Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: კოალიცია «ქართული ოცნება» პრაქტიკულად დაშლილია

ვასილ ჭიჭინაძე: კოალიცია «ქართული ოცნება» პრაქტიკულად დაშლილია

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ამბასადორიალზე განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო. მისივე თქმით, დიდწილად ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი წინსვლა, დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. 27 ოქტომბრამდე ორი თვეც არ რჩება. როგორც დიპლომატს, რა შთაბეჭდილება გექმნებათ და საერთოდ, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო პროცესებს?

_ ნატოს გაფართოება, ისევე, როგორც ჩვენთვის ევროკავშირის, ამ ეტაპზე ზღაპარია. ყოველ შემთხვევაში უახლოეს 15-20 წელიწადში იქ არავინ მიგვიღებს და რანაირი დემოკრატიაც უნდა ავაშენოთ, სულ მთლად ტყავიდანაც რომ გამოვძვრეთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქოლგას ვერ ვეღირსებით. ახლა რაც შეეხება არჩევნებს: ყველაფერი შედარებითია და დარწმუნებული ვარ, ესენი «ნაციონალებზე» უკეთ ჩაატარებენ ამ პროცესს, მაგრამ, მეორე მხრივ, ბოლო პერიოდი რასაც ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი მთლიანობაში რაღაცნაირად დანებდა. ამ კაცს, მარგველაშვილს, ან არ უნდა გამარჯვება, ან გამოფიტულია და მეტი აღარ შეუძლია, ან კიდევ ვერ გავიგე, რა უნდა…

_ რატომ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?

_ პოლიტიკაში ანბანური ჭეშმარიტებაა, _ პოლიტიკოსები, ცხადია, ოპონენტებს ვგულისხმობ, ერთმანეთის საპირისპიროდ გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს შეურაცხყოფას და მტრობას, მაგრამ მთელი ამ წინასაარჩევნო პროცესების მანძილზე, რაც კოალიციამ საკუთარი კანდიდატი დაასახელა, ფაქტობრივად, ვერანაირ ოპონირებას ვერ ვხედავ. ყველა მარგველაშვილს ესხმის თავს, ყველა მის დისკრედიტებას ცდილობს, თვითონ კი პრაქტიკულად ინერტულია. ასეთი მიდგომა თავისთავად კითხვებს აჩენს და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს ქრონიკული უმოქმედობა «ქართულ ოცნებას» საბოლოოდ ძალიან ძვირი დაუჯდება.

_ თავის მხრივ, მარგველაშვილს წამოსაძახებელი, პრინციპში, ბევრი არც არაფერი აქვს.

_ გეთანხმებით, მაგრამ მას არც პოლიტიკური წარსული აქვს. ვინ იყო აქამდე მარგველაშვილი? _ ჩვეულებრივი ექსპერტი, რომლის მსგავსიც შეიძლება არაერთი ყოფილიყო. რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: თუ ვინმეს რაიმე წამოსაძახებელი აქვს დღეს ქართულ პოლიტიკაში, უპირველესად, ესაა ნინო ბურჯანაძე. ასევე შალვა ნათელაშვილზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და სხვებზეც. დავით ბაქრაძეზე საერთოდ არაფერს ვამბობ…

_ დავაკონკრეტოთ: ბურჯანაძის მიმართ რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს?

_ საზოგადოებას და მით უფრო ისტორიას არაფერი ავიწყდება. ამას წინათ ინტერნეტში გავრცელდა 7 ნოემბრის კადრები და რა კომენტარებს აკეთებდა მაშინ ბურჯანაძე. ყველას კარგად გვახსოვს მისი განცხადება პარლამენტში, რომ თურმე სახელმწიფო გადარჩა. ეს იყო პირდაპირ მისალმება და ტაშის დაკვრა იმ  არაადამიანურ, არადემოკრატიულ ქმედებაზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა განახორციელა.

_ ამაზე მან ბოდიში მოიხადა.

_ ბოდიშის მოხდა ყოველთვის არაა პოლიტიკური დივიდენდის მიღების საშუალება. ასე რომ იყოს, მაშინ სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ახალაიასაც და მთლიანად «ნაცმოძრაობასაც» ექნებოდა დღეს მობრუნების სერიოზული შანსი. ბურჯანაძესთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა და, დღეს რომ ამაზე აქტიურად არ საუბრობენ, არაფერს ნიშნავს. იმავე წყნეთის აგარაკთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალი რომ გავიხსენოთ, მისთვის სერიოზული ლაქაა. ასე რომ, ერთი ბოდიში ვერანაირად გადაწონის ამდენ მინუსს. პოლიტიკაში ასე იოლად არ ხდება შეცდომებისგან განწმენდა.

