Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ შემოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში, რატომ შემოიკრიბა დისკრედიტებული პოლიტსუბიექტები და რატომ გავიდა ნაადრევად...

რატომ შემოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში, რატომ შემოიკრიბა დისკრედიტებული პოლიტსუბიექტები და რატომ გავიდა ნაადრევად თამაშიდან?

1243

კონფიდენციალურმა წყარომ «საქართველო და მსოფლიოს» მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში, კულუარებში, სერიოზული დაძაბულობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და რომლიდანაც გამოსავალი დღესაც არ არის მოძებნილი (წყარო «ქართული ოცნების» ზედა ეშელონების წარმომადგენელია, რომელიც ვინაობას თავისი უსაფრთხოების დასაცავად არ ამჟღავნებს, ერთადერთი, რისი თქმის უფლებაც მოგვცა, არის ის, რომ უშუალო თანამონაწილეა ყველა პოლიტიკური პროცესის 2012 -დან დღემდე). წყარო გვთავაზობს დღევანდელი პროცესების ახსნას, გვიმხელს ყველაფერს, რაც იცის. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა, მაინცდამაინც ახლა ამ ყველაფრის მოყოლა, მისი პასუხი ასეთია _ «კოაბიტაციის დამთავრებას არ დაადგა საშველი და საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა გაიგოს სიმართლე»…

_  გაინტერესებთ, რეალურად რატომ შემოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში, ამ ბინძურ თამაშში, ან რატომ გავიდა ნაადრევად? რატომ შემოიკრიბა  დისკრედიტებული პოლიტიკოსები? საიდუმლო ძალიან მარტივია _ სინამდვილეში საქართველოში შეიქმნა პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ არის დასავლური ტიპის დემოკრატიული, არამედ ე. წ. იმიტაციური დემოკრატიის სისტემაა, სადაც უნდა არსებობდეს ორპარტიული სისტემა _ მმართველი პარტია და მართული ოპოზიცია. მოიაზრება, აგრეთვე, ამ მართული ოპოზიციის მართული საპირწონე ე. წ. არასაპარლამენტო ოპოზიცია. ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს მართული, ასევე მართული უნდა იყოს საინფორმაციო საშუალებები და ფინანსური ნაკადები. ბუნებრივია, სააკაშვილის რეჟიმს კარგად ესმოდა ეს მოთხოვნები, თავიდან ამ სქემის ფარგლებში კარგად მუშაობდა, ბოლოს კი ვეღარ «გაქაჩა». ხალხიც ვეღარ ეგუებოდა «ნაციონალთა» რეჟიმს, ასევე გასაგები გახდა ოპოზიციის როლიც – ჩვენი ე. წ. ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია მოხდა.  იმის გამო, რომ ოპოზიცია ჯამში ვერ მიიღებდა საკმაო ხმებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიტუაცია ჩიხში შევიდა, სისტემა დინამიკას ვეღარ მართავდა, ხოლო პროექტი «დემოკრატიის შუქურა» და პროექტი «ფერადი რევოლუციები» სწორედ ამისთვის იყო დაწერილი, რომ მუდამ ყოფილიყო დემოკრატიული არჩევნების ილუზიები. პროექტი საფრთხის წინაშე დადგა _ მოსალოდნელი იყო ხალხის არჩევნებზე არ მისვლა ან რევოლუცია (უკვე უმართავი), შესაბამისად, რაღაც უნდა ეღონათ და იმ მართულმა ჩრდილოვანმა და კონცეპტუალურმა მთავრობამ, რომელსაც საქართველოში ევალება პოლიტიკური სცენარების დამუშავება, ახალ სქემას მიმართა.

_ და კონკრეტულად ვის ევალებოდა პოლიტიკური სცენარების დამუშავება?

