მთავარი საზოგადოება 500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება 100 ათას ჩრდილოაფრიკელსაც ჩამოასახლებს

500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება 100 ათას ჩრდილოაფრიკელსაც ჩამოასახლებს

გააზიარეთ
ჩრდილოაფრიკელი

ბევრს, ალბათ, ახსოვს, როგორ გააჟრიალა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, როცა სვანეთში სუვენირი იყიდა, ქალმა კი, რომელსაც ხურდა უნდა დაებრუნებინა, ჯიბიდან ფულის ბღუჯა ამოიღო.

ბღუჯა ლარების დანახვაზე ქუმსიშვილს თურმე ისე გააჟრიალა, ვერ მოითმინა და ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე მოყვა. სხვა საკითხია, რა ემართება ბატონ დიმას, როცა ბიძინა ივანიშვილს უყურებს. დიდი ალბათობით, ბატონ ბიძინას ბღუჯა ჯიბით არ დააქვს, მაგრამ, არაერთი ბღუჯა რომ აქვს, ქუმსიშვილმა კარგად იცის და, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის ყოველ დანახვაზე ხანგრძლივი მრავალჯერადი ექსტაზი ემართება

სწორედ ამიტომ ვეჭვობთ, რომ, როცა ევროკომისიის განცხადებას წაიკითხავდა, ქუმსიშვილს და არა მხოლოდ მას, არამედ სრულიად მინისტრთა კაბინეტს ისე გააჟრიალებდა, ვინძლო რომელიმეს ჟრიალი ორგაზმში გადასვლოდა. ევროკომისიის განცხადებაში კი შავით თეთრზე წერია: ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან 50 ათას მიგრანტს მიიღებს…”

ამ ინიციატივის შესახებ ბრიუსელში ევროპის კავშირის კომისარმა მიგრაციის საკითხებში _ დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

“ჩვენ ალტერნატივა უნდა შევუქმნათ სახიფათო მარშრუტებს, რომლებითაც ევროპაში არალეგალი მიგრანტები ხვდებიან”, _ აღნიშნა ავრამოპულოსმა. საუბარია მიგრანტებზე ლიბიიდან, ეგვიპტიდან, ნიგერიდან, სუდანიდან, ჩადიდან და ეთიოპიიდან. სხვათა შორის, ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ 14 ათასი მიგრანტის მიღებაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა. ჯერ ის გავიხსენოთ, რომ ლიბიიდან, ანუ ქვეყნიდან, რომელიც ეკონომიკურად საკმაოდ მძლავრი და სტაბილური იყო, ადამიანები გარბიან. ლიბიის ლიდერის _ მუამარ კადაფის მკვლელობისა და არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი გადატრიალებების შემდეგ დემოკრატიას უნდა წაელეკა აფრიკის კონტინენტი, მაგრამ ამჟამად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული. მერე რა, რომ კადაფის მმართველობის პერიოდში ბევრი რამ უფასო იყო ლიბიაში; მერე რა, რომ კადაფის მმართველობის პერიოდში მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლით ლიბია ევროპის წამყვან ქვეყნებს უსწრებდა; მერე რა, რომ კადაფის პრეზიდენტობის პერიოდში ლიბია ამქვეყნიურ სამოთხედ ითვლებოდა… ევროპასა და ამერიკას ამ სამოთხის ჯოჯოხეთად გადაქცევა აძლევდათ ხელს და აქციეს კიდეც. სუდანი, ჩადი და ეთიოპია არასდროს ითვლებოდა განვითარებულ ქვეყნებად, მაგრამ ეგვიპტე ტურიზმის სამყარო იყო, ახლა კი იქ ჩასვლა საშიშია და ესეც ევროპა-ამერიკის პოლიტიკის დამსახურებაა, რომლებმაც ეგვიპტეში არაბული გაზაფხული მოიყვანეს თუ შეიყვანეს და ქვეყნის ეკონომიკასაც შეუყვანეს… შესაბამისად, განვითარებული ეგვიპტე ახლა შიმშილის პირასაა, სიმართლე იმის მხარესა, ვისაც უფრო მეტი ტყვია-წამალი აქვს. სამაგიეროდ, ამერიკა გაიძახის, ჰოსნი მუბარაქი ხომ მოგაცილეთო?! და იმას კი არ კითხულობს, უნდოდათ კი მუბარაქის მოცილება ეგვიპტელებს? ან ლიბიელებს სურდათ კადაფის მოშთობა?! პასუხი ნაკლებად ადარდებთ მსოფლიოს მმართველ მამებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ.

ჩრდილოაფრიკელის ქორწილი საქართველოში

თავის დროზე, როცა საფრანგეთში აფრიკელთა მასობრივი მიგრაცია დაიწყო, ბევრი ამბობდა, რომ შავი კონტინენტის წარმომადგენლები ევროპის ამ ქვეყანას გააშავებდნენ. მაშინ ეს სასაცილოდ არავის ჰყოფნიდა. ახლა კი ძირძველი ფრანგები, სუფთა სისხლის ფრანგები საფრანგეთში, უმცირესობაში კი არა, პრაქტიკულად, აღარ არიან. გაშავდა საფრანგეთი და გაშავდა კიდევ ერთი რამის გამო _ ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციამ, ლიბერალურმა პოლიტიკამ, იქ მყოფ სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, ხმამაღლა ესაუბრათ საკუთარ თავზე, კარიერა აეწყოთ, იმის შიშით, რომ რამე ფობიაში არ დაედანაშაულებინათ, მათ სამსახურებშიც აწინაურებდნენ და აფრიკიდან ჩასულმა მამრებმა სრულად აითვისეს ფრანგი მდედრები. ეს არის მწარე რეალობა, რომელზეც ახლა ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნაპოლეონის ქვეყანაში, ნამდვილი ფრანგი სანთლით საძებნია.

