21 დეკემბერი სტალინის _ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის დაბადების დღეა _ 133-ე დაბადების დღე. თუ 134-ე? ბოლო წლების გამოკვლევებით, სტალინის ბიოგრაფების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი 1878 წლის 6 დეკემბერსაა დაბადებული. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ენციკლოპედიურ ცნობას დავეყრდნოთ, მით უფრო, რომ მისი ხელით შევსებულ ანკეტაში 1879 წლის 21 დეკემბერია ჩაწერილი.
მნიშვნელოვან ნაშრომის «სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლები» ავტორები რუდოლფ ბალანდინი და სერგეი მირონოვი აღნიშნავენ, რომ სტალინის ეპოქაში საბჭოთა კავშირმა არნახულ წარმატებებს მიაღწია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მსოფლიო აღიარება და ავტორიტეტი მოიპოვა: «ეს იყო სახელოვანი ჰეროიკული ხანა ქვეყნისა და ხალხის ცხოვრებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არსებობს დიადი გამარჯვებები უდიდესი დაძაბულობის, გაჭირვებისა და მსხვერპლის გარეშე. ასეთია ისტორიული სიმართლე. და ხშირად მძლავრი აღმავლობისა და ენთუზიაზმის პერიოდებს ცვლის სულიერი დაცემის, გადაგვარებისა და უმიზნოდ ცხოვრების პერიოდები».
ეს ყველაფერი იყო, გადავიტანეთ.
ანტისტალინელების ცილისმწამებლური, ღვარძლიანი, დაშტამპული მატრიცების გადასაფარად მხოლოდ ორი ადამიანის პოზიციაც იკმარებს.
მაგრამ _ რა მასშტაბის ადამიანებისა!
«მის სიტყვებში ბუმბერაზული ძალა ჟღერდა. ეს ძალა სტალინის პიროვნებაში იმდენად დიდია, რომ ყველა დროისა და ყველა ხალხის ხელმძღვანელთა შორის მას წარმოაჩენს, როგორც განუმეორებელს».
ამას ამბობდა უინსტონ ჩერჩილი.
ხოლო როცა მეოცე საუკუნის უდიდესმა მეცნიერმა ვლადიმირ ვერნადსკიმ 1943 წლის მარტში სტალინური პრემია მიიღო, უმაღლეს მთავარსარდალს დეპეშა გაუგზავნა, რომლითაც სთხოვა, ამ პრემიიდან 100000 მანეთი ფრონტის საჭიროებისთვის გამოეყენებინა, და დასძინა: «ჩვენი საქმე სამართლიანია და ამჟამად სტიქიურად ემთხვევა ნოოსფეროს შემოტევას _ სიცოცხლის ახალ მდგომარეობას… ისტორიული პროცესის საფუძველს, როცა ადამიანის გონება უზარმაზარ გეოლოგიურ, პლანეტარულ ძალად იქცევა».
სტალინის მოღვაწეობამ, მისმა გონების ძალამ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებდა ბიოსფეროს შესახებ გენიალური მოძღვრების შემქმნელი და უდიდესი პატრიოტი ვლადიმირ ვერნადსკი.
ყურადსაღებია, რომ, როცა სამშობლოს მოღალატე გენერალმა ვლასოვმა 1944 წლის ბოლოს ფაშისტური პროპაგანდის შეფს განუცხადა, რომ სტალინი ყველაზე უფრო საძულველი ადამიანია საბჭოთა კავშირში, იოზეფ გებელსმა, რომელიც უჭკუო კაცი არ იყო, თავის დღიურში ჩაწერა: «ეს, რა თქმა უნდა, თავის გასამართლებლად იყო თქმული».
ზემოთ ნახსენებ მატრიცებში სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირი წარმოდგენილია, როგორც აგრესორი სახელმწიფო.
