Home რუბრიკები პოლიტიკა რას ჩაგვიწერენ ამერიკელი კურატორები «დღიურში», ანუ საით მიდის საქართველო?

რას ჩაგვიწერენ ამერიკელი კურატორები «დღიურში», ანუ საით მიდის საქართველო?

479

რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში! _ მუქარანარევი ტონით დაგვამუნათა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ვილნიუსში, როდესაც ბარონესა ეშტონთან ერთად «შალახოს» ფონზე ხელი მოაწერა ე. წ. პარაფირებას…


დიახ, მუქარანარევი ტონით, რადგან იმხანად კიევის მაიდნის ფაშისტი ბანდერლოგები «უმაღლესი დემოკრატიის» გაკვეთილებს უტარებდნენ მსოფლიოს და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო (ასო) ნეოლიბერალ ბუდარაბუდარიხებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ

არავითარი «რომ» არ მომხდარა _ რუსეთს არც ნატოსი შეეშინდა და მითუმეტეს _ არც მაია ფანჯიკიძის; მოკლე ხანში ტყვიის გაუსროლელად მიიერთა ძირძველი რუსული ყირიმი და, ადრე თუ გვიან, მართალია, ტყვიის გაუსროლელად ვეღარ, მაგრამ ანალოგიური შედეგი დადგება ეთნიკური რუსებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაშიც…

ამასობაში კი, ემანდ საქართველოს ევრომატარებელი «გრიშა ბიძიას დეპოში» არ აღმოჩნდესო, ვილნიუსში ე.წ. პარაფირების შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფო პროპაგანდა: ჩვენი «მეგობარი» და ელ-გე-ბე-ტეთა ევროლობისტი შტეფან ფულე ეახლა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, _ ევროპა არ ითხოვს ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებასო. თითქოს შტეფან ფულესთვისაც მისაღები განცხადება გააკეთა ჩვენმა უწმინდესმა, რომელიც  «დღეს სტუმარია ის ჩემი»-დან გამომდინარე, ზრდილობიანი მიმართვა აღმოჩნდა მხოლოდ, კათოლოკოსპატრიარქის ჭეშმარიტი განწყობა კი მაშინ გამოჩნდა, როდესაც «მაღალი სტუმრის» წასვლისთანავე ევროპიდან მალევე «შემოგვიგდეს» .. ანტიდისკრიმინაციული კანონის თემა, რომელიც, ეკლესიისა და პირადად ილია II წინააღმდეგობის მიუხედავად, სამწუხაროდ, სამარცხვინო ერთობით მიიღო «ნაცებქოცების» კოაბიტაციურმა ამქარმა

ამის შემდეგ მთელი ძალით ამოქმედდა ტელეპროპაგანდა: საქართველო მთელი ისტორიის მანძილზე ევროპისკენ ისწრაფვოდა და ასრულდა წინაპართა ოცნება _ საქართველო  ევროპულ ოჯახში ბრუნდება და სხვა სისულელეები…

ნეტავი როდის, რომელ ეპოქაში ისრაფოდა საქართველო ევროპისკენ? იქნებ მითოსური აიეტის კოლხეთის ოქროს საწმისის დროს? იქნებ პირიქით თქმა უფრო უპრიანია? რადგან არგონავტები მოისწრაფოდნენ საქართველოსკენ; მათ მოგვტაცეს ოქროს საწმისიცა და მედეაც, ანუ მედიცინაც

იქნება ანტიკურ ხანაში ვისწრაფოდით ჯერ ელადისკენ და მოგვიანებით რომის იმპერიისკენ? პირველთან სერიოზული კონტაქტების შესახებ, თუ სტრაბონს არ ჩავთვლით, ბევრი არაფერია ცნობილი, ხოლო რომის იმპერიისგან წინარექრისტიანულ ეპოქაში, როგორც წესი, ან თავს ვიცავდით (მითრიდატე პონტოელი), ან როგორც ტოლი-ტოლთან ისე ვურთიერთობდით, რისი დასტურიც თუნდაც რომში მარსის მოედანზე დადგმული ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლი იყო!

