Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ მართავს მსოფლიოს- პრეზიდენტების დანიშვნა-გაშვებას არა ხალხი, არამედ კლუბის წევრები წყვეტენ!

ვინ მართავს მსოფლიოს- პრეზიდენტების დანიშვნა-გაშვებას არა ხალხი, არამედ კლუბის წევრები წყვეტენ!

1871

არსებობს უამრავი მტკიცებულება, თუ როგორ ახდენს გავლენას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ბილდერბერგის კლუბი, როცა მისი ძალისხმევით, დემოკრატიული პრინციპების ულეგებელყოფით, ინიშნებიან და თავისუფლდებიან პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები.

 

ბილდერბერგის კლუბის 62- კონფერენცია 2014 წლის მაისის ბოლოს დანიაში გაიმართება” _ ნათქვამია ბილდერბერგის კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონფერენციის გამართვის ადგილი _ ქალაქი ან სასტუმრო _ ჯერჯერობით მითითებული არ არის, თუმცა კლუბი კონფერენციებს ყოველთვის დიდ ქალაქებთან ახლოს მდებარე მდიდრულ კურორტებზე მართავს.

რა გავლენას ახდენენ მდიდრების და ამა ქვეყნის კლუბთა გაერთიანებები საერთაშორისო ურთიერთობებზე და მთავრობების პოლიტიკაზე? ერთერთ ასეთ ორგანიზაციას, ბილდერბერგის კლუბს, ხშირად მოიხსენიებენ გლობალურ ჩრდილოვან მთავრობად.

ყოველ წელს, დაწყებული 1954 წლის 13 მაისიდან, მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ჯგუფი აწყობს შეხვედრას, რომელზეც მსჯელობენ ტრანსატლანტიკური კავშირის, ევროპისა და ამერიკის პრობლემებზე.

ბილდერბერგის კლუბი _ ეს არის მსოფლიოს წამყვანი ქსელური სტრუქტურა, რომელიც აერთიანებსგლობალურ ელიტასმიკუთვნებულ პოლიტიკოსებს, ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმომადგენლებს, საიდუმლო სამსახურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.

კლუბში გაწევრებულია 383 ადამიანი, მათგან 128, ანუ მესამედი, ამერიკელია, დანარჩენი _ ევროპელები და აზიელები (იაპონელები, კორეელები, სინგაპურელები, ტაივანისა და ჰონგკონგის წარმომადგენლები). ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს კლუბის 130 წევრი, რომელთა დიდი ნაწილი პოლიტიკის, ბიზნესისა და საბანკო სფეროების წარმომადგენელია, აგრეთვე, _ დასავლური მედიის ხელმძღვანელი.

კონფერენციის სხდომები გასაიდუმლოებულია, რის გამოც ბევრი კონსპიროლოგი ამტკიცებს, რომ ბილდერბერგის კლუბი მსოფლიოს საიდუმლო მთავრობაა და მსოფლიოს მართავს.

კონსპიროლოგიურ წყაროებში ხშირად არის მოყვანილი ამონარიდი დევიდ როკფელერის სიტყვიდან, რომელიც მან 1991 წლის 8 ივნისს ესენში (გერმანია) სამმხრივი კომისიის სხდომაზე წარმოთქვა: “ჩვენ მადლიერნი ვართ The Washington Postის, The New York Times, Time Magazine და სხვა პოპულარული გამოცემების, რომელთა ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ ჩვენს შეხვედრებს და თითქმის 40 წლის განმავლობაში იცავდნენ კონფიდენციალურობას. ჩვენ ვერ შევძლებდით მსოფლიოსთვის გეგმის შემუშავებას, თუკი იმ წლებში ეს გეგმა გახმაურდებოდა. მაგრამ ახლა მსოფლიო განვითარდა და ის მზად არის მსოფლიოს მთავრობისთვის.

მსოფლიოზე ნაციონალური ინტელექტუალური ელიტისა და ბანკირების უზენაესი ბატონობა, უეჭველია, უფრო უკეთესია, ვიდრე ნაციონალური თვითგამორკვევა, რაც გასული  ასწლეულის განმავლობაში იყო დამკვიდრებული”.

2010 წელს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ბილდერბერგის კლუბის წევრმა ვილი კლაასმა აღიარა, რომ კლუბის წევრებს აქვთ უფლება, აღასრულონ შეკრებაზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

გარდა ამისა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, თუ როგორ ახდენს გავლენას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ბილდერბერგის კლუბი, როცა მისი ძალისხმევით, დემოკრატიული პრინციპების ულეგებელყოფით, ინიშნებიან და თავისუფლდებიან პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები.

ბილდერბერგის კლუბის შეხვედრებში ხშირად მონაწილეობენ მომავალი პოლიტიკური ლიდერები და ეს ხდება მანამ, სანამ მათი სახელები საყოველთაოდ გახდება ცნობილი. მაგალითად, 1991 წელს ბილდერბერგის კლუბის კონფერენციაში მონაწილეობდა ბილ კლინტონი, რომელიც იმხანად არკანზასის გუბერნატორი იყო, ორი წლის შემდეგ _ ტონი ბლერი, იმხანად ინგლისის პარლამენტის წევრი. ევროკავშირის კომისიების თავმჯდომარეებიც (ამ პოსტზე დანიშვნამდე) მონაწილეობდნენ კლუბის შეხვედრებში.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ბილდერბერგის კლუბმა მსოფლიოს პოლიტიკის გლობალურ პროცესებზე უდიდესი გავლენა მოახდინა, რითაც, ექსპერტთა აზრით, ძირი გამოუთხარა დემოკრატიის პრინციპებს. ასეთი ორგანიზაციები კი მანამდე იარსებებს, ვიდრე ბიზნესი და პოლიტიკა დამოკიდებული იქნება ერთმანეთზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here