Home რუბრიკები პოლიტიკა Go home, Fucking Lunatic!

Go home, Fucking Lunatic!

721

იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ებრაელი ბიჭი, უფრო სწორად, ორი ებრაელი ბიჭი; ძმები _ დევიდ და ედ მილიბენდები. ისინი დაბადებას მხოლოდ იღბალს უნდა უმადლოდნენ.

მამა _ ადოლფ მილიბანი 1924 წელს ბრიუსელში, ვარშავული წარმოშობის ებრაულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ჰიტლერის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მან რალფი დაირქვა და გვარიც უფრო ინგლისურ ყაიდაზე _ მილიბენდად გადაიკეთა. მანამდე კი ფაშისტების მიერ ბელგიის ოკუპაციისას მშობლებთან ერთად არალეგალურად შეაღწია ბრიტანეთში. ორი მინისტრის მომავალი მამა მარქსიზმის ცნობილი თეორეტიკოსი გახდა. დედა _ მარიონი (დაბადების სახელი დობრაენტა) ოკუპაციის დროს ჩენსტოხოვოს გეტოში აღმოჩნდა, დედასთან ერთად გაიქცა და საბოლოოდ, 1947 წელს ებრაულმა ორგანიზაციებმა ბრიტანეთს შეაფარეს.


მარიონმა რალფი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გაიცნო; იგი მისი პედაგოგი იყო. დღევანდელ ბრიტანეთში ამისთვის რალფს თავზე ხელს ნამდვილად არ გადაუსვამდნენ, მაგრამ იმ დროს «ჰარასმენტი», როგორც ტერმინი, არ არსებობდა და ამას ხელი არ შეუშლია ერთი კარგი ებრაული ოჯახის შექმნისთვის.

ამ წყვილის ორივე შვილი მარქსისტი მამის კვალს გაჰყვა და ლეიბორისტულ პარტიაში დაიწყო მოღვაწეობა. მეტიც, ეს პირველი შემთხვევა იყო ბრიტანეთში, როდესაც გორდონ ბრაუნის მთავრობაში ორივე ძმა ერთდროულად იყო მინისტრი. დევიდი _ საგარეო საქმეთა, ხოლო ედი  ენერგეტიკის მინისტრი გახდა, თუმცა ეს წყალობა მათ იმის სანაცვლოდ მიიღეს, რომ დევიდმა პრობლემები არ შეუქმნა გორდონ ბრაუნს და პარტიის ლიდერობისთვის ბოლომდე არ იბრძოლა.

ყველაზე მძიმედ ეს «ორმაგი» პოლიტიკური წარმატება 80 წელს მიტანებულ დედაზე აისახა. ერთ დროს ძალიან ახლოს მყოფი მისი ვაჟები სწორედ პოლიტიკამ დააშორა და, თუ ადრე ყოველ კვირას მთელი ოჯახი ერთად იკრიბებოდა სადილზე, ახლა, ერთი ძმა თუ მიდის, მეორე სახლში რჩება. მარიონ მილიბენდის განცდებზე ბრიტანული პრესა იმდენს წერდა, რომ თითქმის აღარავის მოსვლია აზრად  ძმების შერკინება ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ადგილისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, ორი ძმიდან ერთ-ერთი ნამდვილად გახდებოდა ლიდერი და ოჯახი არაფერს წააგებდა.    

თავის დროზე, «ისრაელის ახალი ამბები ცენზურის გარეშე» დევიდ მილიბენდის დანიშვნას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ასე გამოეხმაურა: «ებრაელი ანტისემიტი მილიბენდი გორდონ ბრაუნის მთავრობაში პოსტს დაიკავებს. იგი «კარის» ებრაელთაგანია, რომლებიც საკუთარ ქვეშევრდომობას წარმოაჩენენ და მხოლოდ იმ სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, რომელსაც ემსახურებიან, საკუთარი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ანტისემიტი მილიბენდი მძაფრად აკრიტიკებდა ისრაელს ლიბანის მეორე ომის დროს».

