Home რუბრიკები საზოგადოება მმართველ კოალიციაში რესპუბლიკელების სახით არის ძალა, რომელიც გარდაცვლილ პირველ პრეზიდენტს ებრძვის

მმართველ კოალიციაში რესპუბლიკელების სახით არის ძალა, რომელიც გარდაცვლილ პირველ პრეზიდენტს ებრძვის

505

მოძრაობა «ეროვნულების» ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საჯაროდ მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხის დედაქალაქის საკრებულოში დაბლოკვაში «ნაცმხედრიონელებთან» ერთად რესპუბლიკელებიც დაადანაშაულა.

 

«როგორც ირკვევა, რესპუბლიკურმა პარტიამ და საკრებულოში თავმოყრილმა ნაცმხედრიონელებმა ცეცხლი დაანთეს და ყველაფერი იღონეს, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი არ დარქმეოდა. მე მაინტერესებს ერთი რამ: როგორ შეიძლება თქვენს მმართველ კოალიციაში რესპუბლიკელების სახით იყოს ძალა, რომელიც გარდაცვლილ ადამიანს ებრძვის, მითუმეტეს, რომ ეს პიროვნება გახლავთ საქართველოს ეროვნული გმირი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამომცხადებელი ზვიად გამსახურდია.

მე ეს არასდროს არ მითქვამს, არც ვაპირებდი თქმას, მაგრამ რესპუბლიკელების თავხედობის და ამაზრზენი საქციელის შემდგომ უფლება მაქვს განვაცხადო, რომ ჩვენი შეხვედრებისას თქვენ არაერთხელ მოგვეცით პირობა, რომ არც რესპუბლიკელებს და არც სხვას ვინც კოალიციაში იყო გაერთიანებული, არ მისცემდით იმის საშუალებას, რომ ებრძოლა გარდაცვლილი პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

დღეს გამოდის, რომ ეროვნულად მოაზროვნე, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პიროვნებების თუ იდეოლოგიის თაყვანისმცემელთა მრავალათასიანი არმიის ხმების მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოიყვანეთ ის მტრული ძალა, რომელიც ამ მრავალრიცხოვან ადამიანთა იდეების დაუძინებელი მტრები არიან და გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაც ცდილობენ რევანში აიღონ საქართველოს პირველ პრეზიდენტზე.

ბატონო ბიძინა! თქვენ სიტყვის კაცად გიცნობენ და იმედია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართ ნათქვამ კაცურ სიტყვას შეასრულებთ და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებთ. არ მინდა მჯეროდეს, რომ ეს მრავალი ათეულობით ათასი ადამიანი რესპუბლიკელთა ბედნიერებისთვის იქნენ გამოყენებულნი და ამ ქვეყანაში კაცურად ნათქვამ სიტყვას ფასი არა აქვს!»

 

1 COMMENT

  1. მკვდრებთან ომი ადვილია,ცოცხლებს ვერ უქაჩავენ და სულ უსაქმოდაც ხომ არ გაჩერდებიან.

  2. რატომ გიკვირთ ბატონო სანდრო? ესენი უზენაესი საბჭოს დროიდან ებრძვიან ზვიადის,მეხსიერება თუ არ მღალატობს იმდროინდელი ორი აქტიური მებრძოლის გვარი ბერძენიშვილია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here