Home რუბრიკები საზოგადოება გივი ბერძენიშვილი: არამარტო გორში, სტალინის ძეგლი უნდა აღდგეს თბილისშიც, «მშრალ ხიდთან», სადაც...

გივი ბერძენიშვილი: არამარტო გორში, სტალინის ძეგლი უნდა აღდგეს თბილისშიც, «მშრალ ხიდთან», სადაც ის იდგა!

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველის (რომლის მოღვაწეობამ, სხვათა შორის, მთელი მსოფლიო ძირფესვიანად შეცვალა) _ . . სტალინის ძეგლი ბელადის მშობლიურ ქალაქს _ გორს უბრუნდება. ამ ამბავმა საზოგადოებაში, რომ იტყვიან, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და, რაც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილბოკერიას სახით, მყრალი ლიბერალური ჭაობიც ათუხთუხდა. ამ დუეტის «თამადობით» კიდევ ერთხელ (და უკვე მერამდენედ) შეურაცხყვეს იოსებ სტალინის სახელი და ადამიანური ღირსება. «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სტალინის ეპოქის გამოჩენილ მკვლევარი, რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერი, ენერგეტიკისა და სამხედრო აკადემიების ნამდვილ წევრი, აკადემიკოსი, მწერალი, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი _ გივი ბერძენიშვილი.

 

_ ბატონო გივი, გამარკვიეთ, რა ხდება. აგერ, რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ქალაქ ბედფორდში, სამხედრო მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე სტალინს ძეგლი დაუდგეს, ხოლო ჩვენთან, საქართველოში, არიან ადამიანები, თუმცა არც თუ ისე ბევრი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სტალინის ძეგლის დაბრუნებას გორში.

_ გასული წლის 1 ოქტომბერს ნაწილობრივ შეიცვალა ხელისუფლება, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ე. წ. კოაბიტაციის წყალობით, ქვეყნის ამომგდებ-დამანგრევლები _ «ნაციონალები» კვლავ მძლავრობენ. ისინი განაგრძობენ საქართველოს დაწიოკებას, მისი ტრადიციების აბუჩად აგდებას, მისი სიწმინდეების შებილწვას, ქართველი ერის სასიქადულო შვილების ხსოვნის შეურაცხყოფას! ყოველივე ამას კი სათავეში უდგას და ხელმძღვანელობს ამერიკის ცხვირ-ტუჩ-ყურგახვრეტილი მონა, ადამიანის პაროდია, თავისივე წამოწყებული ომის #1 დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი! მისი და ბოკერიას უტიფარი მტკიცებით, სტალინი თურმე ყოფილა ჯალათი, ტირანი, ქართული ტერიტორიების გამსხვისებელი და ა. შ. სააკაშვილმა და ბოკერიამ, ამ მართლაც და, საკუთარი ხალხის პირსისხლიანმა ჯალათებმა, ისიც კი არ იციან ან არ უნდათ, იცოდნენ, რომ ჯერ რუსეთმა და შემდეგ სტალინმა ბევრად გაზარდეს ის ტერიტორია, რომელიც ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებმა შეიყვანეს რუსეთის მფარველობაში.

პირადად სტალინმა ჯერ აფხაზეთის ტერიტორია შემოუერთა 1931 წელს საქართველოს, ხოლო ომის შემდეგ კი _ ქლუხორის მხარე, რითაც ათიათასობით კვადრატული კილომეტრით გაზარდა ქვეყნის ტერიტორია!