_ კონცეპტუალურ მთავრობას თავისუფლების ინსტიტუტი წარმოადგენს: გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი… მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან (ისინი ნაწილობრივ ჯერ კიდევ მიშას ხელით მართავდნენ ქვეყანას), ესენი მის ფილიალს წარმოადგენენ. არ აგერიოთ ცეერუში, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოა. ეს სააგენტო ამერიკის კონგრესის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. ის ბილდერბერდის კლუბს, სამასთა კომიტეტსა და ფედერალურ რეზერვს ემსახურება. ამერიკის მთავრობასაც კი არ ექვემდებარებიან, წარმოადგენენ ე. წ. ნეომუნდიალისტებს, მსოფლიო გლობალისტებს და მათი იდეოლოგიაა ეს ნეოლიბერალიზმი. ეს არის პირდაპირ მესამე ქვეყნების მართვის ინსტრუმენტი. მილიარდერებსაც აკონტროლებენ, როდესაც სჭირდებათ, იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჰოდა, სწორედ ამ კრიზისის დასაძლევად მოხდა შეთანხმება ივანიშვილთან, მას უნდა მოეხდინა მართული ოპოზიციის გათეთრება, შეეყვანა ისინი პარლამენტში, როგორც რეალური ოპოზიცია. დიახ, ეს პირდაპირი დავალება იყო და მას ამისთვის დაჰპირდნენ რუსეთიდან გარკვეული კაპიტალის გამორიდებასა და ამერიკულ კრიშას. ვინ იყო შუამავალი მათ შორის? _ ბოკერია. ის იყო ამ სქემის გამტარი. შეთანხმების დეტალები როგორი იყო? _ შეთანხმება გულისხმობდა პროპორციას 40X60-ზე, არჩევნებზე  40% _ «ოცნებას», 60% _ «ნაცებს».

_ ივანიშვილს რაში სჭირდებოდა პოლიტიკა, ხომ შეეძლო, მილიარდერ ქველმოქმედად დარჩენილიყო?

_ ივანიშვილს არავინ ეკითხებოდა, შემოვიდოდა თამაშში თუ არა, ეს იყო მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობაც შეუძლებელი იყო. ამავე დროს, ჩადებული იყო ბიძინას პიროვნული ინტერესებიც, მისი ოჯახის უსაფრთხოება, ასევე კაპიტალის უსაფრთხოება. როგორც გითხარით, შეთანხმების არსი მდგომარეობდა პოლიტიკური პროცესის მოჩვენებითი დინამიკის შექმნაში, რომელიც უნდა ეკისრა ბიძინას, ამისთვის ის პროპორცია იყო შეთავაზებული, რომელზეც ივანიშვილი თანახმა იყო, სააკაშვილი _ არა. ამ სქემას ხელს უწყობდა პიროვნული კონფლიქტიც, რომელიც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის იყო, სააკაშვილი ეჭვიანობდა, ამბობდა, 24%-ზე მაღალი შედეგი არ დაუწერონო. ეს იყო მიშას პირობა, თუმცა ამის წინააღმდეგი იყო ბოკერია, რომელიც ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში მძიმე იქნებოდა ეფექტი  მოსახლეობისთვის, ამიტომ ბოლო წინადადება, რომელზეც მიშაც დაითანხმეს, იყო  32% _ «ოცნებას», 8% _ სხვა პარტიებს, დანარჩენი _ «ნაცებს». შემდეგ დაგეგმილი იყო ივანიშვილის მიერ ოპოზიციის ფორმირება, რის შემდეგაც ბიძინა განაცხადებდა, რომ მიაღწია დიდ წარმატებას _ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და მისი აღიარების მერე ხალხიც ხმას აღარ ამოიღებდა; საქართველოს მიულოცავდნენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აშშ და სხვა ქვეყნები და გაგრძელდებოდა «ნაცების» მმართველობა, იმ განსხვავებით, რომ 2000-კაციანი დასაჭერი სია უკვე გამზადებული ჰქონდათ და ის აქტიური «მეოცნებეები», რომლებიც ამას არ შეეგუებოდნენ, აღმოჩნდებოდნენ მე-8 საპყრობილეში. ვიმეორებ, 2000 კაციანი სია არსებობდა და ამის შესახებ კარგად იცის დღევანდელმა ხელისუფლებამ. აი, ასეთი უზნეო გარიგება დაიდო ხალხის ზურგსუკან.

_ ხალხი ასე ადვილად სამართავი ეგონათ?

