მთავარი საზოგადოება იაკობ ჯუღაშვილი: ანტისტალინიზმი დამარცხებული დასავლური ფაშიზმის რევანშის მცდელობაა!

იაკობ ჯუღაშვილი: ანტისტალინიზმი დამარცხებული დასავლური ფაშიზმის რევანშის მცდელობაა!

1271
გააზიარეთ

იოსებ სტალინი იმ უიშვიათესი პოლიტიკური ბუმბერაზების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც რაც უფრო უსამართლოდ, დაუსაბუთებლად ლანძღავ, მით უფრო მჟღავნდება მათი სიდიადე! «ნაციონალებისთვის» განვმარტავ: თქვენ, თავად ბოროტები, რაც უფრო მეტ სიმბოლურ «ქვას» სტყორცნით სახალხო ბელადის მიმართულებით, მით უფრო აამაღლებთ მის სიმბოლურ «კვარცხლბეკს!» ჩვენი გაზეთის დღევანდელი სტუმარია იოსებ სტალინის შვილთაშვილი იაკობ ჯუღაშვილი.

_ ბატონო იაკობ, იოსებ სტალინის შთამომავალთა გვარტომობის ხე ისეა ტოტებგაშლილი, რომ შეიძლება დაიბნე კიდეც _ ესა თუ ის პიროვნება რა მხრიდან ენათესავება საბჭოთა კავშირის ბელადს, ამიტომ გთხოვთ, წარუდგინოთ თავი ჩვენს მკითხველს.

_ მე ვარ იაკობ ევგენის ძე ჯუღაშვილი. მამაჩემი პოლკოვნიკი ევგენი ჯუღაშვილია, სტალინის უფროსი ვაჟის _ იაკობის და ოლგა პავლეს ასულ გოლიშევას შვილი; დედაჩემი _ ნანა ნოზაძე გერმანული ენის სპეციალისტია. დავიბადე 1972 წელს თბილისში. საშუალო სკოლა დავამთავრე მოსკოვში. საქართველოში დავბრუნდი 1989 წელს. სამი წლის შემდეგ, 1992-ში, ჩავაბარე გამოცდები თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მერე, 1994 წელს, ჩემი უშუალო პედაგოგის _ ზურაბ წერეთლისა და ასლან აბაშიძის ხელშეწყობით გავემგზავრე შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში სამხატვრო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1997 წელს. 1999 წელს ჩამოვედი საქართველოში და, უკვე ცამეტი წელია, აქ ვცხოვრობ.

_ ოჯახური მდგომარეობა?

_ ჩემი მეუღლეა ნინო ლომკაცი, პროფესიით მხატვარი. მყავს ქალიშვილი ოლგა-ეკატერინე, რომელიც სამი წლისაა.

_ რატომ აქვს ბავშვს ორი სახელი?

_ ამ პატარა გოგოში ხუთი ბებია «გავაერთიანეთ». ნინოს ბებიას, ისევე, როგორც ჩემს, ოლგა ჰქვია. რაც შეეხება სამ ეკატერინეს, ესენი არიან: სტალინის დედა, სტალინის პირველი მეუღლე და კიდევ ერთი ეკატერინე მამაჩემის დედის მხრიდან იყო. ბავშვი მოვნათლეთ ატენის სიონში, როგორც ეკატერინე. აი, მოკლედ რისი თქმა შემიძლია ოჯახზე და საკუთარ თავზე.

_ ბატონო იაკობ, ბევრმა ადამიანმა, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმაც ძალიან განიცადა სტალინის ძეგლის დემონტაჟი მის მშობლიურ ქალაქ გორში. თქვენ, როგორც მის შვილთაშვილს, რა გრძნობა დაგეუფლათ ამ ბარბაროსობის შემდეგ?

_ როგორც ვხედავ, თქვენ გინდათ ჩემში გრძნობების, ემოციების გამოწვევა და მკითხველს მიართვათ ლამის შექსპირისეული ვნებათაღელვა, რომელიც შვილთაშვილის სულში აღანთო დიდი წინაპრის ძეგლის დანგრევამ!

