Home ახალი ამბები მსოფლიო 30 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით მოიმატებს

30 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით მოიმატებს

1870
30 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით მოიმატებს

2 აპრილს გაეროს გენერალურმა მდივანმა წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2050 წლისთვის 9,7 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება.

გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, დღეს დედამიწაზე 7,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ამავე დეპარტამენტის მონაცემებით, 1500 წელს პლანეტაზე 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 1800 წელს _ დაახლოებით მილიარდი, 1950 წელს _ თითქმის 2,5 მილიარდი.

მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყანა დღეს ჩინეთია. იქ თითქმის 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 1900 წელს ჩინეთში 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

აფრიკის კონტინენტზე ნიგერია ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. იქ 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ევროპაში გერმანია მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ. 2019 წელს გერმანიაში ცხოვრობს 83 მილიონზე ოდნავ ნაკლები ადამიანი. რუსეთში, 2010 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 142,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა; დღევანდელი შეფასებით კი რუსეთის მოსახლეობა 146 მილიონ კაცს შეადგენს.

2011 წლის აღწერის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 63 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. მათგან ინგლისში _ 53 მილიონი, შოტლანდიაში კი _ 5 მილიონზე ოდნავ მეტი.

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, საქსტატის მონაცემებით, 1994-2017 წლების პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 3 721 000 ადამიანი ცხოვრობს.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here