Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ ქაფიანიძე: ამერიკელებმა რაღამც ღარიბები გვნახეს, მოგვჩერებიან როგორც დურაკებს

ზურაბ ქაფიანიძე: ამერიკელებმა რაღამც ღარიბები გვნახეს, მოგვჩერებიან როგორც დურაკებს

1788

გასულ კვირას ახალგაზრდა პოეტის – გიორგი ოქროპირიძის  შემოქმედებით საღამოზე მსახიობმა ზურაბ ქაფიანიძემ გულისტკივილით თქვა: “ვარდების ხელისუფლებამ” ბოლო 7 წლის განმავლობაში ისე გაათახსირა ქართველი ერი, რისი გაკეთებაც აღა მაჰმად ხანმა ვერ შეძლო”. რამ ათქმევინა სახელოვან მსახიობს ეს სიტყვები, ამაზე სასაუბროდ ზურაბ ქაფიანიძეს შინ ვესტუმრეთ. – დღეს საქართველოში ათახსირებენ ქართულ ენას, ქართულ სულიერებას. ათეულობით ათასი ქართველი გააქციეს ქვეყნიდან. ამაზე უარესი საქართველოს არც ერთ ისტორიულ მტერს არ გაუკეთებია. სააკაშვილის ხელისუფლებამ ისე გარყვნა და გაათახსირა მოსახლეობა, რაზეც საქართველოს ყველაზე საშიში მტერი, მურვან ყრუც კი ვერ იოცნებებდა. დღეს სკოლა სკოლას, უნივერსიტეტი უნივერსიტეტს, ქართველი ქართველს არ ჰგავს. უგუნურმა პრეზიდენტმა ათასობით ღვაწლმოსილი პედაგოგი სახლში დასვა, მათ ნაცვლად კი 21 წლის გაურკვეველი ორიენტაციისა და წარმოშობის ხალხი “ჩამოათრია” ბავშვების გასარყვნელად. რისთვის ჩამოიყვანეს, რა უნდა ინგლისელ მასწავლებელს ჩვენს სკოლაში? ბავშვებს რომ ტვინი გამოურეცხონ? ჩემს სახლში რომ შემოხვალ და ხმის ამოღების უფლებას წამართმევ, აღარ არის ის ჩემი სახლი. 
მაგათ ჰგონიათ, მეორედ მოსვლის დროს იესო ქრისტე ტანკით ან ვერტმფრენით ჩამოვა დედამიწაზე, დაარტყავს წრეს თბილისს და რუსთაველზე დაჯდება. წაიკითხონ სახარება, იქნებ, ცოტათი გამოფხიზლდნენ და აზრზე მოვიდნენ, რა ენა გვაქვს და რა ხალხი ვართ.  – დღეს ტელევიზიით ხშირად საუბრობენ მამათმავლობაზე, როგორც ჩვეულებრივ მოვლენაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სულ უფრო ხშირად გვხვდებიან ასეთი ადამიანები. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს? – ამერიკისა და ევროპის წამხედურობამ მოგვიტანა ეს საზიზღრობა. ქართველებს თუ გამრავლება და სიცოცხლის გაგრძლება გვინდა, მაგ გზით არ მრავლდება ერი! თუ ერი არ გაამრავლა, რაში მჭირდება მაშინ შვილი? ასეთი ადამიანები, ცოდვებით დამძიმებულები, სიბერეში რომ შევლენ, მომვლელი რომ აღარ ეყოლებათ და მარტო დარჩებიან უპატრონოდ, მაშინ მიხვდებიან, რა შეცდომაც დაუშვეს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.  – არის თუ არა ეს ერთგვარად სახელმწიფო პოლიტიკის ბრალი? – რა თქმა უნდა, სახელმწიფომ, როგორც მამამ, ისე უნდა მოუაროს თავის ქვეყანას. თუ კარგი მამა ხარ, ოჯახში ამორალობა და გარყვნილება არ უნდა დაუშვა. ამაშია უბედურება, რომ თვითონ ხელმძღვანელობაა საკუთარი ქვეყნის მტერი. დღევანდელი ტელევიზიებიც საქართველოს მტრები არიან. ოღონდ დააფინანსონ და, რასაც გინდა, იმას გაგიკეთებენ. კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის უტვინო უფრო მეტი იყო, ვიდრე ჭკვიანი, მაგრამ ერთ ტვინიან კაცს ემორჩილებოდა ყველა. დღეს ერთი ჭკვიანი კაცი ვერ გვეღირსა. ადრე ხალხს უყვარდა ერთმანეთი, საკუთარი ქვეყანა. ერთმანეთს პატივს სცემდნენ, ილია უყვარდათ, რუსთაველი, აკაკი, გალაკტიონი. დღეს ასე აღარ არის. ეს ხალხი რომ არ გეყვარება და არც გეცოდინება, რანაირი