_ ესე იგი, თქვენი აზრით, მომავალ არჩევნებზე ბურჯანაძის შანსი მცირეა?

_ ის რომ ფავორიტი არ არის, მგონი, ამაში ყველა დამეთანხმება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: უკვე იმდენ შეცდომას უშვებს «ოცნება» და იმდენად არასწორი სტრატეგიით მოქმედებს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

_ რას გულისხმობთ?

_ ქუჩური სლენგით თუ ვიტყვით, ესენი გაიჩალიჩებენ იმას, რომ ბურჯანაძე გავიდეს. აქ ასევე მეორე მომენტიცაა: ახლახან ინტერნეტში გავრცელდა რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის განცხადება: ბურჯანაძეს დავით ბაქრაძე მირჩევნიაო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ერთი გუნდი ხომ არის კოალიცია?! მე ვეღარ გავიგე უკვე!

_ ამასწინათ ალასანიამაც, ცოტა არ იყოს, დამაბნეველი განცხადება გააკეთა ამერიკიდან, როცა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაკეთებული საქმეებისთვის.

_ ეს განცხადება, დამაბნეველი კი არა, აბსოლუტურად კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რა დროს ქათინაურებია და საამებელი სიტყვები, ვის სჭირდება ეს?! საერთოდ, ამ ალასანიას რომ ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელია; ან მეორე ვარიანტია: მას არ აქვს «ოცნებაში» იმხელა დასაყრდენი, რომ პრინციპულობა შეინარჩუნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კოალიციის რეიტინგზე ძალიან ცუდად აისახება ის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ნათლად იკვეთება. მხედველობაში მაქვს მასში შემავალი სტრუქტურების მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი, საპირისპირო განცხადებები…

_ გინდათ თქვათ, რომ მმართველ გუნდში, შესაძლოა, შიდადაპირისპირება იყოს?

_ მარტივად შევხედოთ ამ ყველაფერს. მარგველაშვილი რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში დადის, გინახავთ სადმე მასთან ერთად კოალიციის ლიდერები _ ან ალასანია, ან ბერძენიშვილი, ან რომელიმე სხვა? მარტო მინისტრები დაჰყავს. ეს ხომ თავისთავად კითხვებს აჩენს? ვერ დაიმალება, რაც სინამდვილეში ხდება _ რა თქმა უნდა, კოალიციაში შიდა დაპირისპირება არის.

_ როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეს უქმნის ეს «ქართულ ოცნებას»?

_ «ქართული ოცნება» პრაქტიკულად დაშლილია. ის უკვე აღარაა ერთიანი  გუნდი. ზუსტად ამიტომ უნდა დაიშალოს მოქმედი პარლამენტიც და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ამას საზოგადოება მოითხოვს. ასე რომ, რაც უფრო ადრე შეისმენს მმართველი გუნდი ხალხის სურვილს, მისთვისაც და ქვეყნისთვისაც  უკეთესი იქნება. თუ არა და, ყველა ვხედავთ, ახლა რა პროცესიც მიდის _ «ოცნების» რეიტინგი თვალსა და ხელს შუა ქრება.

_ იქნებ ამიტომაც ჩქარობს პრემიერი პოლიტიკიდან წასვლას?

_ მისმა ამ განცხადებამ საერთოდ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ვერ გავიგე, რას აპირებს ეს კაცი: ხან ამბობს, მივდივარო; ხან _ არ მივდივარო… გვირილაზე რომ თამაშობენ «მიყვარხარ, არ მიყვარხარ»-ს, ისეა ჩვენი საქმე.

_ მან თქვა: ქვეყანას რომ დავალაგებ, მერე წავალო.

