Home რუბრიკები საზოგადოება მამათმავლობას კონსტიტუცია აკრძალავს

მამათმავლობას კონსტიტუცია აკრძალავს

967

უნგრეთის პარლამენტმა 18 აპრილს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ძალაში უნდა შევიდეს. ქვეყნის მთავარ კანონში ხაზგასმულია, რომ უნგრელ ხალხს აერთიანებს “ღმერთი და მართლმადიდებლობა”. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას სიცოცხლე, რომელიც ჩასახვიდან იწყება. ქორწინება, კონსტიტუციის მიხედვით, არის ქალისა და კაცის კავშირი. აყვირდნენ გეები, ანუ მამათმავლები და ლესბოსელები – ეს ჩვენი დისკრიმინაციააო… იყვირონ.
ჩვენ სახარება გადავფურცლოთ, კერძოდ, პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ და ვნახავთ, რომ მამათმავლობა მოხსენიებულია ისეთ მანკიერებათა გვერდით, როგორიცაა სიძვა, ანგარება, უკეთურება, შური, მკვლელობა, ღმერთისმოძულეობა, ცუდმედიდობა და ასე შემდეგ.ამ მანკიერებათა მატარებელი ადამიანები, ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ “არა მარტო ამას აკეთებენ, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ” (რომ. 1,29-32).იციან, მაინც ჩადიან უკეთურებას და სხვათაც უწონებენ.უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, საჭიროდ ჩათვალა, კონსტიტუციის სიმაღლემდე აეყვანა ეს პრობლემა, რადგან “ღმერთი და მართლმადიდებლობა” არის ხალხის გამაერთიანებელი.სჭირდება თუ არა საქართველოს იგივე დეფინიცია კონსტიტუციაში, ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის?ამ შეკითხვით მივმართეთ ჩვენი საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წევრებს:ნოდარ ჯავახიშვილი, ექსპერტი:- ვინ გითხრათ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის? რომელი ნაბიჯით მიდის სააკაშვილი ევროპის მიმართულებით? არა, არა! ერთხელ თუ ევროკავშირს ახსენებს, ორმოცდაერთჯერ – სინგაპურს, და მაინც ევროკავშირისკენ მიდის?!კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე კი გეტყვით: ვერ ვხედავ, რომ მმაჩის ბიუროებთან მაინც და მაინც დიდი რიგები იდგეს ერთსქესიანთა ქორწინებაზე. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ასეც იქნეს. პრევენციის თვალსაზრისით, კონსტიტუციაში დაფიქ­სირება შესანიშნავი იქნება.სერგო ვარდოსანიძე, სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე:- ვფიქრობ, ჩვენთან არასოდეს დამდგარა ეს პრობლემა. ვგულისხმობ ერთსქესიანთა ქორწინების გაოფიციალურებას. ჩვენთან კონსტიტუციაში ამის ჩაწერა ნიშნავს, რომ პრობლემა ძალიან სერიოზულია. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ეს საკითხი არ არის იმდენად აქტუალური, რომ ასე მკვეთრად გახდეს აუცილებელი ხაზგასმა იმისა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და ამ ურთიერთობის ოფიციალური დაკანონება ოჯახის შექმნის მიზნით. ეს თავისთავად იგულისხმება. მაგრამ, თუ ამის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, ეს ძალიან სამწუხარო იქნება.ქალისა და მამაკაცის დაქორწინება მარტო იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს არის ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. ეს არის შთამომავლობა, ეს არის მემკვიდრეობა, ეს არის მომავალი.მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, მიუღებელია ქორწინების სხვაგვარი განმარტება, სრულიად მიუღებელი.რეზო ამაშუკელი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი:- დაგვიანებულია! ღმერთო, შეგცოდე და, ტელეეკრანებზე სულ პედერასტები და ლესბოსელები ჩანან… თუ ამას საქართველოში კონსტიტუცია დასჭირდა, ჩათვალეთ, რომ საქართველო არ არსებობს. აი, ამ ცრუ და მავნე ღირებულებების გავრცელების გამო იღუპება ქვეყანა. მსოფლიო გაპედერასტებულია! ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ. გლობალიზაცია არის ის ქვაბი, რომელშიც ყველა უნდა მოხარშონ.