მთავარი პოლიტიკა “ნატოში სწრაფვა და ერთდროულად რუსეთთან დარეგულირება– არ გამოვა”

“ნატოში სწრაფვა და ერთდროულად რუსეთთან დარეგულირება– არ გამოვა”

711
გააზიარეთ

2013 წლის 29 აპრილს მხოლოდ საინფორმაციოანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს გადააყენებდა. პროგნოზი 2 მაისს გამართლდა.

2013 წლის 29 აპრილს მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს დაასახელებდა. პროგნოზი 11 მაისს გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტისტებლიშმენტი, მასმედია და საზოგადოება მხოლოდ 7 კანდიდატურას განიხილავდა (კალაძის, ალასანიას, ზურაბიშვილის, ახვლედიანის, ხმალაძის, ბურჭულაძის და თავად ივანიშვილის), რომელთა შორის მარგველაშვილის გვარი საერთოდ არ ფიგურირებდა.

დღეს, 13 მაისს, საქინფორმი მორიგ პროგნოზს აკეთებს, რომელიც ისევე გამართლდება, როგორც ყველა წინა, კერძოდ: მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენება – საბოლოო დადასტურებაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური კურსის მემკვიდრეობითობის, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებასთან შეუთავსებელია. და, როგორც მე  ხაზი გავუსვი 1 მარტს Disput.az-თან და “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის მთავრობის ევროატლანტიკური კურსი არაფრით განსხვავდება სააკაშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსისაგან,მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება ემოციურსიმბოლური, კულტურული, უკეთეს შემთხვევაში, ეკონომიკური ხასიათისა იქნება. მხედველობაში მაქვს შემოქმედებითი კოლექტივების და ცალკეული არტისტების გასტროლების გაცვლა, აგრეთვე ქართული ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი, ღვინისა და კონიაკის, მინერალური წყლების – „ბორჯომისადანაბეღლავის“, ხარისხიანი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე“.

რა გვაძლევს მსგავსი პროგნოზის გაკეთების საფუძველს? აქ მე გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელის, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს სოციალური და ეროვნული ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიასმოსაზრებას მოვიხმობ, რომელიც მან ჯერ კიდევ 20 თებერვალს “საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში გამოთქვა: თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტიეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაამაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება.პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდანანუ, პრეზიდენტი.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არაფრით არ უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში  ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, იგი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, 1-2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას“, – სამართლიანად მიაჩნია ალექსანდრე ჭაჭიას.

არა მგონია, ბევრი პრეტენდენტი მოიძებნოს, რომელთაც ამ ჩიხში მოქცეული საკითხებით დაკავების სურვილი ექნებათ. ამ საკითხებს მხოლოდ ლამაზი და ფუყე დაპირებებით ვერ მოაგვარებ, ახალი პრეზიდენტის ფხა და შესაძლებლობა პირველივე თვეებში გამოჩნდება. ამიტომ ამ პოსტის დაკავებას მხოლოდ ის ადამიანი დათანხმდება, რომელიცდარწმუნებულია წარმატებაში და ფლობს აუცილებელ პოტენციალსკავშირებს, პირად ავტორიტეტს, სერიოზული წინადადებების პაკეტს. ასეთი ადამიანები კი ბევრნი არ არიან“, – დასძენს ჭაჭია.

ხოლო 10 აპრილს, უკვე “კავკაზსკაია პოლიტიკასთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია იმეორებს: ამასწინათ მე ქართულ პრესაში გამოვედი წინადადებით, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან, მათ შორისჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნეს აყვანილი. მიმაჩნია, რომ ამისათვის საჭიროა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის გამოყენება, რომელიც მალე გათავისუფლდება. ახალ პრეზიდენტს უნდა დაევალოს პოლიტიკის ამ მიმართულებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. რა თქმა უნდა, ეს უკვე არ იქნება კომფორტული თანამდებობა, რომელიც ევროპის დედაქალაქებში ფუჭად ხეტიალის და მჭევრმეტყველების საშუალებას იძლევა. მას დასჭირდება ჩასვლა სოხუმში, გუდაუთაში, ცხინვალში, აუცილებლად ვლადიკავკაზში, მაიკოპში, გროზნოში, ნალჩიკში, მახაჩყალაში და, რაღა თქმა უნდა, მოსკოვში.