თუ კი ვინმესკენ სწრაფვაა, ეს მართლმადიდებელი ქრისტიანული ბიზანტიის იმპერია იყო და სწორედ ერთმორწმუნეობის ბაზისზე ხდებოდა ბიზანტიურქართულ კულტურათა ურთიერთგამდიდრება _ მათ თუ აიასოფია ააგეს, ჩვენ _ ჯვარი და სვეტიცხოველი, თუმცა არც ომები დაგვკლებია ბიზანტიასთან.

 ხოლო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III-დან დაწყებული, ვიდრე დავით აღმაშენებელთამარით, გიორგი ბრწყინვალეთი დამთავრებული, სამხედროპოლიტიკურად ვინ ვისკენ ისწრაფვოდა, კიდევ საკითხავია

და საერთოდ, ქართველების რომელ ევროპელობაზე, კულტურის რომელ «ევროპულ ფესვებზეა» საუბარი, როცა, როდესაც შოთა რუსთაველი «ვეფხისტყაოსანს» წერდა, იმ ერებმა, რომლებსაც დღეს პოლიტიკური «აღლუმი მიჰყავთ» უდავოდ კულტურულ ევროპაში, იმხანად, უკაცრავად და, ტანის დაბანა არ იცოდნენ?!

ცბიერი პროპაგანდის ნაწილი მგონია ე. წ. ნაციონალურ არხებზე იმ ვიდეოკლიპის ხშირი ტრიალი, რომლითაც გვიმტკიცებენ, რომ ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას…

 იქნებ შავით თეთრზე მართლაც არსად წერია ასეთი ვალდებულების შესახებ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ დასავლეთის იმ ქვეყნებშიც, სადაც ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული ერთსქესიანთა ქორწინება, ელ-გე-ბე-ტე-პედერასტების პარპაში გარანტირებულია სწორედაც რომ ანტიდისკრიმინაციული კანონებით და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მხოლოდ დროის საქმეა!

ამას წინათ «ევრონიუსზე» კომენტარის გარეშე გავიდა  სიუჟეტი ბერლინიდან, სადაც კანონით არ არის დაშვებული ასეთი ქორწინებები, მაგრამ გეიაღლუმზე დაუფარავად «ზასაობდნენ» პედერასტი წყვი ლები ვლადიმერ პუტინის, როგორც მსოფლიოს ანტიელ-გე-ბე-ტე ლიდერის, გადახაზული პორტრეტის ფონზე; ღმერთო, იმას მომასწარი, რომ საქართველოს პირველი პირების გადახაზული პლაკატებიც აფრიალონ ელ-გე-ბე-ტეთა ევროპელმა ლობისტებმა!

მაგრამ მოდით, თავი დავანებოთ ამ ღვთისპირიდან გადავარდნილებს იმ იმედით, რომ საქართველოში ეს არასოდეს მოხდება და ვნახოთ, ასოცირების შეთანხმება სხვა რა «სიკეთეებს» გვიქადის…

 შეთანხმება ორი პოლიტიკურეკონომიკური ნაწილისგან შედგება, რომლის მხოლოდ ერთ, პოლიტიკურ ნაწილზე აპირებს ხელმოწერას უკრაინის ახალი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო _ არადა, ზუსტად იმავეს აპირებდა ვიქტორ იანუკოვიჩი, ანუ ეკონომიკურ ნაწილზე დროებით უარს ამბობდა, რადგან, მარტივი ეკონომიკური გათვლებით, უკრაინის ეკონომიკა დაინგრეოდა და ქვეყანა იქცეოდა ევროპის ჭარბი პროდუქციის გასაღების ბაზრად. სწორედ ამისთვის მოიშორეს იანუკოვიჩი ამერიკელებმა, თუმცა იმავე ამერიკელებმა პოროშენკო პოსტსაბჭოთა სივრცეში ლამის დემოკრატიის ახალ შუქურად შერაცხეს!

საქართველო კი ორივე ნაწილზე აპირებს ხელმოწერას და ამ «სიმამაცისთვის» იგივე ბედი ელის. თუმცა მოდით, ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი განვიხილოთ, რომელსაც «ნაცებ-ქოცები» ანტიდისკრიმინაციული ერთობის მსგავსი ერთსულოვნებით უწოდებენ ევროატლანტიკური სივრცისკენ გადადგმულ კიდევ ერთ, ამჯერად ისეთ გადამწყვეტ ნაბიჯს, რომ უელსის სამიტზე უეჭველად მოგვცემენ მაპს, მაგრამ…

რამდენი ასეთი «გადამწყვეტი ნაბიჯი» გადავდგით მას შემდეგ, რაც პირველად ეწვია(ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში) საქართველოს ნატოს იმჟამინდელი «გენსეკი» ხავიერ სოლანა?

