მთავარი პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: არ მოველოდი, რომ ივანიშვილის «ქართული ოცნება» ასე სწრაფად გადაიქცეოდა მორიგ...

ალექსანდრე ჭაჭია: არ მოველოდი, რომ ივანიშვილის «ქართული ოცნება» ასე სწრაფად გადაიქცეოდა მორიგ «ქართულ ფანტაზიად»

952
გააზიარეთ

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

ბატონო ალექსანდრე, ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ, მათ შორის საერთაშორისო შეხვედრებზეც, დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

_  დიახ, ივანიშვილი, როგორც ჩანს, ტოვებს თავის პოსტს. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის ძალიან ნეგატიურადაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მან უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა _ ხელისუფლებას მოაშორა და მარგინალად აქცია სამარცხვინო «ნაციონალური მოძრაობა». ივანიშვილის გარდა, ამ საქმეში ამერიკელები მხარს არავის დაუჭერდნენ. პარალელურად მან, რა თქმა უნდა, შეასრულა ამერიკელების დავალება _ ითამაშა ლოკომოტივის როლი და ხელისუფლებაში მოიყვანა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც დამოუკიდებლად ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. იქნებ მისი წასვლა უკეთესიც იყოს. ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, მოსახლეობა ქვეყანაში მდგომარეობის მალე უკეთესობისკენ შეცვლის იმედით კიდევ ორიოდე წელიწადი ილუზიებში, მოლოდინის რეჟიმში იქნებოდა და ბოლოს უფრო მეტად იმედგაცრუებული აღმოჩნდებოდა. საქმე ისაა, რომ, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლება უმნიშვნელოდ თუ გამოირჩევა წარმავალი რეჟიმისგან, ამიტომ უახლოეს წლებში არანაირი თვისობრივი პოზიტიური ცვლილებები არ იქნება, მეტიც, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი დაპირისპირება გაიზრდება.

_ კი მაგრამ, ივანიშვილი გვპირდება, რომ დაგვიტოვებს ძლიერ მთავრობას, რომელიც მოახდენს მისი პოლიტიკური კურსისა და აღორძინების პროგრამის რეალიზებას.

_ ჯერ ერთი, არ ვიცი, რა არის «ივანიშვილის პროგრამა», და ვფიქრობ, საქართველოში ეს არც არავინ იცის, თვით ივანიშვილის ჩათვლით. მეორე _ ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და სადაც მინისტრები, დეპუტატები _ მისი თანაშემწეები, კლერკები, ნება-სურვილის შემსრულებლები არიან. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებს «საინტერესო» პრეზიდენტს და «საინტერესო» პრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპიური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის. სახელმწიფოს მართვაში სულ სხვა პრინციპები მოქმედებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესმის. საერთოდ, ბიზნესი და პოლიტიკა მოღვაწეობის სრულიად განსხვავებული სფეროებია. სიტყვამ მოიტანა და, პირადად მე ვერ ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, როდესაც ბიზნესმენი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე გახდა; უფრო მეტიც _ კერძო ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკის მართვაც კი ასევე ძალიან განსხვავებული სფეროებია.

_ გულისხმობთ, რომ მისი დაპირებები მსხვილი ინვესტიციების მოზიდვასა  და სერიოზული ეკონომიკური ზრდის შესახებ არაკომპეტენტურობის შედეგია?

_ თუ საუბარია ინვესტიციებზე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, მაშინ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შიდა ბაზარი ძალიან მცირეა იმისთვის, რათა მსხვილი ინვესტორები დააინტერესოს. მსხვილი ინვესტიციებისთვის საჭიროა გასაღების მასშტაბური ბაზარი, ქართული პროდუქციისთვის კი ასეთი ბაზარი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს. უფრო მეტიც, ამ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებაც მხოლოდ რუსულ კაპიტალს შეუძლია, რომელიც თვითონვე უზრუნველყოფს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასაღებას. ქართულ წარმოებაში ფულს სხვა არავინ ჩადებს. რუსული კაპიტალის მოსაზიდად კი საჭიროა რუსეთთან სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენა, რაც, ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, უბრალოდ გამორიცხულია.

გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა ინვესტიციას. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამდენად, ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ-ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა.

_ ივანიშვილმა ამას წინათ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო შეიძლება «მეორე დუბაიდ» იქცეს…

_ საინტერესო კანონზომიერებაა: შევარდნაძე გვპირდებოდა, რომ «მეორე შვეიცარიად» ვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომ «მეორე სინგაპური» გავხდებოდით, ივანიშვილი კი «მეორე დუბაიდ» გადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი. და მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება. ამ ადამიანებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ საქართველო და მხოლოდ საქართველო. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს მმართველებს არ გააჩნიათ არც ქვეყნის აღორძინების რეალური პროგრამა, არც მკაფიო წარმოდგენა საქართველოს მომავალზე, ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ ფანტასტიკური მიზნები და იმედოვნებენ, ამით ადამიანებს გონება დაუბინდონ. გულწრფელად გითხრათ, არ მოველოდი, რომ ივანიშვილის «ქართული ოცნება» ასე სწრაფად გადაიქცეოდა მორიგ ფუყე «ქართულ ფანტაზიად».

_ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებას გადასცემს ძალიან ძლიერ სამთავრობო გუნდს, რომელიც ააღორძინებს საქართველოს და ხაზი გაუსვა, რომ ამ გუნდზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს…

_ და რა ფორმის პასუხისმგებლობაზეა საუბარი? როგორ აგებს ივანიშვილი პასუხს თავისი გუნდის ნამოქმედარზე? გადადგომის შემდეგ ივანიშვილი იქნება რიგითი მოქალაქე, თანაც საფრანგეთის. უბედურება სწორედ ისაა, რომ ჩვენი მმართველები, თავიანთი შეუსრულებელი დაპირებების გამო,  პასუხს არ აგებენ და ვერც აგებენ, რადგან მსგავსი პასუხისმგებლობის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. განაცხადოს ივანიშვილმა ის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მისმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამი წლის შემდეგ, მერე კი საჯაროდ თქვას და ნოტარიალურადაც დაამოწმოს, რომ ამ პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი, როგორც სამთავრობო გუნდის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გადაურიცხავს ათას დოლარს. სულ 4 მილიარდი დოლარი გამოდის. აი, ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობის რეალური ზომა. მზად არის ივანიშვილი ასეთი პასუხისმგებლობისთვის?

შევარდნაძეს 10 წელი მიყავდა საქართველო კატასტროფების გზით და ყოველი ახალი კატასტროფის წინ აცხადებდა: «მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ». ეს ფრაზა სააკაშვილისგანაც ძალიან ხშირად გვესმოდა. ქვეყანა დააქციეს და დაშალეს, ეკონომიკა დაასამარეს, ხალხი გაძარცვეს და ვინმემ აგო პასუხი? ივანიშვილი ამბობს, რომ ჩვენს ხალხს დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს და რომ მას სურს საკუთარი თავი ამ კულტურის ამაღლებას მიუძღვნას. არადა, ამჟამინდელ ვითარებაში, მთავრობის საქმიანობის გამო ივანიშვილის მიერ პირადი პასუხისმგებლობის შესახებ განცხადება მხოლოდ საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე გათვლით შეიძლება აიხსნას. სხვათა შორის, ერისადმი მიმართვაში ივანიშვილს ჩამოთვლილი აქვს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები და აცხადებს, რომ მან ეს დაპირებები შეასრულა და ამდენად, ასე ვთქვათ, თავისუფალია. ესეც არის გათვლა დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე, რადგან მცირედ მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ ამ დაპირებათა 90 პროცენტი შესრულებისგან ძალიან შორს არის. იგი აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორში მისი საქმიანობით, ჩვენს საზოგადოებას ასწავლის ხელისუფლების გონებით და არა ემოციებით არჩევას, მაგრამ ამასთანავე მოუწოდებს საზოგადოებას, ენდონ მას სიტყვაზე და ხმა მისცენ პრეზიდენტობის მისეულ კანდიდატს, ანუ კვლავ მიიღონ გადაწყვეტილება ემოციებზე _ ივანიშვილისადმი ნდობასა და პატივისცემაზე დაყრდნობით.

_ პრემიერი ხშირად უსვამდა ხაზს სიტუაციის ანალიზისა და «უშეცდომო პროგნოზების» კეთების მისეულ უნარს. ქართული საზოგადოების ნაწილი სწორედ ივანიშვილის ამ უნარების იმედადაა…

_ მას რომ სწორად გაეანალიზებინა და «უშეცდომო პროგნოზები» გაეკეთებინა, მაშინ 8 წლის მანძილზე სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს ამდენ მხარდაჭერას არ გაუწევდა. უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ. შეცდომები ისეთ გენიოსებსაც კი დაუშვიათ, როგორიც სტალინი იყო… განა სტალინის შეცდომა არ არის ის, რომ ხელისუფლებაში ხრუშჩოვი, მიქოიანი, მალენკოვი, ბულგანინი თუ სხვა არამზადები და მოღალატეები დატოვა? ძალიან უნდა იყო საკუთარ თავზე შეყვარებული, რომ უშეცდომო ადამიანად მიგაჩნდეს თავი…

_ პრემიერმინისტრი დაგვპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ე. წ. კოაბიტაციის პერიოდი დამთავრდება. ეს შესაძლებელია?

_ გააჩნია, რა იგულისხმება კოაბიტაციაში. ფართო გაგებით, კოაბიტაცია ვერ დასრულდება იმიტომ, რომ პარლამენტის 40 პროცენტს «ნაციონალური მოძრაობა» შეადგენს, ხოლო რეგიონებში ძირითადად მათი კადრები აგრძელებენ მუშაობას. მეტიც, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ «ნაციონალების» გავლენა ხელისუფლებაზე გაიზრდება. იდეოლოგიური უთანხმოება მათ არ აქვთ, კურატორებიც საერთო ჰყავთ, რაც შეეხება პირად უთანხმოებებს, მალევე შეთანხმდებიან.

