Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვში პედერასტების დარბევა დაგმო

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვში პედერასტების დარბევა დაგმო

605

28 მაისს მოსკოვში გეი-აღლუმის მესვეურებმა აქციის უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გამართვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. დაკავებულ 40-მდე ჰომოსექსუალს შორის ბრიტანეთის, ამერიკისა და საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან.ვაშინგტონმა მოსკოვში პედერასტების დაშლა დაგმო და გააპროტესტა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარკ ტონერის თქმით, მოსკოვის პოლიციამ აქციაზე დააკავა ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე მათი მოწინააღმდეგეებიც. სახელმწიფო დეპარტამენტი ორმაგად შეშფოთებულა იმის გამო, რომ დაკავებულთა შორის აშშ-ის მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებიც ამ აღლუმში მონაწილეობდნენ.
ვაშინგტონისთვის პედერასტების უფლებების დაცვა პრიორიტეტია, საქართველოს მოქალაქეების დარბევაზე კი აშშ-ის ელჩი ლამის სანქციას იძლევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ ჯონ ბასის საჯარო “ნებართვა-განცხადების” შემდეგ აამოქმედა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სადამსჯელო-რეპრესიული მანქანა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი კი  26 მაისის უმოწყალო რბევა-ჩეხვის შემდეგ მხოლოდ ჰაეროვანი შეშფოთებით შემოიფარგლა.როგორც ჩანს, სანამ თბილისში სააკაშვილის ზონდერების მიერ პედერასტების აღლუმი არ დაირბევა, ვაშინგტონი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ძალადობის მიმართ პროტესტის გამოთქმას არ აპირებს, თუმცა… ხელისუფლების ზონდერები, რომლებმაც თანამოქალაქეების სისხლის ფასად “უზრუნველყვეს”  დამარცხებული მთავარსარდლისათვის აღლუმის ჩასაბარებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის “გაწმენდა”, გეი-აღლუმს ვერასოდეს დაარბევენ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here