Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ გორბაჩოვი: შეამცირეთ მოსახლეობა 90 პროცენტით და უკვე აღარ იქნება საკმარისი ოდენობის...

მიხეილ გორბაჩოვი: შეამცირეთ მოსახლეობა 90 პროცენტით და უკვე აღარ იქნება საკმარისი ოდენობის ადამიანები ეკოლოგიური კატასტროფის გამოსაწვევად

34019

«შავი ფილოსოფია» კათმოძულეობას ეფუძნება, მანიაკალურ რწმენას იმისა, რომ თითქოს კაცობრიობა ავთვისებიან სიმსივნედ იქცა და ანგრევს ჩვენს პლანეტას. დღეს მსოფლიოში ბევრი ლიდერი მოიძებნება, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოში მოსახლეობის მკვეთრი ზრდა ისეთ ეპიდემიად ან ვირუსად იქცა, რომ მასთან შესაბამისი ბრძოლაა საჭირო. საქმე შობადობის შეზღუდვას ეხება: გაერო გამოსცემს მემორანდუმებს, უნივერსიტეტებში სასწავლო კურსებს კითხულობენ.

ისინი, ვისაც ამ ფილოსოფიის სჯერა, გამუდმებით ლაპარაკობენ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის აუცილებლობაზე, კონტრაცეფციასა და «ოჯახის დაგეგმვის» სხვა საშუალებებზე… და, ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე განუხრელად მატულობს. პრინც ჩარლზს, მაგალითად, მიაჩნია, რომ «მსოფლიო მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება იმ ოდენობით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა საერთო რაოდენობას უდრის. თუ ასე გაგრძელდა, 50 წლის შემდეგ ჩვენს პლანეტას, რომელიც დღეს 6,8 მილიარდ ადამიანს ასე თუ ისე აუდის, 9 მილიარდის გამოკვების პრობლემა დაუდგება».

მსოფლიო ელიტის ერთი ნაწილის აზრით, მოსახლეობის სიჭარბე «კლიმატის შეცვლის» მთავარი მიზეზია, რაც ჩვენს გარემომცველ სამყაროს გაანადგურებს და ქვეყნიერებას უზარმაზარ ჯურღმულად აქცევს. ეს ყველაფერი სისულელეა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მათ ამ «შავი ფილოსოფიის» სჯერათ, უარესი კი ისაა, რომ მათ ხელშია ძალაუფლება, რომლის ამოქმედებით თავიანთი ვერაგული გეგმების შესრულება შეუძლიათ.

დღეს გთავაზობთ მსოფლიო ელიტის წარმომადგენელთა 22 გამაოგნებელ წინადადებას შობადობის რეგულირების თემაზე, რომელთა წაკითხვამ შეიძლება გულისრევა გამოიწვიოს.

1. მსოფლიოს მოსახლეობის რეგულირების პოლიტიკის საკითხებზე გაეროს ქვეგანყოფილების რეზიუმედან:

«რა უნდა ვიღონოთ, რათა დავაჩქაროთ შობადობის შეკვეცა ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში?»

2. ბილ გეიტსი _ «მაიკროსოფტის» დამფუძნებელი:

«მსოფლიოში დღეს 6.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად უახლოვდება 9 მილიარდს. თუ დღეს ჩვენ კარგად ვიმუშავებთ ახალ ვაქცინებზე, მედიკო-სანიტარულ დახმარებაზე, რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხებზე, შეიძლება შევამციროთ იგი 10-15 პროცენტამდე».

3. ჯონ ჰოლდრენი _ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი მეცნიერების საკითხებში»:

«გაცილებით იოლი იქნებოდა, განგვეხორციელებია ქალების სტერილიზაცია პირველი ან მეორე მშობიარობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია კაცების სტერილიზაციაზე შედარებით რთულია…»

4. პოლ ერლიხი _ აშშის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი მეცნიერების საკითხებში:

«თითოეულ ადამიანს, რომელიც ახლა იბადება, დისპროპორცია შეაქვს გარემოსა და პლანეტის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემაში».

5. რუთ ბეიდერ გინზბურგი _ აშშის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე :

«გულახდილად ვიტყვი, რომ, როცა ვიღებდით გადაწყვეტილებას რაუს საქმეზე, მეგონა, შეშფოთებული ვიყავით მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პრობლემით, კერძოდ, იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად იყო სასურველი».

