Home რუბრიკები ბლოგი 57% მხარს უჭერს ფილიპსის უფლებას გეი-წყვილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი განაცხადოს

57% მხარს უჭერს ფილიპსის უფლებას გეი-წყვილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი განაცხადოს

ტორტი გეი ქორწილისთვის

გამოკითხვა ჩატარდა მას შემდეგ, რაც აშშ უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ იწყებს საქმის მოსმენას აშშ შტატ კოლორადოში მცხოვრები მცხობელის, ჯეკ ფილიპსის წინააღმდეგ, რომელმაც რელიგიური და მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე ჰომოსექსუალ წყვილს მათი ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი უთხრა. გეიწყვილმა ფილიპსის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში საქმე შეიტანა.

სასამართლო დავის გარდა ჯეკ ფილიპსის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გეი-აქტივისტების მხრიდან არაერთი მუქარა, მათ შორის, მკველობის მუქარები გაჟღერდა.

რაც შეეხება გამოკითხვას, რომლის ცდომილებაც 3%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს, ამერიკელი ამომრჩევლების 57% მხარს უჭერს ჯერ ფილიპსის უფლებას, მორალური და რელიგიური მოსაზრებებით, უარი განაცხადოს გეი-ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე.

წყარო

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here