_ მიმდინარეობდა კიდეც საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული ზემოქმედება… ეს ყველაფერი იცოდა მხოლოდ ვიწრო წრემ, სხვები გაოგნებულნი იყვნენ ბიძინას სვლებით, ხვდებოდნენ,  გამარჯვების არანაირი შანსი არ იყო იმ ტემპებით, თუმცა მაინც შეჰყურებდნენ, როგორც მხსნელს, მამასა და მარჩენალს. და მოხდა სასწაული, ვგულისხმობ, ციხის კადრების გასაჯაროებას. დამიჯერეთ, არავინ იცოდა, რომ მზადდებოდა გარკვეული ინფორმაციული დარტყმა, რომელსაც «წინააღმდეგობის მოძრაობის» ჯგუფი ამზადებდა. მეცინება, რომ ამბობენ, ბიძინამ იცოდა, რაც დაიდებოდაო. ვიმეორებ: ყველასთვის მოულოდნელი იყო იმ კადრების დადება და, როდესაც ეს გასკდა ბომბასავით, ყველა დაიბნა. შემდეგ სახალხო მღელვარების პირობებში აშშ-ის ელჩმა ახალი კონფიგურაცია შექმნა: დაალაგა 40X60-ზე, ოღონდ პირიქით _ რეალურად «ნაცებს» 15% არ აუღიათ. აი, ეს გამოიწვია მოულოდნელად ციხის კადრების გასაჯაროებამ. ახლა კი ხედავთ, ბიძინამ რაც გააკეთა _ შეასრულა დავალება, შეინარჩუნა «ნაცები». პირდაპირ ვამბობ: უამრავი კადრი აქვთ ადამიანის გაუპატიურების, მკვლელობის, თუნდაც ერთხელ  რომ მოეხდინათ ამ კადრების დემონსტრირება, «ნაცების» ამბავი დამთავრებული იქნებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ვერც გააკეთებდნენ, რადგან ასეთი არ არის მათი მფარველის _ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს ნება. დიახ, ყველა დეპუტატზე, გარდა რამდენიმესი,  არსებობს კომპრომატები. გადაღებულია, რომ ვიღაცას აქვს სექსუალური კავშირი თავის ძმაკაცის ცოლთან, არის უამრავი მამათმავალი და ა.შ. ასეთებს აწინაურებენ, რატომ? იმიტომ, რომ ასეთები სჭირდებათ, მორჩილი ხალხია. სადეპუტატო კორპუსი მართული უნდა იყოს, ეს ამ სისტემის აუცილებელი პირობაა. აი, ეს იყო ბიძინას პოლიტიკურ ველზე ელვისებური შემოჭრისა და გაჭრის საიდუმლო. უნდოდა თუ არა წასვლა? დიახ. ბიძინა ოკულტიზმითაა გატაცებული, თავი არხარი ჰგონია და ამ არხარობის ხარისხი გულისხმობს იმას, რომ ფარულად უნდა მართოს პოლიტიკური პროცესი. წაკვეთილი პირამიდაა, პირამიდის თავზე არიან ეს მარიონეტები, ის კი კულისებიდან მართავს მათ. საპრეზიდენტო ხელისუფლება, რომელიც ნომინალურია იმავე სააგენტოს წარმომადგენლის _ მარგველაშვილის ხელშია. უსუფაშვილიც იმავე სააგენტოს წარმომადგენელია, რომელიც ყველაზე გავლენიანი ფიგურაა დღეს საქართველოში. შუაშია გაჩხერილი ღარიბაშვილი, რომელიც მათი გუნდის წევრი არ არის და ამ მოვლენებზე არავითარი წარმოდგენა არ აქვს (გამოცდილებაც არ აქვს), შესაბამისად, მალე დაეცემა, მსხვერპლი გახდება ამ ორი ფიგურის, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას. ღარიბაშვილმა საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ საქმეს არავინ გააკეთებინებს. ცოტა ხანში მას და მის ძალოვან ბლოკს მოუწევს, ამათი მხრიდან საკუთარ თავზე განიცადოს საინფორმაციო დარტყმების მთელი სიმწვავე.

_ ეს დაძაბულობა რით დასრულდება?