ინგლისელმა პოლიტოლოგმა რ. უ. ჯონსონმა 1984 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში, 1945-52 წლებში «საიდუმლო ოპერაციების» საკითხს მიეძღვნა. მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც ერთი საიდუმლო ოპერაცია, რომელიც აგრესიულ მიზნებს ისახავდა და საბჭოთა კავშირის მიერ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ იყო განხორციელებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ძალებით, ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ასეთი ოპერაცია საერთოდ არ ჩატარებულა. «მსოფლიოს ვერც ერთი დაზვერვა ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი ან ქუდბედიანი, ისეთი იღბლიანი, რომ 40 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გამჟღავნებულიყო, _ ასკვნის ჯონსონი. და იქვე _ პარალელი: აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ყოფილი მოადგილე კლაინი გულწრფელად აღიარებს, რომ იმავე პერიოდში, კერძოდ, 1945-52 წლებში აშშ-ის ამ სპეცსამსახურმა თითქმის 50 ქვეყანაში განახორციელა საიდუმლო ოპერაციები.
აი, ასეთი იყო სტალინის «აგრესიული საგარეო პოლიტიკა».
სტალინი უბადლო გეოპოლიტიკოსი იყო.
ზოგიერთი ანალიტიკოსის ფორმულირებას თუ გამოვიყენებთ, _ უდიდესი გეოპოლიტიკოსი. ასეთ დასკვნას იზიარებენ «საქართველო და მსოფლიოს» ერთგული მკითხველები, ვინც სისტემატურად თვალს ადევნებდა ჩვენი გაზეთის მიერ ერთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ციკლს «სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლები» და თავიანთ შთაბეჭდილებას უზიარებდნენ რედაქციას.
სტალინის გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დასავლეთში სტალინის მძაგებლების ენთუზიაზმი არ ცხრება.
რატომ?
იმიტომ, რომ, თუ ანალიტიკოს მიხაილ ალექსანდროვს ვერწმუნებით, «დასავლეთში სტალინისადმი სიძულვილი, როგორც ჩანს, აიხსნება იმით, რომ მან დაამტკიცა დასავლეთისეული ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზის არსებობა», პრაქტიკულად დაადასტურა სოციალისტური წყობილების უპირატესობა არა მარტო სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში, არამედ კულტურისა და მეცნიერების დარგებში, მტერზე გამარჯვებაშიც, რა თქმა უნდა.
სამწუხაროა, რომ წარმატებებს, რომლებიც სტალინის დროს იქნა მოპოვებული, ავადმოუბარნი დღეს დამარცხებად წარმოგვიდგენენ, და ამას გასავალი აქვს.
საყურადღებოა ამ თვალსაზრისით ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის პროფესორ რიჩარდ პაიპსის მაგალითი, მეცნიერის, რომელიც პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი იყო საბჭოთა კავშირის საკითხებში. იგი იმდენად გადაყოლილი იყო «ბოროტების იმპერიად» სსრ კავშირის წარმოჩენის იდეას, რომ აბსოლუტურად კარგავდა მოვლენების შეფასების მეცნიერული ობიექტურობის ფუძემდებლურ პრინციპს, რაც მის უახლოეს ადამიანებსაც კი უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. პაიპსის მეუღლემ ამის შესახებ სტალინის პირად თარჯიმან ბერეჟკოვს განუცხადა და დააზუსტა:
«_ მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები წითელი არმიის, რომელმაც 1939 წელს მე და ჩემი ნათესავები სიკვდილს გადაგვარჩინა. მაშინ პატარა ვიყავი. ვცხოვრობდით ვარშავაში და, როცა გერმანია პოლონეთს თავს დაესხა, აღმოსავლეთით გავიქეცით. პინსკის რაიონში წითელი არმიის განლაგებაში მოვხვდით, რომელიც დასავლეთ ბელორუსიაში იყო შესული. არასოდეს დამავიწყდება, რა კარგად მოგვექცნენ ჩვენ და სხვა ლტოლვილებს თქვენი ოფიცრები და ჯარისკაცები. დაგვაპურეს, შეგვიფარეს… შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ვილნიუსში გადასვლაში დაგვეხმარნენ _ მაშინ ლიტვა ჯერ კიდევ ბურჟუაზიული რესპუბლიკა იყო. წითელი არმია რომ არა, დავიღუპებოდით. ყველა ჩვენი ახლობელი, ვინც ვარშავაში დარჩა, ნაცისტებმა გეტოში ამოხოცეს. რიჩარდმაც პოლონეთიდან ბალტიისპირეთით გამოაღწია, მაგრამ ამის გახსენება არ უყვარს».
