Home რუბრიკები სამართალი ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი შველას ითხოვს

ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი შველას ითხოვს

630

 
“გასამართლებული ვარ საქ. სსკ 236-ე და 239-ე მუხლებით, რაზეც სასჯელის ზომად განმესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა დაწყებულია 2007 წლის 11 სექტემბრიდან.
მინდა, გთხოვოთ, რომ ვარ მძიმე ავადმყოფი, კერძოდ, ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, რის გამოც გავდიოდი მკურნალობას ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში 1 წელზე მეტი, საიდანაც გადმომიყვანეს რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განუკურნებელი და ამჟამად აქ ვიხდი სასჯელს.

დღეისათვის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა. ჩემი არაერთი თხოვნა, გამიწიონ სამედიცინო დახმარება, ამაოა. ამჟამად გწერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რის გამოც შეზღუდული ვარ და არ გამაჩნია არანაირი საშუალება, მოგაწოდოთ რაიმე სამედიცინო დასკვნები. ჩემი არაერთი თხოვნისა, გამიწიონ სამედიცინო დახმარება, ექიმები მპასუხობენ, რომ არაფერი მჭირს, სინამდვილეში კი ჯანმრთელობა სერიოზულად მაქვს შერყეული. გარდა ტუბერკულოზისა, მაწუხებს გული, ღვიძლი, ც ჰეპატიტი, რომელიც შევიძინე ციხის პირობებში, ხოლეცისტიტი, მაქვს დაზიანებული ყურის ბარაბანი, მაქვს საშინელი ტკივილები, განვიცდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ექიმების უგულებელყოფის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, მომაქციოთ ყურადღება, დამეხმაროთ.
 
ბექა სამადაშვილი (დაბ: 19.06.82)”

(წერილი მოგვაწოდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ანდრიაშვილმა)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here