თუკი კოაბიტაციის დასრულებაში ვგულისხმობთ რამდენიმე ჩინოვნიკის ისე გასამართლებას, რომ პრეზიდენტმა მათი შეწყალება ვერ მოახერხოს, ეს სავსებით შესაძლებელია. საზოგადოების დასაშოშმინებლად ამერიკელები რამდენიმე ცნობილი მოღვაწის დაპატიმრების ნებას დართავენ ახალ ხელისუფლებას.

_ და რა რეაქცია ექნებათ ამაზე ევროპის ქვეყნებს?

_ ევროპულ ქვეყნებს აბსოლუტურად არ ანაღვლებთ ქართველი «რეფორმატორების» ბედი. ვფიქრობ, ივანიშვილი ევროპულ ქვეყნებში ვიზიტების დროს დარწმუნდა, რომ იქაურ ხელისუფალთ იოტისოდენადაც არ აინტერესებთ არათუ ყოფილი ჩინოვნიკების, არამედ თავად სააკაშვილის ბედიც კი. აღარაფერს ვამბობ ძირითად ევროპულ ქვეყნებზე, რომელთაც არც საქართველო და არც მისი მმართველები არ აინტერესებთ. რაც შეეხება მოლაყბეებს ევროპარლამენტიდან, უნდა შევიგნოთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურები და ევროპული სახელმწიფოები ერთი და იგივე არ არის. ევროპარლამენტის წევრების ლაყბობა ევროპული ქვეყნების რეალურ პოლიტიკაზე გავლენას  არ ახდენს. სააკაშვილის მმართველობისას, წლების მანძილზე ევროპარლამენტის დელეგაციები მუდმივად ბუდობდნენ საქარველოში, არ ჩამოდიოდნენ ჩვენი ტელეეკრანებიდან, მაგრამ დათვალეთ, ამ 9 წლის მანძილზე ევროპული ქვეყნების მეთაურთა  რამდენი სახელმწიფო თუ ოფიციალური ვიზიტი შედგა თბილისში და თავად დარწმუნდებით, რომ ევროპისთვის საქართველო რეალური ინტერესის საგანს არასდროს წარმოადგენდა.

_ პრესკონფერენციის მსვლელობისას ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის საკითხის განხილვას, რამაც «ნაცმოძრაობის» მხრიდან მკვეთრად აგრესიული რეაქცია გამოიწვია. როგორ შეაფასებთ პრემიერის ამ განცხადებას?

_ მოვისმინე გამოსვლა, რომელშიც სააკაშვილი არწმუნებდა სტუდენტებს, თითქოს ივანიშვილმა ევროპულ გზას გადაუხვია,  მან, სააკაშვილმა, კი მიაღწია, რომ ხვალ-ზეგ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მიიღებენ. რაც უფრო ხშირად გამოდის სააკაშვილი სიტყვით, მით უფრო სასაცილოდ გამოიყურება.

ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებულ ზღაპრებზე ბევრჯერ გამომითქვამს აზრი, ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო აქსიომად: პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ამ კავშირის რეალური პროექტი არ არსებობს, მეტიც, მის შესაქმნელად არანაირი სერიოზული მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს. ასეთი კავშირი თუკი ჩამოყალიბდა, ეს იქნება რუსეთის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის, ანუ მდიდარი და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქვეყნები დათანხმდებიან საკუთარ რიგებში გაღატაკებული საქართველოს მიღებას მრავალმილიარდიანი საგარეო ვალითა და ნულოვანი ეკონომიკით. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველო გეოპოლიტიკურად და მენტალურად ევრაზიული ცივილიზაციური სივრცის ნაწილია, მეტიც, რამდენიც არ უნდა იფურთხებოდეს სააკაშვილი, საქართველო კლასიკური ევრაზიული ქვეყანაა. ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც გეოგრაფიის, ისტორიის, ფსიქოლოგიის, გეოპოლიტიკის ანაბანა იცის.

ამ თემასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, თითქოს რუსეთი დღენიადაგ ოცნებობს საქართველოსთან გაერთიანებაზე და მზადაა, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს. «მედასავლეთეები» და რუსოფობები თვლიან, რომ კრემლში დღედაღამ აწყობენ ხრიკებს, რომ როგორმე მიიერთონ საქართველო; რუსოფილები მიიჩნევენ, რომ თითქოს საკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვას რუსეთთან მეგობრობის და ძმობისკენ მისწრაფება და უცებ დაიწყება რეინტეგრაციული პროცესები. სინამდვილეში ეს ასე არ არის. 90-იან წლებში არაერთხელ ვაფრთხილებდი ყველას, რომ დადგება დრო და რუსეთში გაბატონდება აზრი, რომლითაც ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ლენინი, როდესაც 1920 წელს დაწერა: «რად გვინდა საქართველო? მოგვიწევს მისი რჩენა». დღეს რუსეთის ხელმძღვანელობაში და, საერთოდ, რუსეთის პოლიტიკურ კლასში უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს. და ეს ეხება არამარტო საქართველოს, არამედ სხვა ამიერკავკასიურ ქვეყნებსაც და შუააზიურ რესპუბლიკებსაც. მიზეზი მარტივია: მათ მოუწევთ, რუსეთის ხარჯზე არჩინონ ეს ქვეყნები. რას ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოსთან ევრაზიულ კავშირში გაერთიანება? ეს ნიშნავს 13-მილიარდიანი საგარეო ვალის გადახდას, ქარხნების, ფაბრიკების ხელახლა აშენებას, მილიარდების ჩადებას სოფლის მეურნეობაში, მეცნიერებაში, განათლებაში და ა.შ., ანუ პასუხისმგებლობის აღებას სახელმწიფოს განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

