HUMRO-ს საქმიანობის ერთ–ერთი სფეროა სტრესულ სიტუაციებში მცირე ჯგუფების შესწავლა. ის ასწავლის სამხედროებს, რომ ჯარისკაცი, უბრალოდ, თავისი აღჭურვილობის გაგრძელებაა; მან დიდი გავლენა მოახდინა «ადამიანი–იარაღის» და «ადამიანური თვისებების მართვის» სისტემების შემუშავებაზე, რომლებიც აშშ–ის ჯარში ფართოდ გამოიყენება.
HUMRO-ს უძლიერესი გავლენა აქვს ჯარში ქცევაზე. ცნობიერების დათრგუნვის მისი მეთოდები პირდაპირ ტავისტოკიდან იღებს სათავეს. სავარუდოა, რომ HUMRO-ს გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსებმა უნდა შეასწავლოს სამხედრო ხელმძღვანელობას, თუ როგორ აიძულონ ადამიანები, იმუშაონ, როგორც იარაღი. ამის საჩვენებელ მაგალითად გამოდგება ის ფაქტი, რომ ერაყთან ომის დროს ჯარისკაცებმა სიამოვნებით გაუწიეს იგნორირება თავიანთ საველე წესდებებს და 12 ათასი ერაყელი ჯარისკაცი ცოცხლად დამარხეს.
ტვინის გამორეცხვის ეს სახეობა ძალიან საშიშია, რადგანაც დღეს იგი ჯარში გამოიყენება. ჯარი იყენებს მას, რათა მხეცურად გაანადგუროს ათასობით «მტრული» ჯარისკაცი, ხოლო ხვალ ჯარს ეტყვიან, რომ «მტრებს» წარმოადგენენ სამოქალაქო მოსახლეობის ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ არიან განწყობილი. ჩვენ უკვე ახლა წარმოვადგენთ ტვინგამორეცხილი ცხვრების უგონო ფარას და მაინც აღმოჩნდა, რომ HUMRO-ს შეუძლია კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს ცნობიერების დათრგუნვასა და მართვაში. HUMRO არის ტავისტოკის ღირებული დანამატი და მისი ბევრი რეკომენდაცია სპარსეთის ყურეში ომის დროს გამოიყენეს. ეს მნიშნელოვნად გვიადვილებს იმის შეგნებას, თუ რატომ იქცეოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები დაუნდობელი და უგულო მკვლელებივით, რაც არანაირად არ ეწერებოდა ამერიკელი მებრძოლის ტრადიციულ კონცეფციაში.
«კვლევითი და ანალიტიკური კორპორაცია» (RESEARCH ANALYSIS CORPORATION)
«1984» წიგნის ჟანრის ეს ორგანიზაცია _ HUMRO-ს ტყუპისცალი _ მდებარეობს ვირჯინიის შტატის ქალაქ მაკლინში. 1948 წელს დაარსებული, «300-თა კომიტეტის» კონტროლქვეშ 1961 წელს გადავიდა, როდესაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. კორპორაცია 600-ზე მეტ პროექტს ამუშავებდა, მათ შორის, ზანგების ინტეგრაციაზე ჯარში, ბირთვული იარაღის ტაქტიკურ გამოყენებაზე, ფსიქოლოგიური ომის წარმოების პროგრამასა და მოსახლეობის მასების მართვაზე.
რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ბევრი გონებრივი ცენტრი და მათ უმრავლესობას წიგნში განვიხილავთ. თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო გონებრივ ცენტრებსა და იმას შორის, რაც შემდეგ სახელმწიფო და საზოგადოებრივ პოლიტიკად იქცევა, არის «პოლსტერები» _ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიები. სწორედ ეს კომპანიები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს იმ სახით, როგორც ეს შეთქმულებს სჭირდებათ. ტელეკომანიები _ СBS, NBС, ABС, გაზეთები «ნიუ იორკ თაიმსი», «ვაშინგტონ პოსტი» მუდმივად ამუშავებენ ამომრჩეველს. ამ ძალისხმევის უდიდესი ნაწილის კოორდინირებას «საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ეროვნული ცენტრი» ახდენს, სადაც, ბევრი ჩვენგანის გასაკვირად, შემუშავებულია ფსიქოლოგიური შაბლონი მთელი ერისთვის.
