Home ახალი ამბები მსოფლიო 42 400 ვიზიტორი 9 თვეში _ რომელი ქვეყნებიდან სტუმრობს სტალინის მუზეუმს ყველაზე...

42 400 ვიზიტორი 9 თვეში _ რომელი ქვეყნებიდან სტუმრობს სტალინის მუზეუმს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი

267

2021 წლის 9 თვეში იოსებ სტალინის სახლმუზეუმს 42 400 ვიზიტორი ჰყავდა. მათგან 36 042 უცხოელი იყო. სტატისტიკა მარტიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, რადგან მუზეუმები კოვიდრეგულაციების გამო იანვართებერვალში არ მუშაობდა.

პანდემიამდელ 2019 წელს მუზეუმს 175 962 დამთვალიერებელი ჰყავდა, პანდემიურ 2020 წელს კი _ 10 916. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი ქეთევან ახობაძე ამბობს, რომ დამთვალიერებლების ძირითადი ინტერესი ბელადის პირადი ცხოვრების დეტალებია.

“ჩვენს მუზეუმს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდანაა. თუმცა მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ძირითადად დაინტერესებულნი არიან სტალინის პირადი ცხოვრების დეტალებით. ჩვენთან ინახება მისი პირადი წერილები და ნივთები.

სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში, ქალაქში, სადაც სტალინი დაიბადა. სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან არსებობდა. ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა კოშკით არქიტექტორ არჩილ ქურდიანის პროექტით აშენდა.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here