ამიტომაც საქართველოს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი პოლიტიკოსებიც კი დელიკატურად დუმან, როგორც კი საუბარი რეინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხება. საქართველოს ეროვნულად ორიენტირებულ, პატრიოტულ ხელისუფლებას, თუკი ასეთი ოდესმე გვეყოლება, მოუწევს კოლოსალური მუშაობა რუსეთის პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური წრეების დასარწმუნებლად, რომ დახმარება და მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს აღმოუჩენენ, მომავალში რუსეთს სერიოზულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მოგებას მოუტანს. ასეთია რეალობა. სხვათა შორის, არ მომისმენია, რომ ახალი ფორმაციის რუსი პოლიტიკოსები სააკაშვილს საქართველოს რუსეთისგან დაშორების გამო აგინებდნენ; აგინებენ იმის გამო, რომ აგვისტოს ავანტიურით აიძულა რუსეთი, ეღიარებინა და სარჩენ კმაყოფაზე აეყვანა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

_ წინა წლებში ხშირად გითქვამთ, რომ ადრე თუ გვიან აშშ წავა კავკასიიდან და საქართველო კვლავ აღმოჩნდება არჩევანის წინაშე _ თურქეთი თუ რუსეთი. ეს პერსპექტივა კვლავ აქტუალურია?

_ დიახ, დღესაც ასე ვთვლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არჩევანი, როგორც ასეთი, აღარ გვექნება. საქმე ისაა, რომ აშშ ასე უბრალოდ არ წავა, იგი  საქართველოს თავის სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეს _ თურქეთს გადასცემს. ამიტომაც ამერიკელები აქტიურად უწყობდნენ ხელს თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკურ ექსპანსიას საქართველოში, რომლის შედეგადაც თურქებმა არამარტო მოიპოვეს გადამწყვეტი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ მთელ აჭარას დაეპატრონენ. როდესაც სააკაშვილმა ასლან აბაშიძის გაძევების შემდეგ განაცხადა, რომ «აჭარა დაიბრუნა», საზოგადოების გაბრიყვებული ნაწილი აღფრთოვანებისგან ყიჟინას სცემდა და ამ ყიჟინის ფონზე სააკაშვილმა აჭარა დედაბუდიანად გადასცა თურქებს! საპასუხოდ თურქები მას ეპატიჟებოდნენ წითელი ლენტების გასაჭრელად, იმ ობიექტების გასახსნელად, რომლებიც მათ თავიანთთვის, კავკასიაში თურქეთის დამკვიდრებისთვის ააშენეს…  ამ დღეებში სააკაშვილმა ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ამით სერიოზული პრეცედენტი შექმნა. თუკი მომავალ წელს ათი ათასი თურქი, რომელმაც ასამდე ქართული სიტყვა იცის, გამოთქვამს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს, ხელისუფლებას აღარ ექნება მათთვის უარის თქმის საფუძველი. უარი თურქეთის მიერ განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და შეიძლება ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღოს.

_ კი მაგრამ, რუსეთი ხომ დღემდე არის აჭარის ავტონომიის გარანტი _ განა მისი თურქეთთან შეთანხმებანი არ არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია?

_ რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსეთი დიდხანს აღარ დარჩება ასეთ გარანტად. რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთმა რომც გაააქტიუროს თავისი კავკასიური პოლიტიკა და საქართველოს მხარდაჭერა გადაწყვიტოს, აჭარის შენარჩუნება, მე მგონი, მაინც აღარ გამოგვივა. იმ დროისთვის რუსეთი, ალბათ, ამერიკელების მსგავსად, თუ მთელ საქართველოზე არა, აჭარაზე ნამდვილად აღიარებს თურქეთის უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში, აჭარისთვის რუსეთი მეტს აღარ იომებს. ამიტომ ძალიან მაშინებს რელიგიურ ნიადაგზე შეხლა-შემოხლა, რაც ბოლო დროს ჩვენთან ასე გახშირდა. ასეთი დაპირისპირებები, განსაკუთრებით აჭარაში, შეიძლება თურქეთის აგრესიის პირდაპირი საბაბი გახდეს. თუმცა «აჭარის საკითხის»  გადაწყვეტა, შესაძლოა, რეგიონში მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის, მაგალითად, სირიაში ომის შედეგადაც მოხდეს.

