სუალი მჭიდრო კონტაქტში მუშაობს ჰოლთან და სხვა ფაბიანელებთან. ბრიტანული დაზვერვა დაინტერესდა მისით, როგორც პოტენციური აგენტით, როდესაც იგი ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტის Ruskir labour კოლეჯში სწავლობდა, სწორედ იმ კომუნისტური განათლების ცენტრში, რომელმაც მოგვცა მილნერი, როდსი, ბერჯესი, მაკლინი და კიმ ფილბი. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები უკვე დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენს სასწავლო დაწესებულებებს ბრიტანეთის უმაღლესი საზოგადოების შვილებისთვის. ოქსფორდში სუალი «ახალგაზრდა სოციალისტურ ლიგაში» შევიდა, სულ მალე კი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა.
სუალი აშშ-ში გააგზავნეს, სადაც მას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური მემარცხენე იდეოლოგი უოლტერ ლიპმანი მფარველობდა. ლიპმანმა დააარსა და ხელმძღვანელობს «ლიგას ინდუსტრიული დემოკრატიისთვის», ასევე ორგანიზაციას «სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის». ორივე ორგანიზაცია მებრძოლი მემარცხენე მიმართულებისაა. მათი მიზანია, შექმნან კონფრონტაცია, ერთი მხრივ, მრეწველობის მუშებსა და მეორე მხრივ, ე. წ. «კაპიტალისტურ კლასსა» და მათ მმართველებს შორის. ლიპმანის ორივე პროექტი წარმოადგენდა «300-თა კომიტეტის» სტრუქტურის განუყოფელ ნაწილს, რომელიც მთელ ამერიკაზე ვრცელდებოდა. ამასთან, ლიპმანი კომიტეტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლდათ.
სუალს მჭიდრო კავშირები გააჩნია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან და შეუძლია მიიღოს ფედერალური გამოძიების ბიუროსგან დოსიე მისთვის საინტერესო ნებისმიერ პიროვნებაზე. იუსტიციის სამინისტრომ გასცა ბრძანება, მიაწოდონ სუალს ნებისმიერ მომენტში ყველაფერი, რასაც ის ისურვებს. სუალის ძირითადი საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ «თვალყური ადევნოს ნებისმიერ მემარჯვენე პიროვნებას და დაჯგუფებას».
სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია აგენტების მთელი ფენა მემარჯვენე ბანაკში, რომლებიც თავს წარადგენენ, როგორც «უშიშარი მებრძოლი – ანტისემიტები». ამ ინფორმატორების ჯგუფს ჰყავს ოთხი ლიდერი, სამი მათგანი ჩვეულებრივი ებრაელ–ჰომოსექსუალისტია. ჯგუფი, უკვე ოცი წელია, საქმიანობს _ აქვეყნებს ანტიებრაულ გაზეთებს და გაყიდვაში ანტისემიტური ლიტერატურის ფართო არჩევანი აქვს. მისი ერთ-ერთი მთავარი განყოფილება ლუიზიანაში მდებარეობს. სუალი ღრმად იყო ჩართული ABSСAM-ის (ფედერალური გამოძიების ბიუროს საიდუმლო პროვოკაციული ოპერაციების სისტემა მექრთამეობისა და კორუფციის გამოსამჟღავნებლად) ოპერაციებში, მას ხშირად იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებასა და პროვოკაციული ოპერაციების განხორციელებაში დახმარების მიზნით.