6. გაეროს მოსახლეობის ფონდის «ცვალებად სამყაროსთან პირისპირ: ქალები, მოსახლეობა და კლიმატი» მოხსენებიდან:

«სინამდვილეში არც ერთი ადამიანი ნახშირბადისადმი ნეიტრალური არ არის, განსაკუთრებით, როცა ყველა სათბურის გაზი გაწონასწორებულია».

7. დევიდ როკფელერი:

«მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ნეგატიური გავლენა ყველა ჩვენს პლანეტარულ სისტემაზე საშინელი რეალობაა».

8. ჟაკ კუსტო:

«მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის სტაბილიზაციისთვის, ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი უნდა გავანადგუროთ».

9. ტედ ტერნერი _ საინფორმაციო სააგენტო «სიენენ»-ის დამფუძნებელი:

«მთელი მოსახლეობის 250-300 მილიონით შემცირება იდეალური იქნებოდა».

10. დევიდ ფორმანი _ ორგანიზაცია «დედამიწა, უწინარეს ყოვლისა» თანადამფუძნებელი:

«ჩემს მთავარ სამ ამოცანად წარმომიდგენია: მთელ მსოფლიოში ადამიანების პოპულაციის 100 მილიონამდე შემცირება; სამრეწველო ინფრასტრუქტურის განადგურება და უდაბნოს დაბრუნება მისი პირველყოფილი მრავალსახეობით».

11. პრინცი ფილიპი _ ედინბურგის ჰერცოგი:

«რომ შემეძლოს, დედამიწას მკვლელი ვირუსის სახით დავუბრუნდებოდი, რათა შემემცირებია კაცობრიობის პოპულაცია».

12. დევიდ ბრაუერი _ ბუნების დაცვითი საზოგადოებრივი ორგანიზაციის «კლუბ «სიერას» პირველი აღმასრულებელი დირექტორი:

«შობადობა საზოგადოებრიობის საწინააღმდეგოდ ჩადენილ დანაშაულად უნდა ითვლებოდეს, თუ მშობლებს მთავრობის ლიცენზია არ აქვთ. ყველა პოტენციური მშობელი ვალდებული უნდა იყოს, გამოიყენოს კონტრაცეფტული ქიმიური პრეპარატები, ხოლო მთავრობა შხამსაწინააღმდეგო პრეპარატებს მისცემს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბავშვის გასაჩენად ამოარჩევს».

13. მარგარეტ სენჯერი _ ოჯახის დაგეგმვის ამერიკის ფედერაციის დამაარსებელი:

«გულმოწყალების უმაღლესი გამოვლენა, რომელიც ოჯახმა თავისი ერთ-ერთი შვილის მიმართ შეიძლება გამოიჩინოს, მისი მოკვდინებაა».

14. იგივე მარგარეტ სენჯერი:

«შობადობის რეგულირებამ შედეგად უფრო სუფთა რასამდე უნდა მიგვიყვანოს».

15. პიტერ სინგერი _ პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ლექტორი:

«მაშ, რატომ არ უნდა გავხდეთ პლანეტის უკანასკნელი თაობა? ყველა რომ დავთანხმდეთ ჩვენს სტერილიზაციაზე, მაშინ არავითარი მსხვერპლშეწირვა აღარ დაგვჭირდება _ პირდაპირ ვიზეიმებდით ჩვენს გაქრობს!»

16. თომას ფერგიუსონი _ აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოვნიკი მოსახლეობის საქმეთა საკითხებში:

«არსებობს მთელი ჩვენი მუშაობის მხოლოდ ერთი თემა _ ჩვენ უნდა შევამციროთ მოსახლეობის რაოდენობა. მთავრობები ამას ან ჩვენი კარნახით შეასრულებენ კარგი და სუფთა მეთოდების საშუალებით, ან მიიღებენ უსიამოვნებებს, რომლებიც მსგავსი იქნება იმისა, რაც სალვადორში ან ირანში, ან ბეირუთში გაგვაჩნია. მოსახლეობა პოლიტიკური პრობლემაა. რახან მოსახლეობა კონტროლს აღარ ექვემდებარება, მას ავტორიტარული მთავრობა სჭირდება, ფაშისტურიც კი, რათა შეამციროს მისი რაოდენობა».