_ ის ახალი წლის მერე აპირებს წასვლას და რაღა დარჩა იქამდე, ოთხი თვეც არაა, ამ ოთხ თვეში მოახდენს სასწაულს? ღმერთმა ქნას, მაგრამ, იცით რა, ხალხიც აღარაა უკვე ისეთი მიმნდობი და გულუბრყვილო, ადრე რომ იყო; არავის სჯერა ვიღაც-ვიღაცების ყოვლისშემძლეობის. რწმენას, უპირველესად, საქმე აჩენს. სად არის ეს საქმე?! პლასტელინივით კაცის იმედად თუ ტოვებენ ქვეყანას, ყველაფერი გასაგებია…

_ რაც შეეხება სირიაში განვითარებულ მოვლენებს, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ, თუკი იქ შეიარაღებული მოქმედებები რეგიონულ ხასიათს მიიღებს, ამ პროცესში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს. თქვენ წლების მანძილზე ახლო აღმოსავლეთში ელჩად იყავით, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა საფრთხეები არსებობს?

_ ის, რაც დღეს სირიაში ხდება, უამრავი წინაპირობითაა გამოწვეული და ამაზე საუბარს ერთი საგაზეთო ინტერვიუ ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ ჩვენ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ამ პროცესებს ჩვენი ინტერესების ჭრილიდან უნდა ვუყუროთ. მე ყურადღებით ვაკვირდები, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და, რასაც ვხედავ, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, რადგან, ელემენტარულად, ხალხის გამოყვანას ვერ ახერხებენ. რატომ? რის გამო? _ ჯერ კიდევ როდის ვთქვით, რომ საელჩოები უაზროდ და, ფაქტობრივად, უფუნქციოდაა გახსნილი. მაგალითად, სირიას ფარავს ეგვიპტე, ამ დროს არც ესაზღვრებიან ერთმანეთს. ნორმალურია ეს?! ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც. ასე რომ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი პოლიტიკა.

_ საქართველოზე რამდენად მოახდენს გავლენას იქ მიმდინარე პროცესები?

_ თავისთავად ეს აისახება ჩვენზე. ამას დიდი გათვლები არ სჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მუსლიმები რამდენი არიან, თითქმის მილიარდნახევარი. ამ დროს ნუ დაგვავიწყდება, სად ვცხოვრობთ, _ აგერ გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი და არც ის სირიაა შორს.

_ ამით რის თქმა გინდათ?

_ თუკი ამერიკის გეგმა განხორციელდა, სირია მოაქცია თავის გავლენის ქვეშ და შემდეგ დაარტყა ირანს, ჩვენ აღმოვჩნდებით პირდაპირ საცეცხლე წერტილში. ჯერ ვერ ხედავთ, თბილისში რა ხდება, რამდენი ირანელია? იქით, აჭარაში კიდევ  40 ათასი თურქია ჩაწერილი. ექსპანსია მეტი კი არაფერია.

_ ახალმა ხელისუფლებამ ხომ გაამკაცრა ვიზების გაცემა. უცხოელებზე მიწის გაყიდვაც აიკრძალა.

_ ჩვენ ამ შემთხვევაში შედეგით ვიმსჯელოთ. ვერ ხედავთ, რა ხდება თბილისში? _ პლეხანოვზე გაივლი, თურქეთი გეგონება, რუსთაველზე _ ირანი; ახლა კიდევ ეს სირიელები თუ მოგვაწვნენ, ისე გავქრებით, ვერც გავიგებთ. მიწას რაც შეეხება, კარგია, რომ კანონი მიიღეს და უკვე აღარ იყიდება უცხოელებზე, მაგრამ რაც მანამდე გაიყიდა, იმას რას ვუშვებით?! რაღად გვინდა ეს კანონი აწი, თუ იქამდე გასხვისდა და განიავდა ყველაფერი.

_ დასასრულ ისევ არჩევნებზე გკითხავთ: არ მინდა მკითხაობასავით გამოგვივიდეს, მაგრამ, თქვენი აზრით, რა შეიცვლება 27 ოქტომბრის შემდეგ და რა რეალობას მივიღებთ?

_ ეს საუბარი შეიძლება მართლა მკითხაობას დაემსგავსოს, წინასწარ პროგნოზების გაკეთება ყოველთვის ძნელია. ალბათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს. მით უფრო, რომ ახლა ძალიან საეჭვოა, მარგველაშვილი გავა თუ არა…

_ ვთქვათ, მარგველაშვილი დამარცხდა და გაიმარჯვა სხვა კანდიდატმა, მაგალითად, ბურჯანაძემ.

_ ასეთ შემთხვევაში დაიშლება პარლამენტი და ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. ეს იქნება, ალბათ, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად.

_ მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში გამორიცხავთ ვადამდელ არჩევნებს?

