Home ახალი ამბები ქუთაისის მერიიდან 67 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ქუთაისის მერიიდან 67 თანამშრომელი გაათავისუფლეს

822
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობაში 282 შტატი დარჩა, შტატგარეშედ კი 28 ადამიანი გააგრძელებს მუშაობას.

მერიიდან 67 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 19 პირადი განცხადებით გათავისუფლდა, ხოლო 16-ს ხელშეკრულება შეუწყდა.

რეორგანიზაციის შედეგად მერიაში კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. ასევე გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, მის ნაცვლად არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური ჩამოყალიბდა.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამსახურში შეიქმნა „კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის“ ახალი განყოფილება. რეორგანიზაცია შეეხო ქალაქში არსებულ ა(ა)იპებსაც. გაუქმდა ხუთი ა(ა)იპი, რომლებიც სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებთან გაერთიანდა.

წყარო:ipn

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here