Home ახალი ამბები 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

667

ჩინეთში 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

Newsru.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შანხაიში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოში განაცხადეს.

„არსებობს ოფიციალური დოკუმენტი – გარდაცვალების მოწმობა საავადმყოფოდან, სადაც გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: პოლიორგანული უკმარისობა, სეფსისისა და ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების ფონზე“, – აცხადებენ საკონსულოში.
საკონსულოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ჩინური მხარე არ ადასტურებს საავადმყოფოს დიაგნოზს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა, რომლისთვისაც საჭიროა მშობლის თანხმობა. მოდელის დედა ამჟამად მოსკოვში იმყოფება და უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here