Home რუბრიკები პოლიტიკა კოტე ჩიკვილაძე: ამერიკა– ევროპის ლოდინში ქვეყანა თვალსა და ხელს შუა შემოგველია

კოტე ჩიკვილაძე: ამერიკა– ევროპის ლოდინში ქვეყანა თვალსა და ხელს შუა შემოგველია

843

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ დაგმო 27 მაისს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ამ ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების ფაქტი.

 

 

“მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლებრვი ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას…”,– ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების პერსპექტივებს, თავის ფეისბუქ–გვერდზე, აფასებს ევრაზიის ინსტიტუტის წევრი, იურისტი კონსტანტინე ჩიკვილაძე.


მის შეფასებას “საქართველო და მსოფლიო” უკომენტაროდ გთავაზობთ:

” ნატოს და ევროკავშირის ლოდინში ქვეყანა თვალსა და ხელს შუა შემოგვეფცქვნა!!!…ნატოსკენ სწრაფვა და ლგბტ–ის უფლებების დაცვა ვერ შველის ესე იგი ამ საქმეს, ხომ?……რუსეთი განაგრძობს ოკუპაციასო, ბრძანებს ბატონი ჯაფარიძე. რატომაც არა, ძალა აკლია თუ ხელს შეუშლის ვინმე, ან რამე?!…ამით, რუსეთი გვაგრძნობინებს თუ ვინ წარმოადგენს  კავკასიის რეგიონში რეალურ ძალას. როგორც ჩანს, რუსეთს ამაში ვერც ვერავინ შეუშლის ხელს, კიდევ დიდხანს! მისი დაშლის მოლოდნმა კი, აგერ, ნაძმოძრაობა მოინელა უკვე, თავად რუსეთს კი დაშლის არაფერი ეტყობა ….ხოდა, აბა, თქვე კაიდედმამიშვილებო!!!!….რაღაში გჭირდებათ ეს მითიური ნატო, ანაც ამ ავადმყოფი ხალხის, ლგბტ–ის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება– მათი უფლებების დაცვის საბაბით, სიტუაციის არევა საქართველოში?! …თანაც, მაშინ, როცა მათ უფლებებს არავინ არღვევს ამ ქვეყანაზე!!!……

ახლა, მთავარი, რისთვის ვუპირისპირდებით რუსეთს, ბევრი დაგრჩათ დასაკარგი კიდევ?!….ნატო კი არა, სანამ დროა დაალაგეთ ურთიერთობები მეზობელთან…. მიშა თავისას დიდი ხანია რაც ყიყინებს, თითქოს რუსეთი მალე წავა რეგიონიდან და ჩვენთვის აღარ ეცლება….?!?…საიდან ასეთი დასკვნები, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას?!…არც არსად წავა და მეტსაც გეტყვით, მანამ სანამ რუსეთი იარსებებს კავკასია მუდამ მისთვის პრიორიტეტული რეგიონი იქნება!!!!…აქედან გააკეთეთ დასკვნები, ოღონდ ემოციები გვერდზე გადადეთ– საღი გონებით გააკეთეთ გათვლა, ქვეყნისთვის რეალური შედეგის მიღწევაზე იფიქრეთ და არა ჰაერზე სიტყვების რახარუხზე!!!!….რაც შეეხება სააკაშვილის გამიზნულ (და არა უცოდინრობით) დემაგოგიას რუსეთის კავკასიიდან წასვლის შესახებ, ყველას კარგად გვახსოვს 2008 წელს ცხინვალში დატრიალებული უბედურება როგორ ”დააბრალა” რუსი მაღალჩინოსნებისადმი ”გულუბრყვილო” ნდობას. მაშინ სააკაშვილი გვარწმუნებდა, რომ რუსებმა მოატყუეს, თითქოს არ აინტერესებდათ ცხინვალი. საინტერესოა, ახლაც ხომ არ ”ატყუებენ” რუსები.

