Home რუბრიკები პოლიტიკა კონსტანტინე ჩიკვილაძე: აშშ ყველანაირად ეცდება დაიცვას საკუთარი „ძაღლიშვილი“

კონსტანტინე ჩიკვილაძე: აშშ ყველანაირად ეცდება დაიცვას საკუთარი „ძაღლიშვილი“

649

 სააკაშვილის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა.

 საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაკითხონ.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად სამი საქმის შესახებ უნდა დაიკითხოს. ერთი მათგან ეხება ტელეკომპანია „იმედის“, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა,  გასხვისებას. მეორე – 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს. რაც შეეხება მესამე საქმეს, მთავარმა პროკურორმა მის შესახებ გამოძიების ინეტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრა.

ხმამაღალი განცხადებები მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა. კბილაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, გამოძიების ინტერესი ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი ეფუძნება იმას, რომ ქართული სახელმწიფოს მეთაური კარგადაა ინფორმირებული ჩამოთვლილ საქმეებთან დაკავშირებით.

დიახ, სააკაშვილს გააჩნია ხელშეუხებლობის მაღალი იმუნიტეტი, მაგრამ „საქართველოს კანონმდებლობა არ დაუშვებს გამონაკლისებს იმ პირების მიმართ რომლებმაც რაიმე იციან რომელიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არ იკითხებიან.“ „თუ ძიება გადაწყვეტს, რომ სააკაშვილის დაკითხვა მიზანშეწონილია, იგი დაიკითხება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა“, – აღნიშნა კბილაშვილმა.

„იმედთან“ დაკავშირებულიო ეპოპეა რამდენიმე წელს გრძელდებოდა. 2007 წლის შემოდგომაზე ბადრი პატარკაციშვილმა, რომელმაც ხელისუფლება გამოიწვია, თავისი ტელეკომპანია ოპოზიციის რუპორად აქცია. „იმედმა“ იმ პერიოდში კინაღამ იგივე როლი ითამაშა, რაც 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს  მეორე ცნობილმა ტელეკომპანიამ – „რუსთავი 2“–მა. მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მთავრობას საკუთარი გამოცდილებიდან მშვენივრად ესმოდა, თუ რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენს ოპოზიციურად განწყობილი პოპულარული ტელეარხი. ამიტომაც, ერთ–ერთი პირველი კონტრ–ხერხი მათ ზუსტად „იმედის“ წინააღმდეგ გამოიყენეს.


ტელეკომპანია რამდენიმე ხანს არ ფუნქციონირებდა, ხოლო როდესაც მაუწყებლობა აღადგინა, აღმოჩნდა, რომ მისი იურიდიული მფლობელი პატარკაციშვილის ნათესავი – აშშ–ს მოქალაქე ჯოზეფ კეია. ეს გახდა ტყვიის შეცვლის სქემის დაუსრულებელი დასაწყისი. საბოლოოდ, უკვე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალების“ მარცხის შემდეგ,  უსახოდ და აუდიტორიის გარეშე დარჩენილი ტელეკომპანია, სიმბოლურ თანხად 1 ლარად (ნახევარ დოლარზე ოდნავ მეტად) დაუბრუნდა კანონიერ მფლობელებს – გარდაცვლილი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს. დაახლოებით მაშინვე, ჯოზეფ კეიმ ადგილობრივი გაზეთების ფურცლებზე განაცხადა იმის შესახებ, რაც სრულიად საქართველომ მის გარეშეც იცოდა: იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა „იმედზე“, სახელმწიფოს პირველი პირების მიერ განხორციელებული უძლიერესი ზეწოლის შედეგად.

საქართველოს ახალ მთავრობას, რომელმაც სამართლიანობის აღდგენა თავის მიზნად დაასახელა, „იმედის“ უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეეძლო. მითუმეტეს რომ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ძლიერ ბრძოლაში ისეთი კოზირი, როგორიცაა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დარბევა და განსხვავებული აზრის აღკვეთა, ხელიდან გასაშვები არაა. მიუხედავად, გარეგნულად „იმედთან“ დაკავშირებული ამბის კარგად დასრულებისა, უკმაყოფილოები მაინც მოიძებნებიან – ზედმეტად ბევრი ხალხი აღმოჩნდა ჩარეული ტელეკომპანიის ერთიდან მეორე ხელში გადასვლის პროცესში, და არც ყველა მფლობელისა თუ მმართველის შეცვლა ხდებოდა მშვიდობიანად.