ქართველი ხარ, მითხარი?! ჩვენი განადგურება უნდათ და ზოგიერთი ქართველიც უწყობს ამაში ხელს. შეიხედეთ ტელევიზიებში, რავარი გრიალი აქვთ, სად არის აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ლტოლვილების გაჭირვება? რა უხარიათ, ერთი ჩვენც გაგვაგებინონ… ქვეყნის დაქცევა? მუხრან მაჭავარიანს აქვს ერთი ასეთი ლექსი: “ვინც გინდა იყო, გინდ არქიფო თუ გინდა ზაქრო, რა გიხარია, შე შობელძაღლო?” – საქართველოს და ამერიკის მეგობრობას როგორ შეაფასებთ? რამდენად სასიკეთოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის? – ამერიკელებმა 2008 წელს რუსეთთან რომ აბურდული ამბავი გვქონდა, ფოთში სამხედრო გემი შემოიყვანეს, იმიტომ, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაეღიზიანებინათ და უფრო გაეაქტიურებინათ საქართველო­ში რუსების ქმედებები. როგორ ავხსნა ახლა ეს მე? კეთილმეგობრული დამოკიდებულებით?! როგორ ავხსნა ის, ათასობით ამორალური მასწავლებელი რომ შემორეკეს ჩვენს სკოლებში ქართველი ბავშვებისა და ქართული ენის მოსასპობად?! ესაა მეგობრობა?!  დღეს მკაცრად აპროტესტებენ, რომ ადრე ყველაფერს რუსული წარწერები ჰქონდა და რუსულის გავლენა იყოო. დღეს რომ ყველაფერს ინგლისური წარწერები აქვს, ამაზე რატომ აღარ ჩივის ის ხალხი?! ის რუსი ფარული მტერი მაინც არ იყო, პირდაპირ იქცეოდა, ამათ კიდე ისეთი მაიმუნური ხერხები აქვთ, ისე დაგვამხობს და დაგვაქცევს, შეიძლება ცოცხალი კი დაგტოვოს, მაგრამ – გაუბედურებული და გასაცოდავებული!  მაგათ ჰგონიათ, აღარც რუსთაველი გვყოლია, აღარც თამარი, აღარც აღმაშენებელი, აღარც ილია. ამერიკელებმა რაღამც ღარიბები გვნახეს, მოგვჩერებიან როგორც დურაკებს. დურაკები თვითონ არიან!  – რა უნდა შეიცვალოს, რომ ქართველი ერი საბოლოოდ არ გადაგვარდეს? – რა და ერთი ღირსეული ქართველი უნდა გამოჩნდეს, რომელიც საქართველოს გადარჩენის საქმეს ჩაუდგება სათავეში. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან ისეთი ქართველები, რომლებსაც საქართველოს დღევანდელი ყოფა ტკივათ, ერთგულები არიან სამშობლოსი და საკუთარი ხალხის. – ოპოზიცის იმედიც არ მაქვს. არც ერთხელ არ დამიძახა ოპოზიციამ და მივხვდი, რომ არც ისინი იქნებოდნენ გულწრფელები საქართველოს სიყვარულში და სწორიც აღმოვჩნდი. ვისაც ჩემი შეეშინდება, ე.ი. რაღაც მზაკვრული და არაქართული აქვს ჩაფიქრებული. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნითა და წყალობით, გამოჩნდება ვინმე ღირსეული და ფეხზე დააყენებს საქართველოს.
 
ესაუბრა თეო ტაბატაძე

3 COMMENTS

  1. ღმერთმა გაანათლოს ბატონი ზურას სული. მართალი უბრძანებია, მაგრამ დღესაც,რომ იგივე ხდება. ახალი და კარგი არაფერი მოგვმატებია.

    • დროა უკვე ვიფიქროთ რა მოგვიტანა ამ 27 წელმა? ჩემი აზრით ყველაფერი ცუდი.ბატონი ზურაბ ქაფიანიძის სული ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს.რაც ბატონი ზურაბის წერილშია ნახსენები ეს ხომ სიმართლეა მერე?

  2. Didi madloba q-no Tea es interviu rom shemounaxe saqartvelos.Zustad ast Zuras vicnobdi hemi sicocxlis yovel monakvetsi.is ar cvlida tavis shexedulebebs .aseti iyo da asetad darha.Venacvale mis ukvdav suls.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ოთარი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here