მართალია, «300-თა კომიტეტი», უკვე 150 წელზე მეტია, არსებობს, მაგრამ მან ამჟამინდელი სახე დაახლოებით 1897 წელს მიიღო. იგი ყოველთვის გასცემდა ბრძანებებს სხვა შირმა ორგანიზაციების გავლით, ისეთების, როგორიცაა «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი». როდესაც გადაწყდა, რომ ევროპული საქმეები რომელიმე ზეორგანიზაციამ უნდა განაგოს, სსსი–მ ჩამოაყალიბა «ტავისტოკის ინსტიტუტი», რომელმაც, თავის მხრივ, ნატო შექმნა. ხუთი წლის განმავლობაში ნატო ფინანსდებოდა «მარშალის გერმანული ფონდის» მიერ.
«300-თა კომიტეტის» საგარეოპოლიტიკური ორგანოს, «ბილდერბერგის კლუბის», ალბათ, ყველაზე მნიშნელოვანი წევრი ჯოზეფ რეტინგერი იყო, რომელიც, როგორც ამბობენ, მისი დამაარსებელი და ორგანიზატორი გახლდათ. «ბილდერბერგის კლუბის» ყოველწლიური შეხვედრები რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შეთქმულებებზე მონადირეთა აღტაცების საგანი იყო.
რეტინგერი კარგად განსწავლული იეზუიტი მღვდელი და 33-ე ხარისხის ფრანკმასონი იყო. მისის კეტრინ მეიერ გრეჰემი (Katherine Meyer Graham), რომელიც ეჭვმიტანილი იყო საკუთარი ქმრის მკვლელობაში გაზეთ «ვაშინგტონ პოსტზე» კონტროლის ხელში ჩაგდების მიზნით, ასევე «რომის კლუბის» მნიშვნელოვანი წევრი იყო, ისევე, როგორც პოლ გ. ჰოფმანი (Paul G. Hoffman) «ნიუ იორკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიიდან» (New York Life Insurance Company), ერთ-ერთი წამყვანი კომპანიიდან, რომელიც კორპორაცია «რენკში» შედის, ხოლო «რენკი» პირდაპირაა დაკავშირებული ინგლისის დედოფლის _ ელიზაბეტის ოჯახთან. გარდა ამისა, «ბილდერბერგის კლუბისა» და «რომის კლუბის» წევრ-დამფუძნებლები იყვნენ ჯონ ჯ. მაქლოი (John J. McCloy), ადამიანი, რომელიც შეეცადა ომის შემდეგი გერმანიის პოლიტიკური რუკიდან წაშლას, და რიგით უკანასკნელი (და არა მნიშნელობით) ჯეიმს ა. პერკინსი (James A. Perkins) «კარნეგის კორპორაციიდან» (Carnegie Corporation).
როგორი რჩეული კასტაა! და მაინც უცნაურია, რომ ნამდვილი სადაზვერვო სამსახურების მუშაკთა გარდა ამ ორგანიზაციის შესახებ ბოლო დრომდე მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. ძალაუფლება, რომელიც აქვთ ამ მნიშვნელოვან პიროვნებებსა და კორპორაციებს, სატელევიზიო სადგურებს, გაზეთებს, სადაზღვევო კომპანიებს, ბანკებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, ყველაზე მცირე, ორი ევროპული ქვეყნის ძალაუფლებასა და პრესტიჟს შეესაბამება, და მაინც ეს მხოლოდ მცირე ნაწილია «300-თა კომიტეტის» უზომო, ყველგან შეღწევადი და ყოვლისმომცველი ინტერესებისა.