_ ესენი საქართველოში გავლენას ბოლომდე მოიპოვებენ, თუ კვლავ არაპროგნოზირებული მოვლენები არ მოხდა. ვერ ხედავთ, ჯანსაღი ოპოზიცია განეიტრალებული ჰყავთ… თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ კონფლიქტი მოხდება… აქ მარტო ერთი მოთამაშე არ არის, მოთამაშეები ბევრია,  აქტიურდება რუსეთიც, რომელიც არევს ამ პოლიტიკურ პასიანსს. ღარიბაშვილს დავუბრუნდეთ, მას მთლიანად ივანიშვილი მართავს. გაწირავს თუ არა? _ არა, თუ საქმეს დასჭირდა, გვერდზე გაწევს. აქვე გეტყვით, ყველა ბიზნესს შსს აკონტროლებს _ თამაზაშვილის გუნდი: ზედელაშვილი, ჭანყარაშვილი, მოადგილეები. რაც შეეხება სხვებს, ხუხაშვილმა რისხვა დაიმსახურა, ბევრი ფინანსები შეჭამა, უფრო მეტის გადაყლაპვა მოინდომა, ვიდრე მონელება შეეძლო. ნაცვლიშვილმაც. ნაცვლიშვილი დასაჭერად არის გამზადებული, ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი, ჩხატარაშვილმა მის წინააღმდეგ უკვე ჩვენება მისცა. მას მალე დაიჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დატოვა.  რესპუბლიკელები კი ცდილობენ, პოლიტიკური მეთოდებით ებრძოლონ შსს-ს, ბიზნესების კონტროლის გამო. თავად რესპები ელიტურ პოლიტიკურ კორუფციაში არიან ჩაფლულნი. მათი დაფინანსების წყაროები სხვა მხრიდანაა, ვერ დაიჭერ კორუფციაზე, სწორედ ამით არიან ძლიერნი. ისინი აკონტროლებენ და უნისონში მღერიან ლიბერალურ საინფორმაციო ქსელთან, რომლებისგანაც წამოვა დარტყმები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ვინაიდან, როგორც გითხარით, ისინი მათი გუნდის წევრები არ არიან.

 

«საქართველო და მსოფლიომ» კომენტარი ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სთხოვა:

_ უტყუარი ინფორმაცია მოუწოდებია თქვენს წყაროს. სწორედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დავალებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და მოიყვანა ხელისუფლებაში ამ სააგენტოს მიერ მართული ვაიპოლიტიკოსები. ეს სააგენტო, კარგა ხანია, მართავს ბოკერიასა და მის გუნდს, ყველასთვის ცნობილ თავისუფლების ინსტიტუტს. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოა ის სამსახური, რომელიც უცხო ქვეყნებში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს და, როგორც ხედავთ, ამას ჩვენს ქვეყანაში მშვენივრად ახერხებს. გარდა ამისა, ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ინტერესების გამტარნი არიან. რაც შეეხება ნაცვლიშვილს, როგორც ამბობენ, თურქეთში იმყოფება, გაიქცა, რადგან, ჩემი ინფორმაციით, მთავარ პროკურორს მის მიმართ სერიოზული კითხვები აქვს,  დიდი ფული აქვს შეჭმული,  ადეიშვილის მეთოდებით მოქმედებდა, ატერორებდა ბიზნესმენებს.

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

1 COMMENT

  1. იმედი მაქვს ამერიკის და საქართველოს დაზვერვამ იცის თქვენი წყაროს შესახებ და გაკონტროლებთ და საჭირო ზომებს მიიღებს, თუ დალასის, ნიბირუს, უცხოპლანეტელების, გეების და მასონების შეთქმულებებს გამოამზეურებთ ერთმორწმუნე რუსეთთან შეერთებისთვის! ამას არ დავუშვებენ იმედია და 50 000 დოლარიან საათში რომელიც ილია მეორემ ივანიშვილს (ან პირიქით) აჩუქა შვეიცარიაში ჩიპები ჩაუყენეს.

  2. 1. რა კონფედენციალური წყარო, რა ამერიკის უშიშროების სააგენტო,რა ბოკერის კანარისად მონათვლა.უკაცრავდ მაგრამ ეგ მეთოდები, ფანტაზიები, ილუზორული ზღაპრები და ვარაუდები ძველი რომიდან მოდის. უფრო საინტერესოა როდემდე უნდა ათაყვანოთ ეს ბეთშავი და დაბოლებული პოლიტიკური მარაზმებით გაუბედურებული ხალხი. რომელი ტოლერანები, მაკიაველები, თუ კონფუციები თქვენ ხართ. ერთი გაუბედურებული სიღატაკაში ჩაფლული ჩვეულებრივი ადამიანები ხართ და ცდილობთ იქნებ რამით მავანის ინტერესებს ქვეშ მოექცეთ, რომ იქნებთ როგორღაც თავი დააღწიოთ სიღარიბეს და სიბედშავეს. არ იდარდოთ ძვირფასებო სანამ ამ გაუნათლებელ ქვეყანაში პოლიტიკური და რელიგიური მარაზმი დომინირებს, მანამ სავსებით შესაძლებელია თქვენც იპოვოთ სარჩო-საბადებელი თქვენი და თქვენი ახლობლების ფიზიოლოგიურად გადასარჩენათ.

