საბჭოთა კავშირს, სულ ცოტა, ორჯერ მაინც ჰქონდა ჰიტლერის ლიკვიდაციის საშუალება, მაგრამ სტალინმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან შიშობდა, რომ გერმანია სეპარატულ ზავზე წავიდოდა მის მოკავშირეებთან – ბრიტანეთთან და აშშ–თან.
ანატოლი კულიკოვი, რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად „მხედართმთავართა კლუბის“ ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ 1941 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო ჰიტლერის განადგურების გადაწყვეტილება. ეს რუსეთის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, თუ გერმანელები მოსკოვს აიღებდნენ. მოგვიანებით ამის გაკეთებას ჰიტლერის შტაბში აპირებდნენ, მაგრამ 1943 წელს სტალინმა გადაიფიქრა, რადგან ჰიტლერის მოშორების შემთხვევაში მისი მოკავშირეები გერმანიასთან სეპარატულ ზავს გააფორმებდნენ. ამგვარი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას იგი უკვე ფლობდა.
ჰიტლერის ლიკვიდაციის მეორე შესაძლებლობა საბჭოეთს 1944 წელს გაუჩნდა. უკვე მზად იყო ოპერაციის დეტალური გეგმა, მაგრამ სტალინმა ამჯერადაც შეიკავა თავი. არადა, ამ აქციისთვის უკვე არსებობდა ადამიანი, რომელიც განზრახ ჩაბარდა ტყვედ გერმანელებს და მათი ნდობითაც სარგებლობდა. ამ ოპერაციას წარმატების რეალური შანსი ჰქონდა.
რატომ და ჰიტლერის ნაცვლად უფრო ჭკვიანი მოვა სათავეშიო,ასე ამბობდა!