ზემოთ მოცემულ სიაში არ იყო ნახსენები რიჩარდ გარდნერი, რომელიც ძალიან ადრე გახდა «300-თა კომიტეტის» წევრი და საგანგებო მისიით რომში იყო მივლინებული. გარდნერმა იქორწინა ვენეციური «შავი არისტოკრატიის» ერთ-ერთი უძველესი ოჯახის წარმომადგენელზე, რითაც უზრუნველყო თეთრი სახლის პირდაპირი ხელმისაწვდომობა ვენეციის არისტოკრატიისთვის. აწ განსვენებული ავერელ ჰარიმანი ასევე კომიტეტის პირდაპირი შუამავალი იყო კრემლსა და თეთრ სახლს შორის; ეს ფუნქცია ჰარიმანის სიკვდილის შემდეგ კისინჯერზე გადავიდა.
«რომის კლუბი» «300-თა კომიტეტის» მართლაც მზაკვრული და ძლევამოსილი ორგანოა. ამ ჯგუფის საქმიანობა «300-თა კომიტეტის» სხვა ორგანოებთან იკვეთება, ხოლო მისი ამერიკელი წევრები «პრობლემებზე» იაპონიასა და გერმანიაში მუშაობენ.
ქვემოთ მოყვანილია «300-თა კომიტეტის» მიერ კონტროლირებადი ოფიციალური ორგანიზაციების არასრული სია:
«ინდუსტრიული დემოკრატიის ლიგა» (LEAGUE OF INDUSTRIAL DEMOCRACY)
თანამდებობის პირები: მაიკლ ნოვაკი (Michel Novak), ჯინ კირკპატრიკი (jeane Kirkpatrick), იუჯინ როსტოუ (Eugene Rostow), ირვინ სუალი (Irwin Suall), ლეინ კირკლანდი (Lane Kirkland), ალბერტ შენკერი (Albert Schenker).
მიზანი: მუშათა და მეწარმეთა შორის ნორმალური სამუშაო ურთიერთობების გაუარესება, ლიდერებისთვის და პროფკავშირის წევრებისთვის ტვინის გამორეცხვა, რათა მათ აშკარად შეუძლებელი მოთხოვნები წამოაყენონ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეტალურგიულ, საავტომობილო და სამშენებლო სფეროებს.
«თავისუფლების სახლი» (Freedom House)
თანამდებობის პირები: ლეო ჩერნი (Leo Churn) და კარლ გერშმანი (Carl GerShman).
მიზანი: ამერიკელ მუშათა შორის სოციალისტური დეზინფორმაციის გავრცელება, უთანხმოებებისა და უკმაყოფილების ატმოსფეროს შექმნა. ახლა, როდესაც ეს მიზნები, ძირითადად, მიღწეულია, გერშმანი ლოურენს იგლბერგერმა სამუშაოდ მიიწვია CEDC-ში _ ახალ ორგანიზაციაში, რომელიც შექმნილია დუნაის აუზის ქვეყნებში გაერთიანებული გერმანიის სავაჭრო ექსპანსიის შესაჩერებლად.
«კომიტეტი დემოკრატიული უმრავლესობისათვის» (COMMITTEE FOR A DEMOCRATIC MAJORITY)
თანამდებობის პირები: ბენ ვატენბურგი (Ben Wattenburg), ჯინ კირკპატრიკი Jean Kirkpatrick), ელმო ზუმვა (Elmo Zumwa) და მიჯი დეკტორი (Midge Dector).
მიზანი: განათლებულ სოციალისტურ კლასსა და უმცირესობათა ჯგუფებს შორის კავშირების დამყარება სოლიდური საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად, რომლის მხარდაჭერის იმედიც შეიძლება ჰქონდეთ მემარცხენე კანდიდატებს არჩევნებისას. ეს ასპროცენტიანი ფაბიანური ორგანიზაციაა.
«საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი» (FOREIGN POLICY RESEARCH INSTITUTE)
თანამდებობის პირები: რობერტ შტრაუზ ჰიუპი (Robert Strausz Hupe).
მიზანი: ნასას კოსმოსური პროგრამის ჩაშლა და სრული დახურვა.
«აშშ-ის სოციალ-დემოკრატები» (SOCIAL DEMOCRATS U.S.A.)
