მთავარი საქართველო 2018 წელს საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყნების სიაში იქნება

2018 წელს საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყნების სიაში იქნება

1664
გააზიარეთ
ბლუმბერგი

სააგენტობლუმბერგისმონაცემებით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგენდა, 2018 წლის იანვარში კი წლიურმა ინფლაციამ _ 4,3%, სომხეთში _ 2,7%, რუსეთში _ 2,2%, ყაზახეთში _ 6,8%, ბელარუსში _ 4,6%, აზერბაიჯანში _ 7,8%.

2017 წელს საქართველოს მშპ 4,2%-ით გაიზარდა და, 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ერთ სულზე 4529 დოლარი შეადგინა. სომხეთში მშპ 3853 დოლარია, აზერბაიჯანში _ 4439, რუსეთში _ 10630.

საქართველოს მშპ შეადგეს 16.7 მლრდ დოლარს, სომხეთისა _ 11.5 მლრდ-ს, აზერბაიჯანის _ 43.8 მილიარდს, რუსეთის _ 1,5 ტრილიონ დოლარს.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მშპ 2018 წელს 5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საქართველოში იყო მშპ-ს 7.2%-იანი ზრდა, მაგრამ შემდგომ წლებში მშპ-ს პროცენტული ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა.

2018 წლის პროგნოზით, 5%-იანი ზრდა არ გამოიწვეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის რადიკალურ გაუმჯობესებას. სავარაუდოდ, საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზრდება 1060 ლარამდე. საქართველოში მოსახლეობის 30% კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩება.

სააგენტო “ბლუმბერგის” 2018 წლის ყველაზე “უბედური ეკონომიკების” სარეიტინგო სიაში, რომელიც ყალიბდება ინფლაციისა და უმუშევრობის პროგნოზის მიხედვით, 66 ქვეყანა შევიდა. მეოთხე წელიწადია, სიას ლიდერობს ვენესუელა; მეორე ადგილზეა სამხრეთი აფრიკა, შემდეგ მოდიან: არგენტინა, ეგვიპტე, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა, ესპანეთი, ბრაზილია, საუდის არაბეთი და სერბეთი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here