Home რუბრიკები საზოგადოება „ტერიტორია „საქართველოს“ ბედით დაინტერესება დიდია, მაგრამ ქართველი ერის ბედით დაინტერესება _ ნულოვანი!“

„ტერიტორია „საქართველოს“ ბედით დაინტერესება დიდია, მაგრამ ქართველი ერის ბედით დაინტერესება _ ნულოვანი!“

766

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითსაქართველო და მსოფლიოსთავის მოსაზრებებს უზიარებს საქართველოს ემიგრაციული მთავრობის აღმასრულებელი მდივანი დევნილობაში, იოსებ ღუდუშაური.

_ ბატონო იოსებ, ჩვენ ვიცით, რომ ეროვნული ხელისუფლების თბილისიდან განდევნის შემდეგ, სამხედრო ხუნტის მიმართ დაუმორჩილებლობას სათავეში სწორედმრგვალი მაგიდისორგანიზაციები ედგნენ სათავეში. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ კი მათი აქტიურობა კანონიერების აღდგენის ნიშნით საერთოდ აღარ შეინიშნებოდა. ახლაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ორგანიზაციები რაიმეთი ახსენებდნენ თავს საზოგადოებას.

_ დიახ, მართლაც ასეა! დაუმორჩილებლობას სათავეში ედგა არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ მისი შემქმნელი „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით. მაგრამ, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ამ ორგანიზაციებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, მათი აქტიურობა საგრძნობლად შემცირდა, რაც გამოიწვია, პირველ რიგში, პრეზიდენტის გარდაცვალებამ  და რასაც მოჰყვა აღმასრულებელი კანონიერი მთავრობის მუშაობის შეფერხების სიტუაციაში ვაკუუმის შექმნა და აქედან გამომდინარე იმ ურთიერთკავშირის უქონლობა, რომელიც უძლეველს ხდიდა დაუმორჩილებლობის მოძრაობას. ამას დაუმატეთ შევარდნაძის ხუნტისა და მისი ჩამნაცვლებელი „ნაცების“ მხრიდან უსასტიკესი დევნა-რეპრესიები.  იყო დიდი გულგატეხილობის პერიოდიც, რასაც მოჰყვა ჩევენი მოძრაობის საგრძნობი დასუსტება. ადგილი ჰქონდა, აგრეთვე, ცალკეული წევრების გდაბირებას ან საკუთარი ინიციატივით ხუნტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც კატეგორიულად აკრძალა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა უკანონო არჩევნების მიმართ ბოიკოტის გამოცხადების შესახებ დღესაც ძალაშია და განახლებულია იგი ემიგრაციული მთავრობის პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ხელმოწერით, რომელსაც გთავაზობთ გამოსაქვეყნებლად.

_ თუ შეგიძლიათ, რამდენიმე წინადადებით ჩვენს მკითხველს გააცნოთ ეროვნული მოძრაობის არსისა და დანიშნულების თქვენეული ხედვა?

_ 80-90 წლებში აბობოქრებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი ხასიათის სახალხო მოძრაობის მთავარი მიზანი იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება და დამოუკიდებელი საქართველოს მართლმადიდებელ ქვეყნად ქცევა. ეროვნულ-სარწმუნოებრივმა მოძრაობამ შექმნა ლეგიტიმური ხელისუფლება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი და მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ამით ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის პირველი ეტაპის ამოცანა შესრულდა.

_ როგორ ფიქრობთ, მართლმადიდებლობასთან მიმართებაში რა ორგანიზაციებია ევროსაბჭო, გაერო  და  ნატო და რატომ არიან ისინი დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, საქართველოს ბედით ასე ძლიერ დაინტერესებულნ? რატომ მოხდა, რომ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის საკითხში ყველა გაერთიანდა; გახსოვთ, ალბათ, . შევარდნაძეს მილოცვა მილოცვაზე მისდიოდა ზვიადის დამხობისთვის, ამერიკიდან დაწყებული, ვაცლავ ჰაველით დამთავრებული; ხედავთ თუ არა ამაში არა მარტო ეროვნული ხელისუფლების, არამედ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მასონურგლობალისტურ შეთქმულებას?

_ დიახ, ტერიტორია „საქართველოს“ ბედით დაინტერესება დიდია, მაგრამ ქართველი ერის ბედით დაინტერესება _ ნულოვანი! შამაგიეროდ, ინტერესდებიან ე.წ. ადამიანის უფლებებით, რაც დღეს სოდომ-გომორული გახრწნილების დაცვისა და განვრცობის სინონიმად გადააქციეს. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკურ-სამხედრო დაწესებულებები წარმოადგენენ იმ იარაღებს, რომლებითაც ბატონობენ და მსოფლიოს იპყრობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და თრგუნავენ ავტოქტონური მოსახლეობის უფლებას, იყვნენ საკუთარი სამშობლოს ბატონ-პატრონები.Aამ დაგეგმარებასა და სვლა-გეზში არ ჩაჯდა ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლება, რომლის ეროვნულ-სარწმუნოებრივი პოლიტიკაც შეფასდა „დინების საწინააღმდეგო ცურვად“ და განაჩენიც ამის გამო გამოუტანეს.

