Home რუბრიკები საზოგადოება 17 მაისი _ საჯილდაო ქვა

17 მაისი _ საჯილდაო ქვა

ლგბტ თემი და არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობაზე გადავიდნენ

1022
17 მაისი _ საჯილდაო ქვა

17-მა მაისმა საქართველოში ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც უმრავლესობას სურდა. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ათიათასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო და ბოლოს სამებაში ილოცა. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა დამცველმა არასამთავრობოებმა რამდენიმე დღით ადრე განაცხადეს, რომ არანაირ აქტივობას არ გამოიჩენდნენ, რადგან აგრესიის ეშინოდათ. მათ ზუსტად იციან, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ლგბტ თემის პროპაგანდა და არ სურს ამ ადამიანებისთვის თავზე ხელის გადასმა. ამის მიუხედავად, არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ ჩვენ თურმე ველურები ვართ და განვითარებული ევროპისა და ამერიკის წინაშე თავს ვირცხვენთ. არადა, ამერიკის პრეზიდენტმა მკაფიოდ და გარკვევით განაცხადა: არ მესმის, რატომ უნდა მომწონდეს კაცი, როცა ირგვლივ ამდენი ლამაზი ქალიაო?! ტრამპის ეს განცხადება საქართველოში ჰომოფობიად არავის შეურაცხავს, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, იგივე რომ ეთქვა რიგით ქართველს, რა მოხდებოდა?! ძვლებიანად შეჭამდნენ, აგრესიულად მოექცეოდნენ, შესაძლოა, მისი ქვეყნიდან გაძევებაც კი მოეთხოვათ.

ამას წინათ გამართულ ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს ევროპასა და ამერიკაში წასვლისა და დარჩენის გზებზე ესაუბრებოდნენ, სხვადასხვა ლეგალურ საშუალებაზე ლაპარაკის შემდეგ ღიმილით თქვეს, რომ ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი უცხოეთში დასარჩენად და დასამკვიდრებლად ლგბტ თემის წევრობის აღიარებააო. ანუ, ჩადიხართ ევროპაში, შემდეგ მოითხოვთ თავშესაფარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სამსახურს ვერ შოულობთ ან გიჭირთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ლგბტ თემის წარმომადგენელი ხართ და საქართველოში გდევნიან. შემდეგ მარტივად წარადგენთ ამის დამადასტურებელ ინფორმაციას, წარადგენთ ცნობებს 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე, რომ თქვენ და თქვენს მეგობრებს არ გაძლევენ საკუთარი გრძნობების გამოხატვის უფლებას და თავშესაფარიც გარანტირებული გაქვთ.

გამოდის, რომ ის, რაც 17 მაისის წინ საქართველოში ხდებოდა, არასამთავრობოებსაც აძლევთ ხელს და ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც. ახლავე აგიხსნით რატომ: არასამთავრობოები ყველა ინფორმაციას ინახავენ, აარქივებენ და იმ ორგანიზაციებს უგზავნიან, რომლებიც მათ გრანტებით აფინანსებენ. აღნიშნული სიტუაციის დამძიმების ფონზე გრანტების ოდენობა და სიხშირე გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და არასამთავრობოებიც უფრო შემართული არიან. ლგბტ თემის წარმომადგენლებს გარანტირებული აქვთ თავშესაფარი და პრინციპით “ხელი ხელს ბანს” ორივე მხარე ამ თანამშრომლობით კმაყოფილია. ეს არის მედლის ერთი მხარე…

საქართველოს ეკონომიურად შეჭირვებული მოქალაქე ჩადის ევროპაში, მას არ აძლევენ არც სამსახურს, არც თავშესაფარს და უკან აბრუნებენ. შედეგად, ბილეთის ფულიც ვალად ედება და საქართველოში იმაზე გაჭირვებული და გაუბედურებული ბრუნდება, ვიდრე წასვლამდე იყო. ამ დროს კი მან იცის, რომ შველა ლგბტ თემის წევრობის აღიარებაშია და… იძულებულია, თქვას, რომ გეია ან ლესბოსელი (ქალის შემთხვევაში), ან ბისექსუალი, ან… ან…

