაკეტამ) გაშვების შემდეგ თითქოს გადაკვეთა რუსეთის საზღვარი; მაგრამ შემდეგ ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ ვიდეო ვერ იმსახურებს ნდობას.

ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?

მაინც ვინ ჩამოაგდო რეისი MH17?

დავიწყოთ იმით, რომ იმ რაიონს, რომლიდანაც «ბოინგს» რაკეტა ესროლეს, აკონტროლებენ არა «პრორუსი სეპარატისტები», არამედ ნეონაცისტური კერძო არმია, რომელიც უკრაინელი მილიარდერის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის  შექმნილია.

კოლომოისკი აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურების მიერ დაყენებული კაცია; აქვს ორმაგი _ უკრაინისა და ისრაელის _ მოქალაქეობა და თავის ბიზნესიმპერიას შვეიცარიიდან ხელმძღვანელობს.

არა კიევიდან.

საინტერესო ფაქტია: ჯონ ბაიდენის ვაჟი ჰანტერი ახლახან დაინიშნა იგორ კოლომოისკის კუთვნილი გაზისა და ნავთობის უკრაინული კომპანიის _ Burisma Holdings LTD დირექტორად.

კოლომოისკის არმიის შეიარაღებაში არის საზენიტო კომპლექსები «ბუკი», რომლითაც თითქოს ჩამოაგდეს მალაიზიური «ბოინგი».

კოლომოისკის, რომელიც უკრაინის მეორე უმდიდრესი ადამიანია, მჭიდრო კავშირი აქვს კიევის საერთაშორისო აეროპორტ ბორისპოლის ხელმძღვანელობასთან, სადაც, როგორც იუწყებიან, უკრაინის შსს-ს ჯარებმა რეის MH17-ის ჩამოგდებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიკავეს საკომანდო-სადისპეტჩერო პუნქტი.

კიევის აეროპორტის ამ პუნქტის ხელში ჩაგდების ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ მალაიზიის ლაინერის ჩამოგდება აღნიშნული ჯარის მიერ იყო ორგანიზებული და ბრძანება ამის თაობაზე გასცა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა. ეს კაცი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი თაღლითობის ბრალდებით და გახლდათ ყოფილი პრემიერმინისტრის _ იულია ტიმოშენკოსა და რუსეთის მოძულე _ იგორ კოლომოისკის ერთგული მოკავშირე. ავაქოვმა პირველმა უწოდა უკრაინის აღმოსავლეთში ამბოხებულებს «ტერორისტები», _ მიაკერა იარლიყი, რომელიც, როგორც ჩანს, უფლებას აძლევს, ჩაიდინონ ნებისმიერი ბოროტმოქმედება უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ, ისევე, როგორც ამას ისრაელი ღაზის სექტორში იქმს.

ჟურნალ «ვეტერან თუდეის» თბილისის ბიუროს შეფმა ჯეფრი სილვერმანმა გამოთქვა აზრი, რომ MH17 კატასტროფასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს თანამგზავრული კავშირის კომპანია Inmarsat, რომლის ძირითად კლიენტთა შორის პენტაგონი და აშშ-ის მთავრობაც არის, ასევე, საჰაერო მოძრაობის მართვის საერთაშორისო სისტემების უმრავლესობა. სილვერმანის მიხედვით, სხვა მალაიზიური ლაინერის (რეისი MH370) გაქრობის შემთხვევაში, კავშირი თვითმფრინავთან «დაიკარგა» იმის გამო, რომ Inmarsat-მა გამორთო თავისი სისტემები და დღემდე უარს ამბობს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული მონაცემები.

MH17 კატასტროფის კვალზე მიცემულ ინტერვიუში წყარომ, რომლის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ესპანელია და ჰქვია კარლოსი, ETN-ის ახალი ამბების ონლაინ სამსახურს განუცხადა, რომ კიევის სამხერო წყაროებზე დაყრდნობით, ჩამოგდებული ლაინერის უკან დგანან უკრაინელი სამხედროები. მან თქვა, კიევის რადარების მონაცემები მაშინვე იყო კონფისკებული, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებულია სამგზავრო თვითმფრინავი, ხოლო კიევის საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო სამსახურის ყველა უცხოელი თანამშრომელი დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებულები.

კარლოსმა აცნობა ისიც, რომ იმ რეისს _ MH17- მიჰყვებოდა ორი უკრაინული რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი ავიალაინერის რადარებიდან გაქრობამდე სამი წუთით ადრე.

ბევრ ეჭვს ბადებს ისიც, რომ კარლოსის საუბრის გამოქვეყნების შემდეგ სოციალური ქსელიდან გააქრეს მისი აკაუნტები. სად იმყოფება ამჟამად კარლოსი, არავინ უწყის.

კოლომოისკი, რომელიც ებრაელია, როგორც ჩანს, ისრაელისადმი სიმპათიურად არის განწყობილი (ყოველ შემთხვევაში, ისრაელის მოქალაქეა), მხარს უჭერს ნეონაცისტების ტაქტიკას, რომელიც პრაქტიკულად არ განსხვავდება ესეს-ის, ჰიტლერისა და ნაცისტური გესტაპოს ტაქტიკისგან.

მისი შეიარაღებული ძალები აღჭურვილია თანამედროვე იარაღით, რომელიც უკრაინის სამხედრო არსენალებიდან აქვთ მიღებული ან  საზღვარგარეთაა შესყიდული. არსებული მონაცემებით, მათ აქვთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «ბუკი». კოლომოისკის ჯარში მსახურობენ უკრაინის არმიის სამხედროები, ასევე, დასავლეთ უკრაინის ნეონაცისტური დაჯგუფებების წარმომადგენლები, უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები, მათ შორის, საქართველოდან და რუმინეთიდან, რასისტები შვედეთიდან და გერმანიიდან და ისრაელის დაცვის არმიის ყოფილი კომანდოსები.

არსებული მონაცემებით, კოლომოისკის არმიაში მყოფი ქართველები დაუფლებულნი არიან საზენიტო დანადგარ «ბუკის» მართვას. ამ იარაღს უკრაინის ყოფილი მთავრობა, ვიქტორ იანუკოვიჩის მეთაურობით, მიჰყიდდა საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს _ მიხეილ სააკაშვილს, ამერიკელების მიერ ხელდასხმულ მმართველს.

უფრო მეტიც, ექსპერტები (მაგალითად, მენდესი) დარწმუნებულები არიან, რომ კოლომოისკი დღეს იყენებს სააკაშვილის «კონსალტინგურ სამსახურებს» დნეპროპეტროვსკში თავისი სამხედრო და პოლიტიკური კამპანიის წარმართვისას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ.

ანალიტიკოსები მიგვითითებენ, რომ, როგორც ჩანს, კოლომოისკის ირიბი კავშირები აქვს დამყარებული აშშ-ის ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან, ნატოსთან და ამერიკის სადაზვერვო სამსახურთან. ამიტომ საჭიროდ მიიჩნევენ, დაიწყოს სერიოზული გამოძიება კოლომოისკისა და მის მიერ შექმნილი საერთაშორისო ქსელის საქმიანობის თაობაზე. ისინი რჩებიან შეშფოთებულები იმის გამო, რომ მალაიზიური «ბოინგის» კატასტროფის მსგავსი დანაშაული შეიძლება განმეორდეს.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here