მთავარი საზოგადოება 30 წელზე მეტია, საქართველოში ამერიკული პოლიტიკური კორონავირუსი დათარეშობს ანუ საქართველო პოლიტიკურ მინიატურებში

30 წელზე მეტია, საქართველოში ამერიკული პოლიტიკური კორონავირუსი დათარეშობს ანუ საქართველო პოლიტიკურ მინიატურებში

1474
გააზიარეთ
30 წელზე მეტია, საქართველოში ამერიკული პოლიტიკური კორონავირუსი დათარეშობს ანუ საქართველო პოლიტიკურ მინიატურებში

მე, 91- წელში გადაბიჯებული პოლიტოლოგი, მკითხველს განსჯისთვის საქართველოს ცხოვრების ამსახველ პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ:

1.30 წელზე მეტია, საქართველოში ამერიკული პოლიტიკური კორონავირუსი დათარეშობს. დღეს ამ ვირუსისგან თავის დაღწევა უკიდურესად გართულებულია, რადგან საქართველო თავის ხელისუფლებიანად აშშ-ის დოლარებზეა გაყიდული;

2.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი, ისეთი თავგამოდებით ეტრფის და ეთაყვანება ნატოს სამხედრო ორგანიზაციას, რომ, მგონი, მზეთუნახავი ასული ჰგონია ქართული სახელით _ ნატო;

3.დღეს საქართველოში აშკარაა ფასეულობათა გაუფასურება, ისტორიის ფალსიფიცირება, განუკითხაობა, სიცრუე-სიყალბეთა კორიანტელი, ეროვნული გრძნობების დაკნინება და ა.შ. და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

4.აშშის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი თავს ისეთი მზრუნველობით დაგვტრიალებს, როგორც დედა _ ჩვილს; მადლობა ეთქმის, არა? ნუთუ ასეთი პაწიები და უსუსურები ვართ? გამოვფხიზლდეთ!

5.საქართველო არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო; მას ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვენეციის კომისია ისე აგუნდავებენ და აბრტყელებენ ხელიდან ხელში, როგორც დიასახლისი მჭადის ცომს კეცზე დაკვრის წინ.

6. აშშმა საქართველო ბეღურას ბუდეში მჯდარ იმ პირდაღებულ ბარტყს დაამსგავსა, რომელიც დედისგან საკვებს ელოდება; ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივედი, როცა გვამცნეს _ აშშ მრავალმილიონიან ახალ დახმარებას გვპირდებაო; ოღონდ ამ გადაწყვეტილებამ, სინამდვილედ რომ იქცეს, თურმე განხილვის რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს; ჰოდა, საბოლოო გადაწყვეტილებას პირდაღებული ველოდებით; ვაი, ჩვენს თავს უბედურს!

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოგლოგი ქუთაისიდან

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here