6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას.
კურო
საოჯახო საკითხები პირველ რიგში მოაგვარეთ. მოსალოდნელია დამატებითი ხარჯი. ყურადღებას საჭიროებს დაწყებული პროექტები.
ტყუპი
დაკვირვება გმართებთ სამსახურის საქმეების შესრულებისას. ყურადღებას საჭიროებენ ოჯახის წევრები. ხარჯი მოიმატებს შვილების, მშობლების გამო.
კირჩხიბი
ყოველდღიური საქმეები დაღლილობასა და ხარჯს მოითხოვს. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ საყვარელ ადამიანს. მეგობრებისგან სიურპრიზი გელით.
ლომი
ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება გარშემო მყოფებთან გაგიფუჭონ ურთიერთობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტად დაისვენეთ და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ქალწული
ნუ მოიშლით ნერვებს უმნიშვნელო წვრილმანებზე. სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. მოერიდეთ რომანს კოლეგასთან.
სასწორი
ტაქტი და მოთმინება გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. გადახედეთ წარსულს, გამოასწორეთ სიტუაცია თქვენთვის სასიკეთოდ.
მორიელი
აქტიური, სამუშაო დღეა. შეხვედრები და მოლაპარაკებები გელით. ნუ მიმართავთ უფროსობას თხოვნებით. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.
მშვილდოსანი
დაკვირვებულად იმოქმედეთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ვალდებულებების შესრულებას ეხება. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.
თხის რქა
რთულად მიაღწევთ იმას, რაც ერთი შეხედვით მარტივი გეჩვენებოდათ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეგობრებთან. იყავით მეტად დიპლომატიური და ღიმილიანი. ნუ გაჯიუტდებით სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ.
მერწყული
დაკვირვებული იყავით და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ნუ აჰყვებით ჭორებს. ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებს.
თევზები
თქვენი შრომისუნარიანობა და სიბეჯითე სათანადოდ დაფასდება. ეცადეთ, სერიოზული საქმეებისგან არაფერმა მოგაცდინონ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.