მიღებული ინფორმაცია შედარებითი შეფასებისთვის კომპანიების _ «გელაპ პოლისა» (Gallup Poll) და «იანკელოვიჩ, სკელი და უაიტის» (Yankelovich, Skelley and White) კომპიუტერებში იტვირთება. ბევრი რამ, რასაც ჩვენ გაზეთებში ვკითხულობთ ან ტელევიზორში ვხედავთ, თავიდანვე იფილტრება საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიების მიერ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, რისი დანახვის უფლებასაც «პოლსტერები» გვაძლევენ. ამას ჰქვია «საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება». ასეთი სოციალური დამუშავების მთელი აზრი იმაშია, რომ გაიგონ, როგორც რეაგირებს საზოგადოება «300-თა კომიტეტის» მიერ დადგენილ პოლიტიკურ დირექტივებზე. ჩვენ გვიწოდებენ «მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებს», ხოლო «პოლსტერები» აფასებენ ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხს იმის მიმართ, რაც «საღამოს ახალ ამბებში» გადის. შემდეგში ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ იქნა მოყვანილი მოქმედებაში ეს ცრუ პრაქტიკა და ვინ აგებს პასუხს მასზე.
ეს ყველაფერი ტავისტოკში საგულდაგულოდ შემუშავებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესის ნაწილია. დღეს ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი კარგად ინფორმირებულნი არიან, მაგრამ მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ აზრი, რომელიც მათ თავისად მიაჩნიათ, ფაქტობრივად, ამერიკის კვლევით ინსტიტუტებსა და გონებრივ ცენტრებში არის შექმნილი და არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება, გააჩნდეს საკუთარი აზრი იმ ინფორმაციულ ნაკადში, რომელსაც ჩვენ მედია და «პოლსტერები» გვატეხენ თავს.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხელოვნებად იქცა აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის წინ. ამერიკელები, რომლებიც საკუთარ თავსაც კი არ იცნობდნენ, აიძულეს, შეეხედათ გერმანიისა და იაპონიისთვის, როგორც საშიში მტრებისთვის, რომელთა შეჩერებაც აუცილებელი იყო. გარკვეულწილად ეს სწორიც იყო და ეს მით უფრო საშიშს ხდის მართვად აზროვნებას, რადგანაც იმ ინფორმაციის შედეგად, რომელსაც ხალხს აწვდიდნენ, გერმანია და იაპონია მართლაც მტრებად იქცნენ. სულ ცოტა ხნის წინათ ჩვენ დავინახეთ, როგორ კარგად მუშაობს ცნობიერების დამუშავების პროცესი, როდესაც ამერიკელები აიძულეს, მიეღოთ ერაყი, როგორც საფრთხე, ხოლო სადამ ჰუსეინი _ როგორც შეერთებული შტატების პირადი მტერი.
ცნობიერების დამუშავების ასეთი პროცესი ტექნიკურად შეიძლება აღიწეროს, როგორც «შეტყობინება, რომელიც აღწევს იმ პირთა აღქმის ორგანოებს, რომლებზეც უნდა მოხდეს ზემოქმედება». ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული «პოლსტერი» გახლავთ «300-თა კომიტეტის» წევრი დანიელ იანკელოვიჩი, კომპანიიდან «იანკელოვიჩი, სკელი და უაიტი». იანკელოვიჩი სიამაყით უცხადებს თავის სტუდენტებს, რომ «საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები» საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ინსტრუმენტია, თუმცა აქ იგი ორიგინალური არაა. იანკელოვიჩმა ეს იდეა ჯონ ნეისბიტის (Naisbitt) წიგნში «მოხსენება ტენდენციების შესახებ» (Trend Report) ამოიკითხა, რომელიც «რომის კლუბის» მიერ იყო შეკვეთილი.
