მთავარი საქართველო 5 პროდუქტი, რომლებსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

5 პროდუქტი, რომლებსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

1193
გააზიარეთ
5 პროდუქტი, რომლებსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარაგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,7 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი 2,1%-ით, ხოლო ექსპორტი 21,4%-ით შემცირდა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

* ყურძნის ნატურალური ღვინოები _ 70 150 800 დოლარი;

* ფეროშენადნობები _ 68 117 900 დოლარი;

* მინერალური და მტკნარი წყლები _26 519 700 დოლარი;

* სპირტიანი სასმელები _ 19 194 000 დოლარი;

* გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო _ 17 093 900 დოლარი.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

* ნავთობი და ნავთობპროდუქტები _ 86 763 900 დოლარი;

* ხორბალი და მესლინი _ 68 880 400 დოლარი;

* აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები _ 24 402 800 დოლარი;

* მზესუმზირის ზეთი _20 833 400 დოლარი;

* სატელეფონო აპარატები _ 19 141 800 დოლარი.

bpn.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here