ეს არის მედლის მეორე მხარე და, რაც მთავარია, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ჩვენს თავს მოხდეს. ანუ, აქედან წასული მოქალაქეები, ისინი, ვინც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს, ისინი, ვინც ლგბტ თემს არ აღიარებს, იძულებულნი არიან, სიცოცხლისთვის, შვილებისა და მშობლების გამოსაკვებად აღიარონ ისეთი რამ, რასაც მანამდე ფიქრადაც არ გაივლებდნენ. ვისი დამსახურებაა ეს? პირველ რიგში, ხელისუფლების, იმიტომ, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, ქვეყნიდან წასვლის სურვილი არავის გაუჩნდეს; მერე უკვე _ ჩვენი, საზოგადოების, რომელიც უფრო მკაფიოდ და უფრო აგრესიულად არ ითხოვს სწორედ ამ პირობების შექმნას, შემდეგ მოდიან ის არასამთავრობოები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სტომაქზე ზრუნავენ და არ აინტერესებთ, რა გზითა და როგორ ივლის ქვეყანა, გაირყვნება თუ არა ერი, მთავარია, კონკრეტულ დროს კონკრეტულ ანგარიშზე მორიგი გრანტი ჩაირიცხოს და ასე გრძელდება წლიდან წლამდე.

ჰოდა, აგერ, ბატონო, გამოსავალიც _ მთელმა ერმა უნდა ვაღიაროთ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ვართ და ვინ იცის, მერე იმაზე ადრე გაგვიღონ ევროკავშირის კარი, ვიდრე დაგეგმილია. კიდევ ვიმეორებთ: ლიბერალიზმი ისევ შენარჩუნებული აქვთ ევროპასა და ამერიკას, მაგრამ რეალურად, ეროვნული ძალები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ ლგბტ თემი ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი საფრთხის მქონეა. ისინი აგრესიულები არიან, ისინი არ ინდობენ არავის და არაფერს, ვინც მათ გზად ეღობება, ცდილობენ, გახდნენ უმრავლესობა და ყველას თავს ახვევენ საკუთარ ორიენტაციას. რაც მთავარია, ლგბტ თემის წევრთა გამრავლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოგრაფიას და ადგილობრივების ადგილს, ძირითადად, აფრიკიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ადამიანები იკავებენ. მართალია, ფერადკანიანების მიმართ აგრესია მსოფლიოში პრაქტიკულად არსად აღარ არის, მაგრამ საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში ხშირად მოისმენთ, რომ ქვეყანა გაშავდა და გაშავდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ლგბტ თემის წარმომადგენლებს საჭიროზე მეტი თავისუფლება მისცეს, პრივილეგიები დაუწესეს. ეს ისე თვალსაჩინო გახდა, რომ ერის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ გზით აირჩია თავის გატანა. პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა დგას ამ პრობლემის წინაშე და ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ტალღის გადმოსროლა ჩვენკენ და ჩვენი დარი ქვეყნებისკენ სურთ.