ამ წიგნში ნეისბიტი აღწერს მეთოდებს, რომლებიც «300-თა კომიტეტისთვის» სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის გამოიყენება. ახალი საზოგადოებრივი აზრი აბსოლუტურად ყველა საკითხზე შეიძლება შეიქმნას და გავრცელდეს მთელ მსოფლიოში სულ რაღაც ორ კვირაში.
სწორედ ეს მოხდა, როდესაც მათ მსახურ, ჯორჯ ბუშს ერაყთან ომის დაწყება უბრძანეს. ორი კვირის მანძილზე არა მხოლოდ აშშ, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოც მომართულ იქნა ერაყისა და მისი პრეზიდენტის _ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. მედიის ეს დირიჟორები და მანიპულატორები პირდაპირ ემორჩილებიან «რომის კლუბს». იგი, თავის მხრივ, «300-თა კომიტეტს» ემორჩილება, რომლის სათავეშიც ინგლისის დედოფალია. ეს უკანასკნელი მართავს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ კორპორაციებს, რომლებიც არასოდეს იხდიან გადასახადებს და არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებულნი; ისინი აფინანსებენ თავინთ კვლევით დაწესებულებებს ფონდების მეშვეობით, რომლებიც თითქმის მთლიანად მართავენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.
თავის ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებთან, სადაზღვევო ბიზნესთან, ბანკებთან, ფინანსურ კორპორაციებთან, ნავთობის კომპანიებთან, გაზეთებთან, ჟურნალებთან, რადიოსთან და ტელევიზიასთან ერთად, ეს გიგანტური აპარატი, პირდაპირი მნიშვნელობით, კისერზე მოაჯდა შეერთებულ შტატებს და მთელ დანარჩენ მსოფლიოს. ვაშინგტონში არ არის არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ასე თუ ისე არ მიეკუთვნებოდეს მას. მემარცხენეები ლანძღვავენ მას და «იმპერიალიზმს» ეძახიან. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მემარცხენეებს მართავს ის ხალხი, რომელიც მართავს მემარჯვენეებს. ასე რომ, მემარცხენეები ჩვენზე თავისუფლები არ არიან!
მეცნიერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ცნობიერების დამუშავებით, «სოციალური ინჟინრები» ან «ახალი სოციალური მეცნიერების სპეციალისტები» ჰქვიათ. ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდნენ იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, გვესმის და ვკითხულობთ. სოციალური ინჟინრების ძველ სკოლას წარმოადგენდნენ კურტ კ. ლევინი, პროფესორი ჰედლი კანტრილ (Hadley Cantril), მარგარეტ მიდი (Margaret Meade ), პროფესორი დერვინ კარტრაიტი (Derwin Cartwright) და პროფესორი ლიპსიტი (Lipssitt), რომლებმაც ჯონ როულინგზ რიზთან ერთად, «ტავისტოკის ინსტიტუტში» «ახალი მეცნიერების სპეციალისტების» ბირთვი შეადგინეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს კურტ ლევინის ხელმძღვანელობით 100 მკვლევარზე მეტი მონურად აკოპირებდა ესესელი რეინჰარდ გეიდრიჰის მეთოდებს. უსს გეიდრიჰის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შეიქმნა და, როგორც ვიცით, უსს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინამორბედი იყო. ამ ყველაფრის აზრი ისაა, რომ ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებს უკვე გააჩნიათ მექანიზმი, _ ჩვენი მხრიდან დიდი წინააღმდეგობის გარეშე მიგვიყვანონ ახალ მსოფლიო წესრიგამდე და ეს მექანიზმი ჯერ კიდევ 1946 წლიდან არსებობს, უბრალოდ, ყოველწლიურად უმჯობესდება.