  3. აბსოლუტური პარანოია! ეს დავით მხეიძის და ე.წ. პატრიოტთა ალიანსის მესვეურების საერთო ბოდვა… ისე საერთოდ აი ეს საიტი და მისი ბეჭდვითი გამოცემა რუსების ინტერესების გამტარებელია

  4. სასაცილოა თქვენი წყაროს ინფორმაცია,სატირალი რომ არ იყოს?!რას დაემსგავსა ეს მანჯავიძე და მისი მეგობრები,რა გაუნათლებელი ხალხია და …ბოღმისგან არ დაიხრჩოთ,სოსოო…რატომ გგონიათ რომ ჯანსაღი აზრი არ გაიმარჯვებს???

  5. დიახაც, ყველაფერი სწორად გითხრათ იმ წყარომ, თუმცა ამას ბევრი სარად მოაზროვნე ქართველი თავისით მიხვდა. ჩვენ რუსების წინააღმდეგ ვჭირდებით, ამიტომ ან ესენი გაგვრყვნიან და საბოლოოდ გამოგვაშტერებენ, ან რუსები დაგვარტყამენ კიდევ ერთხელ, რადგან კავკასიიდან, სადაც ორ საუკუნეზე მეტია სისხლს ღვრიდნენ და სამი ქვეყანა (საქართველო, სომხეთი და სრულიად გაუგებარი აზერბაიჯანი)შეაკოწიწეს, ასე არ წავა. ხოლო მათ დაპირისპირებას ჩვენ შევეწირებით. აშშ-ს და დასავლეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთზე უფრო ნაკლებად აინტერესებს.

  6. ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო ანუ NსA-ს საქმიანობა ძირითადათ ეხება იმ სპეციალურ კოდებს, რომელიც წარედგინება აშშ-ს პრეზიდენტს. და ეს ორგანიზაცია თითქმის არ არის დაკავებული საგარეო პოლიტიკის ნიუანსებით. განსხვავებით ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიდან… გამორიცხულია 100%-ით რომ საქართველოს რომელიმე პოლიტიკოსს ურთიერთობა ქონდეთ მათთან!

    საქართველოს მთელი პოლიტტექნოლოგიები მიბმულია რუსებთან!

  7. სტატიაში საუბარია წინასწარ შეთანხმება ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოსა, ჯვანიშვილისა და სააკასვილს სორის იქამდე სანამ ციხის კადრები არ შემოაგდესო და ამ ციხის კადრებმა შეტანხმება შეცვალეს.. კი მაგრამ ვინ შემოაგდო ეს ციხის კადრები? სტატიაში რატომ არ საუბრობთ ამაზე?

  8. ბატონო კოკი, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას ბატონ სოსოს, კაცს, რომელიც წლების განმავლობაში, თქვენგან განსხვავებით, თავგანწირულად იბრძვის ქვეყნის განვითარებისათვის. თქვენ თუ მასზე მეტ საქმეს აკეთებთ, მაშინ გამოდით ჩრდილიდან და პირდაპირ ისაუბრეთ. მით უმეტეს, სახელი "კოკი", რაც არაფერს ნიშნავს და, საერთოდ, არაქართული მენტალიტეტის ბარბარიზმია, ქართველ კაცს არ უნდა ერქვას.

  9. სამწუხაროდ, მართალი მეჩვენება ეს ყველაფერი… სულ არ ჭირდებოდა ავტორს ინკოგნიტოდ დასახელებული პარლამენტარის როლის შექმნა, ელემენტარული ჟურნალისტური ტექნილოგიაა… ყველაფერ ამას ანალიტიკური აზროვნების მქონე და რეალური ფაქტების მომსწრე ნებისმიერი ქართველი ხვდება… რა პროგნოზებიც იყო გაკეთებული, ისე მოხდა… ისე გრძელდება… ასე იყო საქართველოში და ცივილურ სამყაროში ოდითგანვე: არჩევნებს იგებს არა ელექტორატი, არამედ ქეტნოლოგიები და ციხის კადრების მაგვარი მოულოდნელი "რამის" გამოგდება ისტორიის ბორბალში მავანთაგან ეს ფორსმაჟორიც გათვალისწინებულია… ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც… როლები შეიცვალა უბრალოდ და ჩვენი პოლიტიკოსები კიდევ იმდენად ნიჭიერი მსახიობები არიან პოლიტიკურ არენაზე, არ იბნევიან ზოგადად… ერთია მხოლოდ,პარლამენტის ასეთი უბადრუკი "პირადი შემადგენლობა" არ ეკადრებოდა საქართველოს ისევ განვმეორდები, ისტორიული ბორბალის ამ ეტაპზე, იმდენად პოლიტიზირებულია მთელი საქართველო ამჟამად და ასეთი პოლიტიკური სახეები უმრავლესობაში!!! წუხელის ვუყურებდით მე და ჩემი მეუღლე პარლამენტის პირდაპირ რეპორტაჟს და ერთხელ კიდევ დავრწმუნდით ამ სტატიის სინამდვილეში, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო დაგეგმილი: დარბაზში მსხდომი ერთი მუჭა ნაცების ყველა გამომსვლელი იმდენად მომზადებული იყო "როლში", კუდით ქვას ასროლინებდნენ უმრავლესობის ვაიდეპუტატებს თანაც ვაიარგუმენტებით და რაც ხდება მთელი წლის მანძილზე, თეთრზე იძახიან შავიაო და ამათ ვერ დაუდასტურებიათ თავისი სიმართლე ვერსად და რბილად რომ ვთქვა, დღითი-დღე ადასტურებენ "თანამდებობისთვის შეუფერებლობას"…
    ერთზე გამცენ პასუხი ექსპერტებმა…