_ ხომ თქვა ივანიშვილმა, რომ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას. მას იმის თქმა უნდოდა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

_ თუ ხალხი მოთხოვს?

_ მერე რა, ვინ დაშლის პარლამენტს? მარგველაშვილი? კაცი, რომელიც იძახის, ბიძინას შენიშვნას არ მივცემო? ეს არ მოხდება. კოალიციაში დღეს არ არსებობს ცალკე აღებული ერთი რომელიმე ძალა, ივანიშვილის წინააღმდეგ რომ წავიდეს და რეალურად შეაცვლევინოს მას რაიმე.

_ გამოდის, რომ მომავალ არჩევნებში საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის მისაღები კანდიდატურა, ფაქტობრივად, არ მონაწილეობს.

_ სამწუხაროდ, ასეა და ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდად აისახება არჩევნების საბოლოო სურათზე. ის კი არა, ვშიშობ, რომ კოალიცია იმდენს იზამს, ერთ-ორ წელიწადში «ნაციონალებს» მოაბრუნებს.

_ არსებობს ამის თეორიული შანსი?

_ თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და ეს უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება. ამან დაღუპა თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება, ეს დაღუპავს «ოცნებასაც». ყოველ შემთხვევაში, რა გზითაც დღეს ესენი მიდიან, წარმატების გზას ვერ დავარქმევთ. თუ ასე გაგრძელდება, კოალიცია ძალიან მალე გაქრება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ესე იგი, მარგველაშვილი ერთი "ჩვეულებრივი ექსპერტია" და შენ "არაჩვეულებრივი დიპლომატი" ხარ? რა გაგიკეთებია, შევარდნაძისდროინდელ აფიორებს ხომ არ გულისმობ?

  2. ნაცქაქები მივლენ ასე:
    ყველანი ლანძღავენ ერთმანეთს და სულყველას, ოცნება იშლება, მონაწილე ყველა პარტია ხმებს გაიყოფს, ნაცკუილები როგორც სტაბილური 10-15% მქონე ამ არეულობაში კარგათ შევლენ პარლამენტში და ვინც კიდევ ვერ იხმარეს, იხმარენ. ჩვენ შევალთ ევროკავშირში რადგან ყველა გაპიდარასტებულები ვიქნებით და გეებს ხომ არ დავუწყებთ ჩხუბს? გამარჯობა ბიჭო ზდრასტი, აქ ყველაა პიდარასტი.

  3. ჩვენ რისი პრეტენზია გვაქვს, ნაცპიდერები, არასამთავრობო "ლგბტ" დაკომპლექსებულები, "საერთაშორისო გამჭვირვალოები" და "გაუმჭვიევალები", წიკლაურები და კეკელა ლომჯარიები, ანეგდოტური თუთბერიძეები და "ნინია – აგირიე ტვინიები" გვასწავლიან რა გზით წავიდეთ ევროპისაკენ, უთავმოყვარე, უვიცი, გამოუცდელი, გასათხოვარი თუ ორჯერ ქმარგამოცვლილი, ხელმოცარული გოგო-ბიჭები საქართველოს განვითარების კურსს განსაზღვრავენ. ქართული ტელევიზიები თავის არანაკლებ ცოდნას აფრქვევენ. ჩვენთვის ნათელია რომ "რუსთავი 2" ასოცირდება "ნაც ბოროტ მკვლელებთან" და თავისი დამფინანსებლების გადარჩენის რეჟიმში დგანან, გვერძე "იმედია" რომელიც არველაძის პერიოდიდან ვერ გამოდის, და პრაქტიკულად "რუსთავი 2" ის ფილიალია. რა ქნას "მაესტრომ" რომელიც 2 კიკილა ჟურნალისტით ვერაფერს აწყობს პროპაგანდურ- ინდუსტრიულ ნაცმონსრტებთან ორთაბრძოლაში, ვერც ოხუნჯი და გონებამახვილი ვ.ოდიშვილის ანეგდოტები აკლებს რამეს ამ ნაძირლებს. ბიძინამ, მიშასგან განსხვავებით იდეოლოგიის და ტელემაუწყებრივი გავლენის ფასი ჯერ ვერ გაიგო და 100:0 აგებს საზოგადოებრივი ზემოქმედების თვალსაზრისით.გადამრჩენი არ სჩანს. მივექანებით არსაით, ან ვრჩებით გამჭვირვალე გონების ამარა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თენგო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here