Home რუბრიკები პოლიტიკა ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას აღიარებითი ჩვენებები…

ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას აღიარებითი ჩვენებები…

591

ბარაკ ობამამ შარშან გააუქმა აშშ-ის ჯარში მამათმავლების მსახურების ამკრძალავი «დისკრიმინაციული» კანონი; იქვე ისაუბრა გეების დამსახურების შესახებ ამერიკის წინაშე და მაშინვე გამოაცხადა ყოველი წლის ივნისი, ანუ თიბათვე, მსოფლიო მამათმავლების თვიურად, როდესაც მსოფლიო მასშტაბით უნდა გაიმართოს გეიაღლუმები;  სულ ახლახან კი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებამ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების შესახებ ხომ საერთოდ დეტონატორის ფუნქცია შეასრულა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ისე, რომ ობამას მიერ დათქმული «თაფლობის თვის», ივნისის, დადგომას აღარც დაელოდნენ და, ალპინისტების ენით თუ ვიტყვით,  თბილისის, კიევის, ერევნის, მოსკოვის პედერასტული ტრავერსი მაისშივე სცადეს.

ობამას ამ «ვაჟკაცური ინიციატივების» შემდეგ, თითქოს რაღა უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ, მართლაც შოკისმომგვრელი იყო ის ინფორმაციები, რომლებიც რიგაში გასამართი გეიპარადის წინ გახდა ცნობილი ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას განცხადებების სახით, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო Lenta.ru-მ გაავრცელა 1 ივნისს:

«გეიპარადში, რომელიც 2 ივნისს უნდა გაიმართოს ქალაქ რიგაში, ამერიკელი დიპლომატებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკის ელჩი ლატვიაში _ ჯუდით გარბერი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.

აღლუმში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჰილარი კლინტონის) თანაშემწის მოადგილე თომას მელია, ამერიკის ელჩი ესტონეთში მაიკლ პოლტი და ბალტიის ქვეყნებში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების სხვა თანამშრომლები.

ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას გეიპარადში, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსექსუალებს ლატვიაში და მთელ მსოფლიოში», _ განაცხადა ჯუდიტ გარბერმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ლგბტ-ს, ანუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების მთელ მსოფლიოში დაცვას ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირდაპირ დაუკავშირა ამა თუ იმ ქვეყნისთვის აშშ-ის ფინანსური დახმარება მოცემულ ქვეყანაში ამ უფლებების დაცვას!

ვფიქრობ აქ, როგორც იანკები იტყოდნენ, NO COMMENT, მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი: ანუ რა გამოდის? აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი აღარ არის ტერორიზმთან ბრძოლა ან დემოკრატიის ექსპორტი მთელ მსოფლიოში თუ, როგორც იტყვიან, ერთი მეორეს ხელს არ უშლის ან კიდევ უფრო «უკეთესი» _ პედერასტობის პროპაგანდა-აგიტაცია და მათი უფლებების დაცვაა სწორედ ლიბერალური დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი და ხიბლი?

ან ბარაკ ჰუსეინის უზნეო განცხადება რას ნიშნავს? იმას ხომ არა, ჩვენებურად და მარტივად თუ ვიტყვით, თუ გინდა, რომ მწვანე დოლარები მოგცე, შენ ერთი ადგილის მიცემა უნდა დაიწყო?

ახლა ვნახოთ, თუ რას იუწყება იგივე საინფორმაციო სააგენტო უკვე 3 ივნისს, ანუ რიგაში შემდგარი გეიპარადის შემდეგ, საიდანაც ამონარიდებს შიგადაშიგ, საკუთარი ტერმინების თანხლებით, მაგრამ შინაარსის დაუმახინჯებლად მოგაწვდით:

«პოლიციის მონაცემებით, 2 ივნისს რიგაში 400-მდე  ლგბტ-მ მიიღო მონაწილეობა პარადში, რომელიც პოლიციის მნიშვნელოვანი ძალების მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე დამთავრდა.

დაპირებისამებრ აქციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი ლატვიაში _ ჯუდიტ გარბერი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა სექსუალურ უმცირესობებს».