_ როგორ ფიქრობთ, რუსეთმა შეძლო სირიაში ომის თავიდან აცილება თუ ეს დროებითი სიწყნარეა?

_ პრეზიდენტმა პუტინმა მოახერხა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ობამა აიძულა, უარი ეთქვა სირიაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაზე, რომელსაც მილიონობით მსხვერპლი მოჰყვებოდა. ვფიქრობ, ამ საქმეში მნიშნელოვანი დახმარება გასწიეს ისრაელმა და ებრაულმა ლობიმ ამერიკაში, რომლებიც შიშობდნენ, რომ ომის შემთხვევაში სირია ქიმიურ იარაღს, როგორც თავდაცვის უკანასკნელ საშუალებას, აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენებდა. მაგრამ სირიიდან ქიმიური იარაღის გატანისა და განადგურების შემდეგ ომის საფრთხე თავიდან დადგება. ამერიკელები სირიას ახალ-ახალ მოთხოვნებს წაუყენებენ, მათ მიერვე დაფინანსებული ისლამისტი ტერორისტების ხელით ახალ-ახალ სისხლიან სპექტაკლებს გაუთამაშებენ, რათა სირიის ხელისუფლება «საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მხეცურ მოპყრობაში» დაადანაშაულონ, მოაწყობენ ათეულობით პროვოკაციას, მაგრამ მაინც აუცილებლად «იპოვიან» საბაბს, თუნდაც ამისთვის ბაშარ ასადის ყურის ფორმის «ანტისაკაცობრიოდ» და «ბარბაროსულად» გამოცხადება დასჭირდეთ. მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების მორჩილებაში საყოლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება «ყველას ყველასთან» დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომელსაც აქვს განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია.

გაიხსენეთ ისტორია. მრავალრიცხოვანი ომებიდან, რომელთაც აშშ აწარმოებდა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, ყველა მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა. ვიეტნამში 10-წლიანი ომი კონგრესის მოტყუებით დაიწყეს, რომ თითქოს ვიეტნამელები ამერიკულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად მივიღეთ 3 მილიონი მოკლული ვიეტნამელი, რომელთაც, სხვათა შორის, ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენებით ხოცავდნენ, სანაცვლოდ კი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მილიარდობით დოლარი იშოვა. გაიხსენეთ კოსოვოში  ბოსნიელების «მასობრივი მკვლელობებისა» და «ალბანელთა გენოციდის» ამსახველი დადგმული ვიდეოკადრები, რომელთაც სერბი მოსახლეობის უმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთის დაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთ «უტყუარი მონაცემები» ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი, დღემდე ყოველდღიურად 50-100 მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, მძლავრად განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ ნავთობკომპანიებმა, მათ შორის ბუშისა და ჩეინისამ, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმა «დისიდენტებმა»  «დემოკრატიისა და თავისუფლების» მოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ მოსახლეობის კეთილდღეობის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყანა აღარ არსებობს, ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე, ტუნისი, იემენი, სადაც  ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინული «ნარინჯისფერი» და ჩვენებური «ვარდების»  მსგავსი «რევოლუციები» რომ მოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი.

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ამერიკა თანამედროვე მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად, ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთა ბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას. ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკკეინის მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს და აშშ-ში არსებობენ ძალები, რომელთაც შეუძლიათ მისი აგრესიის მოთოკვა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არამარტო შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

ესაუბრა ირაკლი თოდუა

გააზიარეთ

30 COMMENTS

  1. ნენა, არგვინდა ჩვენ ცოცხალი თავით მეორე დუბაითქვა მიაწვდიეთ ჩვენ ბიძინიეს ვინმემ ხმა. ნავთობი და უდაბნოს ქვიშაზე ალერგია გვაქვენ და არ გვინდა მაგი მეორე დუბაი თუ რაცხა ჯანაბაა, მეორე ჭორვილად გვაქციე მაგასაც დავჯერდებითთქვა, უთხარით ნენა მემ ვბიძინიეს…

  2. რას გავიტანეთ იმ მცხეთის რეაქტორიდან ურანი იყო თუ ცეზიუმი თუ პლუტონიუმი? ამერიკას ვერა მაგრამ სომხებს მაინც ხომ შევაშინებდით რომ წალეკეს ნახევარი საქართველო?

  3. ჩემ კომენტარს რატომ არ დებთ? ფეისკონტროლი ვერ გავიარე? კაი გავიმეორებ – ბიძინა არის სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა, მისი შნირი ანუ ხელისბიჭი. ის იმიტომ მოიყვანა მიშამ რომ ბევრი დურაკობაა გააკეთოს, ისე მოიქცეს მიშაზე უარესად რომ ხალხს მიშა მოანატროს და ახალ არჩევნებში ნაცებმა მოიგონ. ეს არის ახალი თოჯინების თეატრი დოყლაპია გურჯებისთვის და თუ ვინმეს რამეს თავი აქვს ბიძინას შორიდან კი ნუ უყეფს, ერთად დავდგეთ და დავახვევინოთ სააკაშვილსა და მის მონა იბანიშვილს

  4. ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი დაპირისპირება გაიზრდება.