თანამდებობის პირები: ბაიარდ რასტინი (Bayard Rustin), ლეინ კირკლენდი (Lane Kirkland), ჯეი ლოვსტოუნი (Jay Lovestone), კარლ გერშმანი (Carl Gershman), ჰოვარდ სამუელი (Howard Samuel), სიდნი ჰუკი (Sidney Hook).
მიზანი: რადიკალური სოციალიზმის გავრცელება, განსაკუთრებით, უმცირესობებს შორის; სოციალისტურ ქვეყნებში მსგავს ორგანიზაციებთან კავშირის გამყარება. ლოვსტოუნი დიდი ხნის მანძილზე აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტის წამყვანი მრჩეველი იყო საბჭოურ საქმეებში და მოსკოვთან კავშირში პირდაპირი საკონტაქტო პირი გახლდათ.
«სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი» (INSTITUTE FOR SOCIAL RELATIONS)
თანამდებობის პირები: ჰარლანდ კლივლენდი (HARLAND CLEVEAND), უილის ჰარმონი (WILLIS HARMON).
მიზანი: ამერიკული აზროვნების შეცვლა.
«მოქალაქეთა ლიგა» (The Citizens league)
თანამდებობის პირები: ბარი კომონერი (Barry Commoner).
მიზანი: «საერთო» სასამართლო საქმეების წამოწყება სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით, თავდაცვისა და სამხედრო მრეწველობის სფეროებში.
«ომის მოწინააღმდეგეთა ლიგა» (War Resisters league)
თანამდებობის პირები: ნოამ ჩომსკი (Noam Chomsky) და დავიდ მაკრეინოლდსი (David McReynolds).
მიზანი: ვიეტნამის ომის წინააღმდეგობის ორგანიზება მემარცხენე ჯგუფებში, სტუდენტებსა და ჰოლივუდის «ტუსოვკებში».
«დემოკრატიული სოციალიზმის ინსტიტუტის საორგანიზაციო კომიტეტი» (The democratic socialist organizing committhe of the institute for demokratic socializm )
თანამდებობის პირები: ფრენკ ზეიდერი (Frank Zeider), არტურ რეიდერი (Arthur Reider) და დავიდ მაკრეინოლდსი (David McReinolds).
მიზანი: მემარცხენე სოციალისტური საქმიანობისა და იდეოლოგიის გავრცელება აშშ-სა და ევროპაში.
«ანტიდოფამაციული ლიგის საგამოძიებო განყოფილება» (Anti–Defamation League Fact Finding Division)
თანამდებობის პირები: ირვინ სუალი, ასევე ცნობილი სახელით ჯონ გრეჰემი.
მიზანი: ეს ორგანიზაცია წარმოადგენს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ბრიტანული დაზვერვის ერთობლივ საწარმოს, რომელიც განკუთვნილია მემარჯვენე შეხედულებები ჯგუფებისა და ლიდერების გამოსავლენად და მათი ნეიტრალიზაციისთვის, ვიდრე ისინი გაძლიერდებიან და გავლენას მოიპოვებენ.
«მემანქანეთა საერთაშორისო ასოციაცია» (International Association of Machinists)
მიზანი: სამუშაო ფრონტი, რომელიც მხარს უჭერს სოციალისტურ ინტერნაციონალს, მუშებსა და მენეჯერებს შორის ორგანიზებული არეულობებისა და კონფლიქტების შესაქმნელად.
«სამკერვალო მრეწველობის გაერთიანებული მუშები» (Amalgamated Clothing Workers)
თანამდებობის პირები: მერეი ფინდლი (Murray Findley), ირვინ სუალი და ჯეკობ შეინკმანი (Jacob Scheinkman).
მიზნები: ბევრ რამეში «მემანქანეთა კავშირის» მიზნებს ჰგავს; სოციალისტური იდეებისა და სამუშაო კონფლიქტების გავრცელება სამკერვალო მრეწველობაში.