ვერმანის პარკში, რომელიც გეიპარადის მარშრუტის ბოლო, სამიტინგო ადგილი იყო, სიტყვებით გამოვიდნენ, აგრეთვე, ამერიკის ელჩი ესტონეთში _ მაიკლ პოლტი, ჰილარი კლინტონის თანაშემწის მოადგილე თომას მელია და სხვები. აქციაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ჰოლანდიის, ნორვეგიისა და დანიის (პედერასტებისთვის ცნობილი სამოთხე ქვეყნები. _ დ.მ.) ელჩები ლატვიაში.

ამ ყველაფერს პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან (რადგანაც პარკში შესვლა შეზღუდული იყო არაპედერასტებისთვის) სტვენით აპროტესტებდა დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი, რომელსაც ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით _ შეწყდეს ლატვიაში ჰომოსექსუალიზმის აგრესიული პროპაგანდა!

იქიდან, რომ მამათმავლებს ღია მხარდაჭერას უცხადებენ ამერიკის უმაღლესი ხელისუფალნი, ხოლო მათი ელჩები პირადად მონაწილეობენ გეიპარადებში, იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ პედერასტობის პროპაგანდა-აგიტაცია შორს გასცდა ამ «ჩაგრულ მესაჯდომეთა» უფლებების დაცვას. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არის მსოფლიო მასონ გლობალისტების ტოტალური პიდარშეტევა მთელი კულტურული კაცობრიობის მიმართ, აქედან გამომდინარე, შორს მიმავალი მიზნებით. მიზანი კი «ერთია, დიადი ნათელი» _ მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა ყოველგვარი საზღვრების, ერების მორალის სიწმინდის გარეშე, სადაც ტრადიციული, «ჩამორჩენილი, ბნელი» რელიგიების ნაცვლად, ახალი და «პროგრესული» ერთადერთი რელიგია იბატონებს _ უფალი მამონა და პედერასტობა, მოციქული მისი!

ყოველივე ზემოთ თქმულიდან კი, ალბათ, დროა, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, მთავარი კითხვა დავსვათ _ რა ელის საქართველოს და საით მიდის «სტრატეგიულ პარტნიორთან» ერთად, ამერიკასთან, რომლის მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაში პედერასტების უფლებების დაცვა ყოფილა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვისაც ბრმა ცინდალივით ავეტორღიალეთ?

მოკლედ თუ ვიტყვით, კარგი არაფერი _ აშშ-თან სტრატეგიული ფლირტი დაკარგულ ტერიტორიებზე ოცნებასაც კი გამორიცხავს. თუმცა მაგისთანა საშვილიშვილო ფიქრებიც რომ მივატოვოთ და მხოლოდ დღევანდელობით, ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა, ანუ მხოლოდ  კუჭის ფილოსოფიით, ვიცხოვროთ, გაპედერასტების გარეშე აღარც სტომაქს ამოგვიყორავენ ამერიკელები!

ხატოვნად თუ ვიტყვით, ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას ეს მოულოდნელი აღიარებითი ჩვენებები საქართველოში პროამერიკული განწყობების კუბოზე დაჭედებული ბოლო  ლურსმანია და პირიქით _ პრორუსული განწყობებისთვის კიდევ ერთი წონადი არგუმენტია. კიდევ ერთი, რადგანაც უმთავრესი ის არის, რომ, თუ არსებობს ბუნებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, ეს მხოლოდ მოსკოვში, ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაშია.

საქართველოში, რა თქმა უნდა, ჭკუათმყოფელ და თანაც ზნეობასთან მწყრალად არ მყოფ ხალხს ვგულისხმობ და არა, უკეთეს შემთხვევაში, უტვინო ურაპატრიოტებს და უარესში პროამერიკელ მონა კომფორმისტებს.

ურიგო არ იქნება, თუ აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივის მძლავრ არგუმენტთან ერთად, რაზეც მუდმივად აპელირებენ ხოლმე პრორუსულობის  იარლიყმიწებებული ბურჯანაძე-კუკავას პარტიები, ამერიკის საგარეო პილიტიკის პრიორიტეტად მესაჯდომეების უპირობო მხარდაჭერის და  «უმნიშვნელო», მაგრამ ზნეობრივ არგუმეტებსაც გამოიყენებენ ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის გულახდილობის სახით საკუთარი პოლიტიკური ვექტორის სასარგებლოდ.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here