17. მიხეილ გორბაჩოვი _ სსრკ პირველი პრეზიდენტი:

«ჩვენ უფრო ღიად უნდა ვისაუბროთ სექსუალურ ცხოვრებაზე, კონტრაცეფციებზე, აბორტებზე, შობადობის რეგულირების მნიშვნელობაზე, იმიტომ, რომ ეკოლოგიური კრიზისი, მოკლედ რომ ვთქვათ, დემოგრაფიული კრიზისია. შეამცირეთ მოსახლეობა 90 პროცენტით და უკვე აღარ იქნება საკმარისი ოდენობის ადამიანები ეკოლოგიური კატასტროფის გამოსაწვევად».

18. ჯონ გვილებოდი _ ლონდონის კოლეჯის პროფესორი:

«პლანეტარულ მასშტაბში იმის ეფექტი, რომ ოჯახში ერთი შვილით ნაკლები იქნება, გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა სხვა ღონისძიებიდან მიღებული შედეგი. კიდევ ერთი შვილი მთელ პლანეტაზე ავიაგადაფრენების დიდი რაოდენობის ეკვივალენტურია».

19. ერიკ პიანკა _ ტეხასის უნივერსიტეტის ბიოლოგიის მასწავლებელი:

«ამ პლანეტას შეეძლო შეენახა ნახევარი მილიარდი ადამიანი, რომლებიც გარკვეულ კომფორტში იცხოვრებდნენ და არავითარ ზიანს არ მიაყენებდნენ ბუნებას. ადამიანების რაოდენობა ძალიან უნდა შემცირდეს და რაც შეიძლება მალე, რათა შემცირდეს გარემოსთვის ზიანის მიყენების მოცულობა».

20. ჰილარი კლინტონი _ აშშის სახელმწიფო მდივანი:

«წლეულს აშშ-მა განაახლა რეპროდუქტიული ჯანდაცვის დაფინანსება გაეროს მოსახლეობის ფონდის მეშვეობით, მოსალოდნელია კაპიტალდაბანდების გაზრდა. ამასწინათ აშშ-ის კონგრესმა 648 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო მთელ მსოფლიოში ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამებისთვის. უნდა დავუმატო, რომ ეს არის ფულადი სახსრების ყველაზე დიდი გამოყოფა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დემოკრატი პრეზიდენტი გვყავდა».

21. ნინა ფიოდოროვა _ ჰილარი კლინტონის მრჩეველი:

«ჩვენ უნდა განვაგრძოთ მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირება; პლანეტა ვეღარ შეძლებს ადამიანების რჩენას».

22. პირველი «10 ახალი მცნებიდან»:

«დაე, დედამიწის მოსახლეობა არასოდეს აღემატოს 500 000 000 და მუდმივად იყოს ბუნებასთან გაწონასწორებული».

News.bcm.ru

წინ _ ამოწყვეტისკენ!

აი ასეთია «შავი ფილოსოფია», რომელიც მსოფლიო ელიტას ადარდებს: ფიქრობენ, შფოთავენ, წინადადებებს გვთავაზობენ.

ზოგჯერ აშკარად არაადამიანურს, როგორც ჟაკ კუსტო: «მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის სტაბილიზაციისთვის ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი უნდა გავანადგუროთ».

ან ოცნებობს, როგორც ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი: «რომ შემეძლოს, დედამიწას მკვლელი ვირუსის სახით დავუბრუნდებოდი, რათა შემემცირებია კაცობრიობის პოპულაცია».

ინკარნაცია ინატრო და _ ასეთი?!

ან იმ დედას რა ვუთხარი, ვინაც ყურს ათხოვებს ოჯახის დაგეგმვის ამერიკის ფედერაციის დამაარსებელ ქალბატონ მარგარეტ სენჯერს: «გულმოწყალების უმაღლესი გამოვლენა, რომელიც ოჯახმა თავისი ერთერთი შვილის მიმართ შეიძლება გამოიჩინოს, მისი მოკვდინებაა».

ამ დედაკაცს ან ყველა თავისი შვილი დახოცილი ჰყავს, ან მედეას სინდრომით არის დაავადებული.

შფოთავენ, გვთავაზობენ ადამიანების საჯოჯოხეთოდ გამწესებას ახალი ლიუციფერები, რომელთა რიცხვი ლეგიონია.

მიშა სააკაშვილი კი ამათ საქმეს აკეთებს, ერთ ქვაბში ყრის, აადუღებს, გადახარშავს და ახალი და ახალი რეფორმების ტელეულუფებით უმასპინძლდება თავის ხალხს:

«ხუთვარსკვლავიანი საავადმყოფოებით», რომლებშიც მკურნალობა ხალხისთვის მიუწვდომელია;

ასლარიანი პენსიებით, რომლებიც კვირის ბოლომდეც ვერ გყოფნის;

ეკოსისტემის ველური ექსპლუატაციით;

უმუშევრობით, დემოგრაფიული კრიზისით, სოფლის ამოძირკვით, არნახული სიძვირით, ეკონომიკური არმაგედონით.