«ა. ფილიპ რენდოლფის ინსტიტუტი» (A. Philip randolph institute)
თანამდებობის პირები: ბაიარდ რასტინი (Bayard rustin).
მიზანი: საერთო მიზნების მქონე ორგანიზაციების ქმედებათა კოორდინაცია, მაგალითად, სტუდენტებსა და მუშებს შორის სოციალისტური იდეების გავრცელება.
«პოლიტიკურ კვლევათა კემბრიჯის ინსტიტუტი» (CAMBRIDGE POLICY STUDIES INSTITUTE)
თანამდებობის პირები: გარ აპელროვიცი (GAR APELROVITZ).
მიზანი: პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სამუშაოთა გაფართოება და გაღრმავება. დაარსდა 1969 წლის თებერვალში სენატორ ჰეილორდ ნელსონის ყოფილი თანაშემწის, სოციალისტ გარ აპელროვიცის მიერ. აპელროვიცმა დაწერა «რომის კლუბისთვის» წიგნი «ატომური დიპლომატია», რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ეს პუბლიკაცია დაფინანსდა «მარშალის გერმანული ფონდიდან». ინსტიტუტის საქმიანობა კონცენტრირდება კვლევით და პრაქტიკულ პროექტებზე, რომლებიც ამერიკული საზოგადოების ძირეული გარდაქმნის მიზანს ემსახურება, ანუ ფაბიანური შეერთებული შტატების შექმნა – ერთიანი მსოფლიო მთავრობის მოსვლის მოსამზადებლად და დასამკვიდრებლად.
«ჩრდილო–ატლანტიკური ინსტიტუტის ეკონომიკური კომიტეტი ( ECONOMIC COMMITTEE OF THE NORTH ATLANTIC INSTITUTE)
თანამდებობის პირები: აურელიო პეჩეი.
მიზანი: ნატოს მთავარი გონებრივი ცენტრი გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებზე.
«დემოკრატიული ინსტიტუტების შესწავლის ცენტრი» (Center For The Study Of Democratic Institutions
თანამდებობის პირები: დამფუძნებელი რობერტ ჰატჩინსი (Robert Hutchins) «300-თა კომიტეტიდან», ჰარი ეშმორი (Harry Ashmore), ფრენკ კელი (Frank Kelly) და ასოცირებულ წევრთა დიდი ჯგუფი.
მიზანი: იმ იდეების გავრცელება, რომლებმაც უნდა გამოიწვიონ ლიბერალური ხასიათის სოციალური რეფორმები, დემოკრატიის იდეოლოგიით. ერთ-ერთი ამოცანაა აშშ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება, რომელიც ერთდროულად იქნება მკაცრად მონარქისტულიც და ასევე სოციალისტურიც, როგორც დანიაში.
ცენტრი «ოლიმპიელების» ერთ–ერთი საყრდენია. იგი მდებარეობს სანტა–ბარბარაში, განლაგებულია პომპეზური სახელწოდების მქონე შენობაში _ «პართენონი». წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა ჯონ რერიკმა ცენტრი დაახასიათა, როგორც «ოფისი, რომელიც გამოტენილია კომუნისტებით». 1973 წლისთვის უკვე აშშ–ის ახალი კონსტიტუციის 35 პროექტი იქნა შემუშავებული, ამასთან, მათგან უკანასკნელში შეთავაზებული იყო ცვლილება, რომელიც «ეკოლოგიური უფლების» გარანტიას ასახავდა. ამ ცვლილების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანოს აშშ–ის სამეწარმეო ბაზა 1969 წლის მაჩვენებელთან შედარებით. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია «300-თა კომიტეტის» მიერ დამტკიცებულ, «რომის კლუბის» პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ნულოვან პოსტინდუსტრიულ ზრდას ითვალისწინებს.
