Home ახალი ამბები 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი ფსიქოპათია

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი ფსიქოპათია

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე ნიშანი, რასაც მშობლება ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მომავალში შესაძლოა, ფსიქოპათიის გამომწვევი იყოს.

 

1. ცხოველებთან მოპყრობა

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ფსიქოპათიური აშლილობის ერთ-ერთი ყვეალზე აშკარა ნიშანია. თუკი აუხსნით ბავშვს, რომ ძაღლის ან კატისადმი კუდის მოქაჩვა ან მსგავსი ქცევები, არ შეიძლება და ამას მომავალში არარ გაიმეორებს, სანერვიულო არაფერი გაქვთ. მაგრამ თუკი ამას სისტემატიურად აკეთებს და ეს სიამოვნებას ანიჭებს, ქმედებებია საჭირო. ხშირია შემთხვევები, როცა სერიული მკვლელები, ბავშვობაში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდნენ და ამით საკუთარ რისხვას დაუცველი ცხოველებისკენ მიმართავდნენ. უფრო მეტიც, ხშირად, მსხვერპშეწირვის რიტუალისთვის ცხოველებს ხოცავენ კიდეც.

2. ცეცხლისადმი მიდრეკილება

ხანძრისადმი მიდრეკილება, ნივთების დაწვა კიდევ ერთი ნიშანია აღნიშნული პრობლემისა. ამისთ ბავშვი რისხვა და წინააღმდეგობრიობას გამოხატავს.

3. წესების დარღვევა

წესების დარღვევაში სხვისი ნივთების განადგურება, აკრძალული ქმედებების ჩადენა ითვლება. მაგალითადმ თუკი ბავშვს მშობლები რამეს აუკრძალავენ, ის კი აკრძალვას გამიზნულად დაარღვევს და ეს მას სიხარსულსა და ადრენალინს ანიჭებს. ასევე, თუკი სიხარულს ანიჭებს მისი თანატოლების სათამაშოების გაფუჭება, რაც სხვას ტკივილს აყენებს.

4. ბულინგი

ბულინგი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ნიშანია. ხშირად, ბავშვებს სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაგრავენ, რაც მის ფსიქიკაზე მოქმედებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბოროტმოქმედს რთული ბავშვობა ჰქონდა და განცდილი ჩაგვრის გამო, რისხვას ზრდასრულ ასაკში სხვის მიმართ გამოხატავს. ხშირად, კი სასტიკ დანაშაულსაც სჩადის.

5. გულგრილობა

როდესაც ბავშვები არ გამოხატავენ შიშს, ისეთი მოვლენების მიმართ, რომლებიც მის თანატოლებს აშინებთ, არ აქვთ თანაგრძნობის მომენტი, შესაძლოა, მათი ფსიქიკური პრობლემების ნიშანი იყოს.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here