სწორედ «300-თა კომიტეტმა» შექმნა კონტროლის აქამდე არნახული მექანიზმები და ქსელები. ჩვენი მორჩილებაში ყოფნისთვის არაა საჭირო ჯაჭვი და თოკი. ჩვენი შიში იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შეზღუდვის ნებისმიერი ფიზიკური ხერხი. ჩვენ ტვინი გამოგვირეცხეს, რათა უარი გვეთქვა იარაღის ტარების კონსტიტუციურ უფლებაზე; იმისთვის, რომ გვეღალატა თვით ჩვენი კონსტიტუციისთვის; რათა გაეროსთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ჩვენი საგადასახადო და მონეტარული პოლიტიკის კონტროლის უფლება მიგვეცა; რათა ჩვენ უფლება მიგვეცა პრეზიდენტისთვის, დაუსჯელად დაერღვია კანონი, შეჭრილიყო სხვა ქვეყანაში და გაეტაცებინა მისი სახელმწიფოს მეთაური. მოკლედ, იმდენად გამოგვირეცხეს ტვინი, რომ ჩვენ, როგორც ერი, შეკითხვის გარეშე გადავყლაპავთ ყველანაირ უკანონო აქტს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება შექმნის.
რაც შემეხება მე, ვიცი, რომ მალე მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ კომიტეტის კლანჭებს ჩვენი ქვეყანა გამოვგლიჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამუდამოდ დავკარგავთ. მაგრამ, როდესაც საქმე აქამდე მივა, ბევრი აიღებს ხელში იარაღს? 1776 წელს მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა აიღო იარაღი მეფე გეორგ მესამის წინააღმდეგ. დღეს 3% სრულიად არ იქნება საკმარისი. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, შეგვიყვანონ ჩიხში, რადგანაც ზუსტად ამას გეგმავენ ჩვენთვის ისინი, ვინც მანიპულირებს ჩვენი გონებით, გვაჯახებს ისეთ რთულ პრობლემებს, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ ვუძლებთ და ვუთმობთ ყველგან შეღწევად ზეწოლას და საერთოდ გავურბივართ ბევრი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი საკითხის გადაწყვეტას.
ჩვენ დავასახელებთ მათ, ვინც შედის «300-თა კომიტეტში», მაგრამ მანამდე აუცილებელია კომიტეტის კონტროლქვეშ მყოფი ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულების, კომპანიისა და ბანკის მჭიდრო და რთული ურთიერთკავშირების განხილვა. ჩვენ მკაფიოდ უნდა მივუთითოთ მათზე, რადგან სწორედ ეს ხალხი წყვეტს, ვინ იცოცხლოს და ვინ განადგურდეს, როგორც «უსარგებლო მუქთამჭამელი»; ისინი წყვეტენ, სად ვილოცოთ, რა ჩავიცვათ და რა ვჭამოთ. ბჟეზინსკის თანახმად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ 365 დღე წელიწადში დღეიდან უკუნისამდე.
ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენ შიგნიდან გვიღალატეს და ეს კარგია, რადგანაც მხოლოდ ცოდნის (Knowledge) წყალობით, ხოლო ეს სიტყვა რწმენიდან (Belief) მოდის, ჩვენ შევძლებთ კაცობრიობის მტრის დამარცხებას. ვიდრე ჩვენი ყურადღება კრემლის აჩრდილებზე გადაჰქონდათ, «ტროას ცხენმა» ვაშინგტონში დაიკავა პოზიცია. დღეს ყველაზე დიდი საფრთხე თავისუფალ ხალხს არა მოსკოვიდან, არამედ ვაშინგტონიდან ემუქრება. ჩვენ ჯერ შიდა მტერი უნდა დავამარცხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით საკმაოდ ძლიერი იმისთვის, რომ ორგანიზება გავუწიოთ კომუნიზმისა და მთელი მისი თანმხლები «იზმების» პირისაგან მიწისა აღსაგველად.
