იაპონური საფონდო ბირჟა 6 სექტემბერს დაიხურა და 2009 წლის აპრილის შემდეგ მინიმუმი შეადგინა : Nikkei–ს ბირჟაზე ინდექსი 2,21 პროცენტით 8591 პუნქტამდე, ხოლო Topix–ის ბირჟაზე 1,93 პროცენტით 741 პუნქტით. როგორც სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება, ინვესტორები ევროპის კრიზისის გამძაფრების გამო აქციებს ყიდიან.
ამასთანავე, სხვა ქვეყნების საბირჟო მონაცემები, რომელზეც უკვე დასრულებულია გაყიდვები 6 სექტემბერს, ძალიან დაბალია. სამხრეთ კორეაში გაყიდვები ძირითადი ინდექსის დაცემით, 1, 07 პროცენტით დასრულდა, ავსტრალიაში – 1,6 პროცენტით. საერთო ინდექსი MSCI (Morgan Stanley Capital International)–ის მონაცემებით, აზიის საერთო მაჩვენებელი 1,7 პროცენტით დაეცა. ამჟამად იმ კომპანიების სავარაუდო წლიური შემოსავალი, რომელთა აქციები ინდექსშია შესული, 11,6 %–ით შეფასდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 2008 წლის ნოემბრიდან.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ინვესტორები ბაზარზე არა მხოლოდ აქციების გაყიდვას, არამედ ინვესტიციიების უსაფრთხო აქტივების ჩადებაში ცდილობენ.
რაც შეეხება ოქროს ფასს, – პირიქით, მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. ამჯერად ერთი უნცია ოქრო 1920 დოლარზე მეტი ღირს.
რუსეთში საფონდო ბირჟას ზარალი გახსნამდე ერთი დღით ადრე მიადგა. მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ინდექსმა მოსკოვის დროით 11:05 გაზრდილი 1,02 პროცენტი აჩვენა,1509 პუნქტით, ხოლო РТС –ის ბირჟაზე 0, 41 პროცენტით 1624 პუნქტამდე.