    ეს,

    რუსეთთან სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენა ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, უბრალოდ გამორიცხულია.

    და ეს

    ევროპულ ქვეყნებს აბსოლუტურად არ ანაღვლებთ ქართველი «რეფორმატორების» ბედი.

    ფაქტი არ არის ანუ არ არის ჭეშმარიტება უმაღლეს ინსტანციაში, მაგრამ აი ამას : პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს – წყალი არ გაუვა 100 პროცენტიანი ვინც 2008 ის მერე კიდო ნატო ნატოს იძახის ერთმნიშვნელოვნად მოღალატეა, დედაბუდიანად სარზეა გასასმელი

  5. QARTUL FANTAZIAS ARAVIN CHIVIS BATONO ALEQSANDRE, AMAS MICHVEULEBI VART,ASETI AYVAVEBA KETILDGEOBIS FANTAZIA GVQONDA 2003 SHI, MTAVARIA ES FANTAZIAC AR GVEQCE KOSHMARAD, MORIG QARTUL KOSHMARAD, DUBINKEBIT, COCXEBIT DA SXVA TANMXLEBI ATRIBUTEBIT.

  6. კი არ გონია ბიძინა ისე იქცევა თითქოს ეს ქვეყანა მისი კერძო კომპანია ოყოს, არც მოსვლა კითხა ვინმეს არც წასვლას ეკითხება. ეს მაჩვი მარგველაშვილი დაასახელა კანდიდატად და იზახის ყველაზე მაგაიო, რესპუბლიკელი ტახსირება ქვეყანას თავზე დაასვა და იზახის ერის მამები არიანო, დურდომია რა

  7. ძალიან კარგია, ბიძინა წყალწაღებულ რესპებზე და გამოქლიავებულ მარგველაშვილზე რომ აკეთებს აქცენტს. როგორც კი იგი წავა, ეს გაკოტრებული პოლიტაკინები საერთოდ მოკვდებიან პოლიტიკურად და დიდი შანსი ექნებათ ჭეშმარიტად პატრიოტ ძალებს აღზევდნენ ხელისუფლების სათავეში.

  8. ახლა არჩევნებზე გაფარჩაკებიან ნაცებიც და ქოცებიც. 27 ოქტომბრის მერე იწყება ახალი ეპოქა, ჩნდება პერსპექტივა,შანსი შეიქმნას პოლიტიკური ძალა რომელიც არ იქნება დაკომლექტებული ცერეუს, მოსადის მი6 და ფსბეს კადრებით – ტუ ეს არ მოხერხდა საქარველოში ყველა პოლიტიკური პროცესი იქნება ფიქცია, რადგან ადგილი ექნება არა პოლიტიკურ პროცესებს როგორც ასეთს არამედ იმას თუ რომელი სპეცსამსახური აჯობებს სხვებს და შესაბამისად რომელი სპეცსამსახურების ადეპტები იქნებიან აქ ხელისუფლებაში, ეს კი ადრე თუ გვიან (უფრო ადრე, ვიდრე გვიან) დამტავრდება საქაღველოს ან სრული დაშლით ან მისი ლიბანიზაციით… მოკლედ, ვისაც რამე შანსი გაქვთ რაც დროზე წახვალთ ამ ქვეყნიდან მით უკეთესი

  9. kartveli politikosebis adgilze me grzelvadian proeqtebs da gegmebs ar camovickebdi. axla droebit gacherda siria magram es ar iqneba didxans da iq tu ara sxvagan daickeba didi, seriozuli omi da areuloba, zveli msoflio wesrigi ar mushaobs, axali ki sanam figurantebi zalebs ar mosinjaven, dasasjels ar dasjian, tavshi avardnili visac aqvs imas ar gatyepaven ise am axal cesrigs da axal msoflio gavlenebs ver gaiyofen da aq aris chveni saqme cudad, imitom rom iranis rusetis da turqetis yuriszirshi vart amerikis interesebis forposti da didi albatobi regionshi areulobis dawyebistanave pirveli chven mogvxvdeba yuriszirshi da mere an turqets migvaertebn an rusets.