_ რატომაც არა?! ეს საინტერესოა!

_ ყველა თავის გრძნობებსა და ემოციებზე წერს, ლაპარაკობს, მაგრამ ცარიელი ემოციები საქმეს არ შველის. დღეს გაზეთის ფუნქცია არ არის «ახალი ამბები», მაგისთვის ინტერნეტი არსებობს. დღევანდელ გაზეთს უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო დანიშნულება და ზუსტად ეს უნდა გახდეს მისი პოპულარობის მიზეზი. მოკლედ, შევეშვათ ლირიკას, მოდით, სხვაგვარად დავსვათ კითხვა _ რას ნიშნავს ანტისტალინიზმი?

ანტისტალინიზმი, როგორც იდეოლოგია, ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს იყო და არის რევანშისტული იდეოლოგია.

_ რა შუაშია აქ რევანშიზმი?

_ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა 5,5-მილიონიანი არმია. აქედან 4 მილიონ ექვსასი ათასი იყო გერმანელი, დანარჩენები იყვნენ იტალიელები, უნგრელები, რუმინელები და, წარმოიდგინეთ, ებრაელებიც!

_ ებრაელებიც?

_ დიახ, ებრაული სრული დივიზია! თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰიტლერმა დაიპყრო მთელი ევროპა, ინგლისის გარდა, რომელიც საიმედოდ იყო ბლოკირებული და იყენებდა მაგ ქვეყნების მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს, წარმოიდგინეთ, რა საშინელი ძალა დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირს! და ეს ბნელეთი, ანუ დასავლური ფაშიზმი, განადგურებულ იქნა ჩვენი ქვეყნის მიერ სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით! აქედან გამომდინარე, ეს არის დამარცხებული დასავლური სამყაროს რევანში!

_ ნებისმიერი იდეოლოგია ეფუძნება როგორც სოციალურ, ისე ისტორიულ  მომენტებსაც. რას ეყრდნობა ანტისტალინიზმი?

_ ტროცკის ცილისწამებას თავი რომ დავანებოთ, ანტისტალინიზმი, ასე ვთქვათ, შედგება ხუთი ელემენტისგან: 1932-33 წლების ვითომდა უკრაინაში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილისგან _ «გოლოდომორისგან»; შემდეგ 1937-38 წლების ე. წ. დიდი ტერორისგან; აუცილებლად მოლოტოვ-რიბენტროპის ე. წ. პაქტისგან, თითქოს საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ დაამყარეს მოკავშირული ურთიერთობები და შესანსლეს «საწყალი პოლონეთი»; კიდევ, კატინის ე. წ. დახვრეტებისგან და, ბოლოს, ხრუშჩოვის ნალაპარაკებიდან პარტიის XX ყრილობაზე. თუმცა ხრუშჩოვი თავის მოხსენებაში სტალინს ადანაშაულებს მხოლოდ საკუთარი «პიროვნული კულტის» დანერგვა-გავრცელებაში.

_ ანუ . . პიარში, არა?

_ ისე, მართლა საინტერესოა, სააკაშვილის «პიროვნების კულტს»  რომელი ნაციონალი გამოამზეურებს თავის პარტიის ყრილობაზე?

ჩვენი ამოცანაა ამ ხუთი «პოსტულატის»  გაქარწყლება. ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ანტისტალინიზმი ყურით მოთრეულ არგუმენტებსა და ფაქტებზეა დაფუძნებული; და იგი აუცილებლად გასკდება საპნის ბუშტივით!

_ რით დავიწყოთ?

_ პირველი. ჩვენ უნდა შევიგრძნოთ, რომ სტალინის დამცირება, თითოეული ჩვენგანის დამცირებაა. იცით, მე, პირადად, თავს რატომ ვგრძნობ დამცირებულად? არა იმიტომ, რომ სტალინის პირდაპირი ჩამომავალი ვარ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი ვარ! მამაჩემის გარდა, სტალინს შვიდი შვილიშვილი ჰყავდა და არც ერთი მათგანი თავს დამცირებულად არ გრძნობს, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ!