ცენტრის მიზნები და ამოცანები ასევე მოიცავს ეკონომიკური ციკლების მართვას, უმუშევრობის შემწეობის გაცემის სისტემის კონტროლს, ბიზნესისა და ეროვნული საზოგადოებრივი სამუშაოების რეგულაციას, გარემოს დაბინძურებაზე კონტროლს. «300-თა კომიტეტის» სახელით გამოსვლისას ეშმორმა თქვა, რომ ცენტრის ამოცანაა ჩვენი პოლიტიკური სისტემის უფრო ეფექტური მუშაობისთვის მეთოდებისა და საშუალებების ძებნა. «ჩვენ უნდა შევცვალოთ განათლების სისტემა და შევიმუშავოთ ახალი კონსტიტუცია აშშ-ისთვის და ასევე ერთიანი კონსტიტუცია მთელი მსოფლიოსთვის,» _ განაცხადა ეშმორმა.
შემდგომ ეშმორი აცხადებს შემდეგ მიზნებს:
გაეროს წევრობა უნდა იყოს საყოველთაო.
აუცილებელია გაეროს გაძლიერება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია უნდა იყოს ნეიტრალიზებული (ნეიტრალიზებულის ნაცვლად უნდა წაიკითხოთ «კომუნიზირებული»).
ცივი ომი უნდა დასრულდეს.
რასობრივი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს.
განვითარებად ქვეყნებს დახმარება უნდა გაეწიოთ (იგულისხმება დახმარება ეკონომიკის ნგრევაში).
პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრაზე უარის თქმა (რა დასანანია, რომ მათ ეს არ უთხრეს ჯორჯ ბუშს სპარსეთის ყურეში ომის დაწყებამდე).
არანაირი ეროვნული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს მისაღები.
თანაარსებობა აუცილებელია.
«ჰარვარდის ფსიქოლოგიური კლინიკა» (Harvard Psychological Clinic)
თანამდებობის პირები: ექიმი კურტ ლევინი და «ახალი მეცნიერების» (new-science scientists სციენტისტს) მომხრე 15 მეცნიერისგან შემდგარი შტატი.
მიზანი: საზოგადოებაში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც მისცემდა «300-თა კომიტეტს» აშშ-ში შეუზღუდავი ძალაუფლების აღების საშუალებას.
«სოციალურ კვლევათა ინსტიტუტი» (INSTITUTE FOR SOCIAL RESEARCH)
თანამდებობის პირები: ექიმი კურტ ლევინი და «ახალი მეცნიერების» (NEW–SCIENCE SCIENTISTS) მომხრე 20 მეცნიერისგან შემდგარი შტატი.
მიზანი: სოციალური პროგრამების აბსოლუტურად ახალი კომპლექტის შემუშავება, რომლის მიზანიცაა ამერიკის სამრეწველო განვითარების გზიდან გადაყვანა.
«მეცნიერული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი» (SCIENCE POLICY RESEARCH UNIT)
თანამდებობის პირები: ლილანდ ბრედფორდი (Leland Bradford), კენეტ დემი (Kenneth Dam), რონალდ ლიპერტი (Ronald Lippert).
მიზანი: ინგლისში სუსეკსის უნივერსიტეტთან არსებული «მომავალი რყევების» კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ტავისტოკის სისტემაში შედის.
«სისტემათა განვითარების კორპორაცია» (SYSTEMS DEVELOPMENT CORPORATION)
თანამდებობის პირები: შელდონ არენბერგი (SHELDON ARENBERG) და რამდენიმე ასეული თანამშრომლისგან შემდგარი შტატი.
