Home ახალი ამბები მსოფლიო 27-მა ამერიკულმა ორგანიზაციამ ბაიდენს თხოვნით მიმართა, აღადგინოს დიალოგი რუსეთთან

27-მა ამერიკულმა ორგანიზაციამ ბაიდენს თხოვნით მიმართა, აღადგინოს დიალოგი რუსეთთან

78
27-მა ამერიკულმა ორგანიზაციამ ბაიდენს თხოვნით მიმართა, აღადგინოს დიალოგი რუსეთთან

შეწყდეს უგუნური გამონათქვამები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. წერილი ამ მოთხოვნით 27-მა ორგანიზაციამ გაუგზავნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ ისინი ღრმად არიან შეშფოთებული ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გამწვავებით. აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდეს, მოსკოვთან გაააქტიუროს მოლაპარაკებები შეიარაღების საკითხებზე, ამასთანავე, ბაიდენს შეახსენეს მისი განცხადება, რომ დიპლომატია იქნება აშშ-ის პოლიტიკის ცენტრში.

წერილს ხელს აწერენ უფლებადამცველები, იურისტები, ჟურნალისტები და სხვ., მათ შორის არიან ბაიდენის მომხრეებიც.

Vesti.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here