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ არ არიან საზოგადოების წევრები! ინდივიდუალისტები არიან, როგორც ქართველების უმრავლესობა; და, აი, ამ ინდივიდუალიზმით ჩვენ გვკლავენ! თუ მართლმადიდებლები ვართ და ტრადიციები გაგვაჩნია, შორს მოვისროლოთ ინდივიდუალიზმი! ოღონდ ნუ ავურევთ ინდივიდუალიზმში თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობას, რაც კარგია! ინდივიდუალიზმი ზოგიერთისთვის უფრო მეტია, ვიდრე ოჯახი, ვიდრე მეგობრობა, ვიდრე თავგანწირვა სამშობლოსთვის. მაშასადამე, უფლება არ გაქვს, იყო ინდივიდუალისტი, როცა ქვეყანა ინგრევა! და თუ ვინმეს ეს არ აწუხებს, თავისი ინდივიდუალიზმი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ის პირადად ჩემი მტერია! ამიტომ, თუ ჩვენ საკუთარ თავს ვთვლით საზოგადოების წევრებად, ვალდებულნი ვართ, დავამარცხოთ ანტისტალინიზმი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში! აქედან უნდა დაიწყოს ჯაჭვური რეაქცია! ჩვენ დავამტკიცებთ, რომ «გოლოდომორი» იყო მოგონილი ამერიკელი მედიამაგნატის, ჰიტლერის პირადი მეგობრის _ ვილიამ ჰერსტის მიერ და ის «მამხილებელი» სურათები გადაღებულია არა უკრაინაში, არამედ ამერიკის შტატ ოკლაჰომაში 1929-32 წლების დიდი დეპრესიის დროს.

_ ანუ «ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო

_ ასეა! მერე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ე. წ. 1937-38 წლების დიდი ტერორი არ არსებობდა და მაგ «პარტიული წმენდის დროს» სტალინის როლი სულ სხვა იყო. ურწმუნოებს ვურჩევ, ჯერ წაიკითხონ არჩ გეტის წიგნი «დიდი ტერორი». ასევე, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ კატინის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირს ბრალი არ მიუძღვის. ჯერ კიდევ 1992 წელს ისტორიკოსმა იური მუხინმა გამოაქვეყნა წიგნი «Катыньский детектив»- და იქ მოყვანილი არგმუენტაცია ჯერჯერობით ვერავინ უარყო პოლონეთის სეიმის ჩათვლით!  ჩვენ უნდა განვუმარტოთ ქართულ საზოგადოებას, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის  ე. წ. პაქტი არ იყო მოკავშირული, რადგან მხარეები არანაირ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ არ იღებდნენ! რაც შეეხება ხრუშჩოვის ლუღლუღს პარტიის მეოცე ყრილობაზე, ყველა დაინტერესებულს ვურჩევ, გაეცნონ გროვერ ფერის წიგნს «ხრუშჩოვის 61 ტყუილი».

_ ბატონო იაკობ, გვიახლოვდება 9 მაისი _ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მორიგი წლისთავი. ეგებ, უფრო ვრცლად ისაუბროთ მოლოტოვრიბენტროპის პაქტზე, რომელმაც, ვაიისტორიკოსების აზრით, კაცობრიობის ეს ტრაგედია გამოიწვია.

_ თუ ნებას მომცემთ, დავაზუსტებ: არა «ვაი-ისტორიკოსები», არამედ «ბნელი ძალების მიერ მოსყიდული ისტორიკოსები!» განვმარტავ: «ვაიისტორიკოსები» _ უვიცებს ნიშნავს, «მოსყიდული ისტორიკოსები» კი ისეთი ხალხია, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ ცრუობენ, ანუ ტყუილი და ცილისწამება მათი «პურია»! სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ისტორიკოსებს არ ეხება. მოსყიდულები, იგივე, სულმიყიდულები არიან, მაგალითად, ის ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმს აცხადებენ ნორმად და არა უმძიმეს ფსიქიკურ დაავადებად! ასევე, ამგვარნი არიან ექიმები, რომლებიც, დასავლური ფარმაკოლოგიური კონცერნების დავალებით, საკუთარ მოსახლეობაზე ცდებს ატარებენ… და, თუ გნებავთ, პედაგოგებიც! თუმცა ეს სულ სხვა თემაა. კეთილი, ვუამბოთ ხალხს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე.