ნაძირალა, შეურაცხადი სააკაშვილი თავისი მოკლე ჭკუით ცდილობს, დაარწმუნოს ქართველი საზოგადოება, თითქოს სტალინის ძეგლის აღდგენა უარყოფითად იქნება აღქმული დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამ უწიგნურმა ისიც არ იცის, რომ მსოფლიო მოფენილია სტალინის ძეგლებით, ბარელიეფებით, პორტრეტებით. ასე, მაგალითად, სტალინის ბიუსტები და ბარელიეფები დადგმულია ამსტერდამში, ვენაში, ბუქარესტში, ჰააგაში, ლონდონში, პარიზში. სტალინის სახელობის ქუჩები და პარკებია, ასევე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში. 2010 წელს სტალინის ძეგლი დადგეს ამერიკაში _ ლოს-ანჯელესში. რუსეთის ქალაქებში ყოველწლიურად იდგმება ათობით სტალინის ძეგლი, ბარელიეფი, იხსნება მუზეუმები. იგივე ხდება უკრაინაში; აღარაფერს ვამბობ მილიარდ-ნახევრიან ჩინეთზე, სადაც სტალინის არც ერთი ძეგლი არ დაუმხიათ და ამ პიროვნებას დღემდე უდიდეს პატივს სცემენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი თავის განვითარებაში ხელმძღვანელობს სტალინის ეკონომიკური დოქტრინით. ეს ქვეყანა დღითიდღე ძლიერდება და მსოფლიო ლიდერი ხდება. ჯერ ის ფაქტი რად ღირს, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი კრედიტორი ჩინეთია!

_ ბატონო გივი, სააკაშვილისა და ბოკერიას აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის აკვირვებს, მაგრამ როგორ შეაფასებთ ახლანდელი კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას, პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ თქვენი გაზეთის ამა წლის 28-ე ნომერში გამოქვეყნდა პატარა ინფორმაცია, რომელიც გურამ ოდიშარიას სიტყვებითაა დასათაურებული: «სტალინის ძეგლი ძველ ადგილს არ დაუბრუნდება»… ისმის კითხვა: რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მინისტრს წარმოდგენა არა აქვს, ვინ იყო სტალინი, რა დამსახურება აქვს მას კაცობრიობის წინაშე, მათ შორის, ქართველი ერის წინაშე? ამის უცოდინარობა არ შეიძლება ეპატიოს ერთუჯრედიან პრიმატს, მითუმეტეს, თუნდაც უკულტურო, მაგრამ მაინც კულტურის მინისტრს! აბა, ბატონ ოდიშარიას უკულტურობაზე არ მეტყველებს მისი ეს სიტყვები: «სამინისტრო მუშაობს სტალინის მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, რომლის განხორციელება დამთვალიერებლისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საბჭოთა რაჟიმის სისასტიკეს»… გასაგებია, ბატონო მინისტრო! გამოდის, სტალინის რეჟიმი «ნაციონალების» რეჟიმთან შედარებით უფრო სასტიკია, არა? ამ ცილისწამების მტკიცებას აპირებთ მუზეუმის სტუმრებისთვის?!  არც ეს ეპატიება კულტურის მინისტრს, ცილისწამება ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა! გაიხსენეთ კიდევ ერთი ცილისმწამებლის _ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული ბედი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა აიწყო სტალინის ლანძღვა-გინებით, სტალინს უსაფუძვლოდ, თავხედურად ადანაშაულებდა პოლონელი ოფიცრების დახვრეტაში კატინის ტყეში. ჰოდა, იმდენი «იხტუნავა», რომ ერთ, მისთვის უბედურ დღეს, მისი თვითმფრინავი დაეცა თითქმის იმ ადგილას, სადაც კაჩინსკიმ ამდენი «ნიანგის ცრემლი» დაღვარა _ კატინის მემორიალთან… გირჩევთ, თქვენ და მეორე ვაიმინისტრს, უკულტურო ქალბატონ ფანჯიკიძეს, რომელმაც შეურაცხყო არა მხოლოდ თავისი ამომრჩევლები, არამედ ტალახში ამოსვარა სამასი ათასი დაღუპული ქართველი მეომრის ხსოვნა, შორს დაიჭირეთ თავი სტალინის მუზეუმისგან. ნუ ცდილობთ ისტორიის გაყალბებას და მუზეუმის დისკრედიტაციას!

ისე, ბატონი ოდიშარია ცოტა ნაკითხი რომ ყოფილიყო და სტალინის ნამდვილი ბიოგრაფია სცოდნოდა, ეცოდინებოდა, რომ სტალინის ეპოქა იყო ოქროს ხანა საქართველოში. არც ერთ ეპოქაში ქართველ ხალხს არ უცხოვრია ისე ლაღად და შეძლებულად, როგორც მაშინ! ჩემი თაობა ცხოვრობდა იმ ეპოქაში და ვიცით, რამდენად «სასტიკი» იყო ის პატიოსანი, მშრომელი ადამიანის მიმართ.