მიზანი: აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების მოქმედების ყველა ელემენტის კოორდინაცია. კორპორაცია განსაზღვრავს, რომელ «მოთამაშეთა» ეგიდის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ ესა თუ ის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები: მაგალითად, ესპანეთი შესუსტებული და დაუძლურებული კათოლიკური ეკლესიის გავლენის სფეროში უნდა იყოს, გაერო _ გენერალური მდივნის კონტროლის ქვეშ და ა. შ. მან შეიმუშავა Х-ღAY 2 სისტემა, რომელშიც მთავარი ცენტრების პერსონალი, სამხედრო ობიექტები და სამართალდამცავი ორგანოები დაკავშირებულნი არიან პენტაგონთან ტელეტაიპებისა და კომპიუტერების ეროვნული ქსელის მეშვეობით, რათა ეროვნული მასშტაბით გამოიყენოს სათვალთვალო ტექნიკა. არენბერგი ამბობს, რომ მისი იდეები არ განეკუთვნება სამხედრო სფეროს, მაგრამ ყველა მისი მეთოდი სამხედრო წყაროებიდანაა მიღებული. იგი გახლავთ «ნიუ იორკის შტატის თვალთვალისა და იდენტიფიკაციის სისტემის» ავტორი, ჯორჯ ორუელის წიგნის _ «1984»-ის ტიპის პროექტის შემმუშავებელი; ამასთან, კონსტიტუციით, ეს პროექტი სრულიად უკანონოა. ეს სწორედ ისაა, რაზეც ბჟეზინსკი ლაპარაკობდა, _ ყველა ადამიანის მონაცემების შემცველ კომპიუტერულ ფაილებზე თითქმის მომენტალური წვდომის შესაძლებლობა.
«შტატ ნიუ იორკის თვალთვალისა და იდენტიფიკაციის სისტემა» უზრუნველყოფს მონაცემებით შტატის ყველა სამართალდამცავ ორგანოსა და სახელმწიფო დაწესებულებას. ისინი უზრუნველყოფენ ინდივიდუალური მონაცემების შენახვასა და სწრაფ წვდომას, როგორც კრიმინალურს, ისე სოციალურს. ეს «300-თა კომიტეტის» ტიპური პროექტია. ამ «განვითარების სისტემათა კორპორაციის» საქმეთა სრული გამოძიების აუცილებლობა მომწიფდა, მაგრამ ამ წიგნის ამოცანა ეს არაა. ერთი ნათელია: «კორპორაცია» თავის მიზნად აშშ-ის კონსტიტუციის მიერ გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას არ ისახავს. როგორი მოსახერხებელია, რომ იგი სანტა ბარბარაში მდებარეობს, რობერტ ჰატჩინსის «პართენონის» სიახლოვეს. აი, «რომის კლუბის» ამ დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციის ჩამონათვალი:
Center Magazine («ჟურნალი ცენტრი»), Counterspy («კონტრჯაშუში»), Coventry («კოვენტრი»), Covert Action Information Bulletin («საიდუმლო ოპერაციების საინფორმაციო ბიულეტენი»), Dissent («დისიდენტობა»), Human Relations(«ადამიანური ურთიერთობები»), Industrial Research («ინდუსტრიული კვლევები»), Inquiry(«გამოძიება»), Mother Jones («დედა ჯოუნსი»), One («ერთი»), Progressive («პროგრესული»), Raconteur («მთხრობელი»), The New republic («ახალი რესპუბლიკა»), Working Papers for a new Society («სამუშაო შენიშვნები ახალი საზოგადოების შესახებ»).
ეს «რომის კლუბის» ეგიდის ქვეშ გამოქვეყნებულ გამოცემთა სრული სია როდია. სინამდვილეში ასეთი გამოცემები ასობითაა, პრაქტიკულად ყველას აქვს საკუთარი ბეჭდვითი ორგანო. «ტავისტოკის ინსტიტუტისა» და «რომის კლუბის» მიერ მართვადი ორგანიზაციების მხოლოდ არასრულ სიას გამოვაქვეყნებთ. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფონდი და ცენტრი დასახელებულია ქვემოთ მოცემულ სიებში, რომლებიც ასევე შეიცავს სამხედრო «ტვინების» ცენტრებს.