რატომ კუნტრუშობენ “ნაციონალური არხები”? იმიტომ, რომ ამაში დიდი ფულია ჩაყრილი. ღმერთმა ჩემს სამშობლოს აღირსოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სულით, სისხლით, ხორცით, წარმომავლობითა და აზროვნებით იქნება ქართველი.რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას გამგელებით? იმიტომ, რომ ზნეობრივი ფასეულობების მოსპობა სურთ. რომი რომ გაირყვნა, უფალმა ქრისტიანობა მოუვლინა და ნელ-ნელა გაწმინდა სამყარო ამ უბედურებისგან.ახლა მეტყვიან – ლეონარდო დავინჩი და მიქელ ანჯელოო. გახდი შენ ლეონარდო დავინჩი და მიქელ ანჯელო, მერე გინდა წაკუზული ყოფილხარ მთელი ცხოვრება!ყველამ თავის უკანალს მიხედოს, ძმაო, ეს საქართველოა! ხალხის გადასაწყვეტია – შეიტანონ თუ არა ეს დეფინიცია კონსტიტუციაში. პარლამენტი ამის გამკეთებელი არ არის. ამათ კონსტიტუცია უკვე თავიანთ უკანალზე მოირგეს!თემო გოცაძე, სახალხო მხატვარი:- ვთვლი, რომ ამის გაკეთება საქართველოში აუცილებელია. ძალიან უნდათ, რომ მამრთა შეუღლება დასაშვები და შესაძლებელი იყოს. როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი ამას შეეგუოს და წინააღმდეგი არ გამოვიდეს?! საქართველოში არის ის სიტუაცია, როცა საჭიროა, კონსტიტუციით, კანონით აიკრძალოს ეს უბედურება, თორემ ხომ ხედავთ, როგორ გვაწვებიან, როგორ სურთ, გარყვნან ახალგაზრდობა, ერს გამოაცალონ ჭეშმარიტი ღირებულებები.ანზორ მაისურაძე, სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორი:- საჭიროა, როგორ არ არის საჭირო, თორემ დაქორწინდა კაცი კაცზე! მალე შეიძლება აღარ იცოდე, რომელი ხარ – ქალი თუ კაცი.მამათმავლობაში ადამიანის შემჩნევა, რითაც თავის დროზე შეიძლებოდა “საინტერესო ობიექტის” გადაბირება, ერთ-ერთი საშუალება იყო. მამათმავლობა დიდ სირცხვილად და თავის მოჭრად ითვლებოდა, გახმაურებას ერიდებოდნენ.ახლა ქორწინდებიან და სახელმწიფოთა მეთაურებისგან მილოცვებსაც იღებენ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ერთ-ერთ დიდჩინოსან მამაკაცს მამაკაცზე დაქორწინება მიულოცა. ელტონ ჯონს თავის ქმართან ერთად დიდი ბრიტანეთის სამეფო ქორწილში მიწვევის პატივი ხვდა.ანომალიაა. დასავლეთმა მიიღო ეს ანომალია. პარიზის მერი თვითონ აცხადებს, რომ ეგეთია. ავსტრალიის ელჩი ახლახან ერთ-ერთი ქვეყნის მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიაზე კაცთან ერთად გამოცხადდა. ეს ვინ არისო, რომ ჰკითხეს, ჩემი ქმარიაო (!).ავადმყოფობაა!ახლა ლეგალიზაციას ითხოვენ და, ლამის არის, გეების აღლუმი მოაწყონ საქართველოში.თუ კონსტიტუციაში შესაბამისი დეფინიციის შეტანა უშველის, შეიტანონ. მაგრამ მე მეჩვენება, რომ ჩვენი ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ესენი ისე  მომრავლდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებშიც აქვთ ფესვი გადგმული.ამასწინათ ნინო ანანიაშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ ჩვენს მოცეკვავე ბიჭებს ტყუილად აბრალებენ ორიენტაციის შეცვლასო. ასეთები ყველაზე ნაკლებად ჩვენთან არიან და, თუ გინდათ, სახელმწიფო სტრუქტურებში მოიკითხეთო.მორალი:პრობლემა, როგორც ჩანს, არა მარტო აქტუალურია, არამედ – მწვავედ აქტუალურიც! შეიტანს საქართველოს პარლამენტი, უნგრეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მსგავსად, მაღალზნეობრივ დეფინიციას კონსტიტუციაში ნორმალური ოჯახის, ქორწინების შესახებ, გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ შერჩენია პასუხისმგებლობის გრძნობა ერისა და მართლმადიდებლობის წინაშე. არ შეიტანს და საბოლოოდ დაადასტურებს, რომ უზნეობასაა მიყიდული და მამათმავლების დაკრულზე ცუნდრუკობს.ან – ჰო, ან – არა! ამ ტესტს მესამე ვარიანტი არ აქვს.
არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here