გავანათლებ უკულტურო კულტურის მინისტრ ოდიშარიას იმ ინფორმაციით, რომ სტალინის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ გაიხსნა საიდუმლო არქივები და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ იყო სტალინი! ამიტომ დაიწყო მისი საყოველთაო რეაბილიტაცია, თქვენ კი რა გჭირთ, უბედურო ქართველო ანტისტალინელებო?! ჩემი თუ არ გჯერათ, სტალინის იდეურ მტრებს მაინც მოუსმინეთ. «რომ არა სტალინი, უკვე აღარ იქნებოდნენ: რუსები, თუმცა ასევე აღარ იქნებოდნენ ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები», _ ამას ამბობდა ამერიკის უდიდესი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი. ამას კი: «მე ყოველ დილით ღმერთს შევთხოვ, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მიაგოს სტალინს. მხოლოდ მას ძალუძს მსოფლიოს გადარჩენა», _ ყველა დროის უდიდესი ბრიტანელი _ უისტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი. აი, კიდევ: «სტალინმა აღადგინა რუსეთი ფერფლისგან, გაანადგურა ჰიტლერი, გადაარჩინა რუსეთი და კაცობრიობა», _ განაცხადა რუსეთის ბურჟუაზიული დროებითი მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე კერენსკიმ. ეს საერო პირებმა თქვეს, მაგრამ მოუსმინეთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანს, ლიბანის მთების მიტროპოლიტს _ იოანეს. თავის წერილში რუსეთის პატრიარქის ალექსი პირველისადმი, იგი სტალინს მოიხსენიებს, როგორც უდიდეს მხედართმთავარს და კაცობრიობის მხსნელს.

_ ბატონო გივი, სტალინის მიმართ ზიზღი იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ქვეყნის სათავეში მოდიან. ზოგ მათგანს ეს ზიზღი ქვეცნობიერში უზის და გარეგნულად არ ამჟღავნებს; ზოგი კი, ასე ვთქვათ, საჯაროდ «იდორბლება», რატომ?

_ სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, გაგაცნობთ სტალინის მეუღლის _ ნადეჟდა ალილუევას წერილს ქმრისადმი, რომელიც დათარიღებულია 1929 წლის 3 სექტემბრით: «გამარჯობა იოსებ. … მეკითხები, როგორ მიდის ჩემი საქმეები პრომაკადემიაში? _ ახლა უკვე უკეთ. თუმცა მაინც არ მიმართლებს. კერძოდ, აკადემიაში 9 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი, სახლიდან ცხრის ნახევარზე გამოვედი, მაგრამ რა? ტრამვაი გაფუჭდა. ავტობუსს დავუწყე ლოდინი, მაგრამ იგი არ გამოჩნდა. რომ არ დამეგვიანა, გადავწყვიტე, ტაქსიში ჩავმჯდარიყავი, მაგრამ ისიც რამდენიმე საჟენის გავლის შემდეგ გაჩერდა, რაღაც გაუფუჭდა. ყოველივე ამან გვარიანად მაცინა.

… იოსებ, თუ შეგიძლია, გამომიგზავნე 50 მანეთი. მე პრომაკადემიაში ფულს მხოლოდ 15 სექტემბერს მომცემენ, ახლა კი უკაპიკოდ ვზივარ. თუ გამომიგზავნი, კარგი იქნება. ნადია.»

ახლა ვეკითხები ჩვენს კულტურის მინისტრ ოდიშარიას: თქვენი გამინისტრების შემდეგ თქვენი მეუღლე კადრულობს გადაადგილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით? დარწმუნებული ვარ, რომ არა! აი, ხმელეთის ერთი მეექვსედის მბრძანებლის მეუღლე კი ტრამვაით მიდიოდა პრომაკადემიაში, იკვებებოდა ჩვეულებრივ საზოგადოებრივ სასადილოში და ხანდახან უკაპიკოდაც რჩებოდა!.. მე აღარ ვამბობ სააკაშვილის ცოლზე, რომელსაც დღემდე დაცვის თანამშრომლებით სავსე ხუთი ჯიპი თან დაჰყვება; წარმომიდგენია, რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული!..