დასავლელი რევანშისტები  მსოფლიო საზოგადოებას თავს ახვევენ იმ აზრს, თითქოს 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება, ანუ . . მოლოტოვრიბენტროპის პაქტი, დაიდო სსრკის ინიციატივით. ეს ბლეფია! სინამდვილეში მაგ დროს საბჭოთა კავშირი იყო დაკავებული ანტიფაშისტური ბლოკის შექმნით. თუმცა პოლონეთმა, საფრანგეთმა და ინგლისმა ეს მცდელობა დაასამარეს, რამაც  ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას. როცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის საბოლოოდ  ცხადი გახდა ანტიფაშისტური ბლოკის ჩაშლის თაობაზე, მთავრობის თავმჯდომარე ვიაჩესლავ მოლოტოვი თანხმდება გერმანელებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებას და წინაპირობად აყენებს სავაჭრო-საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებას. მისი მიხედვით, გერმანია იღებდა ვალდებულებას, საბჭოთა კავშირისთვის 200 მილიონი მარკის ღირებულების მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებაზე (დანადგარები, მანქანები, ძრავები, ოპტიკა, ზუსტი მექანიზმები და ა.შ.), ხოლო ჩვენ ვაწვდიდით, ძირითადად, ნედლეულს (ხე-ტყე, ბამბა, ნახშირი და ა. შ.). საბჭოთა ქვეყანამ, ამ ხელშეკრულების დადებით, აიძულა გერმანია შეეჩერებინა თავისი სამხედრო ძალების სწრაფი ზრდა, რადგან პოტენციური ჯარისკაცები (ანუ ჩვენი წინაპრების მკვლელები) დაეტოვებია ქარხნებში არა მხოლოდ ჩვენი შეკვეთების შესასრულებლად, არამედ ჩვენ მიერ მიწოდებული ნედლეულის გადასამუშავებლადაც.

აქვე მინდა შეგახსენოთ ორი ისტორიული ფაქტი, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ქართველების უმრავლესობას არცკი გაუგია. საუბარია იმავე 1939 წლის 7 ივნისის ლატვია-გერმანიისა და ესტონეთ-გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებებზე, რომლებიც ისტორიაში ცნობილია, როგორც სელტერს-რიბენტროპის და მუნტერს-რიბენტროპის პაქტები. და კიდევ, შეგახსენებთ ყველაზე მთავარ მოვლენას, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა ჰიტლერის დაგეგმილ დროზე ადრე თავდასხმა საბჭოთა კავშირზე. ესაა 1938 წლის 29 სექტემბრის მიუნხენის ხელშეკრულება, შემდგომში «მიუნხენის შეთქმულებად» წოდებული. ეს ზუსტად ის ხელშეკრულებაა, რომლითაც «უძველესმა დემოკრატიებმა» _ ინგლისმა და საფრანგეთმა გაწირეს ჩეხოსლოვაკია და მიართვეს იგი ჰიტლერს, რითაც მას გზა გაუხსნეს აღმოსავლეთისაკენ; «საწყალმა მსხვერპლმა» _ პოლონეთმა კი ისარგებლა «მიუნხენით»  და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოახდინა ჩეხოსლოვაკიის ტეშინის ოლქის ოკუპაცია! ამ ფაქტზე ჩვენი შინნაზარდი ფაშისტები დუმან!

_ მაგრამ, ბატონო იაკობ, გვიმტკიცებენ, რომ მოლოტოვრიბენტროპის ხელშეკრულებას ახლდა «საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი», . . სდპ, რომლითაც თითქოს გერმანია და სსრკ შეთანხმდნენ, ერთობლივად დაეპყროთ, შემდეგ კი გაეყოთ პოლონეთი.