  10. ძირითადში მართალია,… ხელოვნურად შექმნეს ორი მართვადი ძალა ერთი სისტემის, იდეოლოგიის და შესაბამისად ერთი პოლიტიკის მატარებელი!!! მეთოდები შესძლებელია განსხვავებული იყოს შედეგი კი ერთია, საქართველო არ გახდეს თავისუფალი!!!!

  11. დიდხანს იფიქრეთ ამ ზღაპრის შეთხზვაზე? რა გჭირთ? ვის ებრძვით? ვისი შეკვეთით წერთ ამ მარაზმს? ვის და რა საქმეს ემსახურებით ? ეს კითხვები თქვენთან მაქვს, ამ უმსგავსობის ავტორებთან!!!

    ნამუსის ძაფს რომ გაიწყვეტს ადამიანი, იმას აღარაფერი ეშველება, ყველაფრის მკადრებელია ! სამარცხვინოა!!

  12. ეს ბოდვა არ არის ხალხო, ეს სამწუხარო რეალობაა. ვერ ხვდებით როგორ თამაშობს ორი მართული ძალა ვითომდა ქვეყნის გადარჩენისთვის.ორივეს ფეხებზე კიდიათ ქვეყანაც და ხალხიც

  13. აბსოლუტურად ვეთანხმები,ნუ დაგიღიათ პირები და ცოტა ღრმად ჩახედეთ პროცესებს,გლობალურად.გაიხედეთ საკუთარი ცხვირების იქეთ,ცოტა მეტი ლიტერატურა იკითხეთ,გაერკვიეთ რას ნიშნავს მუნდიალიზმი,რა იდეების მატარებელია და რა კატეგორიის ხალხი მართავს მას. სუფთა ხეპრეები ხართ,ვისაც ჰგონია,რომ აქ ნაციონალური,ეროვნული ხალისუფლება იქნება ოდესმე. ვინმე რამეს გვეკითხება საერთოდ?

  14. არ ვიცი ამ პარლამენტს რა ჰქვია საერთოდ,ნახირი,მეტი ვერ ვიპოვე სიტყვა რომ ვუწოდო,რა საშინელებაა მათი ყურება,რა სასჯელია.

  15. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. ამერიკის და რუსეთის ბნელი ძალები იბრძვიან რომ საქართველო თავის ჭკუაზე ატარონ. გაიხსენეთ რას ამბობდა ჯერ კიდევ ზვიადი და რისთვის მოუწყვწეს რევოლუცია. რუსეთის მოწყობილი რომ ყოფილიყო აქ თავისთვის სასურველ კაცს დასვამდნენ და მათ ჭკუაზე რომ ივლიდა აღარც აფხაზეთის და ოსეთის ომს მოგვიწყობდნენ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვინდა თუ არ გვინდა ვინმეს ჭკუაზე უნდა ვიაროთ. რუსეთი ვაი – ამერიკა უი.
    რუსეთს რაც აინტერესებს ვიცით მაგრამ ამერიკის ინტერესებში საქართველოს ეკონომიკურად დამონება შედის ისე როგორც დამონებული ყავთ მსოფლიოს ნახევარზე მეტი. ამერიკის ვალი 11მილიარდი დოლარი გვაქვს და ყოველწლიურად უზარმაზარი პროცენტები მიაქვს. ისინი ყოველნაირად შეგვიშლიან ხელს რომ საქართველო ეკონომიკურად ვერ განვითარდეს და ამ ვალის დაფარვა ვერ შეძლოს, ყოველწლიურად პროცენტები რომ არ შემოაკლდეს. როცა ქვეყანა სრულყოფილად ვერ უხდის პროცენტებს მაშინ ამ ქვეყნიდან კონფლიქტის რეგიონებში ჯარისკაცები მიყავთ. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში კაპიკებს ღებულობენ, ამერიკელი ბანკირები კი ამით მილიარდებს აკეთებენ. რამდენი რამე არ იცით კიდევ და ტელევიზორში ჩვენი პოლიტიკოსები რომ გვაბრუებენ იმათი გვჯერა.
    ჭურში გვძინავს