სუალს დაევალა რეიგანის «კორექტირება», რათა მას პრეზიდენტისთვის «მემკვიდრეობის ფონდის» მიერ შერჩეული კურსიდან არ გადაეხვია, და თუ რეიგანი ამას მაინც მოახერხებდა ან შეეცდებოდა, სუალს უნდა გაეკეთებინა რამდენიმე «გამაფრთხილებელი გასროლა». სუალი რეიგანის ადმინისტრაციას ეხმარებოდა ნებისმიერი უხერხული მემარჯვენე მრჩეველის მოშორებაში, თუ ეს უკანასკნელი «მემკვიდრეობის ფონდისთვის» არასასურველი იყო. მათ შორისაა რეი დონოვანი, შრომის მინისტრი რეიგანის ხელისუფლებაში, რომელიც ბოლოსდაბოლოს გადააყენეს პოსტიდან ადლ-ის «ბინძური ოპერაციების განყოფილების» ძალისხმევით. ჯეიმს ბეიკერ III, რომლის კანდიდატურაც ასევე იყო «მემკვიდრეობის ფონდის» რეკომენდაციის სიაში, წარმოადგენდა შუამავალს, რომელიც გადასცემდა პრეზიდენტს სუალის სიძულვილით სავსე გზავნილებს დონოვანის შესახებ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთქმული იყო ფილიპ ეიჯი, ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს ე. წ. დეზერტირი. ის არ იყო კომიტეტის წევრი, თუმცა წარმოადგენდა მის საგანგებო დავალებათა აგენტს მექსიკაში, საქმიანობდა « საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტისა» და «საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს» ხელმძღვანელობით. ცნობისთვის: რაც ხდება აშშ–ში, აუცილებლად სანქცირდება «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის» მიერ. აშშ–ისა და დიდ ბრიტანეთის შეთანხმება, რომელიც პირველად გაიხსნა (მანამდე იყო ბევრი საიდუმლო შეთანხმება), ჩერჩილსა და რუზველტს შორის დაიდო 1938 წელს, რომლის თანახმადაც აშშ–ის სადაზვერვო სამსახურები ვალდებულებას იღებდნენ, გადაეცათ საიდუმლო მასალები ბრიტანეთის დაზვერვისთვის.
ასეთია ამ ორ სახელმწიფოს შორის ე.წ. «განსაკუთრებული ურთიერთობის» საფუძველი, რომლითაც ტრაბახობდნენ ჩერჩილი და ლორდ გალიფაქსი. სწორედ ამ «განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა» აიძულა აშშ, ეომა სპარსეთის ყურეში ერაყის წინააღმდეგ ბრიტანეთის ინტერესებისთვის, განსაკუთრებით ბრიტანული კომპანიის British Petroleum–ის ინტერესებისთვის, «300-თა კომიტეტის» ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის, რომელშიც დედოფალ ელისაბედის ოჯახს კაპიტალის დიდი წილი აქვს.
1938 წლიდან მთელი სადაზვერვო საქმიანობა ხორციელდებოდა ამ სპეციალური ერთობლივი გუნდური სტრუქტურის კონტროლქვეშ. ფილიპ ეიჯი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ნოტრდამის შემდეგ ჩაირიცხა, სადაც ის იეზუიტური ფრანკმასონობის წრეში იყო მიღებული. ეიჯიმ ჩემი ყურადღება პირველად 1968 წელს მიიპყრო, როგორც დაზვერვის ოფიცერმა, რომელიც მეხიკოს უნივერსიტეტში არეულობის უკან იდგა. მექსიკის სტუდენტური არეულობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება იყო ის, რომ ეს არეულობები მოხდა ერთსა და იმავე დროს, როგორც სტუდენტური არეულობები ნიუ იორკში, ბონში, პრაღასა და დასავლეთ ბერლინში.
მოქმედების კოორდინაციის გამოცდილებითა და სპეციალური სადაზვერვო ქსელის წყალობით, რომლის ძირითად შემადგენელ ნაწილს ინტერპოლი წარმოადგენს, კომიტეტისთვის სულაც არ არის ძნელი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, წამოიწყოს დროში ზედმიწევნით შეთანხმებული გლობალური აქციები _ იქნება ეს სტუდენტური არეულობები თუ სუვერენული სახელმწიფოების (როგორც ბევრს ჰგონია) ლიდერების ჩამოგდება. მექსიკაში საქმის დასრულების შემდეგ ეიჯის ყურადღება პუერტორიკოს ტერორისტულ დაჯგუფებებზე გადავიდა. ამავე დროს, ის კუბელი დიქტატორის, ფიდელ კასტროს ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.
ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეიჯი მთელ ამ ოპერაციებს ახორციელებდა, როგორც «წითელი» აგენტი. პირიქით, ის მთელი ამ დროის მანძილზე ცენტრალური დაზვერვის სამმართველოზე მუშაობდა. პრობლემები გაჩნდა, როდესაც DGI-მ (კუბის სადაზვერვო სამსახური) შეძლო მისი «გაშიფრვა». ეიჯი აგრძელებდა მუშაობას ცენტრალური დაზვერვის სამართველოს აგენტად, ვიდრე მისი ორმაგი როლი არ გამჟღავნდა. ამასთან, კავშირი ჰქონდა დასავლეთში ყველაზე დიდ საბჭოთა მოსასმენ პუნქტთან, რომელიც კუბაში, ლურდესში (Lourdes) მდებარეობს. მოსმენისა და გაშიფრვის 3000 საბჭოთა სპეციალისტით დაკომპლექტებულ ბაზა ლურდესს შეუძლია ერთდროულად ადევნოს თვალი ათასობით ელექტრონულ სიგნალს. ბევრი პირადი სატელეფონო საუბარი მოისმინეს კონგრესის წევრებსა და მათ საყვარლებს შორის და შედეგიანადაც გამოიყენეს.
1991 წელს ჩვენ გვეუბნებიან, რომ «კომუნიზმი მკვდარია», შეერთებულ შტატებს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაეხურათ უზარმაზარი ჯაშუშური ორგანიზაცია, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ზღურბლზე დგას. სხვათაშორის, ბაზა ლურდესს შეუძლია დაიჭიროს ყველაზე სუსტი სიგნალი, რომელიც იგზავნება ფაქსით ან ელექტრონული საბეჭდი მანქანით, თან ამ სიგნალის გაშიფრვა აჩვენებს ყველაფერს, რაც იბეჭდება ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე ან იგზავნება ფაქსით. ბაზა ლურდესი რჩება ხანჯლად აშშ-ის გულში. თუ აშშ-სა და სსრკ-ს შორის მართლაც მშვიდობაა, რისთვისაა საჭირო ასეთი მსხვილი ჯაშუშური ბაზა? მთელი სიმართლე ისაა, რომ, პერსონალის შემცირების მაგივრად, რაშიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, სუკ-მა 1990 და 1991 წლებში თავის რიგებში დამატებით მიიღო თანამშრომლები.
კურტ ლევინის სახელი, შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი აშშ-ში. «პოპ-ვარსკვლავებისგან» ან ბოლო საცოდავი ჰოლივუდის «აღმოჩენებისგან» განსხვავებით, მეცნიერები იშვიათად ან საერთოდ არ იქცევენ პუბლიკის ყურადღებას. «რომის კლუბის» კონტროლქვეშ მომუშავე ასობით მეცნიერიდან აშშ-ში ლევინი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, ამის მიზეზი კი მისი როლია ირანის, ფილიპინების, სამხრეთ აფრიკის, ნიკარაგუისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ დივერსიულ ქმედებებში. ირანის შაჰის დამხობა განხორციელდა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს კურტ ლევინმა და რიჩარდ ფალკმა (RICHARD FALK) ასპენის ინსტიტუტის კონტროლქვეშ, რომელსაც რობერტ ანდერსონი ხელმძღვანელობს.