კარგი, ეს ჯერ კიდევ 1929 წელია, მაგრამ, აი, დაიწყო მე-20 საუკუნის 50-იანი წლები. ამ დროისთვის სტალინი სათავეში უდგას მსოფლიოში უძლიერეს ზესახელმწიფოს. შიშის ზარს სცემს ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლულ მთელს კაპიტალისტურ სამყაროს, ყველა ჯურის ექსპლუატატორსა და წურბელას (განსაკუთრებით ბანკირებს). სტალინი აკონტროლებს დედამიწის მოსახლეობის 70%-ს და აი, ასეთ პიროვნებას 1953 წლის 5 მარტს კუბოში ასვენებენ გაცვეთილი ჩექმებით, რადგან ბელადს სხვა ფეხსაცმელი არ ჰქონდა! პარადოქსია, მაგრამ ზუსტად ამას ვერ პატიობენ სტალინს სათავეში მოკალათებული ყოფილი მკვლელები, მძარცველები, აფერისტები, ავანტიურისტები, ბანქოს შულერები და სხვა ნაგავი. მათი ერთუჯრედიანი ტვინი ვერ ხვდება, თუ როგორია, იყო დედამიწაზე პირველი და ამქვეყნიდან წახვიდე გაცვეთილი ჩექმებით! ეს ვიგინდარები ვერ პატიობენ სტალინს, რომ მან ადამიანებს დაანახა, თუ როგორი წინამძღოლი უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს, მმართველი, რომელიც დღე და ღამ ფიქრობს ხალხის ინტერესებზე და რომელსაც არავითარი ქონება არ გააჩნია, ჩრჩილით ალაგ-ალაგ დაჭმული მუნდირისა და გაცვეთილი ჩექმების გარდა. არადა, ეს მაგალითი ძალზე სახიფათოა მათთვის, გარეწრებისთვის. ადრე თუ გვიან, გაღვიძებული ხალხი მოსთხოვს მათ, რომ მიჰბაძონ სტალინს, დღე და ღამ იმუშაონ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნონ. მაგრამ მაშინ მშვიდობით უტკბესო პარაზიტულო ცხოვრებავ: არც თხილამურებზე სრიალი, არც სასახლეები, არც სახელმწიფო ხაზინაში ბინძური ხელების ფათური, არც ელიტარული მეძავების მომსახურება და მრავალი სხვა სიამტკბილობა, მხოლოდ კატორღული შრომა, რაც მათ _ დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას გონებაშეზღუდულობისა და პარაზიტობის გამო არ შეუძლია. თავის არარაობას გრძნობენ და ამიტომ ეზიზღებათ სტალინი!

_ ბატონო გივი, ვიცი, რომ თქვენ ხართ ერთერთი ინიციატორი სტალინის ფენომენის შემსწავლელი ინსტიტუტის შექმნისა. რას ითხოვს თქვენი ინსტიტუტი ახალი მთავრობისგან სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით?

_ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვთხოვთ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, შეუსრულოს გორელებს წინასაარჩევნო დაპირება _ სტალინის ძეგლი დაუბრუნოს თავის ძველ ადგილს! მოვითხოვთ თბილისის მერიისგან, დაუბრუნოს სტალინის სახელი სანაპიროს და მთაწმინდის პარკს, ასევე, დადგას სტალინის ძეგლი სანაპიროზე, მშრალ ხიდთან, სადაც ის იდგა 1956 წლამდე და სადაც სტალინის სახელისა და ღირსების დასაცავად ასამდე ახალგაზრდა დაიღუპა!

მოვითხოვთ, დაევალოს ყველა რაიონის მუნიციპალიტეტს, აღადგინონ სტალინის ძეგლები მის ძველ ადგილებზე. ცოტა არ იყოს, უხერხულია, როდესაც ამერიკელები სტალინს ძეგლებს უდგამენ, ჩვენ, ქართველები, კი ვანგრევთ. არაა ეს ნორმალური!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here