შედეგად კი ვიღებთ ადამიანის განვითარების უმთავრესი მაჩვენებლის _ სიცოცხლის ხანგრძლივობის კატასტროფულ ვარდნას. პროფესორმა დავით იაკობიძემ «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში (#26) შემაშფოთებელი ციფრები დაასახელა: სიცოცხლის შესაძლო ხანგრძლივობა სულ ათიოდ წლის წინათ საქართველოში 71,5 წელიწადი იყო _ ვუსწრებდით თუნდაც ჩვენს მეზობელ სომხეთს, სადაც ეს მაჩვენებელი _ 68,5 წელიწადს არ სცილდებოდა. 2011 წლის მონაცემებით, სომხეთმა გაგვისწრო: იქ 69,5-ია, ჩვენთან _ 69,2.

ასე თანდათან, ნაბიჯნაბიჯ და მიზანმიმართულად ხორციელდება საქართველოში «ოქროს მილიარდის» პლანეტარული პრინციპი, დედამიწის მოსახლეობის ერთ მილიარდამდე დაყვანის ამოცანა, ოღონდ არა «მსოფლიო მთავრობის» მიერ, არა მისი ძალისხმევით, არამედ ჩვენი მშობლიური ხელისუფლების კაცმოყვარული რეფორმების წყალობით.

თუ ასე გაგრძელდა და ამ ხელისუფლების თვალებში შემყურე თუ დავრჩით, სულ მალე დამთავრდება საქართველო, ამოვწყდებით და ჩვენს წონად წვლილს შევიტანთ დედამიწაზე ადამიანების პოპულაციის გადარჩენის საერთოსაკაცობრიო საქმეში.

არმაზ სანებლიძე

 

14 COMMENTS

  1. Saakashvili ROM saqartvelos gasanadgureblad iyo movlenili es brmam da yrumac icis.magram axlandeli mtavroba ragam daazina agatas zilit ROM vegar gamofxizlebulan?and es xalxi. Ram gaadebila yvelas qalaqsi jdoma urchevnia da ar fiqroben qalaqi ar eyofa mtel saqartvelos

  2. ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არაა ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ და წინ მიდიან ამ იდეის შესრულებისაკენ და მათ ვერავინ და არაფერი შეაჩერებს-ღმერთიც ვერა რადგან ღმერთმა იწინასწარმეტყველა ადამიანების განადგურება და ეს ესე უნდა მოხდეს თუ ღმერთის გვწამს უნდა გვჯეროდეს მისი სიტყვების და უნდა გვინდოდეს მისი სიტყვების ასრულების…

  3. даите горбачеву власт и ояен легко решит все.таска что люди не могут у него решать.таска!

  4. ყველაფერი უფლის ნებაა.ალბათ იმიტომ არსებობენ ამდენი სატანები მსოფლიოში რომ გაანადგურონ კაცობრიობა.მაგრან მე მაინც უფლის იმედი მაქვს და დაგვიცავს და დაგვიფარავს. დიდება უფალს.

  5. ნამდვილად აქედან მოდის საქართველო ქართველების გარეშე ლამაზიაო ამბობდა მაშინ ბავშვი ვიყავი და შეიძლება იმდენს ვერ ვხვდებოდი რა მოგველოდა

  6. ესენი და ამათი შთამომავალი უნდა გაანადგუროს ღმერთმა პირველ რიგში,კაცთმოძულეები….

  7. მალთუსის მიმდევრები!თუ ასე გამოსახშირია კაცობრიობა მილიარდიანი მოსახლეობა შეამცირონ !

  8. ღმერთი მიუსჯის ყველა სახელმწიფოს, საქართველო ისედაც პატარაა, უფალო დაიფარე ქართველი ერი.

  9. ღმერთო დაეხმარე საქართველოს, ისედაც პატარა ქვეყანაა, ეს ეხება პირველ რიგში ჩინეთს, ბევრი არიან და ვირუსიც მათ გაავრცელეს, საქართველო ჩინელების გარეშე!

  10. Nu gechiniat xalxnoooo
    Kvelaperi kargad ikneba
    Mtavaria tvali ukve gavaxilet
    Eg ra maklia viras gamzxaris dakrulze visekvo…ace knas kvelam

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Eli Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here