Home ახალი ამბები საქართველო 2016 წელს იძულებითი წესით აუქციონზე უძრავი ქონება 2 418 ოჯახს გაუყიდეს

2016 წელს იძულებითი წესით აუქციონზე უძრავი ქონება 2 418 ოჯახს გაუყიდეს

1327
აუქციონი

“2016 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებით აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელთან შედარებით 26,7%-ით მოიმატა, ხოლოდ 2014 წელთან შედარებით _ 40,4%-ით. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციის მიხედვით, შარშან იძულებით აუქციონზე 2 418 უძრავი ქონება გასხვისდა”, _ იუწყება ინტერნეტგამოცემაკომერსანტი”.

ბოლო წლებში კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო იპოთეკარების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. 2014-16 წლებში იძულებით აუქციონზე უძრავი ქონება 6 047 ოჯახმა დაკარგა და საფრთხე კიდევ ბევრს ემუქრება. უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება თვითონ მოუწიათ. ზუსტი სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება, არ არსებობს, მაგრამ მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც განუხრელად იმატებს, მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხე დღესაც ბევრს ემუქრება. ამჟამინდელი მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 191 600-ს აჭარბებს.

2014 წელს იძულებით გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 1 721 ერთეული შეადგინა, 2015 წელს _ 1 908, ხოლო 2016 წელს აუქციონზე გაიყიდა 2 418 უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული ზემოხსენებული სტატისტიკური ინფორმაცია რეალიზებული უძრავი ქონების შესახებ შეიცავს ერთიან მონაცემს არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართობების, აგრეთვე, მიწის ნაკვეთების შესახებ. რაც შეეხება წინა წლებს, 2013-ში ქონება 1 946 ადამიანმა დაკარგა, 2012-ში _ 1 953-მა, 2011 წელს კი  1 850 ოჯახს ჩაემორთვა უძრავი ქონება იძულებითი აუქციონის წესით, ანუ 2011_16 წლებში იძულებითი აუქციონის წესით სულ გაიყიდა 11 796 ერთეული უძრავი ქონება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here