ხსენებული პრეპარატი, გნებავთ, პოლიტიკური ანტიბიოტიკი, მისი შემქმნელი მამების, ძმები ბერძენიშვილების, მტკიცებით, ჯერ კიდევ შორეულ 1978 წელს რესპუბლიკური პარტიის ეტიკეტით დაუპატენტებიათ საქართველოს პოლიტიკური ფარმაციის სივრცეში.
ანუ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში უხუცესობას იჩემებენ. ჰოდა, როგორც იმერეთში იტყვიან ხოლმე, «ისემც არ ოუდგეთ გვერდები», რადგანაც თავად ლევან ბერძენიშვილი აცხადებს 1984 წლის 6 იანვარს, საქართველოს სუკის იზოლატორში მიცემულ ჩვენებაში, ვციტირებ:
«თვითნაბეჭდი ჟურნალი («სამრეკლო» _ დ.მ.) გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო პარტიას მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული სახელი «საქართველოს რესპუბლიკური პარტია»…
მოკლედ, როგორც ჩვენში იტყვიან, «რუჩკა ვერ გააგდებინეს ხელიდან» და სხვა კიდევ რა აღიარა მაშინ რესპების დღევანდელმა ლიდერმა, როგორ ჩაუშვა ვ. ძაბირაძე, ვ. შონია და საკუთარი ძმაც ზედ მიაყოლა, ცოდვებმონანიებული როგორ უმღეროდა დითირამბებს დიად საბჭოეთს და მადლობას უხდიდა მამობრივი მზრუნველობის, ჰუმანური მოპყრობის გამო სუკის ოფიცრებს _ პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილსა და კაპიტან გ. ცინცაძეს, თუ ვინმეს გაინტერესებთ, იხილეთ «საქართველო და მსოფლიოს» 2010 წლის მე-10 ნომერში ჩემი სტატია «როგორ იქცა სპილო კურდღლად». მე კი ისევ «რესპუმიცინს» მივუბრუნდები.
ამ პრეპარატის კლინიკურ–ამბულატორიული გამოცდები გასული საუკუნის 80-იანების ბოლოს დაიწყო და განსაკუთრებით 90-ანების დასაწყისში მიიღო პერმანენტული ხასიათი, რომლის შედეგებმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა _ რესპუმიცინის ინტენსიური მიღება იწვევს პირღებინებასა და გულძმარვას ყოველგვარი ეროვნულის, ტრადიციულის, მართლმადიდებლურის, ერთი სიტყვით, კაცურის მიმართ და პირიქით, რესპუმიცინი იწვევს ადრენალიდის ჭარბ გამოყოფას, ანუ, მდაბიურად თუ ვიტყვით, კაიფს, ყოველგვარი კოსმოპოლიტური, ლიბერასტული, ერთი სიტყვით, ყოველგვარი ლგბტ, ანუ პედერასტულ–ხლისტურის გაგონებისას!
ამიტომ იყო, რომ რესპები, რბილად რომ ვთქვათ, იმთავითვე კრიჭაში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას და, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იფიცებიან, იარაღი არ გვჭერიაო, ასეც რომ იყოს, მაინც ლომის წილი დაიდეს პირველი პრეზიდენტის დამხობაში!
მაგრამ რატომ ლომის, რას ვერჩით ამ კეთილშობილ ცხოველს? რაც უნდა იყოს, მეფეა! რესპებს, ალბათ, მართლაც არ აუღიათ ხელში ავტომატი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მხედრიონელ რურუებზე ნაკლებად სწყუროდათ ზვიადის სისხლი, არამედ იმიტომ, რომ ავტომატის სროლასაც ერთი ადგილის ქონა სჭირდება და ამიტომ არჩიეს «შაკალებივით» მოლოდინი სისხლისღვრის დასრულებამდე. არც შემცდარან, შევარდნაძის პარლამენტში დეპუტატობაც გაიკრეს და, მიუხედავად სტაბილურად, პრაქტიკულად ნულოვანი რეიტინგისა, მას შემდეგ ტივტივებენ და ტივტივებენ ქართულ პოლიტიკაში, ხან ერთ და ხან მეორე პოლიტიკურ ლოკომოტივს ჩაბმულ-ატორღიალებულები!
