Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: თურქეთი საქართველოს ფანჯარაა

მიხეილ სააკაშვილი: თურქეთი საქართველოს ფანჯარაა

590

ზუსტად ერთ წელიწადში საქართველო ევროპას პირდაპირი სარიკიგზო ხაზით დაუკავშირდება. ეს განცხადება პრეზიდენტმა სტამბულში გააკეთა, სადაც თურქეთის პრემიერთან ერთად სომალელი მეკობრეების ტყვეობისგან გათავისუფლებულ მეზღვაურებს დახვდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელსაც საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად აშენებს, ევროპაში პირველ მგზავრს 2013 წელს ჩაიყვანს. შესაბამისად, პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი საქართველოს ფანჯარაა.ამასთან, საქართველოს პირველი პირის განცხადებით, ქართული ეკონომიკის განვითარებას დიდწილად თუერქეთთან მჭიდრო თანამშრომლობაც განაპირობებს. როგორც ცნობილია, ამ პროექტის განსახორციელებლად თბილისმა აზერბაიჯანისგან 700 მილიონ დოლარზე მეტი სესხი აიღო.

ამ დროს კი, სანამ პრეზიდენტი თურქული ფანჯარის“ მეშვეობით ევროპაში ქართული მატარებლების შლიგინის პერსპექტივაზე საუბრით ტკბება, აქვე „ყურისძირში“, კერძოდ ხობის რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბილეთები აღარ იყიდება. livepress.ge-ს ინფორმაციით, ხობში სამგზავრო მატარებელზე ბილეთების გაყიდვის სააგენტო გაუქმდა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სხვადასხვა მიმართულების რეისებზე მატარებლის ბილეთების შეძენა, ამჟამად სენაკის ან ზუგდიდის რკინიგზის სალაროში უწევთ, რაც მათივე თქმით, ზედმეტი დროის და დამატებით 3 ლარის ხარჯვაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here