  10. მართალი ხარ ჩემო ძმაო მაკ კეინი არის უფინტელექტო სისხლის და ფულის მოყვარულიუ ნაძირალა რომელმაც ჩვენი ქვეყანა და ე.წ.პრეზიდენტი ჩაატრია რუსეთთან კონფლიქტში ტავის ინტერესებისთვის

  11. ასეთი ღრმა ანალიზი და ჭეშმარიტება დიდი ხანია არ მომისმენია მეც ვამჩნევ რომ ამათმა კოაბიტაციამ ისეთი სახე მიიღო რომ უკვე ჩახუტებაში გადაიზარდა ამას კი ხალხი არ აოპატიებს

  12. დუბაი,სინგაპური…….ამათ ჩვენ დეგენერატები ვგონივართ მგონი მაგრამ არა უშავს ამათაც გადმოვაყუდებთ მაგიოს დროც მოვა

  13. მართალს ლაპარაკობს ეს ადამიანი მაგრამ რად გინდა ჩვენ ხომ კასტრირებული საზოგადოება ვართ ჯერ გამსახურდიას შევარდნაძე ვარჩიეთ ის გვიშველისო მერე ამან რომ ქვეყანა უფსკრლტან მიიყვანა ხმა მასზე უარეს არაქართველ სააკაშვილს მივეცით აიდა ეს დაგვანახებს სინათლესო იმან კიდევ უფრო საშინელ შარში გაგვხვია ეხლა ესენი ავირჩიეთ და ერთ წალიწადში ონანიზმის და სტალოინის გინების მეტი არაფერი გაუკეთებიათ

  14. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის საკითხი ჩემი აზტით პირველ პლანზე უნდა გამოვიტანოთ რადგან ჩვენი ეკონომიურ პოლიტიკური წარმატება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზეა დამოკიდებული რასაც ალტერნატივა არ აქვს

  15. ბოლო ათწლეულებზე ადრეც ამერიკა იყო თანამედროვე მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის ერთ ერთ მთავარ ძალა, ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთა ბანდა, მაგრამ აქ მთავარია რომ
    დღეს ყველაფერს სხვისი ხელებით ისევე იმ ქვეყნის ლიბერალ გამყიდვლებით აკეთებს,.ამისთვის გამოზარდეს სოროსის ფონდში ეგ ახალგაზრდა ლიბერასტეწბი

  16. მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევა ლიბერასტების მორიგი გამარჯვება იქნება ტრადიციულ ქართველ ერზე!!!!!!! მთლიანი მართველი კლასი, ბიძინას საკადრო პოლიტიკას თუ გადავხედავთ მალე სრულად ლიბერალებისგან დაკომპლექტედება.ამიტომაც აუცილებელია კონსრევატორულ იდეოლოგიულ პლატფორმაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის შექმნა,რათა ლიბერალების განდევნა მოხდეს სახელისუფლები სტრუქტურებიდან, თორემ გადავშენდებით.

  17. საშას მივესალმები !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    ბატონი საშა არის დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი პროფესიონალი გეოპოლიტიკოსი გეთანხმებით ბევრ რამეში და წარმატებას გისურვებთ!!

  18. წაიღეს ამ კოსმოპოლიტებმა ტვინი ძალით გვტენიან ჩვენთვის მიუღებელ აზროვნებას და ცხოვრების წესს.არა ძმაო მე ტრადიციაზე აგებული საზოგადოება მინდა

  19. გეოპოლიტიკური ანალიზის სამჭედლოა ამ ადამიანის ინტერვიუ მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ფურცელს არ ცდება

  20. სააკაშვილი, შევარდნაძის მსგავსი მატყუარაა, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ილუზიებში ცხოვრობს. ბატონო საშა თქვენ ბრძანდებით ნამდვილი პატრიოტი ეს უბრალოდ თქვენს გეოპოლიტიკურ აზროვნებაშიც გამოხატება…

  21. სასაცილოა უბრალოდ, რატომ მიისწრაფიან დასავლეთისკენ, არ გვცჰირდებიან ჩვენ ქართველებს ფულზე დამოკიდებული კაპიტალისტები, რომელთაც დაკარგული აქვთ ყველანაირი ადამიანური გრძნობა და რობოტებივით დაპროგრამებულები არიან.. კაპიტალისტური წყობა, ხომ პირდაპირ ეწინააგმდეგება ჩვენს სარწმუნეობას, მორალს,ადმიანობას.. არ გვჩირდება რომელიმე ქვეყნად ქცევა..

  22. უარეს დგეშიც ვყოპილვართ და გამოვასწორებთ ამ საშინელ, ჩაობს დამსგავსებულ სიტვაციას, რადგან ქართველებს გვყავს ბევრი პატრიოტი დამიანი, რომლებიც სახელმწიფოში მოსვლისთვის იბრძვიან

  23. ბ-ნო ალექსანდრე კიდევ ერთხელ გეთანხმებით თქვენს მოსაზრებებში. თ ქვენ თქვენი ანალიტიკური წერილებით ნამდვილი ქართველი ხართ,აზროვნებთ ქართულად! ეს ჩვენი ხალხია დაუნახავი რომ არ ესმით თქვენი ვითომ ყველა პოლიტიკოსობს, ყველაფერში ვერკვევით – სინამდვილეში კი ჩვენი კუჭის იქით ვერ ვხედავთ ვერაფერს. მე მესმის რომ,ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ დადგება ახლო მომავალში დრო როდესაც ვადამდელი არჩევნები ჩატარდება აი, მაშინ კი გარედან მაყურებლის როლში ყოფნის უფლებას არ მოგცემთ თქვენ უნდა იბრძოლოთ ჩვენ გვერდში დაგიდგებით ჩვენ ბევრნი ვართ ვინც ასე ვფიქრობთ.ასევე მივმართავ ბ-ნ გიორგი თარხან-მოურავს, ბ=ნ გია მაისაშვილს, გაერთიანდით!