_ ეს არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ამაზრზენია, რომ დღემდე ჰებელსის სულიერ შვილებს, ამ ნაძირლებს, თავადაც არ უნახავთ ეს «საბუთი», თუმცა ძალიან უყვართ მისი ციტირება! 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება და არა პაქტი, რომლის სრული ტექსტი 24 აგვისტოს დაიბეჭდა «იზვესტიასა»  და «პრავდაში»; ხოლო 26 დღეში, ანუ 18 სექტემბერს, ამ ხელშეკრულებას ეწოდა პაქტი; თუ რატომ, ამაზე მომდევნო, შემდეგ საუბარში განვმარტავ, მკითხველი რომ არ გადავღალოთ!

_ ბატონო იაკობდავუშვათ, რომ საბჭოთა კავშირი და გერმანია შეთანხმდნენ ერთობლივ აგრესიაზე პოლონეთის წინააღმდეგ, თქვენი კონტრარგუმენტები!

_ ამ შემთხვევაში ჩნდება რამდენიმე კითხვა.

პირველი: რატომ არ გამოუცხადა სსრკ-ს ომი პოლონეთის მოკავშირეებმა _ ინგლისმა და საფრანგეთმა ისევე, როგორც გერმანიას?

მეორე: რატომ არ გამოუცხადა რუმინეთმა ომი საბჭოთა კავშირს, რადგან ეს იყო რუმინეთის პირდაპირი ვალდებულება, პოლონეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად?

მესამე; რატომ დატოვა «ერთა ლიგამ»  რეაგირების გარეშე საბჭოეთის მიერ ჩადენილი აგრესია?

არადა, იმავე 1939 წლის ნოემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა იარაღით მოეგვარებინა ურთიერთობა გერმანელი ფაშისტების ლაქიასთან _ ფინეთთან, «ერთა ლიგამ»  მომენტალურად სცნო სსრკ აგრესორად და გააძევა თავისი რიგებიდან! ეს იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ არავითარი საიდუმლო გარიგება გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის პოლონეთის ერთობლივად დაპყრობაზე არ ყოფილა! ამ ფაქტს ადასტურებს თუნდაც გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის მეთაური ფრანც ჰალდერი. ის თავის ცნობილ დღიურში წერს, რომ უკვე 7 სექტემბერს ჰიტლერი მზად იყო, დაეწყო მოლაპარაკება პოლონეთთან, კერძოდ, დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ, კრაკოვის პოლონეთისთვის დატოვებაზე და სხვ. ეს თვალნათლივ მეტყველებს, რომ არც გერმანია და არც სსრკ არ აპირებდნენ პოლონეთის განაწილებას! ერთი წლის შემდეგ, 1940 წლის 13 ნოემბერს, ბერლინის შეხვედრაზე მოლოტოვი შენიშვნას აძლევს ჰიტლერს იმის გამო, რომ იგი იარაღის ძალით ცვლის ევროპის რუკას, რაზეც ჰიტლერმა უპასუხა, რომ იარაღით განხორციელებული ცვლილებები არ ყოფილა მოსკოვის 23 აგვისტოს ხელშეკრულების საგანიო. აქედან, თუ «საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის» გამომგონებლებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ თვით ჰიტლერსაც კი არ სცოდნია მოსკოვის ხელშეკრულების შინაარსი! კი, ბატონო, ჰიტლერი იყო ტირანი, მაგრამ «სდპ»-ის შემთითხვნელებისნაირი გონებაჩლუნგი ნამდვილად არ ყოფილა!

_ როგორ აფასებთ იმდროინდელი პოლონეთის ხელისუფლების ქმედებებს?