ანალოგიური რამის თქმა შეიძლება ევროპის გულზე _ ბრიუსელზე. ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს ბრიუსელის ცენტრში _ დადგეს კამერა და ერთი საათის განმავლობაში დაითვალეს, რამდენმა თეთრმა ადამიანმა გაიარა. პასუხი საინტერესო იყო: არც ერთმა!

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ ამჟამინდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან ჰგავს იმას, რაც წლების წინათ საფრანგეთში მოხდა. ლიბერალური პოლიტიკის მიუხედავად, ევროპის 11-მა ქვეყანამ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მხოლოდ 14 ათასი მიგრანტის მისაღებად არის მზად, ანუ ისინი აღიარებენ, რომ მათი მიღება ქვეყანაში საფრთხის შემცველია და ეს დაპირებული 500 მილიონი ევროს მიუხედავად. თანაც, 67-მილიონიანი მოსახლეობის საფრანგეთისთვის, აგრეთვე, მრავალმილიონიანი გერმანიისა და ესპანეთისთვის 50 ათასი მიგრანტი, ერთი შეხედვით, ბევრი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ქვეყნები მაინც ფრთხილობენ, მაინც უარს აცხადებენ.

რაც შეეხება საქართველოს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება არათუ 50 ათას, 100 ათასი მიგრანტის მიღებაზეც გამოთქვამს მზადყოფნას. პარალელურად, ხელისუფლება იმასაც გვეტყვის, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, და აქეთ დაგვამადლიან, რას წუწუნებთ, ამდენი სამუშაო ადგილი შევქმენითო, ხოლო ქვეყნის მეთაური ხმამაღლა იტყვის, აფრიკელები ჩვენი ძმები არიან, შეიძლება რომელიმე ქართველი მამელუქის შთამომავალია და ისტორიულ სამშობლოში საუკუნეების შემდეგ დაბრუნდაო. ჰო, არც ის დაგვავიწყდეს, რომ მათი ჩამოსახლების პარალელურად, ჰომოსექსუალებს და, საზოგადოდ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს, გზას გავუხსნით ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისკენ და იმის შიშით, კაცთმოულეობაში არავინ დაგვადანაშაულოსო, ხმასაც არ ამოვიღებთ, თანაც “დამშეული” აფრიკელები საქართველოში დანაყრდებიან და…

როცა საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, შემადგენლობაში 23-დან მხოლოდ შვიდი თეთრი ფეხბურთელი ჰყავდა. მათგან იური ჯორკაეფი დედით სომეხია, მამით _ ყალმუხი, ალან ბოგოსიანი კი ეთნიკური სომეხია. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება წლების შემდეგ საქართველოში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ სატყუარას კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) წამოეგება და საქართველოში 50 ათას აფრიკელს ჩამოასახლებს, ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კი არა, ერი გაშავდება.

სტატისტიკური მონაცემებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ, თუ საქართველოში შობადობა და მოკვდავობა იმ მაჩვენებლით გაგრძელდა, რომელიც დღეს გვაქვს, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა მილიონით შემცირდება. საინტერესოა, რომ მინუსმაჩვენებელი, ძირითადად, იმ ადგილებზე მოდის, რომლებზეც ეთნიკური უმცირესობა არ ცხოვრობს, ანუ მცირდება ქართველთა რაოდენობა. არ ვერჩით არც აზერბაიჯანელებს, არც სომხებს, არც რუსებს, აისორებს, ქურთებს… ყველას, ვინც, საუკუნეებია, საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ერი წაახალისოს _ გამონახოს სახსრები, რომ, შობადობის გაზრდის შემთხვევაში, ქართველებს პურის ფული სამათხოვრო არ ექნებათ და სახელმწიფოსგან შვილების გამოკვების გარანტიას მიიღებს. პატრიარქის ინიციატივამ, ყოველ მესამე შვილს მე მოვნათლავო, შედეგი გამოიღო, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი აშკარად არ არის _ 20-30 წელიწადში გადაშენების პირას დავდგებით და, თუ 50 ათასი აფრიკელით გენოფონდის გამოსწორებას ვაპირებთ, არ გვინდა, ბატონებო, არა! ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ფულის დანახვაზე, ქუმსიშვილის გარდა, ბევრ სხვასაც გააჟრიალებს, მაგრამ იქნებ იმაზე ვიფიქროთ, რომ წლების შემდეგ ამ ფულით, ძირითადად, ბანანების ყიდვა მოგიწევთ, რადგან, თუ ერმა დემოგრაფიული კრიზისი არ დაძლია, ჩვენი მთავარი საკვები სწორედ ბანანი იქნება.

ბესო ბარბაქაძე

4 COMMENTS

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here