ეს, რაც შეეხება უშუალოდ «რესპუმიცინის» მწარმოებელ რესპუბლიკურ პატრიას, მაგრამ ვინც ნებით თუ უნებლიეთ ახლოს გაიარა რესპუბლიკელებთან, ანუ ეს «პრეპარატი» თუნდაც მცირე დოზით მაინც მიიღო, მიუხედავად წარსულში დამსახურებებისა ან მომავალთან დაკავშირებული იმედებისა, განუხრელად და შეუქცევადად დაეწყოთ არსებული პოლიტიკური რეიტინგის ვარდნა!
პირველი, ვინცა ამ მიმართებით მახსენდება, ჩვენი გამოჩენილი რეჟისორი და «ვაზის პარტია, რუსეთთან ერთად» პოლიტიკური პარტიის შემქმნელი, ბატონი გიორგი შენგელაიაა, რომელმაც ერთ «მშვენიერ» დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანებაზე გააკეთა განცხადება.
ამის შემდეგ, რაც მოგივიდოდა აზრად ყველა ნორმალურ ქართველს, ის იყო, რომ სად ვაზი, მითუმეტეს სად რუსეთი და სად რესპები, და შემდეგ, «პიპინიას ბიჭი მაინც არ იყო»-ს მსგავსად, მშვენიერი ნატო ვაჩნაძეც გაგახსენდებოდა. საბედნიეროდ, ეს გაუგებრობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც «რესპუმიცინი», როგორც ჩანს, იდეალური ანტიბიოტიკი ვერ არის და, როდესაც გულქართველი კაცი მიიღებს, ე. წ. პაბოჩნი იავლენიები იჩენს ხოლმე თავს და ეტყობა, ბატონ გიორგისაც ალერგია დაემართა და დღეს მხოლოდ ჩემნაირ «ჩასაფრებულ» ჟურნალისტებს თუღა ახსოვთ ვაჟკაცი კაცის ის «იაღლიში»…
თითქმის იმავეს თქმა შეიძლება ირაკლი ბათიაშვილზეც, როდესაც მან, ლამის ციხის კამერიდან, პირდაპირ რესპუბლიკელებში დურთა თავი, თუმცა მასაც, როგორც ჩანს, ალერგია დაეწყო, დროზე უშველა თავს და დღეს ისევ ის ირაკლია _ 9 აპრილის და აგერ სულ ახლა, 26 მაისის ერთ–ერთი გმირი, ერთი სიტყვით, ეროვნული კაცი!
თუმცა კლასიკური მაგალითი «რესპუმიცინის» მავნეობისა, მაინც ირაკლი ალასანიას ისტორიაა…
გახსოვთ, ალბათ, აგვისტოს ომის შემდეგ როგორი იმედიანი მოლოდინი იყო ალასანიას ამერიკიდან ჩამოსვლის მიმართ. რადგანაც, მიუხედავად ბატონი ირაკლის ამერიკაში ხანგრძლივად ყოფნისა, ქართველი საზოგადოების უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ეროვნული გმირის შვილი ბოლომდე არ გაამერიკელდებოდა. და მართლაც, მამია ალასანიას გმირობის შლეიფთან ერთად, მიშა სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი ჩამოჰყვა ყმაწვილ კაცს, რომლისგანაც ლოგიკურად ელოდებოდნენ მეორე გმირის, ჟიული შარტავას, ვაჟთან გაერთიანებას და ორივესგან ერთად _ ეროვნული ოპოზიციის სათავეში ჩადგომას. თუ მაინც და მაინც, ეროვნული ლიდერობის მცდელობას მაინც ელოდნენ მისგან, მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე!
მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა და რაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა ხალხს _ ირაკლი ალასანიამაც «რესპუმიცინის» მიღება დაიწყო!