ლევინი გახლავთ ავტორი ნაშრომისა «დროის პერსპექტივა და მორალური სული» (Time Perspective and Morale). «რომის კლუბის» ეს პუბლიკაცია წარმოადგენს სახელმძღვანელოს ერისა და ცალკეული ლიდერების მორალური სულის დასათრგუნად. აი, ამ დოკუმენტის ამონარიდიც:
«მორალური სულის დათრგუნვის ერთ–ერთი მთავარი მეთოდი (დაშინების სტრატეგიის გამოყენებით) შემდეგი ტაქტიკის ზუსტ შესრულებაში მდგომარეობს: უნდა ამყოფო ადამიანი სრულ გაურკვევლობაში მის მიმდინარე მდგომარეობასა და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის მას მომავალში. გარდა ამისა, თუ ხშირი მერყეობა მკაცრ დისციპლინარულ ზომებსა და კარგი მოპყრობის დაპირებას შორის, ურთიერთგამომრიცხავი ამბების გავრცელებასთან ერთად, სიტუაციის კოგნიტიურ სტრუქტურას ბუნდოვანს ხდის, მაშინ ადამიანი კარგავს წარმოდგენასა და თავდაჯერებულობას, რომ მისი რომელიმე კონკრეტული გეგმა სასურველ მიზნამდე მიიყვანს მას ან დააშორებს მას. ასეთ პირობებში ისეთი პიროვნებებიც კი, რომელთაც მკაფიო მიზნები აქვთ და მზად არიან რისკზე წასასვლელად, პარალიზებული ხდებიან ძლიერი შინაგანი კონფლიქტის გამო, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რისი გაკეთება ღირს.»
«რომის კლუბის» ეს პროგრამა გამოიყენება როგორც ქვეყნების, ასევე ცალკეული პიროვნებების მიმართ, განსაკუთრებით ამ ქვეყნების მთავრობათა მეთაურებზე. ჩვენ აშშ-ში არ უნდა ვიფიქროთ – «ეს ხომ ამერიკაა და ამგვარი რამ ჩვენთან არ მოხდება». მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება აშშ-ში და შეიძლება უფრო ხშირადაც, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ლევინ-»რომის კლუბის» გეგმა მიზნად ისახავს ჩვენს დემორალიზებას, რომ ჩვენ ბოლოსდაბოლოს მორჩილად მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის იყო დაგეგმილი. ჩვენ ცხვრებივით დავემორჩილებით «რომის კლუბის» ბრძანებებს. ნებისმიერ ლიდერს, რომელიც ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენს და უეცრად გამოჩნდება, რათა ერი «გადაარჩინოს», ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. გავიხსენოთ, რომ ბრიტანული დაზვერვა წლების მანძილზე ამზადებდა ჰომეინის თავისი მისიისთვის, განსაკუთრებით პარიზში ყოფნისას, ვიდრე ის უეცრად გამოჩნდებოდა, როგორც ირანის გადამრჩენელი. ბორის ელცინიც MI6 SIS-ის იმავე თავლიდან გახლავთ.
«რომის კლუბი» დარწმუნებულია, რომ მან შეასრულა «300-თა კომიტეტის» დავალება, «მოელბო» აშშ. ამ ქვეყნის ხალხთან 45-წლიანი ომის შემდეგ, ეჭვი ვის გაუჩნდება, რომ მან ნამდვილად შეასრულა თავისი დავალება? მიმოიხედეთ ირგვლივ და დაინახავთ, რამდენად ვართ დემორალიზებული. ნარკოტიკები, პორნოგრაფია, როკ-»მუსიკა», თავისუფალი სექსი, პრაქტიკულად, ოჯახის საფუძვლის მთლიანი განადგურება, ლესბოსელობა, ჰომოსექსუალიზმი და საბოლოოდ დედების მიერ საკუთარი ბავშვების მილიონობით საშინელი მკვლელობა არის თუ არა უფრო ამაზრზენი დანაშაული, ვიდრე მასობრივი აბორტები?
ვინ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ შეერთებული შტატები შიდა კრახის ზღვარზე დგას და მზად არის, ხელში ჩაუვარდეს ახალი ბნელი საუკუნის ერთიან მსოფლიო მთავრობას, თუ აშშ სულიერი და მორალური ბანკროტია, თუ ჩვენი სამრეწველო ბაზა განადგურებულია, თუ სახელმწიფოში 30 მილიონი უმუშევარია, თუ ჩვენს ქალაქებში დანაშაულის დონე თითქმის სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში, თუ ქვეყანაში 4 მილიონი უსახლკაროა, თუ კორუფციამ მმართველობაში არნახულ დონეს მიაღწია და გარშემო ყველაფერი მოიცვა?!