_რისი იმედი გაქვთ, ბატონო იოსებ? რით შეგიძლიათ დაგვაიმედოთ?

_ ზვიად გამსახურდია თავის გახმაურებულ ნაშრომში „დილემა კაცობრიობის წინაშე“ საუბრობს ერის გადარჩენაზე, იგი აღწერს იმ დილემას, რომლის წინაშეც არა მარტო ქართველი ერი, არამედ ცივილიზაცია დგას უკვე. გადარჩენა დამოკიდებულია საზოგადოების არჩევანზე. რა არჩევანია ეს?Eერები, რომლებიც დასავლური დემოკრატიის გზას დაადგნენ, აშკარაა, რომ გადაშენების პირას არიან, ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების სახით, სადაც ხდება ავტოქტონური ერების გადაშენება, ესე იგი დღევანდელი დემოკრატია მოგვევლინა, როგორც ერების მკვლელი და ზუსტად ერების განადგურების საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო. ზვიად გამსახურდიამ დაგვანახა ეს დილემა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის დილემაა და რომლის გადაწყვეტაც ჩვენ შეიძლება შევძლოთ, თუ საქართველოს, ქართველ ერს ექნება მძლავრი ერთიანი იდეოლოგია და მისი განხორციელების მექანიზმები.

ეს ის იდეოლოგიაა, რომელიც სახელმწიფოებრიობასა და სულიერებას, ანუ სახელმწიფოსა და ეკლესიას გააერთიანებს და ეს გაერთიანება იქნება ჰარმონიული, როდესაც ეკლესია ეხმარება სახელმწიფოს და სახელმწიფო კიდევ, თავის მხრივ, ცდილობს, იყოს ეკლესიის წიაღში და დაეხმაროს ეკლესიას მისი მისიის აღსრულებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სულიერი გადარჩენის გარეშე არ არსებობს ერის ფიზიკური გადარჩენა!

_ გთხოვთ, განგვიმარტოთ: რომელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ჰარმონიულ ურთიერთობაზე საუბრობთ, როდესაც ამ უკანასკნელის წინაშე და საერთოდ ქართველი ერის წინაშე საშინელი დანაშაული  აქვთ ჩადენილი დღევანდელი ეკლესიის სამღვდელო იერარქებს?

_ როდესაც ვსაუბრობთ ეკლესიაზე, მხედველობაში გვაქვს სული წმიდით განბრძობილი სამოციქულო ეკლესიის კანონების („დიდი სჯულის კანონი“) პატივისმცემელი და აღმსარებელი სასულიერი ხელისუფლება და არა ტაძრებში შეპარული მგელ-მტაცებლები, რომლებიც არა მარტი ეკუმენისტურ ერესსთა ერესს ნერგავდნენ ერში, დევნიდნენ ანტიეკუმენისტ სამღვდლოებას, სიხარულით ხვდებოდნენ გლდანის ეკლესიის დარბევას და მართალი მღვლების დაპატიმრებას, არამედ იარაღი შეატანინეს მასში მოძალადეებს, კრიმინალებს, მოღალატეებს ღვთისთვის სათნო ეროვნული ხელისუფლების დასამხობად და მართლმადიდებელი პრეზიდენტის მოსაკლავად.

„დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი…ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელთაც არ უღალატეს კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდნენ უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს…“ – გულისტკივილით წერდა თავის დროზე ზვიად გამსახურდია.

_ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს პატრიარქსა და სინოდს უდიდესი რეიტინგი აქვს მოსახლეობაში. მაშ, ვინ უნდა გვიყვარდეს, ვის უნდა დავუჯეროთ და გავყვეთ? სამღვდელოება ჯერ შევარდნაძის ხუნტას ასხავდა ხოტბას, შემდეგ ამ ანტიქრისტეს მოციქულნაცებსდა ახლა კი ვიღაცის ქისით გვპირდებიან ივერიის გაბრწყინებას. რით ჯობია ერთი ქისის პატრონი მეორეს? სად არის აქ ზნეობრივი და სულიერი ორიენტირები?

_ „სიყვარულიც სწორად უნდა გვესმოდეს და არ უნდა გავაიგივოთ არც ღვთის სიყვარული სამშობლოსა და საკუთარი თავის სიყვარულთან და არც ღვთის მტრების სიყვარული სამშობლოსა და პირადი მტრების სიყვარულთან. ხილულ-უხილავი სამყაროს უფალი ღმერთი — ქრისტე  გვეუბნება, რომ „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (და არა ჩემნი) და „აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა (და არა ჩემთა)!“ _ ბრძანა ემიგრაციული ხელისუფლების წარმომადგენლების მოძღვარმა, მამა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად პარიზში მოღვაწეობს. იქნებ დადგა იმის დრო, რომ მართლმადიდებელმა ერმა ქრისტეს აშკარა მტრები მისი მოყვარეებისგან გაარჩიოს და ქრისტეს მიმდევარნი კვლავ ბარაბაში არ გაცვალოს ისე, როგორც ეს ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში მოხდა!