ევროკავშირის დავალებების შესრულებას და კუდის ქიცინს, უშუალო მეზობელთან, რომელიც მოგვერია,მიწები წაგვართვა, ურთიერთობების დალაგებაზე იფიქრეთ და იქნებ კიდევ რამე გვეშველოს….კიდევაც რომ მიგვიღონ ამ ევროკავშირში, ეს როდის იქნება და იმ დროისთვის რა გამოწვევების წინაშე იდგება საქართველო, ვიცით?! გათვლილი გვაქვს?!…არა და არც არავინ იცის.

 

ამას წინათ, ბრიტანელმა ანალიტიკოსმა, ტიმოთი გარტონ ეშმა კითხვაზე, რა მომავალი აქვთ ევროკავშირში სხვა ქვეყნებს, როგორებიც არიან ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო, ბრიტანელი სწავლული უპასუხა –

“ამ ქვეყნებს, რაც უფრო მეტად თავისუფლდებიან, მით უფრო მეტად სურთ, ეკუთვნოდნენ ევროკავშირს. როდესაც ევროკავშირის წევრობის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრი. ფსონს ჩამოვალ, რომ ეს ქვეყნები 20-25 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრები იქნებიან“…..ნამეტანი დიდი დრო ხომ არ არის?!ამასობაში ან ვირი…ან ვირის პატრონიო, უთქვამს ბრძენკაცს.

კიდევ ერთი, მუდამ შედეგს რომ ებრძვით, აგერ, “საზღვარი გადააქვთ–გადმოაქვთო”, არის ატეხილი ერთი ალიაქოთი, რატომ ხდება ასეთი რაღაცეები პერიოდულად ანაც რატომ არ თავდება, არ უფიქრდებით?!– იმიტომ რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს შემოყვანის თუნდაც პერსპექტივითაც კი, რუსეთთან დაპირისპირებული, ნატოს, ფორპოსტი ვხდებით, რასაც რუსეთი არასოდეს დათანხმდება და არც დაუშვებს!…თუმცა ღიად ამაზე არ იტყვის არაფერს. არც ნატოს ჩინოვნიკები გვაგრძნობინებენ “ქარის წისქვილებს” რომ ვებრძვით და ნატოში გაერთიანების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულს უტოლდება…. მათ აწყობთ ჩვენი მუდმივად “სტენდბაი”  რეჟიმში ყოფნა, რუსეთთან “მისაქსევი” ძაღლის როლში რომ ვართ, უკვე რამდენი ხანია, რაც დაამტკიცა 2008 წლის უბედურებამ…..გახსოვთ ნატოს გემების მიერ შემოზიდული პამპერსები და წყალი….

ნუ ვიქნებით ბრიყვები და ნუ შევწირავთ ქვეყანას აუსრულებელ და უპერსპექტივო იდეებს, ვიყოთ რეალისტები და ნუ ვიქნებით ოკეანეებსგადაღმა მყოფი ქვეყნის იმედად, იმ უმძიმეს საქმეში, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან თუნდაც  ამჟამად საქართველოს შემდაგენლობაში არსებული ტერიტორიების შენარჩუნება ჰქვია. თუ მოგწონთ ამ როლში ყოფნა და პერმანენტულად ტერიტორიების კარგვა, ამ გზას ვადგავართ კიდეც, თუ არა და, მაშინ რაღაც უნდა შეიცვალოს!….თუმცა ესეც წყლის ნაყვაა ვიცი, მაგრამ მაინც, ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, საქართველოსა და აშშ–ს (ნატოს) ინტერესები კავკასიაში აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს!…”

1 COMMENT

  1. ყველა ხელისუფლება ერთიმეორეზე უარესი და მატყუარაა.რა მაგრად ვართ დაწყევლილები.უფალო,როდემდე უნდა ვუყუროთ ამ სიმახინჯეს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here