  16. სამწუხაროდ ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის ვერც ლაპარაკს და ვერც ქმედებას,თუმცა ყველამ კარგად დაიმახსოვროს საქართველო ღვისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება შინაურსაც და გარეულსაც,ქვეყნებსაც და პიროვნებებსაც,საქართველო კი აუცილებლად გაბრწყინდება

  17. ნიუანსები საიდან დამესიზმრებოდა, მაგრამ პრინციპში ყველაფერი თავიდანვე ცხადი იყო და თქვენ ის თქვით, გამოსავალი რაშია?…

  18. ბანეთელი – შენ მაგ დროისტვის სათვალეები გაიხაზირე, იბერიის "ბრწყინვამ" თვალი რომ არ მოგჭრას

  19. მემგონი ციხის კადრები არაფერ შუაშია გარკვეულწილად, ნაწყლმოძრაობა მაინც წააგებდა არჩევნებს, მაგის გარეშეც ხალხს ამოსული ყავდა ყელში.

  20. სამწუხაროა, რომ ადამიანების დიდ ნაწილი ხელღებით ატ/ყე/პებს სხვადასხვა იარლიყებს სხვა ადამიანებს.
    დავანებოთ თავის ყოველგვარი შეთქმულების თეორიებით აპელირებას და რეალობას გავუსწოროთ თვალი. რა გვაქვს დღეს? – იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ "ნაცები" თავის ე.წ.ნეოლიბერალური იდეოლოგიით განერიდნენ პოლიტიკურ ასპარეზს? ვწუხვარ, მაგრამ თუ ასეთები სერიოზულად ფიქრობენ ასე, მაშინ ელემენტარულ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც წარმოსახვის (საურველის) და რეალურის გაიგივება ხდება. აქვე დგას მეორე საკითხი – რა ტიპის პოლიტიკური კონფიგურაცია მივიღეთ? – სამწუხაროდ პასუხი ამ შემთხვევაში, ძალიან ხშირად, აკვიატებული პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარეობს. სინამდვილეში კი, მივიღეთ განლაგება, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური თვალსაზრისით, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ინტერესები საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ამ ფონზე კი ისმის მუდმივად ერთიდაიგივე მარაზმატული შეკითხვა რუსეთი თუ დასავლეთი? იქნებ სჯობს დავსვათ შეკითხვა – რაში მდგომარეობს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი? სამწუხაროდ ეს მუდმივად რიტორიკულ შეკითხვად რჩება.

  21. ზურა ხარ თუ ვიღაც ნაცების მონა, ცოტა ჭკუით და ფრთხილად "პავაროტებში" თორემ ბოდვას გაჩვენებ მე შენ!
    რაც შეეხება რუსეთის მიმართ სიმპათიებს, გეთანხმები _ ამ ახვარი ამერიკელების ფონზე, ნამდვილად რუსები მირჩევნია…

  22. რა ბოდავს ეს ჟურნალისტი? ამას ჰგონია რამე ახალი თქვა? თან "კონფიდენციალურმა" წყარომო :)))) ამას დიდი ხანია ისედაც ლაპარაკობდნენ საქართველოში და ყველა დაინტერესებულმა პირმა ძალიან კარგად იცოდა ეს ვერსია :))