თუ ეს მიმღები მხარეებისათვის მისაღები ადამიანი იქნება, მაშინ, მაღალი სახელმწიფო სტატუსით აღჭურვილი და დიალოგის უნარის მქონე თანამშრომლების კვალიფიციური გუნდით, პრემიერმინისტრთან მჭიდრო ურთიერთქმედებით, ის შეძლებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებით გარღვევის უზრუნველყოფას. გარღვევად ვთვლი საზღვრების გახსნას, საერთო ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის შექმნას სამუშაო ძალისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილებითურთ“.

ჭაჭიას სიტყვებს ვერაფერს დავამატებთ… მაგრამ, როგორც ხედავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ დღეს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და ამასთან უშუალოდ დაკავშირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განუსაზღვრელად შორეულ პერსპექტივად გადადებს…

თუმცა ვანო მერაბიშვილის და დოზის გადაჭარბებისგან ღირსების ბოლო ნარჩენებდაკარგული მიხეილ სააკაშვილის დაუდგრომელი ინტერნეტდივერსანტები გუშინდელი დღიდან Facebook-ზე გიორგი მარგველაშვილს რუსეთის კაცის დაღს ასვამენ, რის დასამტკიცებლადაც YouTobe-ზე მისი ორი ძველი ინტერვიუ დადეს:  2010 წლის 19 აპრილის ინტერვიუ რადიო “თავისუფლებას“, სადაც მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველო შეიძლება რუსეთის პოლიტიკურ ორბატაზე დაბრუნდეს; და ინტერვიუ თოქ-შოუ “პოლიტიკოს“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, სადაც მარგველაშვილი განმარტავს თავის თეზისს – რატომ იყო საუკუნეების განმავლობაში  ქართული კულტურა ორენოვანი (ქართულ და რუსულენოვანი).

ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მორიგი პრეზიდენტი, სამწუხაროდ, არჩეული იქნება არა პარლამენტის მიერ, არამედ საყოველთაო კენჭისყრით, და ეს იქნება მოსკოვის, აფხაზების, სამხრეთ ოსეთელების და ჩრდილოეთ კავკასიისთვის უცნობი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი – ინტელექტუალი, განსვენებული პრემიერიზურაბ ჟვანიას მეგობარი და ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ყოფილი რექტორი, რომლის შვილის ნათლია და ქორწილში მეჯვარე მისი და ჟვანიას საერთო მეგობარი – საქართველოში აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პირველი ხელმძღვანელი მარკ მალენი იყო.

ცუდია, რომ ლომაია&მემკვიდრეების მიერ დარღვეული საქართველოს განათლების სისტემა კარგი მინისტრის გარეშე დარჩება, რომელმაც ეს-ესაა დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. კარგი კი ის არის, რომ შესაძლოა, მისი მეგობარი ჟვანიას მკვლელობის საქმე, რომელიც საქართველოში ნებისმიერი გამვლელისთვის გახსნილია, ბოლოს და ბოლოს, მთავარი პროკურორი კბილაშვილის და იუსტიციის მინისტრი წულუკიანისთვისაც „გაიხსნება“, ისევე როგორც სხვა გახმაურებული მკვლელობები. და გისოსებს მიღმა ბაჩანა ახალაიას გარდა, რომელსაც სასამართლო მალე გაამართლებს “მტკიცებულებების არარსებობის გამო“, აღმოჩნდებიან სერიული მკვლელები, რომლებიც დღეს თბილისის რესტორნებში დასეირნობენ, ინტერპოლის მიერ ძებნის მიუხედავად – მაგალითად, გუშინ საქართველოში დაბრუნებული, ბოლოტნაიაზე “ვასილიჩის“ მეტსახელით ცნობილი გივი თარგამაძე და 08.08.08 თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი…

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი

საქართველო, თბილისი, 2013 წლის 13 მაისი

 

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მარგველაშვილი განმარტავს თავის თეზისს – რატომ იყო საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურა ორენოვანი (ქართულ და რუსულენოვანი).

    იქნებ ისიც განემარტა, რატომ იყო რევოლუციამდელი ხელისუფლება რუსების ფეხრთით გაწოლილი და რას მოგვიტანს ხელახალი გაწოლა?!

  2. მეეჭვება, რომ გაწოლაზე იყოს საუბარი.
    ბატონ შოთას ვთხოვ, აგვიხსნას, რუსეთისთვის მუშტების ღერების პოლიტიკა რისი მომტანია? თუდაც, ბოლო 20-25 წლის მოვლენების შეფასებიდან გამომდინარე?
    იქნებ, არსებობს შუალედი? არც მაინცდამაინც დასავლეთისთვის თავის მოკვლა და არც რუსეთზე ორიენტირება??

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here