არადა, თავად გახლავარ მოწმე, როგორ აფრთხილებდნენ, ურჩევდნენ ერის მოჭირნახულე კაცები, რომ არამც და არამც არ გაკარებოდა რესპუბლიკელებს, რადგან, თუ ვინმემ სადმე წინასწარ დაგეგმა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამერიკაში ალასანიას რეიტინგით ამოექაჩათ რესპუბლიკელები, პირიქით მოხდებოდა და მოხდა კიდეც _ ჯერ ე. წ. საარჩევნო ალიანსში, შემდეგ და განსაკუთრებით რვიან–ექვსიანში განუხრელად იწყო რესპუბლიკელების ნულოვანმა რეიტინგმა ირაკლი ალასანიას მაღალი რეიტინგის დაწევა და ბიძინა ივანიშვილის მოსვლისთვის ბევრად აღარც აღემატებოდა ირაკლის რეიტინგი რესპუბლიკელებისას!
ისიც გავიხსენოთ, თუ როგორი ფარული დესტრუქციული როლი ითამაშეს რესპებმა 2009 წლის საპროტესტო აქციებისას, რადგან აქციების გზით, ვაი და სააკაშვილი მართლა გადამდგარიყო _ ასეთ შემთხვევაში ხომ რესპუბლიკელებს ბუს კვერცხები ერგებოდათ და არა სადეპუტატო მანდატები თუ მინისტრების პორთფელები მომავალ ხელისუფლებაში. ჰოდა, «რესპუმიცინით» გაბრუებული ალასანიას ხელით ააშლევინეს საკნები ჯერ ტელესტუდიასთან და შემდეგ, ბაიდენის ჩამოსვლის წინა ღამეს, რუსთაველიც «დაალაგეს». ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალბათ, სიმართლეა მავანი მოწმის ინფორმაცია: თინა ხიდაშელს წამოსცდა, _ ღმერთმა ნუ ქნას სააკაშვილი მართლა გადადგესო!..
სხვაც ბევრი რამის გახსენება შეიძლება. მაგალითად იმის, თუ ლამის როგორ აცვეს ჯვარს ალასანია თინა დეიდამ და დათო ბიძიამ: როგორ თუ ნოღაიდელს ხელი ჩამოართვიო, ან ის, თუ ყოველნაირად როგორ უშლიდნენ ხელს ირაკლის ნინო ბურჯანაძესთან კონტაქტში. რატომ? იმიტომ, რომ ალასანია-ბურჯანაძის შესაძლო ალიანსის შემთხვევაში, რესპები «ნე უ დელ», ანუ ლოკომოტივის გარეშე დარჩებოდნენ. სხვათა შორის, თითქმის ამავე მიზეზით, ანუ შიდა კონკურენციის შიშით, რომ იტყვიან, დანაზე წამოეხიენ და ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილთანაც დაბლოკეს!
დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ალასანიას მოულოდნელი ჩამოლაბორანტებაც ვიცესპიკერის პოსტიდან რესპების მეცადინეობის გარეშე ვერ იქნებოდა, რადგანაც, ჯერ ერთი, ბიძინას კარზე პრემიერის აშკარა ფავორიტი ჩამოიშორეს და მეორე, იმის მიუხედავად, რომ ბოროტი ენები ირწმუნებიან, ალასანიაც კარგად ჰყავთ დასავლეთში «დაჭედილიო», დიდი ალბათობით, კრიტიკულ დროს ირაკლიში გენეტიკური კოდი მაინც იმძლავრებდა და ეროვნულ ინტერესებს ვერ უღალატებდა მამია ალასანიას მემკვიდრე!
ყველაზე დიდი შეცდომა ირაკლისა, რაც ისევ და ისევ «რესპუმიცინის» გამო მოუვიდა, ის არის, რომ 26 მაისის ღამეს რუსთაველზე არ მივიდა!
უკვე მეორედ ვახსენე ბატონი ივანიშვილი და ახლა ამ მიმართებითაც ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკურ მორგში მყოფი რესპუბლიკელები უკვე კაი ხნის გასვენებულები იქნებოდნენ და იმის მაგივრად, რომ ახლა მაგათი 40-ის ან წლისთავისთვის ვეძებდეთ დარბაზს, მთელ პარლამენტს მართავს ეს ანტიეროვნული, მარად ურეიტინგო ხალხი!