«რომის კლუბმა» წარმატებას მიაღწია ქრისტიანული ეკლესიების გაყოფაში; მან წარმატებას მიაღწია ქარიზმატული ფუნდამენტალისტებისა და ევანგელისტების არმიის შექმნაში, რომლებიც სიონისტური სახელმწიფოს _ ისრაელისთვის იბრძოლებენ. სპარსეთის ყურეში ომისა და გენოციდის დროს მე ათეულობით წერილს ვღებულობდი; მეკითხებოდნენ, როგორ შემიძლია, ვიყო წინააღმდეგი «ერაყის წინააღმდეგ სამართლიანი ქრისტიანული ომისა?!». როგორ შემეძლო მეეჭვა, რომ მხარდაჭერა ქრისტიანული ფუნდამენტალისტების ომში («300-თა კომიტეტის») ერაყის წინააღმდეგ არაბიბლიური იყო _ ნუთუ ბილი გრეჰემი არ ლოცულობდა პრეზიდენტ ბუშთან ერთად, სანამ ხოცვა-ჟლეტა დაიწყებოდა? განა ბიბლია არ გვეუბნება «ომზე და ომის შესახებ ჭორებზე»?
ეს წერილები გვიჩვენებს, თუ რა კარგად აკეთებს თავის სამუშაოს ტავისტოკის ინსტიტუტი. როგორც იგეგმებოდა, ქრისტიანული ფუნდამენტალისტები იქცევიან მძლავრ ძალად, რომელიც მხარს უჭერს ისრაელის სახელმწიფოს. რა სამწუხაროა, რომ ეს მშვენიერი ხალხი ვერ ხვდება, რომ «რომის კლუბი» უხეშად მანიპულირებს მათით და რომ მათი მოსაზრება და შეხედულება არ არის პირადად მათი, არამედ შექმნილია მათთვის «300-თა კომიტეტის» ასობით «ტვინის ცენტრის» მიერ, რომლებიც გაფანტულია მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც შეერთებული შტატების სხვა დანარჩენი მოსახლეობის ფენებს, ქრისტიანულ ფუნდამენტალისტებსა და ევანგელისტებს საფუძვლიანი «ტვინის გამორეცხვა» ჩაუტარდათ.
ჩვენ, როგორც ერი, მზად ვართ, მივიღოთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკული ცხოვრების წესის ნგრევა, რომელიც ოდესღაც მთელი მსოფლიოს შურის საგანი იყო. არ იფიქროთ, რომ ეს თავისით მოხდა, არ ჩავარდეთ სინდრომში «დრო იცვლება…». დრო არაფერს ცვლის, ამას ხალხი აკეთებს. მცდარია მოსაზრება, რომ «300-თა კომიტეტი» და «რომის კლუბი» სუფთა ევროპული ორგანიზაციებია. «რომის კლუბს» უზარმაზარი გავლენა და ძალაუფლება აქვს შეერთებულ შტატებში; მას საკუთარი კაპიტალი აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში.
მისი ლიდერი _ სენატორი კლეიბორნ პელი, ხოლო ერთ-ერთი წევრი ფრენკ მ. პოტერი გახლავთ, კონგრესის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის ყოფილი დირექტორი. კლუბის ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ აშშ-მა ვერ შეძლო 21-ე საუკუნეში შესვლა, როგორც ძლიერმა ინდუსტრიულმა სახელმწიფომ. კლუბის ანტიბირთვული პოლიტიკის ეფექტი უნდა გაიზომოს გაჩერებული ბრძმედის ღუმელების, მიტოვებული რკინიგზის სადგურების, ჟანგით შეჭმული მეტალურგიული ქარხნების, დიდი ხნის წინ დახურული გემთმშენებელი ქარხნების და მთელ ქვეყანაში გაბნეული ღირებული კვალიფიციური ძალების რაოდენობით, რომელთა თავიდან შეკრებაც აღარ გამოვა.