საგამოძიებო ორგანოების მეორე „ინტერესი“ სააკაშვილისადმი საკმაოდ ბუნდოვანია. „ნაციონალების“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მომხდარ რეზონანსულ დანაშაულთა რიცხვი არც ისე მცირეა. ისევე ,როგორც საპროტესტო პოლიტიკური აქციების დარბევის ფაქტების. და რაშია კონკრეტულად ჩარეული პრეზიდენტი, კბილაშვილის სიტყვებიდან არ ჩანს.

ცოტა მეტი სიცხადე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც მთავარმა პროკურორმა თქვა,  რამდენიმე დღის წინ ჰააგას სასამართლოს წარმომადგენლებმა გასცეს რეკომენდაცია, რათა საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა ჩაატარონ გამოძიება. „ეს ჩვენი ვალდებულებაა. ამ დრომდე, წინა ხელისუფლება გამოძიებით მხოლოდ ფორმალურად იყო დაკავებული. ჩვენ კი ახლა გვიწევს ცალსახა პასუხის გაცემა: მოხდა თუ არა სამხედრო დანაშაულები? ამისათვის, ჩვენ უნდა შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფი და დავიწყოთ გამოძიება. ვფიქრობ, რომ შესაძლოა პრეზიდენტიც დაიკითხოს“, – განაცხადა კბილაშვილმა.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგას ტრიბუნალში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რამდენიმე საჩივარი შევიდა. ისინი სახელმწიფოს დონეზე წარადგინეს რუსეთმა, სამხრეთ ოსეთმა, ცალკე ამავე რესპუბლიკის მოსახლეობამ  და საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამაც კი.

 

„პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, შეიძლება დაიკითხოს, თუმცა დიდი აზრი ამას არ ექნება“, – თვლის „ნეზავისიმაია გაზეტას“–ს კომენტატორი თბილისში, იურისტი, ევრაზიის ინსტიტუტის ექსპერტი კონსტანტინე ჩიკვილაძე. მისი აზრით, ერთის მხრივ მთავარი პროკურორის განცხადება „ნაციონალებზე“ და პირადად სააკაშვილზე, ზეწოლის ფორმას და მეორეს მხრივ – საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებას წარმოადგენს.


„ბევრი ყოფილი მარალჩინოსანი და თავად სააკაშვილი არ წარსდგა კანონის წინაშე იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს ქვეყნისა და ხალხის წინააღდგეგ. მთავარია – 2008 წლის ომი, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, თუ სააკაშვილის ადგილას არა აშშ–ს დაბინდულ–ტვინიანი მარიონეტი იქნებოდა, არამედ პრაგმატული პოლიტიკოსი, რომელიც თავის სამშობლოზე ზრუნავს“, – აცხადებს ჩიკვილაძე.

იგი დარწმუნებულია, რომ თუ სააკაშვილის მიმართ დაიწყება რაიმე სახის პროცესუალური ქმედებები, ახალი მთავრობა მიიღებს „სერიოზულ პასუხს“ დასავლეთიდან, კერძოდ აშშ–დან, რომლებიც მოითხოვენ ყოფილი ჩინოვნიკების სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას, რასაც პოლიტიკურ დევნას დაარქმევენ.

რა თქმა უნდა ისინი გააქტიურდებიან, თუ მათი პროექტის მთავარი სახე – სააკაშვილი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. რთული სათქმელია, როგორ ქმედებებს მიმართავს ვაშინგტონი, მაგრამ ის ყველანაირად ეცდება დაიცვას და საფრთხეს აარიდოს თავისი „ძაღლიშვილი“,“

– განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“–ს კონსტანტინე  ჩიკვილაძემ.

  

წყარო: НЕЗАВИСИМАЯ ГАЗЕТА

1 COMMENT

  1. რატომ თვლით სააკაშვილის ასე ცალსახად ამერიკის კაცად? ვინ მოიგო და ვინ წააგო მისი პრეზიდენტობის წყალობით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here