უფრო მეტიც, სადმე ისეთ ეთერში თუ სხედან, სადაც სატელეფონო ზარები შესდით და, როგორც წესი, ლანძღავენ, მაინც ყინჩად და, მე ვიტყოდი, თავხედურად, დიახაც ასეა და ასევე გავაგრძელებთ, ამ ტონში პასუხობენ!
ალბათ, ამაზეა ნათქვამი, უნახავმა რა ნახა და…
სოციალურ ქსელში ხომ ხმის ამოღება თუ გაბედეს, იმხელა და იმდენი აგრესია ატყდებათ თავს, რომ თავქუდმოგლეჯილები «გარბიან» «ფეისბუქიდან»!
«ეს ურაპატრიოტების სასტავი არჩევნების წინ ფიქრობდა, ბიძინას რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ამერიკელების დასაბოლებლად სჭირდება, მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოვა, მერე მაგათ გაყრის და ჩვენ მოგვიყვანსო. ჰოდა, ახლა ნელ–ნელ რწმუნდებიან, რომ თურმე ასე არ ყოფილა. არადა, რომ იცოდნენ, მე თვითონ გავავრცელე ის მესიჯი, წყნარად რომ ყოფილიყვნენ არჩევნებამდე და ხელი არ შეეშალათ», _ აი, რას წერს ეს თავხედი, რესპების იდეოლოგიური მდივანი დავით ზურაბიშვილი «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე! ანუ ეგ «პარაშა» მე შემოვაგდე თქვენთვის, ურაპატრიოტებოო, ჩვენზე იძახის ეს ჩოლოხა, თორემ მაგათ ვის რას შევუგდებთ, მოკლე ხანში დაინახავენ და, რაც მთავარია, იგრძნობენ, რადგანაც…
არა სოციალურ-ეკონომიკური დაპირებების, არამედ ყბადაღებული კოაბიტაციის გამო, აგრეთვე, იმის გამო, რომ ხალხისთვის სასურველი რეაქციები არ ჩანს პარლამენტიდან ბათუმის მეჩეთი იქნება ეს, სომხური ენის სტატუსი, ქართული მიწების გასხვისება თუ უფრო შორეული, მესხეთელი თურქების შესაძლო ჩამოსახლება და ჩინური ქალაქის მშენებლობა, რამაც ჯერჯერობით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეურყია ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილსაც. ბიძინას ჩვენი შველა უნდა გარედან, საშველი კი სწორედ თქვენს მოშორებაშია, ბატონო ზურაბიშვილო, და ურაპატრიოტების სახელით გპირდებით, რომ ამ წლის ბოლომდე ვადამდელ არჩევნებზე ნაცებთან ერთად ან სულ გაგიტანთ პარლამენტიდან, ან უარჩევნებოდ იმდენად გაგანეიტრალებთ, რომ რაღა თქვენ გიპარპაშიათ პარლამენტში და რაღა გოგისვანიძეების რესტორანს მიკედლებულ მაწანწალა ძაღლებს უყეფიათ _ გადაწყვეტილებებს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი მიიღებს და არა თქვენ, რესპები, რომლებიც არავის აურჩევიხართ!
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელ განცხადებას მესამე ძალის შესახებ სწორედ ის დატვირთვა ჰქონდა, რომ მას მართლაც უნდა გარედან დახმარება. ის კი, რომ მის მიერ დასახელებული პარტიებიდან მხოლოდ «საქართველოს პატრიოტთა ალიანსი» მონაწილეობს შუალედურ არჩევნებში, ამ ეტაპზე სწორედ ამ პარტიის პერსონალურ მხადაჭერას ნიშნავს პრემიერისგან. სულ ახლახან შექმნილი პარტიისგან, რომელმაც უკვე მოახერხა და ქუთაისის საკრებულოში ნაცების უმრავლესობა დაშალა, «ხვალ» იგივე ელის რიგ საკრებულოებსაც!