ნატოსკენ მრავალწლიანი  სწრაფვის შედეგი კი აბსოლუტური ნულია. თუმცა ამ უგონო ახირებამ მინუსებში გადაგვაგდო _ დაგვაკარგვინა სოხუმცხინვალი და მოსკოვის კეთილი ნების გარეშე ახლა ისევე დავიბრუნებთ  ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს, როგორც კიევი დაიბრუნებს ყირიმს!

ეგეც იქით იყოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობამ უკვე არათუ დაცინვის, ცინიზმის სახე მიიღო!

შევარდნაძის პირველი 20-კაციანი ბატალიონის შემდეგ, სააკაშვილის ძალისხმევით, ქართველ მამლუქთა წილმა ნატოს . . სამშვიდობო ოპერაციებში საგანგაშო მაშტაბებს მიაღწია, რისთვისაც მიშამ, პრაქტიკულად, ხელშეუხებლობა, ხოლო 2008-ში გაუპატიურებულმა საწყალმა საქართველომ «მაპზე უკეთესი» _ ნატოს ასპირანტობა მიიღო;  უკვე ივანიშვილის პრემიერობისას პირველი დიდი მსხვერპლი და ნატოს გენმდივნის ნიანგის ცრემლები, შემდეგ მისივე აღიარება, რომ ავღანეთში დაღვრილი ქართული სისხლი არ არის ნატოში გაწევრების გარანტია; კიევის კრიზისის ფონზე _ ალიანსის ხელმძღვანელობისგან  სილის გაწვნა; საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე არ დგასო, და «ნაცებ-ქოცების» ერთობლივი ღნავილი: ეს რომ თქვა, ის იგულისხმა და ა. შ. ყოველივე ეს ქართველი ხალხის უტიფრად მოტყუების ღია მცდელობაა…

«ბოლო ვერსიით» საქართველო უელსის სამიტზე «გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს» მიიღებსანუსავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ჩაგვიწერენ ამერიკელი კურატორები  «სასკოლო დღიურში», რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი, ანუ მორიგი დაცინვა არ აგვცდება

ამასობაში კი რუსეთი თავისას იზამს და «გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს» გაძლიერებულად «გაგვიკეთებს» ქართველებს!..

თუმცა რაღა «იზამს», სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი სურს, რაზედაც ნატოს «დვარნიაშკა» პეტრიაშვილმა ცხვირში დუდღუნით დაგვამშვიდა _ მაგ რეფერენდუმს დასავლეთში არ ცნობენო.

ეგრე არც ყირიმის რეფერენდუმი ცნო ნატომ თუ აშშ-მა, მაგრამ ყირიმი რუსეთის შემადგენელი ნაწილია დღეს და ეჭვი მაქვს, აწ და მარადის ასე იქნება.

დასასრულ:

სწორედ ევროპის მიერ განწირული კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აღმოჩნდა საქართველო ისლამურ ოკეანეში და სტამბოლისა და ისპაჰანის სცილა-ქარიბდას შორის მოყოლილი, თუ ვინმესკენ ისწრაფვოდა, მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთისკენ, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა მეფე ერეკლემ და ახლა, რაც უნდათ, ის უწოდონ ამას სამთავრობო თუ «ასო»-ხლისტებმა. დიდმა ილიამ ქართველი ერის ფიზიკურ-ზნეობრივი გადარჩენა დაარქვა 1801 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთებას; დღესაც  საღად მოაზროვნე საზოგადოება  საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო კავშირში ხედავს და არა _ ნეოლიბერალურ გლობალისტურ ევროპაში.

დავით მხეიძე

P.S. თავის დროზე ჭაბუა ამირეჯიბს ვკითხე, _ აზიელები ვართ თუ ევროპელებიმეთქი.

«ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ვართ ის, როგორი სულიერებითაც მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამ «შარიან» მიწაწყალზე, პლუს ის, რაც ევროპააზიიდან «ვისესხეთ» და გავიქართულეთ _ ჩვენ ქართველები ვართ!» _ იყო ჭაბუას პასუხი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here