_ პოლონეთის მთავრობა და მთავარსარდლობა მოიქცნენ როგორც ლაჩრები, მოღალატეები! და, აი, რატომ: 1939 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, პოლონური არმია იყო უფრო ძლიერი, ვიდრე გერმანიის შეიარაღებული ძალები! პოლონეთის ჭეშმარიტი პატრიოტი, გამოჩენილი მთავარსარდალი იუზეფ ჰილსუდსკი, რომელიც გარდაიცვალა 1934 წელს, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა პოლონეთის გენერალიტეტს და მას ლამის დეგენერატების საკრებულოდ თვლიდა; ჩერჩილი კი პოლონელი ხალხის ტრაგედიის მიზეზს ასე ხსნიდა: სამწუხაროდ, უმამაცესთა შორის უმამაცესებს ძალიან ხშირად ხელმძღვანელობდნენ გარეწართა შორის უგარეწრესებიო!

_ ბატონო იაკობ, ზუსტად დღევანდელ საქართველოზეა ნათქვამი!

_ თუმცა ადრე, როცა პოლონეთმა ჩეხოსლოვაკიას ტეშინის ოლქი წაართვა, იმავე ჩერჩილმა პოლონეთის სახელმწიფო დაახასიათა როგორც «ევროპის ხარბი აფთარი»… მოკლედ, 10 სექტემბერს პოლონეთის ხელისუფლებამ, მოსციცკის მეთაურობით, ბედის ანაბარად მიატოვა ვარშავა და იმის ნაცვლად, რომ დარჩენილიყო ქვეყანაში, გახიზნულიყვნენ აღმოსავლეთით და იქ ემოქმედათ ან დაედოთ სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასთან, ან გამოეცხადათ კაპიტულაცია, ან გადაფრენილიყვნენ გერმანიასთან საომარ მდგომარეობაში მყოფ ინგლისში ან საფრანგეთში, 17 სექტემბერს გადაკვეთეს რუმინეთის საზღვარი. რუმინეთი კი იმ მომენტში გერმანიასთან მიმართებაში იყო ნეიტრალური ქვეყანა. ამ შემთხვევაში, რუმინეთი ვალდებული იყო, პოლონელები დაეპატიმრებია, ანუ, დიპლომატიური ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, პოლონელების ინტერნირება მოეხდინა, რაც გააკეთა კიდეც. ინტერნანტებს კი, ეკრძალებათ ყოველგვარი ქმედების განხორციელება, მათ შორის, პოლიტიკურისაც! ეს ნიშნავდა პოლონეთის სახელმწიფოს დაცემას, არარსებობას!

ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდა, აქვს და ექნება საკუთარი ინტერესები. ეს დღევანდელ საქართველოს, როგორც ერთადერთ გამონაკლისს მსოფლიოში, არ გააჩნია ინტერესები! საქართველო სხვისი ინტერესებით სულდგმულობს და ეწირება კიდეც მათ!.. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა თავისი ინტერესები! მისი ამოცანა იყო კუთვნილი ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვა. შესაბამისად, მას არ სჭირდებოდა სხვისი მიწების მითვისება, მათ შორის, პოლონურის. პირიქით! ის დაინტერესებული იყო, პოლონეთი ძლიერი ბუფერული სახელმწიფო ყოფილიყო, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა ფაშისტურ გერმანიას. პოლონური «ელიტის» ამგვარმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის სლავურ მოსახლეობასაც.