«რომის კლუბის» სხვა წევრები აშშ-ში არიან უოლტერ ა. ჰანი (Walter A. Hahn) კონგრესის კვლევითი სამსახურიდან (Congressional Research Service) და ასევე ცნობილი ეკონომისტები _ ენ ჩიტემი (Аnn Cheatham) და დუგლას როსი (Douglas Ross). როსის ამოცანა, მისივე სიტყვებით, იყო «რომის კლუბის» პერსპექტივების ტრანსფორმირება საკანონმდებლო აქტებად, რათა დახმარებოდა ქვეყანას სიუხვის ილუზიისგან გათავისუფლებაში». ენ ჩიტემი ორგანიზაციის «კონგრესის მომავლის საკითხების კლირინგული პალატა» (Congressional Clearing Hruse For The Future) დირექტორი იყო.
მისი ამოცანა იყო კონგრესის იმ წევრების დამუშავება, რომლებიც ასტროლოგიისა და «ახალი ხანის» (New Age) ყველანაირი სისულელის მიმართ მგრძნობიარენი იყვნენ. ერთ დროს მის ლექციებს 100 კონგრესმენზე მეტი ესწრებოდა. ენ ჩიტემი ყოველდღიურად ატარებდა სესიებს, რომლებზეც თავისი «ოკულტური აღქმის» საფუძველზე სრულიად სხვადასხვა ასტროლოგიურ «პროგნოზებს» აცხადებდა. კონგრესმენების გარდა, მის სესიებს სხვა მნიშვნელოვანი პერსონებიც ესწრებოდნენ, ისეთები, როგორც არიან მაიკლ უოლში (Michel Walsh), ტორნტონ ბრედშოუ (Thornton Bradshow) _ «300-თა კომიტეტის» წამყვანი წევრი და დავიდ სტრენლაიტი (David Sternlight), სადაზღვევო კომპანია «ოლსტეიტ ინშურანს კომპანის» (Allstate Insuranse Company) უფროსი ვიცეპრეზიდენტი.
«300-თა კომიტეტის» ყველაზე მნიშვნელოვან წევრთაგან რამდენიმე ნატოს წევრიც არის (ფაქტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს). «300-თა კომიტეტის» ეს წევრები ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებენ.
ერთდროულად ნატოსა და «რომის კლუბის» წევრები გახლავთ: ჰარლანდ კლივლენდი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; ჯოზეფ სლეიტერი, «ასპენის ინსტიტუტის» დირექტორი; დონალდ ლეში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი მუშაკი; ჯორჯ მაკგი და კლეიბრონ პელი – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.
მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს მათი სახელები, თუ გნებავთ, სია, რათა სატელევიზიო პროგრამებსა და ახალ ამბებში მათი გამოჩენისას ყოველთვის გვახსოვდეს, ვინ არიან და რის უკან დგანან. Mოდუს Vივენდი-ის დაზვერვის მიხედვით, კომიტეტის წევრები ხშირად ჩნდებიან ტელევიზიაში, ჩვეულებრივად, ყველაზე უცოდველი ნიღბების ქვეშ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მათი საქმე როდია უდანაშაულო.
«300-თა კომიტეტმა» ჩანერგა თავისი აგენტები შეერთებული შტატების გულში _ მთავრობაში, კონგრესში, პრეზიდენტის მრჩევლების პოსტებზე, ელჩებისა და სახელმწიფო მდივნების თანამდებობებზე. დროთა მანძილზე «რომის კლუბი» ატარებს კრებებსა და კონფერენციებს, რომლებიც, მიუხედავად უწყინარი დასახელებებისა, ფაქტობრივად, სამუშაო კომისიებად იქცევა, რომელთაგან ყველას აქვს დავალებული სპეციალური ამოცანა და მითითებული _ შესრულების ვადებიც. «300-თა კომიტეტი» საგანგებო მდგომარეობის გარეშე ძალიან ზუსტი განრიგით მუშაობს.