დღევანდელ პარლამენტში, რა თქმა უნდა, არიან და მრავლადაც, ეროვნულად მოაზროვნე დეპუტატები, მაგრამ ისევ და ისევ დაწყევლილი «რესპუმიცინის» გამო, როგორც იტყვიან, ამინდს ვერ ქმნიან. პოლიტიკურ ველზე, სადაც შუა გაიკრიფა, ბიძინა თანახმაა და, თუ ღმერთმაც ინება და პირველ ყლორტად პატრიოტთა კანდიდატი სოსო მანჯავიძე «აღმოცენდა», ციხის კადრების ერთ-ერთი ავტორი იქნება ის დეპუტატი, რომლის გარშემოც დაირაზმებიან ეროვნულად მოაზროვნე დეპუტატები, რომლებიც «სპა»-ს ძლიერი ფრაქციის სახით, საკუთარ პარტია «ქართულ ოცნებასთან» ერთად, გახდება პრემიერის მთავარი ეროვნული საყრდენი!
სხვანაირად შეუძლებელია, რადგანაც ვის, ვის და ბიძინა ივანიშვილს კარგად მოეხსენება «ნატო, ნატოს» ძახილის უტოპიურობა. თუ მაინც და მაინც ნატო მთლად უტოპია არ არის, ის ხომ ცხადზე უცხადესია, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გასაღები არა ევროკავშირ-ნატოს ბრიუსელში ან ვაშინგტონის თეთრ სახლში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის კრემლშია!
ამ ყველაფერს ვერც ხმამაღლა იტყვის პრემიერი და ვერც «დაგუდულად», ვიწრო წრეში, რადგან იმ ვიწროშიც ამერიკის მსტოვრები ჰყავს და ამიტომაც მას მართლაც სამართებლის პირზე უწევს სვლა _ ბოლოს და ბოლოს, ბადრი პატარკაციშვილის ტრაგიკული მაგალითი წინ უდევს…
თუ მაინც და მაინც წერილის ფინალი სასურველის რეალობად წარმოჩენის გულუბრყვილო ბჟუტურია, მაშინ «რესპუმიცინი» ის საწამლავია, რომლის ზემოქმედებით ზემოთ თქმული დიდხანს ვერ გაგრძელდება და მალე ბიძინას რეიტინგიდანაც აღარაფერი დარჩება!
დავით მხეიძე
ქოოოც,ქოც,ქოც,ქოც,ქოც…ამხელა ლეღვიხარ და ძაან ხოარ გაგიგრძელდა ოცნება? შე პინგვარასტო შენა…მოცოცხეთ რესპებმაც და ყველა ქოცმაც სამნამ ხალხი ჯერკიდევ გაბრუებულია თორე მერე ვეღარ გაასწრებთ საკუთარ ცრუდანაპირებებს:)
ბ-ნო დავით,
100%-იანი ჭეშმარიტებას ღარადებთ და დროულიცაა ამ მედროვე ლიბერასტების უსახო კასტას, ნაცარამზადებთან ერთად, დროულად მიეჩინოს თავისი ადგილი!
ბატონო დავით ფორუმზეც გახსენით ხოლმე რა ესეთი კარგი თემები …
პარლამენტი კი არა, ბიძინას გარეშე მჟავე პანტასაც ვერ მიიღებდნენ…ამერიკის მიერ არჩევნებში გამარჯვების აღიარებისთვის ბიძინას სწორედ რესპები სჭირდებოდა, როგორც პროამერიკული ძალა… ხომ ნახეთ, ამ შემთხვევაშიც კი, რა ამბავი ატეხეს, "პრორუსული" ძალა მოდისო…ამერიკიდან დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდიოდა…კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ბიძინამ კარგად იცის, რომ რესპებს ხალხში არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ და როცა უნდა, მაშინ ჩააკმედინებს ხმას…ეს რესპებმაც იციან და ყველანაირად შეეცდებიან ბიძინას ჩაძირვას, ჯერ მალულად, შემდეგ კი, შეიძლება ნაცებს გაურიგდნენ და მათთან ერთად შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა. ეს ამერიკელების სცენარია და თუ უსუფაშვილის განცხადებებით ვიმსჯელებთ, მისი განხორციელება უკვე დაიწყო…
წერეთ,და წერეთ რესპუბლიკელები რომ არა ნეტავ რაზე იწერავებდით.