არ უყვარდა კი მიტომ, რომ სულით ხორცამდე გაყიდული იყო: პატრონის «მაღალ იდეალებს» შეწირული მადლიერების გრძნობა…
დაკვირვებული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სტალინი ბრწყინვალე პოლემისტი იყო, ყოველთვის თავშეკავებული, პროვოკაციებს არ აჰყვებოდა. თავს უფლებას არ აძლევდა, კალაპოტიდან ამოვარდნილიყო, თუმცა ხშირად თავშეკავება შინაგანი ძალების დიდ დაძაბულობას მოითხოვდა. სიმტკიცე, თანმიმდევრულობა და მიზანმიმართულობა ერწყმოდა გონივრული კომპრომისების მისაღწევ მზადყოფნას. იგი არასოდეს ამცირებდა მოწინააღმდეგეს, აძლევდა შანს, რომ წაგებულ სიუტაციაშიც კი თავი შერცხვენილად არ ეგრძნო. ეს ადამიანური მომენტი _ დამარცხებულისთვის ღირსების შენარჩუნება, მისი თანმდევი თვისება იყო.
ბუნებრივია, _ ხაზგასმით აღნიშნავენ მისი ბიოგრაფები, _ რომ იგი არასოდეს ჰკარგავდა საკუთარი ღირსების გრძნობას და დიადი ქვეყნის, დიადი კულტურის მქონე ერების ხელმძღვანელის დონეზე რჩებოდა.
საბჭოთა დიპლომატი და შორეული აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ნიკოლაი ფედორენკო აღნიშნავს: «სტალინს შესანიშნავად ჰქონდა მორგებული ნიღაბი, რომლის მიღმა იმალებოდა რაღაც შეუცნობელი. მას ახასიათებდა ჟესტების სირბილე, ინტონაციის დახვეწილობა. ეს ხიბლავდა მოსაუბრეებს და მისდამი სიმპათიით განაწყობდა, თუმცა, ამასთან ერთად, იცოდა მოწინააღმდეგეზე მოულოდნელი თავდასხმაც. არაერთხელ დავკვირვებივარ, როგორ ჭკვიანურად შეეძლო საუბრის სხვა, მისთვის მომგებიან თემაზე გადართვა წინადადების ჭეშმარიტ აზრზე შეფარული მინიშნებით ან სულაც _ უთქმელობით».
ურთიერთობაში უბრალო იყო, ამასთან, პრობლემაში თავის განცნობიერებულობას ბოლომდე არ ამჟღავნებდა. საჭირო მომენტში შეეძლო გაეოგნებინა თანამოსაუბრე: ჩერჩილზე წარუხოცავი შთაბეჭდილება მოახდინა იმით, რომ 10-15 წუთში ზუსტად შეაფასა იმ სამხედრო ოპერაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თავისი მრჩევლებითა და გენშტაბელებით მთელი თვის მანძილზე ამზადებდა.
შეცდომაა, როცა სტალინს მხოლოდ კლასობრივი თეორიის ადეპტად წარმოიდგენენ, მან არაერთხელ დაამტკიცა, ჩინეთთან ურთიერთობაში კი _ განსაკუთრებით, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის პრინციპები მისთვის უცხო და მიუღებელი არა თუ არ იყო, არამედ გარკვეულ შემთხვევებში _ პრიორიტეტული. პატიოსანი და დაკვირვებული ანალიტიკოსები ახლა უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეალებს იგი დოგმატური მარქსიზმის კუთხით კი არ განიხილავდა, არამედ ეროვნული ინტერესების, ეროვნული იდეის საფუძველზე განახორციელებდა.