ერთ-ერთი, რასაც უფალი თავის მოწაფეებს საყვედურობს, არის ღმერთის მიმართ უნდობლობა ამქვეყნიური ყოფის საკითხებში, ხელისუფლება იქნება თუ სხვა რამ, რაც აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სათნოდ მოწესრიგებისთვის. აქ საუბარია იმაზე, რომ უფალი უნდა იყოს ჩვენი ღმერთი, მხოლოდ მას უნდა მივენდოთ და არა ვიღაცის მილიარდებისა თუ „ოცნების“ იმედად ხან ერთი ბარაბას გზას დავადგეთ და ხან _ მეორესი. მხოლოდ ის უნდა მართავდეს ჩვენს ცხოვრებას, ხოლო ეროვნული ხელისუფლების აღდგენა ჩვენი რწმენაში გაძლიერების შედეგი იქნება.

ინტერვიუს კი მათეს სახარებიდან უფლის სიტყვებით დავამთავრებ.

„ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათვის ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისაი, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქით, და მიიცვალოს, და არარაი შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (სახარება მათესი).

რწმენას სასწაულები შეუძლია!

ღმერთმა გაგვაძლიეროს უფლის რწმენაში.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

ესაუბრა სიმონ ხალხოსანი

 

 

1 COMMENT

  1. აუ რა ფაშისტები ყოფილხართ, გენეტიკური გადარჩევით .. აბა ტყვილიაო საქართველო ქართველებსო?

  2. გენეტიკურ ქართულ ერს ჩაუწერეთ პასპორტში რომ მასპინძელი და პატრონია ამ ქვეყნის და დანარჩენს რომ სტუმარია და მოკეტონ, ეს ხომ ისეთი ადვილია იყო სკინჰედი შოვინისტი 🙂

  3. ბატ.ალექსანდრე,ერთი ანეკდოტი გამახსენეთ -მეგრელი ძროხას ჰყიდდა,ძალიან სუსტს,ნეკნებს რომ დაუთვლიდი,თან -დღეში 10 ლიტრს იწველისო.გაკვირვებულმა გურულმა ურტყა წრეები ამ ძროხას და მეგრელს ეკითხება – ძამა აი ძროხა საიდან იწველებაო…ასე რომ,ის პატიოსანი ძროხა მართლა იწველება 10 ლიტრს მაგრამ გურულმა უვიცობის გამო არ იცოდა.ამიტომ,რაიმეს რომ წაიკითხავთ,მეზობელს მაინც დაუძახეთ რომ გაგარკვიოთ რაშია საქმე ბატ.ალექსანდრე.რა შუაშია ფაშიზმი და გენეტიკური…ყოველი ერი გადარჩენას ფიქრობს ამ გლობალური პროცესებისაგან და მცირერიცხოვანმა ერებმა მითუმეტეს უნდა იფხიზლონ და პირველ რიგში სარწმუნოება უნდა დაიყენონ ფარად.რაც შეეხება სხვა ერის წარმომადგენლებს საქართველოში,ვინ დაჩაგრულა რომ ეხლა დაიჩაგროს,გემახსოვრება თუნდაც დუმბაძის გოგოლი,გულოიანი და მოშიაშვილი,როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში.ასე რომ ყველა თანაბარია,ვისაც უყვარს ის ხალხი, ვის ენასაც ფლობენ,უყვართ და ვისთან ერთადაც ცხოვრობენ.საქართველო ქართველებისათვის, ნიშნავს,ქართული სახელმწიფოს ერთი, საერთო,ოფიციალური – ქართული ენით მოსაუბრე ხალხით,-სულერთია რა ეროვნებისაა.მე მაგალითად,ქართველი ვარ და ხანდახან სომხურად ვსაუბრობ ჩემს სომეხ მეგობართან,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ მას არ სჭირდება ქართული ენის სწავლა, თუ საქართველოს მოქალაქეა,ევალება კიდეც! წარმოიდგინე,რომ საფრანგეთში,ფრანგული ენის სწავლაში ფულს უხდიან კიდეც,რადგან მიაჩნიათ,რომ ყოველი კაცი მოვალეა იცოდეს ფრანგული ენა.მის გარეშე ფეხსაც ვერ გაადგამ სამუშაოდ თუ სხვა რაიმე საქმის საკეთებლად.

  4. თუ ეროვნული ხლისუფლება ფაშისტია სატანისტი სააკიანი და მისი პუჩისტური ნაცხროვა ვინაა მაშ?

  5. მიშკას ნააზრევი ბათუმში რუსთაველის ძეგლის გახსნაზე: "ქართველობა სომხურ ეთნოსს ნიშნავსო".

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here