ლგბტ თემის მიმართ შიში შეიმჩნევა პოლიტიკოსებშიც. ერთი პოლიტიკოსიც ვერ მოიძებნა ხელისუფლებაში, რომელიც 17 მაისზე იტყოდა, რომ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, რომ არ არის აუცილებელი, ქუჩაში ლგბტ თემის წარმომადგენლები გამოვიდნენ და მომავალ თაობას გარყვნილებისკენ მოუწოდონ, სწორედ გარყვნილებისკენ, რადგან ის, რის პროპაგანდასაც ეწევიან, გარყვნილებაა. ჩვენ, რიგითი ადამიანები ხომ არ გამოვდივართ ქუჩაში და ხომ არ ვყვირით, რომ გვინდა სექსის თავისუფლება, რომ გვინდა, არავინ შეგვიშალოს ხელი? ესეც გარყვნილება იქნებოდა. ხოლო ის, რომ ბავშვს უნდა აუხსნა, რატომ კოცნის ქუჩაში კაცი კაცს ან ქალი და ქალი ერთმანეთს, რატომ არიან გადახვეულგადაფსკვნილები, ცალკე პრობლემაა. 17 მაისს პარტიარქმა გარკვევით თქვა, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცი კავშირი და მორჩა, ამის იქით არაფერია, ამის იქით გარყვნილება იწყება. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსები დუმან, არ სჭირდებათ ახლა ეკლესია და პატრიარქი, იმიტომ, რომ არასამთავრობოების შეტევის ეშინიათ და დუმილს ამჯობინებენ, იმ იარაღს, რომელსაც ხშირად იყუენებენ საკუთარი უნიათობის გადასაფარავად. არადა, 17 მაისს ყველა პოლიტიკოსი ნახავდა, რამდენი ხალხი გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მაგრამ საქმე ის არის, რომ იმ მცირე არასამთავრობოებისა თუ ლგბტ თემის უკან ევროპა დგას, ხალხის მასის უკან კი _ არავინ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ასე, როდემდე იქნება 17 მაისი საჯილდაო ქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ლგბტ თემი და არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობაზე არიან გადასული. ცხვირში გვტენიან იმას, რაც არ გვინდა და ზურგს ევროპით იმაგრებენ. იმ ევროპით, რომელიც თვითონ ცდლობს თავის დაღწევას ამ სიტუაციიდან და არაფერი გამოსდის. აღარ გამოსდის იმიტომ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები გახდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები და წინსვლა და პრივილეგიები სწორედ ამ სტატუსის გამო მიიღეს. ჰოდა, ახლა ჩვენ გვასწავლიან, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა ვიაროთ წინ და როგორ ამოვეფაროთ ლგბტ თემის სახელს. მერე რა, რომ არატრადიციული ორიენტაციის გამჟღავნების შემდეგ თავშესაფარს ისეთი ადამიანების გვერდით მოგცემენ, რომლებიც არ იტყუებიან და მართლა ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან?! იქ კიდევ თავის შეკავება გმართებთ: არ უნდა გაგიკვირდეთ, კაცმა კაცს კომპლიმენტი რომ უთხრას, იმიტომ, რომ თქვენც მათიანი ხდებით. მართალია, მხოლოდ ქაღალდზე და არა _ ოფიციალურად, მაგრამ ვინ იცის, შემდეგ ამ ყველაფრის გაოფიციალურებაც მოგთხოვონ…

ორი კვირაც არ არის გასული, რაც ერთ-ერთი რეგიონული ტელევიზიის ჟურნალისტი სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ლგბტ თემის კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა მისამართით სიტყვა “პედარასტი” გამოიყენა. მას მაშინვე წაესივნენ არასამთავრობოები, ლგბტ თემის დამცველები და ლამის ჯვარზე გააკრეს. ჰომოფობი, კაცთმოძულე, არაადამიანი _ ეს არის ის მცირე ჩამონათვალი ეპითეტებისა, რომლებითაც ის გოგონა მოიხსენიეს და მანაც ბოლომდე “გაჭედა”: ასე ვფიქრობ და სხვაგვარად არ ძალმიძსო. ახლა არასამთავრობო სექტორი ჩასაფრებულია, არ გაბედოს ვინმემ და ეს გოგონა სამსახურში მიიღოს, რადგან ის თურმე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ასე არიან ისინი ჩასაფრებულები სრულიად ერზე და იმ გრანტების სანაცვლოდ, რომლებსაც ყოველწლიურად ელიან, სიამოვნებით დაგვგლეჯენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here