ამერიკული საზოგადოება გაოცებული იქნებოდა, რომ გაეგო, რამდენად ღრმადაა ჩართული არმია «ახალი სამხედრო ტაქტიკის» კვლევებში «300-თა კომიტეტის» «ტვინის ცენტრებთან» ერთად. ამერიკელებმა არ იციან, რომ 1946 წელს «300-თა კომიტეტმა» უბრძანა «რომის კლუბს», გაეგრძელებინა «გონებრივი» ცენტრების განვითარება, რომლებიც თავისთავად წარმოადგენს კომიტეტის ფილოსოფიის გავრცელების ახალ საშუალებას. ამ «გონებრივი» ცენტრების ზემოქმედება ჩვენს სამხედროებზე (სწორედ 1959 წლიდან, როდესაც მათი სწრაფი გამრავლება დაიწყო) მართლაც გასაოცარია.
«მონ პელერინის საზოგადოება» (The Mont pelerin Society)
Mონტ Pელერინ წარმოადგენს ეკონომიკურ ფონდს, რომელიც განკუთვნილია ცრუ ეკონომიკური თეორიების გასავრცელებლად და დასავლეთ მსოფლიოს ეკონომისტებზე გავლენის მოსახდენად, რათა ისინი მიჰყვნენ იმ მოდელებს, რომლებსაც ეს ფონდი დროდადრო საჯაროს ხდის. მისი გამოჩენილი პრაქტიკოსები არიან ფონ ჰაიეკი და მილტონ ფრიდმანი.
«ჰუვერის ინსტიტუტი» (The Hoover Institution)
პირველად კომუნიზმთან ბრძოლისთვის შექმნილმა ინსტიტუტმა ნელი ნაბიჯით, მაგრამ თავდაჯერებულად გადაუხვია სოციალიზმისკენ. მისი წლიური ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიონ დოლარს, რომელიც მას «300-თა კომიტეტის» ეგიდით მოქმედი კომპანიებისგან მიეწოდება. ახლა მისი ძირითადი აქცენტი მიმართულია «მშიდობიან ცვლილებებზე», ყურადღებას კი, ძირითადად, აშშ-ის შეიარაღებისა და შიდა პრობლემების კონტროლს უთმობს. მედიის მიერ იგი ხშირად წარმოდგენილია, როგორც «კონსერვატიული» ორგანიზაცია, რომლის შეხედულებებიც გამოიყენება, როდესაც კონსერვატიული თვალსაზრისია საჭირო. «ჰუვერის ინსტიტუტი» არ არის ასეთი და იმის შემდეგ, რაც 1953 წელს ინსტიტუტზე კონტროლი გადავიდა «რომის კლუბთან» მჭიდროდ დაკავშირებულ ჯგუფზე, იგი ერთიანი მსოფლიო მთავრობის – ერთიანი მსოფლიო წესრიგის «სასურველი» პოლიტიკის რუპორი გახდა.
«მემკვიდრეობის ფონდი» (Heritage Foundation)
ლუდის მაგნატ ჯოზეფ კურსის (Joseph Coors) მიერ კონსერვატიულ გონებრივ ცენტრად დაფუძნებული ეს ფონდი სულ მალე ფაბიანისტების – სერ პიტერ ვიკერს–ჰოლის, სტიუარტ ბატლერის, სტივენ ეიზლის, რობერტ მოსისა და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის კონტროლქვეშ გადავიდა, რომლებიც «რომის კლუბის» ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. ეს დაწესებულება თამაშობდა მთავარ როლს ბრიტანეთის ლეიბორისტული ლიდერის, ენტონი ვიჯვუდ ბენის, «რეიგანის ტეტჩერიზაციის» ბრძანების შესრულებაში. «მემკვიდრეობის ფონდი» დანამდვილებით არ წარმოადგენს კონსერვატიულ ორგანიზაციას, თუმცა ხანდახან, შესაძლოა, ასეთად მოგეჩვენოთ.