ისტორიკოსმა ნიკოლაი ბერდიაევმა თავის დროზე აღნიშნა, რომ რუსეთის წინაშე დგას საბედისწერო დილემა. გასაკეთებელი არჩევანი დიადსა, დიად მისიას, დიად საქმეთა და სრულ არარაობას, არარსებობას შორის. საშუალო, «მორიდებული გზა რუსეთისთვის არ არსებობს», _ ამბობდა იგი.
იმავეს თქმა შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის მისამართითაც.
ასეთი იყო, ასკვნიან ანალიტიკოსები, გეოპოლიტიკური რეალობა, რომელსაც სრულად აცნობიერებდა სტალინი. უმოკლეს ისტორიულ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი ტიპის ცივილიზაცია, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული მიღწევების დონეზე გავიდა.
არმაზ სანებლიძე
ქაიხოსრო იძი ნა ხუი რა!
ავტორო ბდჰჰდ სამ იდი ავადმყოფო!,რა არ მოგეწონა? კოსმოპოლიტი ხარ? ,არა მგონია რომ ქართველი ხარ.
ტგვენ შეგიძლიათ სტალინი აგინოთ დღედაღამ, იმის გამო, რომ მან ღმერთი ხმამაღლა არ იღაღადა, გულში რას მღეროდა ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ მან ააგო ისეთივე წეს-წყობილება, როგორიც უნდა არსებობდეს ღვთისმოსავთა შეგნებით მოწყობილი, ისეთივე, როგორი თემიც იესომ შექმნა თავის დროზე იუდეაში, მონობიდან და ტყვეობიდან გაქცეულთა მიერ. – თანასწორუფლებიანობა და მიღებული დოვლათის თანაბარი გადანაწილება მოქალაქეებზე, ხოლო პროდუქციის მწარმოებელ მშრომელ მასებზე და არამარტო მათზე, შემოსავლის მუდმივი წყაროს არსებობა. ძმობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა.
უდიდესი და უძლიერესი პიროვნება იყო, რომელმაც გადაარჩინა არამარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო განადგურებისგან! იმ დროისთვის დაუმარცხებლად აღიარებული ფაშისტური გერმანია დააჩოქა და იხსნა მსოფლიო ჰიტლერის ბატონობისგან.. გენია იყო და ასეთი ადამიანები 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან.. სამწუხაროა,რომ ვერ ვაფასებთ სათანადოდ ასეთ ადამიანს, თანაც ქართველს.. არაუშავს, თვითონ სტალინმა თქვა, რომ ჩემი სიკვდილის მერე, ვიცი, ბევრ ნაგავს დააყრიან ჩემს საფლავსო, მაგრამ ისტორიის ქარი ამ ნაგავს დროთა განვმალობაში გაფანტავსო..
უდიდესი და უძლიერესი პიროვნება იყო, რომელმაც გადაარჩინა არამარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო განადგურებისგან! იმ დროისთვის დაუმარცხებლად აღიარებული ფაშისტური გერმანია დააჩოქა და იხსნა მსოფლიო ჰიტლერის ბატონობისგან.. გენია იყო და ასეთი ადამიანები 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან.. სამწუხაროა,რომ ვერ ვაფასებთ სათანადოდ ასეთ ადამიანს, თანაც ქართველს.. არაუშავს, თვითონ სტალინმა თქვა, რომ ჩემი სიკვდილის მერე, ვიცი, ბევრ ნაგავს დააყრიან ჩემს საფლავსო, მაგრამ ისტორიის ქარი ამ ნაგავს დროთა განვმალობაში გაფანტავსო..
მწყემსი აბსოლუტურად გეთანხმები!!!