კარტერის ადმინისტრაციამ დააჩქარა ჩვენი ეკონომიკისა და სამხედრო ძლიერების ნგრევა; ეს უკანასკნელი «რომის კლუბისა» და «ლუცის ტრასტის» (Lucis Trust) წევრმა, რობერტ ს. მაკნამარამ წამოიწყო. თავისი დაპირებების მიუხედავად, რეიგანმა გააგრძელა ჩვენი ინდუსტრიული ბაზის ნგრევა იმ ადგილიდან, სადაც კარტერმა დაასრულა. თუმცა აუცილებელია ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის სათანადო დონეზე შენარჩუნება, ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას სუსტი ინდუსტრიული ბაზის პირობებში; კარგად განვითარებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ, ვიქონიოთ სიცოცხლისუნარიანი თავდაცვის სისტემა. «300-თა კომიტეტს» ესმის ეს და 1953 წლიდან აამოქმედა ნულოვანი ზრდის პოსტინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც ახლა გაფურჩქვნის ხანაშია.
«რომის კლუბის» წყალობით ჩვენი ტექნოლოგიური პოტენციალი იაპონიისა და გერმანიის დონეზე დაბლა დაეცა _ იმ ქვეყნების, რომლებიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში დავამარცხეთ. როგორ მოხდა ეს? დოქტორ ალექსანდრ კინგის მსგავსი ხალხისა და ჩვენი გონების დაბრმავებული მდგომარეობის გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ, თავის დროზე გაგვეცნობიერებინა ჩვენი განათლებისა და სწავლების სისტემის ნგრევა. ჩვენი სიმბრმავის შედეგად ჩვენ აღარ ვზრდით საკმაო რაოდენობის ინჟინრებსა და მეცნიერებს, რათა მსოფლიოს ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის შევინარჩუნოთ ადგილი. დოქტორ კინგის, ანუ იმ ადამიანის წყალობით, რომელსაც ამერიკაში ძალიან ცოტა თუ იცნობს, აშშ–ის განათლება 1786 წლიდან ყველაზე დაბალ დონეზეა.
ის, რასაც ჩვენ ახლა ვაწყდებით, არის იმ საფუძვლების ნგრევა, რომლებზეც დგას ჩვენი რესპუბლიკა, ქმნის სიცარიელეს, რომელსაც ყველა ჯურის ოკულტისტი და სატანისტი თავისი სულიერი სუროგატებით შესავსებად მიეტანენ. ეს ჭეშმარიტება რთული აღსაქმელი და შესაფასებელია, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მომხდარა. ჩვენ რომ უეცარი დარტყმა, კულტურული და რელიგიური შოკი მიგვეღო, ჩამოვიფერთხავდით საკუთარ აპათიას.
მაგრამ ეტაპობრიობა _ და ამაშია ფაბიანისტობის არსი _ არ იძლევა განგაშის ატეხვის შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც ამერიკელების უდიდეს უმრავლესობას არ შეუძლია ჩემ მიერ აღწერილში მოტივაციის დანახვა, ამიტომაც შეთქმულებას უყურადღებოდ და ხშირად დამცინავადაც ეპყრობიან. ქვეყანაში დამაბნეველი სიტუაციაა, შექმნილია ადამიანებისთვის ყოველდღიურად ასობით შესაძლებლობის შეთავაზების გზით, რომელთაგანაც მათ ყველაზე სარფიანი უნდა აირჩიონ. ჩვენ მივედით ისეთ სიტუაციამდე, რომ, თუ მოტივაცია არ იქნება საკმაოდ ნათლად გამოხატული, ყველანაირი ინფორმაცია უარყოფილი იქნება.
ეს ერთდროულად შეთქმულთა ჯაჭვის სუსტი და ძლიერი რგოლია. ადამიანების უმრავლესობა უარყოფს ყველაფერს, რაშიც არ იგრძნობა გასაგები მოტივები, ამიტომ შეთქმულები თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ და დასცინიან მათ, ვინც მიუთითებს მომავალ კრიზისზე ჩვენს სახელმწიფო და პირად ცხოვრებაში. თუმცა, თუ ჩვენ შევძლებთ სიმართლის მიტანას საკმაოდ ბევრ ადამიანამდე, ცნობიერების მოტივაციური ბლოკი შესუსტდება, ვიდრე საბოლოოდ არ განადგურდება, რადგანაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეზიარება სიმართლეს, ხოლო გავრცელებული გამოთქმა, რომ «ამერიკაში ეს შეუძლებელია», ძალას დაკარგავს.