  23. ყველაფერი სწორია რაც აქ წერია და ყველა ჭკუათმყოფელმა განათლებულმა ადამიანმა იცის ეს.მთავრობაშიც ღორმუცელა, ავანტურისტი ხალხი მიდის. აბა შეხედეთ ვინ არის ნორმალური. მეორეც ნორმალურს იქ არ გაუშვებენ. გამოსავალი კი არაფერია. საქართველიოს ხალხი პრობლემას ვერ გადაწყვიტავს, ესეიგი ასეთია ჩვენი ხვედრი.ვისაც აქვს საშუალება , ახალგაზრდები მყავს მხედველობაში ,ალბათ წავა და სწორიცაა, რადგან ამ აფირისტი დაუნების ფუჭი ყბედობის სმენა და ამ დასუქებული სიმახინჯეების ყურება უკვე, როგორც ადამიანს თავმოყვარეობას გილახავს. პენსიონრები გალევენ თავის დღეებს სიღარიბეში, ამას არაუშავს მიგვაჩვიეს. სულელი, გაუნათლებელი და მამათმავლები დარჩებიან, დაუკრავენ ტაშს თავისმაგვარებს, მაგრამ მტავრობაში მოკალათებულ ღორებს. აი ეს იქნება!მერე სხვა ქვეყნის მდიდარი, კბილთეთრა მონოპოლისტი კაპიტალისტები ამ სამშობლოგაყიდველ ღორებს თავისი გოჭებით გადაყლაპავენ, რადგან ისენი საჭირო აღარ იქნებიან.საქართველო მათი შტატი იქნება,მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობას რეზერუარში მოათავსებენ და იამაყებენ, რომ მსოფლიოს უნარჩუნებენ მცირე ერების კულტურას. ასე გვინდა? ოკეი!

  24. მიხეილა & დამწუხრებული

    თქვენ პირველებს გხედავთ მკითხველებიდან ვისაც ცოტა სიღრმისეულად ესმის თუ რა ხდება რეალურად. ყოჩაღ! არ დავჩლუნგებუბულვართ ბოლომდე ჯერ, ასე გამოდის, და მიხარია.

  25. ამაზე მეტი სიდებილე არც მომისმენია, მასონების არ იყოს, თურმე წინასწარ იყო შეთანხმებული, მაშინ ბიძინა არ მოატუებდა ასე ხალხს და არ დაპირდებოდა შეუსრულებელს, არ მოკლავდნენ რაფალიანცს ფა არ ,,გაუყრიდნენ" ცოცხებს ქოცებს, არ ააქოთებდნენ და არ გაანადგირებდნენ საქართველოს, არ გამოუშვებდნენ ათასობით ქურდებს და კრიმინალებს, არ დაამშევდნენ ხალხს და არ დაირიგებდნენ მილიონობით პრემიებს, არ მოსპობდნენ მის ეკონომიკას და ლარს. რაო მოლაპარაკება იყო ხადურს და ქოცბანდას ეჭამათ ბიუჯეტი? იქნებ ესეც იყო ჩაწერილი მაგ ,,კონტრაქტში"? ნეტავი თქვენ, გამოლაყებული რომ გაქვთ ტვინი და ამის შესახებ 1-2 მატყუარამ იცის და რა ენაღვლება, გაბოლებთ. ბოლოს კი ვიტყვი-ვაი თქვენს პატრონს ქოცებო და ქოცმაცუნები, რა ადვილი წამოსაგები ხართ…

  26. რათ უნდა "პროცესებში აქტიურად მოქმედი კონფედენციალური პირის" აღიარება? პირველივე თვეს გამოჩნდა რომ ბიძინა მიშას (იმ თამაშის) გადასარჩენად იყო შემოგზავნილი. მიშამ დაიწყო როგორც დაავალეს მაგრამ უტვინობის გამო გადაამლაშა, გლობალისტები არასდროს იტყვიან უკვე მოგებულ თამაშზე უარს..ხოდა ჩაანაცვლეს. მიზანი მათი არცაა დაფარული, მომავალი ჩვენი კი მათი გეგმით, ამ გაურკვევლობის დაკონსერვებაა, მითტუმეტეს რომ უსისხლოდ ვქრებით რუკიდან და ყველასთვის რომ ზედმეტია საქართველო, ამას მხოლოდ ბეცი თუ ვერ დაინახავს, ..გამოსავალი? მხოლოდ და მხოლოდ უმართავ ბუნტში და მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშია. ჯერჯერობით უმართავი რევოლუციების თვით მთავარ სამ ფიგურასაც ეშინიათ, ან სრული გენოციდი და გაქრობაა იმ აბუნტებული ერის. მზათაა ახლა საქართველო რევოლუციისთვის? არა. ვერაა. უკვე ჯერ კიდევ მიშამდე დაიწყო ხალხის დაჩმორება და განადგურება..ესაა სინამდვილე და ცოტა მეტი მასშტაბებით ხედვაა საჭირო და სრულიად ზედმეტია ვიღაც "აქტიური მოთამაშისგან " გლობალისტების ჩაშვება და გამოაშკარავება

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კოკი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here