  24. ასეა ძმაო როდესაც ქვეყანას პატრონი არ ყავს მაჯლაჯუნები დაეპატრონებიან ამიტომ საჩქაროთ კისრები უნ და გავაგდებინოთ მაჯლაჯუნებს

  25. თუ დააკვირდებით,სასწრაფოდ გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები გადასარჩენად.დახ არც მეტი და არც ნაკლები,გადასარჩენად!ყველა ქართველს, ვისაც შეუძლია ქართული პოლიტიკა აკეთოს ყველა საქართველოში უნდა დაბრუნდეს.ჯერ კიდევ სანამ გვიან არ არის.

  26. გავერთიანდეთ ქართველებო და ძველი სახეები ვინც ვითომ "ქართულ"პოლიტიკას აკეთებს – ყველას სანაგვისკენ გზა დავულოცოთ. რამდენი კარგი ახალგაზრდა შეიწირა მაგათმა ლიბერტანიაობამ.და ყოველთვის გვახსოვდეს – ჩვენ ქართველები ვართ და ქართული პოლიტიკა უნდა გავატაროთ ჩვენ წინ, ჩვენი ქართველობით გაბრწყინება გველის.მოსახლეობის აღწერა ჩავატაროთ. დავაზუსტოთ ამომრჩეველთა სია.რეფერენდუმი ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნების თაობაზე . ვთხოვოთ ბ-ნებს : გ.თარხან-მოურავს, ალ.ჭაჭიას,გ.მაისაშვილს,გაერთიანდნენ და გავერთიანდებით!

  27. ძალიან გთხოვთ გაეცნოთ ამ სამეულის ნააზრევს საქართველოზე მერე მიხვდებით ყველა,რატომ ეს სამეული.სამივეს აქვს პოტენციალი გააერთიანონ და ეკონომიურად გააძლიერონ საქართველო. აფხაზეთიც ჩვეს გვერდით იქნება და სამაჩაბლოც.რაც მთავარია დრო არ უნდა გავწელოთ, თორემ დღევანდელი პოლიტიკით უკვე აჭარასაც ვკარგავთ (თუ უკვე გვიან არ არის). გამოფხიზლდით ქართველებო, გიბრძანებთ ყველას გამოვფხიზლდეთ და ვიმოქმედოთ. ვ ი მ ო ქ მ ე დ ო თ !

  28. საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბების და სახელმწიფოს გადარჩენის პროექტი.

    სახელმწიფო ერთმა უნდა მართოს!
    სახელმწიფო ერთმა კაცმა უნდა მართოს და ყველა პასუხისგებლობა მას უნდა ეკისრებოდეს.
    თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა დაივიწყონ სიღარიბე, უმუშავრობა და ომიანობა, ამისათვის სახელმწიფოს მართვა მთლათ უნდა შეიცვალოს. ამაში მე სრულიად დარწმუნებული ვარ.
    კანონმდებელი მხოლოდ ერთი კაცი უნდა იყოს, მას არჩევნებამდე უნდა ჩამოყალიბებული ჰქონდეს ამა თუ იმ სამინისტრო სტრუქტურების სამუშაო კურსი. პარტიის ლიდერს არჩევნებამდე, შერჩევითი გზით, შერჩეული უნდა ჰყავდეს ყველა სტრუქტურის მინისტრები, რომელნიც შეიმუშავებენ და დააკმაყოფილებენ ამ პარტიის პოლიტიკური კურსის განხორციელების გეგმას, ამის შემდეგ შესწორებული კანონების სახით მიაწვდიან კანონმდებელს, ანუ პარტიის ლიდერს, (რომელიც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,
    სახელმწიფოს მეთაური გახდება.) კანონმდებელი მოახდენს შესწორებებს (თუ ის ამას მოითხოვს) გამოიყენებს მას არჩევნებისა და სახელმწიფოს მართვის პერიოდში. გეთანხმებით, ეს პროცესები შრომატევადი იქნება პარტიულ მუშაკებისთვის, მაგრამ რას ვიზამთ?! ეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადადგმული კეთილი ნაბიჯი იქნება. მოსახლეობის მდგომარეობა, ყოველ მიმართულებით სწრაფათ გამოსწორდება და თქვენ ყველანი მათი სალოცავი, საფიცარნი გახდებით.
    ეს სახელმწიფო მოწყობის პროექტი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება ახალი რამ

  29. ის პოლიტიკოსები ,რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდებიან, ან ისინი არიან ბრიყვები და უნამუსოდ ცრუობენ ანაც ერი ჰგონიათ დეგრადირებული, აბსოლუტურად ვეთანხმები ბ-ნ ალექსანდრე ჭაჭიას ანალიზს გეოპოლიტიკური საკითხის სწორად განსჭვრეტში, ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მან გეოგრაფია,ფსიქოლოგია და გეო-პოლიტიკური ანა-ბანა იცის!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here