«300-თა კომიტეტი» ჩვენს მოუხერხებელ რეაქციაზე აკეთებს გათვლას, მიმართავს მას მის მიერვე შექმნილ მოვლენებზე და მანამ იმედები არ გაუცრუვდება, ვიდრე ჩვენ, როგორც ერი, ისე ვიმოქმედებთ, როგორც ახლა. ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენი რეაქცია შექმნილ კრიზისებზე ადეკვატურ პასუხებად შეთქმულთა და მათი გეგმების გამოვლენის გზით, ისე, რომ ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. «რომის კლუბმა» უკვე დაასრულა ბარბაროსობაზე გადასვლა. იმის ნაცვლად, რომ ველოდოთ, თუ როდის «აგვამაღლებდნენ ცაში», ჩვენ უნდა შევაჩეროთ «300-თა კომიტეტი», ვიდრე იგი თავის მიზანს მიაღწევს და «ახალი ბნელი საუკუნის» პატიმრებად გვაქცევს. არ უნდა გვქონდეს ღმერთის იმედი, საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ. ჩვენ აუცილებელი ზომები უნდა მივიღოთ.
მთელი ინფორმაცია, რომელსაც მე ამ წიგნში წარმოგიდგენთ, მიღებულია მრავალწლიანი კვლევების შედეგად, რომლებიც უნაკლო სადაზვერვო წყაროებს ეყრდნობა. აქ არაფერია გაზვიადებული. ყველაფერი სრულიად ზუსტია და ფაქტებით არის გამყარებული, ამიტომ ნუ დაუჯერებთ მტრის ინსინუაციებს, რომ თითქოს ეს «დეზინფორმაციაა». ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მე წარმოვადგინე ინფორმაცია, რომელიც აღმოჩნდა გამორჩეულად ზუსტი და ბევრ საიდუმლო მოვლენას ხსნიდა. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი შესაძლებელს გახდის შეთქმულთა ძალების ბევრად უკეთეს, ბევრად ნათელ, ბევრად ფართო გაცნობიერებას. ეს იმედი ხორციელდება, რადგანაც სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იწყებს კითხვების დასმას და სიმართლის ძიებას, თუ რა ხდება სინამდვილეში.
ადამიანებისთვის რთული აღსაქმელია, რომ ეს შეთქმულნი რეალურად არსებობენ და ფლობენ იმ ძალაუფლებას, რომელსაც მე და სხვები მათ მივაწერთ. ბევრი წერდა და სვამდა კითხვას, თუ რატომ არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება არაფერს იმისთვის, რომ აღმოფხვრას ცივილიზაციის ეს საშინელი საფრთხე. სირთულე იმაშია, რომ ჩვენი ხელისუფლება პრობლემის ნაწილია, შეთქმულების ნაწილია და არსად და არასოდეს ეს არ იყო ისე ნათელი, როგორც ბუშის პრეზიდენტობის დროს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ბუშმა ზუსტად იცის, თუ რას აკეთებს «300-თა კომიტეტი» ჩვენთვის. ბუში მასზე მუშაობს. სხვები წერდნენ: «ჩვენ გვეგონა, რომ ვებრძოდით ხელისუფლებას». რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ხელისუფლების უკან იმდენად ძლიერი და ყველაფრისმომცველი ძალა დგას, რომ დაზვერვის სამსახურებს «ოლიმპიელების» ხსენებისაც კი ეშინიათ.
«300-თა კომიტეტის» არსებობას ამტკიცებს ის, რომ მასში დიდი რაოდენობითაა გაერთიანებული მძლავრი დაწესებულებები, რომლებიც მის მიერ იმართებიან. აქ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანია ჩამოთვლილი; ყველაზე მაღლა დგას ყველა გონებრივი ცენტრისა და კვლევითი დაწესებულების დედა – «ადამიანურ ურთიერთობათა ტავისტოკის ინსტიტუტი», ასობით ფილიალის ფართო ქსელით.