დევიდი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა მისი ბიოგრაფები გულაჩუყებით წერენ, რომ იგი «ძალიან, ძალიან ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა», ეს კი ლონდონში განაჩენის ტოლფასია; «ჩვეულებრივ» სკოლადამთავრებული ბრიტანულ პოლიტიკაში ვერ შეაღწევს, მაგრამ ამერიკულ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლამ მას გზაც გაუხსნა და მომავლის გარანტიებიც მისცა. როდესაც 2010 წლის არჩევნების წაგების შემდეგ დევიდი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩა, ხოლო «ვისაც ჩააცვა», იმ ძმამ ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში აჯობა, დევიდი ამერიკაში წავიდა და ხსნის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა.

კომიტეტი ალბერტ აინშტაინის წინადადებით 1933 წელს შეიქმნა ნაცისტებისგან შევიწროებული გერმანელების დასახმარებლად. ცხადია, ეს გერმანელები ძირითადად ებრაელები იყვნენ და მილიბენდის დედამაც და მამამაც სწორედ ასეთი ორგანიზაციების დახმარებით გააღწიეს ბრიტანეთში. ამ კომიტეტის მეურვეები არიან მადლენ ოლბრაიტი, კოფი ანანი, ტომ ბროკო, ჰენრი კისინჯერი, კოლინ პაუელი, ლივ ულმანი, ელი ვიზელი. ისინი რომ ანტისემიტი ებრაელის კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას არ დაუშვებდნენ, ეს ცხადია. მაშ, ვინ არის მაინც დევიდ მილიბენდი და რა საქმე გვაქვს ქართველებს ბრიტანეთის გადამდგარ საგარეო საქმეთა მინისტრთან?

დევიდ მილიბენდის მოღვაწეობაში ყველაზე ხმაურიანი სწორედ «ქართული საკითხი» აღმოჩნდა. 2008 წელს The Daily Telegrapf-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ენდრიუ პორტერმა მთელ ქვეყანას მოსდო, თუ რა საუბარი გაიმართა 13 აგვისტოს მილიბენდსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. როდესაც მან რუსეთის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, ლავროვმა მას უპასუხა: «Who are you to Fucking Leqture me»? ეს ფრაზა ქართულად ასე ითარგმნება: «ვინ ჩ… ხარ, რომ ლექციას მიკითხავ»? ლავროვი F-ზე დაწყებულ სიტყვას ისე ხშირად ახსენებდა, რომ ბრიტანული «ფორინ ოფისის» სტენოგრაფისტები საგონებელში ჩააგდო; მათ უკვე აღარ იცოდნენ, რა შეეტანათ სტენოგრამაში!

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მილიბენდმა რუსეთის აგრესიის გამო მის მიმართ ევროპის  პოლიტიკის გადახედვაზე დაიწყო ლაპარაკი. ლავროვმა კი მას ჰკითხა: «მაშინ რა ვუყოთ აშშისა და ბრიტანეთის შეჭრას ერაყსა და ავღანეთში? რატომ არავინ გმობს ამას, რუსეთის საქართველოში შეჭრისგან განსხვავებით»?

ამ სკანდალისას მილიბენდს ჟურნალისტებმა პირდაპირ ჰკითხეს, უწოდებდა თუ არა მას ლავროვი Fucking-ს, რაც მან, ცხადია, უარყო. თავად ლავროვმა კი განმარტა, რომ საუბარი ეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მილიბენდი იცავდა. სააკაშვილი ლავროვს ასე დაუხასიათებია: _ Fucking Lunatic! თანაც ლავროვმა დააზუსტა, რომ ეს ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის შეფასებაა, რომლის ციტირებაც მან იმისთვის გააკეთა, რათა მილიბენდისთვის სააკაშვილზე ალტერნატიული შეხედულებაც გაეცნო.

2009 წელს დევიდის ძმამ, ედ მილიბენდმა, რადიო «ეხო მოსკვის» ეთერში მაყურებლის ზარი მიიღო _ 90 წელს მიტანებულმა ქალბატონმა მას უთხრა, რომ მისი პაპიდა, სოფია მილიბენდია. გადაცემის წამყვანმა მიიჩნია, რომ ეს ვიღაცის ხუმრობა იყო და ზარი გათიშა, თუმცა ედ მილიბენდმა მოხუცი ქალბატონი მოძებნა და იგი მართლაც მისი ნათესავი აღმოჩნდა: ედის დიდი პაპა სოფიას პაპის ალალი ძმა იყო. ყველაფერთან ერთად გაირკვა, რომ ეს ქალბატონი მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი იყო ირანის საკითხებში!