საბჭოთა კავშირი არ მოელოდა პოლონური ხელისუფლების მხრიდან ასეთ სიმხდალეს. 10 სექტემბერს საბჭოთა მთავრობამ პოლონეთის ელჩს მოსკოვში წერილით მიმართა, რომელშიც სთხოვდა პოლონეთის მმართველობას, ნება დაერთოთ, გაეტარებინა საბჭოთა ჯარი თავის ტერიტორიაზე სლავური მოსახლეობის დასაცავად. ეს თხოვნა პოლონეთმა უპასუხოდ დატოვა, არაა გასაკვირი, რადგან 10 სექტემბერს პოლონეთის მთავრობა და გენერალიტეტი ვარშავიდან უკვე გაქცეულები იყვნენ და არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. დუმილი კი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს თანხმობას. 14 სექტემბერს სსრკ-ის მთავარსარდლობამ გასცა მობილიზაციის განკარგულება, ხოლო 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარი შევიდა დასავლეთ უკრაინასა და ბელორუსიის ტერიტორიებზე. ასევე, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ პოლონეთის ხელისუფლება ჩაბარდა რუმინეთს, რამაც პოლონეთის სახელმწიფო ავტომატურად გააუქმა და, შესაბამისად, 1932 წლის გაფორმებული და 1938-ში განახლებული საბჭოთა-პოლონურმა ხელშეკრულებამ თავდაუსხმელობის შესახებ, ასევე, ავტომატურად დაკარგა ძალა. მაშასადამე, საბჭოთა ჯარების მიერ დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის სლავური მოსახლეობის დასახლებული ტერიტორიების დაკავება იყო ყველა საერთაშორისო იურიდიული თუ სხვა ნორმების დაცვით განხორციელებული აქტი.

დაბოლოს, ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ შარშანწინ, «ნოვაია გაზეტას» წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დროს, ჩვენმა მხარემ  მოპასუხისგან მოითხოვა, სასამართლოსთვის წარედგინა «საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის» თუნდაც ასლები, რაზეც ჩვენ კატეგორიული უარი მივიღეთ. ეს ცრუპენტელების ბუნებრივი რეაქციაა, რადგან მოპასუხეებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქაღალდი აღმოჩნდებოდა სასამართლოში, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ მოითხოვდა ექსპერტიზას, რისიც მათ ცეცხლივით ეშინოდათ და ეშინიათ ახლაც.

_ გურიაში, ბატონო იაკობ, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, ხოლო გორში, არათუ დღესასწაულებზე, ქორწილებში, არამედ ქელეხებშიც პირველი სადღეგრძელო სტალინისა იყო! თქვენი აზრით, რა დაემართა გორელებს?

_ თქვენ ახლა განახორციელეთ «შემოვლითი მანევრი» და ფარულად პირველ კითხვას დაუბრუნდით, მაგრამ მე ემოციებზე ვერ ამიყოლიებთ! რაც შეეხება გორელების ინერტულობას, ეს სერიოზული თემაა. მოდით, შემდეგ საუბარში ამასაც შევეხოთ!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. დიდებული ახალგახრდაა. რაოდენ სასიამოვნო და კარგია, როცა თითქმის ეს ყველაფერ იცი და შენი აზრები ძალიან ბევრ შემთხვევაში ემთხვევა სტალინის შვილიშვილისას. მას უტყუარი ცოდნა აქვს! დიდებულია!

  2. რა თქმა უნდა რევანშიზმი და ზიზღი მათი ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ მთავარი და უმნიშვნოვალესი მაინც კობას სულიერება და იდეოლოგიაა. ზოგად საკაცობრიო პრობლემების მისეული გადაწყვეტა და მისი ღრმა სულიერება მოსვენებას არ აძლევს მის მტრებს.
    –თუნდაც: ა)პერმანენტულ რევოლუციასთან მისი მიმართება,
    ბ) ეკლესიასთან მისი დამოკიდებულუბა,
    გ) ოჯახი და ეროვნული საკითხები
    დ) პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული
    ე) სამართლიანობის მისეული გაგება და მისი
    ცხოვრებაში დამკვიდრება
    და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    –კარგი იქნება თუ ეს ახალგაზრდა ამ კუთხით გააშუქებს სტალინის პიროვნებასდა მაგალითებსაც მოიტანს.
    მე კობას შვილთაშვილის მიერ დაწერილ ასეთ ნარკვევს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი, რათა კიდევ სხვა თვალით და ახლებურად დავინახო ეს ბუმბერაზი ადამიანი!

    პატივისცემით, შოდა.

  3. თქვენ ღირსეული ქართველის ღირსეული შვილიშვილი ხართ!სტალინი გენიოსი იყო და ასე დარჩება ისტორიაში.9

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here