Home ახალი ამბები საქართველო 2016-2017 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

2016-2017 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

1110
2016-2017 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოინტერპრესნიუსმაგამოითხოვა, 2016-2017 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა. აღნიშნულ პერიოდში საშუალო საფეხურზე (X-XII კლასები) სწავლა ვერ განაგრძო 8300-მა, ხოლო საბაზო საფეხურის (VII-IX კლასები) დასრულებამდე _ 3441 მოსწავლემ.

სკოლაში სწავლას ყველაზე მეტმა მოსწავლემ თბილისში დაანება თავი. კერძოდ, საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 2168-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე _ 1348-მა მოსწავლემ. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა ქვემო ქართლსა და კახეთში დატოვა. ქვემო ქართლში საშუალო საფეხურზე სწავლა ვერ გააგრძელა 1835-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე _ 828 მოსწავლემ. კახეთში საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 891-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე _ 327-მა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2016-2017 სასწავლო წლებში საშუალო საფეხურზე აფხაზეთში სკოლა დატოვა 64-მა მოსწავლემ, აჭარაში _ 764-მა, გურიაში _ 270-მა, იმერეთში _ 738-მა, მცხეთა-მთიანეთში 181-მა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 37-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 636-მა, სამცხე-ჯავახეთში _ 312-მა, ხოლო შიდა ქართლში _ 404-მა მოსწავლემ. საბაზო საფეხურის დასრულებამდე აფხაზეთში სკოლა დატოვა 18-მა მოსწავლემ, აჭარაში _ 226-მა, გურიაში _ 36-მა, იმერეთში _ 235-მა, მცხეთა-მთიანეთში _ 32-მა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 2-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 128-მა, სამცხე-ჯავახეთში _ 156-მა, ხოლო შიდა ქართლში _ 105-მა მოსწავლემ.

რაც შეეხება მიზეზებს, 2016-2017 სასწავლო წელს საბაზო საფეხურზე ავადმყოფობის გამო სწავლა ვერ განაგრძო 96-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე _ 78-მა მოსწავლემ. სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას, სკოლიდან გარიცხვას და სხვა მიზეზებსაც ასახელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here