რა აქვს საერთო მილიბენდების ოჯახის ჩახლართულ ისტორიას მიხეილ სააკაშვილთან? ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, მაგრამ თუ დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ მათი ბედი მსგავსია _ ერთიც ამერიკელების გამოზრდილია და მეორეც.

დევიდივით, მიხეილმაც განათლება ამერიკაში მიიღო. დევიდ მილიბენდს ბრიტანელები ბრიტანელად არ მიიჩნევენ, ხოლო ებრაელები _ ებრაელად. მიხეილს ქართველები ქართველად არ მიიჩნევენ, სომხები კი _ სომხად. მილიბენდის პაპიდა ირანის ექსპერტია, მიხეილის დედა _ თურქეთის. მილიბენდს ამერიკელი ცოლი ჰყავს, მიხეილს _ ჰოლანდიელი.

მსგავსება აქ არ მთავრდება; დევიდ მილიბენდმა, მიხეილ სააკაშვილივით, რუსეთის გამათრახება მოინდომა. პასუხი რაც მიიღო, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. Fucking Lunatic-ს დღეს არც ერთ ენაზე არ სჭირდება თარგმნა და, როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები მიუთითებენ, ეს თიკუნი ორივეს _ მილიბენდსაც და სააკაშვილსაც _ ერთნაირად მიესადაგება.

არის განსხვავებაც: სააკაშვილმა ჭკუა იხმარა და ძმები პოლიტიკაში არ მიიყვანა. ერთს «დამოუკიდებელი» სასამართლოს სამჭედლო ჩააბარა, მეორეს _ ბენზინის ბიზნესი. პარტიის ლიდერობას არც ერთი არ შეედავება, მაგრამ არც მათი ბიზნესის მომავალია ისეთი უღრუბლო, როგორც ძმები მილიბენდებისა.

მიხეილს ძალით გაგრძელებული საპრეზიდენტო ვადა ელევა. დისკრედიტირებული პარტია, სადაცაა, დაეშლება. კი გაიძახის, მე პოლიტიკური ბრძოლიდან ვერავინ გამიყვანსო, მაგრამ, რასაც ოქტომბრიდან ეწევა, იმას არც ბრძოლა ჰქვია და არც პოლიტიკა.

როგორც ამერიკელების გამოზრდილ ყველა ძაღლიშვილს შეჰფერის, მასაც ბოლო აეროდრომი ამერიკაში თუ დარჩა, ოღონდ ნაკლებ სავარაუდოა, ვინმემ ხსნის კომიტეტი ჩააბაროს. ყველაზე ნაკლებად მას სწორედ ხსნა და გადარჩენა ეხერხება, დაღუპვით კი ბევრი დაუღუპავს და, თუ პირი მოაღო, ბუშის ადმინისტრაციას ერთიანად გაიყოლებს პოლიტიკურ მოუსავლეთში!

სწორედ ამიტომ მათთვისაც და მიშასთვისაც აჯობებს, ამერიკაში წაიყვანონ და იქ «აშენებინონ» დემოკრატიის შუქურა. ოღონდ უნდა ახსოვდეთ: თავბედს რომ დააწყევლინებს, გაყიდულ საქონელს საქართველო უკან აღარ ჩაიბარებს!

ედ და სოფია მილიბენდები ერთმანეთს თარჯიმნის დახმარებით ელაპარაკებოდნენ. არც ერთმა იცოდა რუსული და არც მეორემ _ ინგლისური. მიშამ ორივე ენა იცის, ეგ არის, რომ ქართველების ძახილი «წადი, წადიარ ეყურება. იქნებ ამიტომაც შეუძახეს წინასაარჩევნოდ რუსულად: Давай, до свидания! არც ეს შეისმინა. ამიტომ უპრიანია, ახლა მილიბენდის მშობლიურ ენაზე მივაძახოთ: Go home,  Fucking Lunatic

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. უკაცრავად,მაგრამ ძაან დაბალი დონის სტატიაა.. გაბოროტებული ადამიანის ლოგიკას მოკლებული აზრები

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლევან Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here